ისტორია

მოხილუა წმინდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა, ტიმოთესგან ქართლისა მთავარ-ეპისკოპოსისა

, ,

    ბრძანებების კავკასიის ნამარტნიკის კინიაზ მიხაილ სომონის ძმის ვორონცოვისა მათი ბრწყინუალებას კავკასიის ნამსტნიკს, კინიაზს მიხაილ სომონის-ძეს ვორონცოვს მათისავე ბრძანებით აღწერილ წიგნი ესე ეძღუნის უდაბლესად. 10 მარტს წელში 1852 თფილისს. რამდენი ხარვერიანი არიან მაუწყებელთა და კეთილისა მახარებელთა. ისაია. 52. მუხ. 7. წინა-სიტყვა მწერალი წიგნისა ამის ტიმოთე, იყო ქართუელილი, გუა \ რით გაბა-შვილი. აღიზარდა იგი კათოლიკოზ ბესარიონ \ თან, ვინმეს დაიპყრო საჭე ეპისკოლის განმგეგეობი \ სა თურქთა ჟამსა, შემდევდა განდევნისა პატიმრად ტე \ ნედოსის ჭალაკში კათოლოკოზისა […]

Share Button
by
წმ. გერასიმე იორდანელის ცხოვრება

, , ,

აღწერა კჳრილე ბესანიელმან, რომელი იყო ხუცესი ლავრისა დიდისაჲ მამისა ჩუენისა საბაჲსი         ესე ბრწყინვალჱ წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ჯერასიმე იყო ქუეყანით ლუკიაჲთ და შეიწირა იგი ღმრთისა სიყრმითგან, რამეთუ სიყრმითგანვე იყო მონასტერსა შინა ზოგად-ცხორებულთა თანა და ისწავებდა მას შინა კეთილსა მონაზონებასა და აღორძნდებოდა და განმწჳსნდებოდა და აშრომებდა თავსა თჳსსა მარხვითა და ღუაწლითა დიდითა და ზეშთასა მას იყო მორბედ და ისწრაფდა, რაჲთა მიიღოს სათხოველი   იგი ზესკნელი. ხოლო დასაბამსა შეაპყრა თავი თჳსი უდაბნოთა. და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან. და […]

Share Button
by
სვიმონ სალოსის ცხოვრება

, , ,

აღწერა ლეონტიოს ეპისკოპოსმან ნიკოპოლელმან, რომელ არს კჳპრჱსაჲ     შეჰგავს მათდა, რომელნი დადგინებულ არიან პატივსა მოძღუართასა, რაჲთა ასწავებდენ კაცთა საქმეთა მათთა კეთილთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან სახარებასა შინა: ესრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა, რომელ    არს ცათა შინა. ხოლო რომელი სიტყჳთ ოდენ ასწავებდეს, მის ზედა თქუმული იგი უფლისაჲ აღსრულებულ არს სახარებასა შინა: ორგულო, პირველად აღმოიღე დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინღა იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან […]

Share Button
by

, , ,

  [თთუესა ივნისსა თ]  სიმჴნეჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა გულანდუხტისი სპარსეთს       ცხორებაჲ და ღუაწლისა ძლევაჲ წმიდისა და სამგზის სანატრელისა გულანდუხტისი, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა სახელი მარიამ. უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს შეწევნითა, ვითარ-ესე გუესმა სარწმუნოთა და ღმრთის-მსახურთა კაცთაგან, ყოველი ჭეშმარიტად ქმნული სპარსეთს შინა ხუასროვ ძუელ მეფისა ზედა ორმიზდ მეფისა, დღეთა ჩუენთა, მჴევლისა ღმრთისა გულანდუხტისთჳს, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა მა\რიამ,- ესემსწრაფლ იქმნა ცუენდა აღწერად, მის მიერ ქმნული იგი, რაჲთა არა იყოს დავიწყებაჲ მრავალთა ჟამთა წარსლვითა, […]

