ხელნაწერები

წამება წმიდისა თომა მოციქულისაჲ ჰინდოეთს IX-XI სს.

, , ,

  შევიდა ნეტარი იგი თომა მოციქული სახლსა ვეჟანისსა, ძისა მის მეფისა ჰინდოელთაჲსა, ღამესა დიდითა ნათლითა განათლდა ყოველი-ვე, რაჲ-ცა იყო სახლსა მას შინა. და იწყო მოციქულმან მან ლოცვისა ყოფად და თქუა: “თანამოღუაწეო და შემწეო უძლურთაო, ღმერთო ჩემო იესუ, გინცო და სასოო და შესავედრებელო უძლურთაო, მაშურალთა განმსუენებელო, ჴმაჲ რომელი გარდამოჰჴედ ზეცით, მგლოვარეთა ნუგეშინის-მცემელ, გამოჩინებულ, განსასუენებელ რომელნი მივლენან შენსა მას ადგილსა, მჴსნელო და მკურნალო რომელი მრავალთათჳს ჯუარს-ეცუ და შენთჳს არავინ ჯუარს-ეცუა, შენ რომელი შთაჰჴედ ტარტაროზთა მათ “ძლიერებითა შენითა, […]

Share Button
by
მოხილუა წმინდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა, ტიმოთესგან ქართლისა მთავარ-ეპისკოპოსისა

, ,

    ბრძანებების კავკასიის ნამარტნიკის კინიაზ მიხაილ სომონის ძმის ვორონცოვისა მათი ბრწყინუალებას კავკასიის ნამსტნიკს, კინიაზს მიხაილ სომონის-ძეს ვორონცოვს მათისავე ბრძანებით აღწერილ წიგნი ესე ეძღუნის უდაბლესად. 10 მარტს წელში 1852 თფილისს. რამდენი ხარვერიანი არიან მაუწყებელთა და კეთილისა მახარებელთა. ისაია. 52. მუხ. 7. წინა-სიტყვა მწერალი წიგნისა ამის ტიმოთე, იყო ქართუელილი, გუა \ რით გაბა-შვილი. აღიზარდა იგი კათოლიკოზ ბესარიონ \ თან, ვინმეს დაიპყრო საჭე ეპისკოლის განმგეგეობი \ სა თურქთა ჟამსა, შემდევდა განდევნისა პატიმრად ტე \ ნედოსის ჭალაკში კათოლოკოზისა […]

Share Button
by
წმ. გერასიმე იორდანელის ცხოვრება

, , ,

აღწერა კჳრილე ბესანიელმან, რომელი იყო ხუცესი ლავრისა დიდისაჲ მამისა ჩუენისა საბაჲსი         ესე ბრწყინვალჱ წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ჯერასიმე იყო ქუეყანით ლუკიაჲთ და შეიწირა იგი ღმრთისა სიყრმითგან, რამეთუ სიყრმითგანვე იყო მონასტერსა შინა ზოგად-ცხორებულთა თანა და ისწავებდა მას შინა კეთილსა მონაზონებასა და აღორძნდებოდა და განმწჳსნდებოდა და აშრომებდა თავსა თჳსსა მარხვითა და ღუაწლითა დიდითა და ზეშთასა მას იყო მორბედ და ისწრაფდა, რაჲთა მიიღოს სათხოველი   იგი ზესკნელი. ხოლო დასაბამსა შეაპყრა თავი თჳსი უდაბნოთა. და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან. და […]

Share Button
by
სვიმონ სალოსის ცხოვრება

, , ,

აღწერა ლეონტიოს ეპისკოპოსმან ნიკოპოლელმან, რომელ არს კჳპრჱსაჲ     შეჰგავს მათდა, რომელნი დადგინებულ არიან პატივსა მოძღუართასა, რაჲთა ასწავებდენ კაცთა საქმეთა მათთა კეთილთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან სახარებასა შინა: ესრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა, რომელ    არს ცათა შინა. ხოლო რომელი სიტყჳთ ოდენ ასწავებდეს, მის ზედა თქუმული იგი უფლისაჲ აღსრულებულ არს სახარებასა შინა: ორგულო, პირველად აღმოიღე დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინღა იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან […]

Share Button
by
მოკლვაჲ წმიდისა გიორგისგან ბოროტისა ვეშაპისა და განთავისუფლებაჲ  მეფისა ასულისაჲ

