სასწაულები

წამება წმიდისა თომა მოციქულისაჲ ჰინდოეთს IX-XI სს.

, , ,

  შევიდა ნეტარი იგი თომა მოციქული სახლსა ვეჟანისსა, ძისა მის მეფისა ჰინდოელთაჲსა, ღამესა დიდითა ნათლითა განათლდა ყოველი-ვე, რაჲ-ცა იყო სახლსა მას შინა. და იწყო მოციქულმან მან ლოცვისა ყოფად და თქუა: “თანამოღუაწეო და შემწეო უძლურთაო, ღმერთო ჩემო იესუ, გინცო და სასოო და შესავედრებელო უძლურთაო, მაშურალთა განმსუენებელო, ჴმაჲ რომელი გარდამოჰჴედ ზეცით, მგლოვარეთა ნუგეშინის-მცემელ, გამოჩინებულ, განსასუენებელ რომელნი მივლენან შენსა მას ადგილსა, მჴსნელო და მკურნალო რომელი მრავალთათჳს ჯუარს-ეცუ და შენთჳს არავინ ჯუარს-ეცუა, შენ რომელი შთაჰჴედ ტარტაროზთა მათ “ძლიერებითა შენითა, […]

Share Button
by
წმ. გერასიმე იორდანელის ცხოვრება

, , ,

აღწერა კჳრილე ბესანიელმან, რომელი იყო ხუცესი ლავრისა დიდისაჲ მამისა ჩუენისა საბაჲსი         ესე ბრწყინვალჱ წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ჯერასიმე იყო ქუეყანით ლუკიაჲთ და შეიწირა იგი ღმრთისა სიყრმითგან, რამეთუ სიყრმითგანვე იყო მონასტერსა შინა ზოგად-ცხორებულთა თანა და ისწავებდა მას შინა კეთილსა მონაზონებასა და აღორძნდებოდა და განმწჳსნდებოდა და აშრომებდა თავსა თჳსსა მარხვითა და ღუაწლითა დიდითა და ზეშთასა მას იყო მორბედ და ისწრაფდა, რაჲთა მიიღოს სათხოველი   იგი ზესკნელი. ხოლო დასაბამსა შეაპყრა თავი თჳსი უდაბნოთა. და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან. და […]

Share Button
by
სვიმონ სალოსის ცხოვრება

, , ,

აღწერა ლეონტიოს ეპისკოპოსმან ნიკოპოლელმან, რომელ არს კჳპრჱსაჲ     შეჰგავს მათდა, რომელნი დადგინებულ არიან პატივსა მოძღუართასა, რაჲთა ასწავებდენ კაცთა საქმეთა მათთა კეთილთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან სახარებასა შინა: ესრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა, რომელ    არს ცათა შინა. ხოლო რომელი სიტყჳთ ოდენ ასწავებდეს, მის ზედა თქუმული იგი უფლისაჲ აღსრულებულ არს სახარებასა შინა: ორგულო, პირველად აღმოიღე დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინღა იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან […]

Share Button
by
მოკლვაჲ წმიდისა გიორგისგან ბოროტისა ვეშაპისა და განთავისუფლებაჲ  მეფისა ასულისაჲ

, ,

      [იყო] ქალაქი ერთი რომელსა ეწოდებოდა ლასიაჲ. იყო ქალაქსა მას შინა მეფე, სახელით სელინოს. იყო იგი უკეთურ და კერპთმსახურ და უსჯულო, უწყალო და ულმობელ ქრისტეს მორწმუნეთა მიმართ. მსგავსად ბოროტთა საქმეთა მისთა მიაგო მას უფალმან, რამეთუ მახლობლად ქალაქისა მის იყო ტბაჲ, შესაკრებელი წყალთა მრავალთაჲ, ვითარცა ზღუაჲ. გამოჩნდა ვეშაპი ბოროტი წყალთა მათ შინა ტბისათა და მარადღე განვიდოდა და მოსრვიდა, განჰლევდა და შეშჭამდა მათ, და მრავალგზის შეკრიბა მეფემან მჴედრები მოკლვად ვეშაპისა მის და ვერ უძლეს, რამეთუ […]