Share Button
by
პეტრე იბერის ცხოვრება

,

თუესა დეკენბერსა ბ დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქისა ეპისკოპოზისა     ესე იყო ნათესავით ქართველი, ძე ქართველთა მეფისა ვარაზ\ბაკურისა, რომელი იყო მეხუთე მეფე მირიანის მეფობითგან.   ამიერითგან ყოველივე საქმე მისი საკჳრველ არს, რამეთუ მამასა ამის წმიდისასა ძილსა შინა ეჩუენა ანგელოზი და აუწყა შობა ყრმისა და ჰქუა, ვითარმედ: “იყოს ყრმა იგი დიდ წინაშე ღმრთისა და სათნო კაცთა”.   ხოლო ვითარცა იშვა, იქმნა სიხარული ყოველსა სამეფოსა შინა მისსა. და უწოდეს სახელად მურვანოს […]

Share Button
by
წმ.დავით და კონსტანტინეს ცხოვრების რედაქციები

, , ,

თუესა ოკტონბერსა ლა წმიდათა და უძლეველთა მოწამეთა დავით და კოსტანტინესი     ესე უძლეველნი მოწამენი იყვნეს ნათესავით ქართველნი საზღვართაგან აფხაზეთისათა, სანახებთაგან არგუეთისა. აზნაურნი იყვნეს ტომით და ნათესავნი ერთმანერთისანი, უძლეველნი და ძლიერნი ბრძოლასა, მჴედარნი შუენიერნი და განთქმულნი წყობასა მტერთასა.   რამეთუ წმიდაჲ და უძლეველი მოწამე დავით იყო ხილვითა ესევითარი: გუამითა სრულ და ახოვან, არცა უზომოდ დიდ და არცა სიმცროჲთა ნაკლულ, მადლითა სავსე და სრულ ყოვლითა სიკეთითა და დასრულებულ წუერითა სიჴშოჲთა. იყო უკუე შუენიერ პირითა, გრემან თუალითა, […]

Share Button
by
წმიდისა მამისა ჩუენისა  ილარიონ ქართველისაჲ

, ,

    ესე იყო ქუეყანით კახეთით, შვილი აზნაურთა მდიდართაჲ. ხოლო ისწავლა ყოველივე სწავლაჲ სულიერთა წიგნთაჲ ბერისა ვისგანმე მოღუაწისა. და ვითრცა იყო იე წლისაჲ, წარვი\და გარერჩისა უდაბნოსა და პოვნა მუნ მრავალნი მოღუაწენი წმიდანი მამანი და დაემკჳდრა ქუაბსა მცირესა.   და განითქუა რაჲ ღირსებაჲ მისი, მოვიდა ეპისკოპოსი რუჲსთვისაჲ ხილვად მისა და აკურთხა იგი მღდელად.   და, ვითარცა მრავალნი მოვიდოდეს და აწყინებდეს მას, და\ადგინა მუნ ძმაჲ ერთი წინამძღურად და წარემართა წმიდად ქა\ლაქად იერუსალჱმდ.   და მისლვასა მისსა, მოუჴდეს […]

Share Button
by
წმიდისა მოწამისა  ნიკოლოზისი დვალისაჲ

, ,

          ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზ იყო ნათესავად დვალი, სოფლისაგან, როელსა ეწოდების წაჲ, შვილი მორწმუნე\თა მშობელთაჲ და მოსავთ წმიდისა ნათლის-მცემელისათა[ჲ], რო\მელსა საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს. და რაჲ ათორმეტისა წლისაჲ იქმნა, მონაზონ იქმნა და იყო უდაბნოთ კლარჯეთისათა მცირედსა ხანსა. და სურვილი მოუჴდა წმიდათა ადგილთა თაყუა\ნის-ცემისაჲ. და რაჟამს მოიწია იერუსალიმად, მადლობაჲ შე\წირა ღმრთისა. და კუალად სურვილი მოუჴდა, რაჲთამცა იწამა ქრისტესთჳს. და პოვა თარგმანი სპარსი კაცი და მოტყუებით ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრა\ვალნი საგმობნი […]