, ,

      [იყო] ქალაქი ერთი რომელსა ეწოდებოდა ლასიაჲ. იყო ქალაქსა მას შინა მეფე, სახელით სელინოს. იყო იგი უკეთურ და კერპთმსახურ და უსჯულო, უწყალო და ულმობელ ქრისტეს მორწმუნეთა მიმართ. მსგავსად ბოროტთა საქმეთა მისთა მიაგო მას უფალმან, რამეთუ მახლობლად ქალაქისა მის იყო ტბაჲ, შესაკრებელი წყალთა მრავალთაჲ, ვითარცა ზღუაჲ. გამოჩნდა ვეშაპი ბოროტი წყალთა მათ შინა ტბისათა და მარადღე განვიდოდა და მოსრვიდა, განჰლევდა და შეშჭამდა მათ, და მრავალგზის შეკრიბა მეფემან მჴედრები მოკლვად ვეშაპისა მის და ვერ უძლეს, რამეთუ […]

Share Button
by

, , ,

  [თთუესა ივნისსა თ]  სიმჴნეჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა გულანდუხტისი სპარსეთს       ცხორებაჲ და ღუაწლისა ძლევაჲ წმიდისა და სამგზის სანატრელისა გულანდუხტისი, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა სახელი მარიამ. უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შეწევნითა, ვითარ-ესე გუესმა სარწმუნოთა და ღმრთის-მსახურთა კაცთაგან, ყოველი ჭეშმარიტად ქმნული სპარსეთს შინა ხუასროვ ძუელ მეფისა ზედა ორმიზდ მეფისა, დღეთა ჩუენთა, მჴევლისა ღმრთისა გულანდუხტისთჳს, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა მა\რიამ,- ესემსწრაფლ იქმნა ცუენდა აღწერად, მის მიერ ქმნული იგი, რაჲთა არა იყოს დავიწყებაჲ მრავალთა ჟამთა წარსლვითა, […]

Share Button
by
პეტრე იბერის ცხოვრება

,

თუესა დეკენბერსა ბ დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქისა ეპისკოპოზისა     ესე იყო ნათესავით ქართველი, ძე ქართველთა მეფისა ვარაზ\ბაკურისა, რომელი იყო მეხუთე მეფე მირიანის მეფობითგან.   ამიერითგან ყოველივე საქმე მისი საკჳრველ არს, რამეთუ მამასა ამის წმიდისასა ძილსა შინა ეჩუენა ანგელოზი და აუწყა შობა ყრმისა და ჰქუა, ვითარმედ: “იყოს ყრმა იგი დიდ წინაშე ღმრთისა და სათნო კაცთა”.   ხოლო ვითარცა იშვა, იქმნა სიხარული ყოველსა სამეფოსა შინა მისსა. და უწოდეს სახელად მურვანოს […]

Share Button
by
წმ.დავით და კონსტანტინეს ცხოვრების რედაქციები

, , ,

თუესა ოკტონბერსა ლა წმიდათა და უძლეველთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი     ესე უძლეველნი მოწამენი იყვნეს ნათესავით ქართველნი საზღვართაგან აფხაზეთისათა, სანახებთაგან არგუეთისა. აზნაურნი იყვნეს ტომით და ნათესავნი ერთმანერთისანი, უძლეველნი და ძლიერნი ბრძოლასა, მჴედარნი შუენიერნი და განთქმულნი წყობასა მტერთასა.   რამეთუ წმიდაჲ და უძლეველი მოწამე დავით იყო ხილვითა ესევითარი: გუამითა სრულ და ახოვან, არცა უზომოდ დიდ და არცა სიმცროჲთა ნაკლულ, მადლითა სავსე და სრულ ყოვლითა სიკეთითა და დასრულებულ წუერითა სიჴშოჲთა. იყო უკუე შუენიერ პირითა, გრემან თუალითა, […]

Share Button
by
წმიდისა მამისა ჩუენისა  ილარიონ ქართველისაჲ

, ,

    ესე იყო ქუეყანით კახეთით, შვილი აზნაურთა მდიდართაჲ. ხოლო ისწავლა ყოველივე სწავლაჲ სულიერთა წიგნთაჲ ბერისა ვისგანმე მოღუაწისა. და ვითრცა იყო იე წლისაჲ, წარვი\და გარერჩისა უდაბნოსა და პოვნა მუნ მრავალნი მოღუაწენი წმიდანი მამანი და დაემკჳდრა ქუაბსა მცირესა.   და განითქუა რაჲ ღირსებაჲ მისი, მოვიდა ეპისკოპოსი რუჲსთვისაჲ ხილვად მისა და აკურთხა იგი მღდელად.   და, ვითარცა მრავალნი მოვიდოდეს და აწყინებდეს მას, და\ადგინა მუნ ძმაჲ ერთი წინამძღურად და წარემართა წმიდად ქა\ლაქად იერუსალჱმდ.   და მისლვასა მისსა, მოუჴდეს […]

