სიწმინდეები

წამება წმიდისა თომა მოციქულისაჲ ჰინდოეთს IX-XI სს.

, , ,

  შევიდა ნეტარი იგი თომა მოციქული სახლსა ვეჟანისსა, ძისა მის მეფისა ჰინდოელთაჲსა, ღამესა დიდითა ნათლითა განათლდა ყოველი-ვე, რაჲ-ცა იყო სახლსა მას შინა. და იწყო მოციქულმან მან ლოცვისა ყოფად და თქუა: “თანამოღუაწეო და შემწეო უძლურთაო, ღმერთო ჩემო იესუ, გინცო და სასოო და შესავედრებელო უძლურთაო, მაშურალთა განმსუენებელო, ჴმაჲ რომელი გარდამოჰჴედ ზეცით, მგლოვარეთა ნუგეშინის-მცემელ, გამოჩინებულ, განსასუენებელ რომელნი მივლენან შენსა მას ადგილსა, მჴსნელო და მკურნალო რომელი მრავალთათჳს ჯუარს-ეცუ და შენთჳს არავინ ჯუარს-ეცუა, შენ რომელი შთაჰჴედ ტარტაროზთა მათ “ძლიერებითა შენითა, […]

Share Button
by
სასწაული ათონზე

,

სურათი გადაღებულია 1903 წელს ათონზე წმ.პანტელეიმონის მონასტერში მომლოცველელის მიერ. ბერები დგანან პურის რიგში. როდესაც სურათი გაამჟღავნეს რიგში პირველი გამოჩნდა დედა ღვთისმშობელი ცეცხლის სვეტში, რომლითაც ანუგეშა თავისი ნავთსაყუდელის მკვიდრნი

Share Button
by
ლანჩანოს სასწაული

, ,

ქრისტეშობიდან VIII საუკუნეში იტალიის ერთ-ერთ ძველ ქალაქში სან-ლეგონციაში ევქარისტიის საიდუმლო სრულდებოდა. მაგრამ ერთ მღვდელმსახურს, რომელიც იმ დღეს ლიტურგიას აღასრულებდა, უეცრად ეჭვი გაუჩნდა, მართლა ხდებოდა თუ არა პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაქცევა. ქრონიკებმა არ შემოგვინახეს ამ მღვდელმონაზვნის სახელი, მაგრამ მის გულში ჩასახული ეჭვი გახდა საბაბი ევქარისტიული სასწაულებისა, რომელიც დღემდე გამოუცნობია. მღვდელი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა, მაგრამ ისინი დაჟინებით უბრუნდებოდნენ. “რატომ უნდა დავიჯერო, რომ პური პური აღარ იქნება, ღვინო კი სისხლად იქცევა? ვინ დამიმტკიცებს ამას? […]

Share Button
by

,

მას შემდეგ, რაც წმინდა სიდონიამ იერუსალიმიდან ძმის მიერ ჩამოტანილი საჩუქარი გულზე მიირქვა, გარდაიცვალა და კვართიანად დაკრძალეს, საუფლო კვართი არავის უხილავს. მისი მოძებნა სცადა მეფე არმაზელმა, მაგრამ საფლავის მთხრელთ თვალთ დაუბრმავდა. დროთა განმავლობაში დაიკარგა სიდონიას საფლავი და დაიკარგა უფლის კვართის სამყოფელიც. მაგრამ მასზე ამოსულმა კვიპაროსმა და ამავე ხისგან გამოთლილმა სვეტმა ცხოველმა დაარწმუნა ქართველები, რომ საუფლო კვართი იქვე არის დაკრძალული. ხის სვეტმა თავისი სიცოცხლე ხომ უფლის კვართისგან შეიძინა. როცა ცამდე ამაღლებული, მერე თავისით მიწამდე ჩამოშვებული “ჰაერთა ზედა […]

Share Button
by
სოლომონ II-ის გადმოსვენება გელათში

,

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II–ს ქადაგება, სოლომონ II-ის ნეშტის ჩამოსვენების დღეს. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდის სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი! უფალი ბრძანებს: უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. ამ სიტყვებში ჩანს უფლისაგან კაცთათვის მინიჭებული დიდი მადლი – თავისუფლება, თავისუფალი ნებისყოფა. ე.ი. იმას კი არ გვეუბნება, როძ აუცილებლად შემომიდექითო, არამედ უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, ანუ თუ გსურს, შემომიდგეო. სწორედ ეს არის ყოველი ადამიანის ხვედრი, ჯვრის ტარება. ადამიანი არა მხოლოდ ღვთის […]

Share Button
by