Share Button
by

, , ,

  [თთუესა ივნისსა თ]  სიმჴნეჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა გულანდუხტისი სპარსეთს       ცხორებაჲ და ღუაწლისა ძლევაჲ წმიდისა და სამგზის სანატრელისა გულანდუხტისი, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა სახელი მარიამ. უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შეწევნითა, ვითარ-ესე გუესმა სარწმუნოთა და ღმრთის-მსახურთა კაცთაგან, ყოველი ჭეშმარიტად ქმნული სპარსეთს შინა ხუასროვ ძუელ მეფისა ზედა ორმიზდ მეფისა, დღეთა ჩუენთა, მჴევლისა ღმრთისა გულანდუხტისთჳს, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა მა\რიამ,- ესემსწრაფლ იქმნა ცუენდა აღწერად, მის მიერ ქმნული იგი, რაჲთა არა იყოს დავიწყებაჲ მრავალთა ჟამთა წარსლვითა, […]

Share Button
by
წმ.დავით და კონსტანტინეს ცხოვრების რედაქციები

, , ,

თუესა ოკტონბერსა ლა წმიდათა და უძლეველთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი     ესე უძლეველნი მოწამენი იყვნეს ნათესავით ქართველნი საზღვართაგან აფხაზეთისათა, სანახებთაგან არგუეთისა. აზნაურნი იყვნეს ტომით და ნათესავნი ერთმანერთისანი, უძლეველნი და ძლიერნი ბრძოლასა, მჴედარნი შუენიერნი და განთქმულნი წყობასა მტერთასა.   რამეთუ წმიდაჲ და უძლეველი მოწამე დავით იყო ხილვითა ესევითარი: გუამითა სრულ და ახოვან, არცა უზომოდ დიდ და არცა სიმცროჲთა ნაკლულ, მადლითა სავსე და სრულ ყოვლითა სიკეთითა და დასრულებულ წუერითა სიჴშოჲთა. იყო უკუე შუენიერ პირითა, გრემან თუალითა, […]

Share Button
by
წამებაჲ წმიდისა ლონგინოზ ასის-თავისაჲ

, ,

და იყო დღეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა ნეტარი ლონგინოზ განწესებულ ასის-თავად. რომელ იგი მახლობელად თანადგა ჟამსა მას ჯუარცმისასა. რომელნიცა იგი უგუმირა გუერდსა მას უფლისასა. და ვითარცა იხილა სასწაული იგი ჯუარსა მას ზედა მზჱ დაბნელებული კლდენი განხეთქილნი ეზოჲ იგი განპებული ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ. და იცემდა მკერდსა თჳსსა და იტყოდა ჴმითა მაღლითა ჭეშმარიტად კაცი ესე ძჱ ღმრთისაჲ არს. და შემდგომად მცირედთა დღეთა დაუტევა ერის-კაცობაჲ თჳსი და შედგებოდა წესსა მოთმინებისასა ზრახვად საქმეთა მათ ღმრთისათა და გულის-ხმა […]

Share Button
by

, ,

ესე — სასწაულნი, რომელ გამოაცხადნა ქრისტემან, უფალმან ჩუენმან, იოვანჱს, ურაჰაელთა კათალიკოზისა მიერ. გაუწყებ თქუენ, საყუარელნო, ვითარმედ ჟამთა მათ შინა აჰრონ რაშიდის ამირ მომლისათა იყო ვინმე კაცი ჰურიაჲ, რომელსა, სახელი ერქუა ფინეზ. და იყო იგი სწავლულ ფრიად ჴელოვნად `დაბადებასა’ და ოცდაოთხთა ბეჭდულთა წინაწარმეტყუელთასა და იყო იგი მკურნალი ჴელოვანი. და შოვრის სახლეულთა მისთა არავინ იყო სწორ მისა, და იმარხვიდა იგი მცნებათა `დაბადებისათა’ და შჯულსა, და დიდისა მისგან შურისა მტკიცედ იმარხვიდა შჯულსა თჳსსა. და დიდი სიძულილი და მტერობაჲ […]

Share Button
by
ანბანური პატერიკი

, , ,

სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი მამისა ანტონისნი   ჰკითხა ვინმე მამასა ანტონის და ჰრქუა: რაჲ დავიმარხო და ვცხონდე? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: რომელი გამცნო, დაიმარხე: ვიდრეცა ხჳდოდი, ღმერთი გაქუნდინ თუალთა წინაშე მარადის, და რასაცა იქმოდი საქმესა, გაქუნდინ საღმრთოთაგან წიგნთა წამებაჲ და რომელსა ადგილსა შჯდე, ადრე ნუ აღიძრვი, არამედ დაადგერ ადგილსა მას. სამი ესე დაიმარხე და სცხონდე. თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: ნეტარმან მამამან ანტონა თქუა, რამეთუ ესე არს დიდი საქმარი კაცისაჲ, რაჲთა ბრალი თჳსი თავსა თჳსსა […]