Share Button
by
წმიდისა მოწამისა  ნიკოლოზისი დვალისაჲ

, ,

          ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზ იყო ნათესავად დვალი, სოფლისაგან, როელსა ეწოდების წაჲ, შვილი მორწმუნე\თა მშობელთაჲ და მოსავთ წმიდისა ნათლის-მცემელისათა[ჲ], რო\მელსა საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს. და რაჲ ათორმეტისა წლისაჲ იქმნა, მონაზონ იქმნა და იყო უდაბნოთ კლარჯეთისათა მცირედსა ხანსა. და სურვილი მოუჴდა წმიდათა ადგილთა თაყუა\ნის-ცემისაჲ. და რაჟამს მოიწია იერუსალიმად, მადლობაჲ შე\წირა ღმრთისა. და კუალად სურვილი მოუჴდა, რაჲთამცა იწამა ქრისტესთჳს. და პოვა თარგმანი სპარსი კაცი და მოტყუებით ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრა\ვალნი საგმობნი […]

Share Button
by

, ,

  ესე ნეტარი ლუკა იყო ნათესავით ქართველი, ნათესავთაჲთ და მშობელთაჲთ პატიოსანი და წარჩინებული მუხაისძე და ვი\ნაჲთგან დედაჲ მისი იერუსალიმს იმყოფებოდა, რამეთუ შემდგო\მად ლუკაჲს მამისა დაუტევნა შვილნი, ლუკა და უფროჲსნი ძმანი მისნი, და სახე მოწესეთაჲ შეიმოსა და იერუსალიმს დაემკჳდრა, რომელსა ნეტარმან ლუკა, ვითარცა იქმნა ვითარ ოცისა წლისა ოდენ, დაუტევა მამული და ძმანი იერუსალიმს მოვიდა წმიდა\თა ადგილთა თაყვანის-ცემად და ხილვად დედისა თჳსისა. რომელ რაჟამს მოვიდა ამა წმიდათა ადგილთა,არღარა დაუტევნა იერუ\სალიმი და დედაჲ თჳსი. და მცირეთა დღეთა შემდგომად […]

Share Button
by
წამებაჲ წმიდისა ლონგინოზ ასის-თავისაჲ

, ,

და იყო დღეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა ნეტარი ლონგინოზ განწესებულ ასის-თავად. რომელ იგი მახლობელად თანადგა ჟამსა მას ჯუარცმისასა. რომელნიცა იგი უგუმირა გუერდსა მას უფლისასა. და ვითარცა იხილა სასწაული იგი ჯუარსა მას ზედა მზჱ დაბნელებული კლდენი განხეთქილნი ეზოჲ იგი განპებული ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ. და იცემდა მკერდსა თჳსსა და იტყოდა ჴმითა მაღლითა ჭეშმარიტად კაცი ესე ძჱ ღმრთისაჲ არს. და შემდგომად მცირედთა დღეთა დაუტევა ერის-კაცობაჲ თჳსი და შედგებოდა წესსა მოთმინებისასა ზრახვად საქმეთა მათ ღმრთისათა და გულის-ხმა […]

Share Button
by

, ,

ესე — სასწაულნი, რომელ გამოაცხადნა ქრისტემან, უფალმან ჩუენმან, იოვანჱს, ურაჰაელთა კათალიკოზისა მიერ. გაუწყებ თქუენ, საყუარელნო, ვითარმედ ჟამთა მათ შინა აჰრონ რაშიდის ამირ მომლისათა იყო ვინმე კაცი ჰურიაჲ, რომელსა, სახელი ერქუა ფინეზ. და იყო იგი სწავლულ ფრიად ჴელოვნად `დაბადებასა’ და ოცდაოთხთა ბეჭდულთა წინაწარმეტყუელთასა და იყო იგი მკურნალი ჴელოვანი. და შოვრის სახლეულთა მისთა არავინ იყო სწორ მისა, და იმარხვიდა იგი მცნებათა `დაბადებისათა’ და შჯულსა, და დიდისა მისგან შურისა მტკიცედ იმარხვიდა შჯულსა თჳსსა. და დიდი სიძულილი და მტერობაჲ […]

Share Button
by