Share Button
by

, ,

  ესე ნეტარი ლუკა იყო ნათესავით ქართველი, ნათესავთაჲთ და მშობელთაჲთ პატიოსანი და წარჩინებული მუხაისძე და ვი\ნაჲთგან დედაჲ მისი იერუსალიმს იმყოფებოდა, რამეთუ შემდგო\მად ლუკაჲს მამისა დაუტევნა შვილნი, ლუკა და უფროჲსნი ძმანი მისნი, და სახე მოწესეთაჲ შეიმოსა და იერუსალიმს დაემკჳდრა, რომელსა ნეტარმან ლუკა, ვითარცა იქმნა ვითარ ოცისა წლისა ოდენ, დაუტევა მამული და ძმანი იერუსალიმს მოვიდა წმიდა\თა ადგილთა თაყვანის-ცემად და ხილვად დედისა თჳსისა. რომელ რაჟამს მოვიდა ამა წმიდათა ადგილთა,არღარა დაუტევნა იერუ\სალიმი და დედაჲ თჳსი. და მცირეთა დღეთა შემდგომად […]

Share Button
by
ცხორებაჲ წმ. მამისა ჩუენისა მონაზონთა მოძღურისა  ეფრემისი

, ,

ვიწყო შეწევნითა ღმრთისაჲთა და ძალითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და მეოხებითა წმიდრსა ღმრთისმშობელისაჲთა და შოვამდგომელობითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ იგი არს დასაბამ და სრულება სიტყჳსა ამის ჩუენისა უძლურისა. ესე არს დასაბამი: განგებაჲ წმიდისაჲ პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა მისისა ქალაქსა შინა კურთხეულსა ურაჰისასა, რომელ არს შოვამდინარისაჲ. ესე წმიდაჲ ეფრემ იყო ნათესავად ასური, და მამაჲ მისი იყო ქალაქისაგან ნასიბინისა, რომელ-იგი არს მოსაზღვრე ბერძენთა და სპარსთაჲ, და მას ჟამსა არღა დაეპყრა იგი სპარსთა. ხოლო დედაჲ მისი იყო […]

Share Button
by
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე

,

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2004 წელი „რწმენა, სიყვარული და თავმდაბლობა უნდა გააჩნდეს ადამიანს; არასოდეს არ უნდა ეგონოს, რომ რაიმეს მიაღწია და სხვაზე აღმატებული გახდე!“ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს! წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ […]

Share Button
by
ანბანური პატერიკი

, , ,

სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი მამისა ანტონისნი   ჰკითხა ვინმე მამასა ანტონის და ჰრქუა: რაჲ დავიმარხო და ვცხონდე? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: რომელი გამცნო, დაიმარხე: ვიდრეცა ხჳდოდი, ღმერთი გაქუნდინ თუალთა წინაშე მარადის, და რასაცა იქმოდი საქმესა, გაქუნდინ საღმრთოთაგან წიგნთა წამებაჲ და რომელსა ადგილსა შჯდე, ადრე ნუ აღიძრვი, არამედ დაადგერ ადგილსა მას. სამი ესე დაიმარხე და სცხონდე. თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: ნეტარმან მამამან ანტონა თქუა, რამეთუ ესე არს დიდი საქმარი კაცისაჲ, რაჲთა ბრალი თჳსი თავსა თჳსსა […]

Share Button
by
მირიან მეფის მონათხრობი

, ,

წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა, აღწერა ჴელითა იაკობ მთავარებისკოპოსისაჲთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თჳსსა, რომელი მეცნიერ იყო ყოველსა-ვე ჭეშმარიტად. და იყო ჟამსა მას, რომელსა მოიჴსენა უფალმან ქუეყანაჲ ესე ჩრდილოჲსაჲ, დაბნელებული ცოდვითა და სავსე ცთომითა ეშმაკისაჲთა, ვიყვენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, რამეთუ ვარ მე ოც და მეათექუსმეტჱ მეფჱ, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი მოივლინნეს ვიდრე დღეთა ჩემთამდე და შეჭამნეს შვილნი მათნი მსხუერპლად კერპთათჳს საძაგელთა და უბრალოჲ იგი ერი ქუეყანისაჲ მის, და რომელნი შვილთა […]

Share Button
by