Share Button
by
ბარლაამ მოღუაწისაჲ, რომელი    იყო მთასა კავკასსა

, ,

  ბრწყინვალესა მას და ზეცისა მოქალაქობასა და ნეტარისა ბარლაამისსა ვიწყებდე რაჲ მითხრობად, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს საღმრთოსა მას მადლსა შეწევნად ვხადი მე, რაჲთა შეუძლო ჯეროვნად და შემსგავსებულად დიდთა მათ ღუაწლთა და საკჳრველებათა მისთა უწყებაჲ, რაჲთა უმეტესად ვჰმადლობდეთ ყოველნი მორწმუნენი მჴსნელსა ჩუენსა და დაუცადებელად ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა, რამეთუ არარაჲსაგან არსებად მომიყვანნა ჩუენ თჳსითა მით სახიერებითა. არა თუმცა ჩუენგან საჴმარ რაჲმე მისდა იყო, რამეთუ ყოველთა მისგან აქუს ცხორებაჲ, და ყოველნი მის მიერ არს არიან, რავდენნიცა არიან […]

Share Button
by
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა თევდოსისი

, ,

        სამებაჲ წმიდაჲ, შეერთებული ღმრთეებითა და ბუნებითა და ძალითა, მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ, ბუნებაჲ დაუბადებელი, აღმომაცენებელი ყოველთა კეთილთაჲ და მადლთაჲ — იგი მოსცემს ყოველთა ძეთა კაცთასა წყაროსა ცხორებისასა, და უფროჲსდა მათ, რომელთა უყუარს იგი და იმარხვენ მცნებათა მისთა. და ამისთჳს თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ერთმან წმიდისა სამებისაგანმან, სახარებასა შინა: რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ! და რამეთუ სწყურის და ითხოვს სუმად წყალსა სულისა წმიდისასა ყოველი, რომლისა გულსა აღგზებულ არს სიყუარული ღმრთისაჲ. და ამასვე […]

Share Button
by
ექვთიმე დიდის ცხოვრება

, ,

         ძჱ მხოლოდშობილი და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იყო წინავე საუკუნეთა, რომელმან წყალობითა თჳსითა და მოწყალებითა ჴსნისათჳს ძეთა კაცთაჲსა ნებითა მამისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა სათნო-იყო ჴორცთა შესხმაჲ ქალწულისა მარიამისგან, და იშვა მისგან ღმერთი სრული და კაცი სრული და არა იცვალა ბუნებისაგან თჳსისა. და აღვიარებთ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ძეჲ ღმრთისა ცხოველისაჲ,რომლისა თანა არა არს ვნებაჲ. ივნო ჩუენთჳს და რომელი უკუდავ არს, თავს-იდვა ჩუენთჳს სიკუდილი და ჩუენისა წყალობისათჳს გარდამოჴდა ნებითა თჳსითა და მოგუცა კურნებაჲ და ცხორებაჲ. წარავლინნა […]

Share Button
by
ხარიტონ აღმსარებელის ცხოვრება

, ,

        მრავალ არიან სახენი და სწავლანი წმიდათა მამთანი, რომელნი ვიდოდეს კეთილითა სარწმუნოებითა და ჯერ-არს მისა, რომელსა-იგი უნდეს განხუმაჲ წიგნთა სულიერთაჲ და ვსებად მათ მიერ, ვითარცა წყაროთაგან დაუწყუედელად მცენარეთა წყალი ცხორებისაჲ, და ყოვლითა ძალითა დამარხვად მცნებათა უფლისათა. და რაჲთა ევლტოდის ზაკულებისაგან, რომელი დაუც მტერსა გზასა ზედა, ვითარცა თქმულ არს, და ჩუენ, უძლურთა ამათ და დაჴსნილთა ამის ჟამისათა, გჳჴმს, ვითარცა მცირედ მსმენელთა ჴმანი სიტყუათანი ზედაჲს-ზედა, რაჲთა ესრჱთ შეიწყნაროს სასმენელმან, რომელი ითქუა მისა მიმართ. და ვჰგონებ, ვითარმედ ჯერ-არს, […]

Share Button
by