წმ.ნექტარიოსის სასწაული

12001 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, საბერძნეთში ეგინის მთიანი სოფელი მოძღვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს.

წყმღვდელმთავარმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც დააყენა და ყველა მღვდელს ჰკითხა, ვინ წავიდოდა სოფელში, მაგრამ ყველას მიზეზი აღმოაჩნდა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში. აღდგომა დადგა, ამ დღეს სოფელი განსაკუთრებულად ხვდებოდა, ხალხი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა აღდგომისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ჩაატარა და ბრწყინვალე აღდგომის დღეს ისეთი წირვით ჩაატარა, რომ ისინიც კი მივიდნენ მის მოსასმენად და სანახავად, ვინც ეკლესიაში არ დადიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა მორიგი თათბირი მოიწვია, მაგიდაზე ისევ იმ სოფლის მაცხოვრებლების წერილი იდო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ასეთი მოძღვრის გაშვებისთვის და ესოდენ დიდი რელიგიური დღესასწაულის ბრწყინვალედ ჩატარებისთვის. ეპისკოპოსმა ჰკითხა მღვდლებს, თუ რომელი იყო იმ სოფელში აღდგომას ჩასული, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა. მიტროპოლიტი ცნობისმოყვარეობამ შეიბყრო და წლების მანძილზე პირველად, ამ სოფლისკენ მიმავალ გზას დაადგა. საბერძნეთში მამაოები ჟურნალში აკეთებენ ჩანაწერს, თუ რომელი მამაო წირავს კონკრეტულ ტაძარში. მთავარეპისკოპოსი როგორც კი ტაძარში შევიდა, აიღო ჟურნალი და სწრაფად ჩაიკითხა, მერე თითი გააყოლა ჩანაწერს, სადაც ლამაზი ხელწერით ეწერა-ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტი. მთავარეპისკოპოსს ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა. 2001 წელს 1920 წელს გარდაცვლილი ნექტარიოსი მთელი კვირა გაცოცხლდა და უფლის სადიდებელ ლოცვებს აღავლენდა. აი, აქ კი მიხვდნენ ადგილობრივები, რატომ ივსებოდა მათი გულები არამიწიერი სიხარულით, რატომ არ უნდოდათ ჭამა, ძილი და ამ მოძღვართან ერთად მხურვალე ცრემლებით ლოცულობდნენ. წმინდა ნექტარიოსის ხატი იმ ტაძარში საპატიო ადგილას იდგა, მაგრამ იმ ერთი კვირის განმავლობაში უჩინარი გახდა და არც ერთ იქ მყოფს აზრადაც არ მოსვლია, რომ ახალი მამაო ძალიან ჰგავს მათ წმინდანს

წმ.ნექტარიოს პენტაპოლელის შექმნილი ვედრება: მარიამ ქალწულო წმიდაო, ყოვლაწმიდაო ღვთისმშობელო, დედუფალო ქალწულო დედაო, საწმისო ყოველთა დამფარველო, აღმატებულო ზეცისა ძალთაო, შეუქმნელო ნათელო, სიხარულო ქალწულთა კრებისაო და ანგელოზთა უპირატესო… წყარო: www.mpress.ge www.pravlife.org
Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *