ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა

, ,

 xrono3 [წიგნი პირველი.]

 

  [ადამისთჳს.]

……….. მეორე ქვისა მტკიცისა, და დაწერნეს მათ ზედა პაპისა მათისა სეითისა

მიერ გარდაცემულნი ზეციერნი ყოველნივე, რამეთუ თქუეს ვითარმედ

“უკუეთუ წყლითა წარირღუნას სოფელი, ქვისა ესე სუეტი დაშთეს და მას ზედა

გამოჭრილნი ასონი; ხოლო [უკუეთუ] ცეცხლითა განიხრწნას, ალიზისა [იგი

დაშთეს] და მას ზედა გამოხატულნი”. რომელიცა სუეტი შემდგომად წყლითრღუნისა

დაშთა მთასა ზედა სიდირონსა [და არს] ვიდრე აქამომდე, ვითარცა

დასწერს იო[სიპოს].

ნებროთის-თჳს.

მერმე შემდგომად ამათსა გამოჩნდა [გმირი ვინმე] სახელით ნებროთ, ძე

ხუს ეთ[იოპელისა], ტომისაგან ქამისა, რომელმან აღაშენა ბაბილონი ქალაქი და

გამოაჩინა მონადირეობაჲ და მოგობაჲ და ეუხუცესა სპარსთა; და ასწავა მათ

ვარსკულავთ-მრიცხუველობაჲ და ვარსკულავთ-მზმნელობაჲ, და მოძრაობასა ცისა[სა]

…..აჲ ვითარებასა შობადთა შემთხუევისასა, რომელთაგან ისწავეს რაჲ

ელენთა შობათ-მეტყუელებაჲ……. მიმართ ვარსკულავთასა… ….ასა შობადთა,

ვითარ სახისაცა ჩუეულებათასა. და ესრეთ ვარსკულავთ-მრიცხუველობამან ვიდრე-მე

და ვარსკულავთ-მეტყუელებამან და შობათ-მეტყუელებამან სპარსთამან მიიხუნა

დასაბამი. რომელნიცა განღმრთობასა ნებროთისასა [და] ვარსკულავთა

შორის ზეცათა შინა ყოფასა მისსა იტყჳან, რომლისათჳს იტყჳს მოსე: “შეიქმნა

დასაბამი მეფობისა მისისა ბაბილონი და ხალანი ქუეყანასა სენარისასა, სადა/იგი

გამოვიდა ფილისტიმ.”

კრონოს[ის-თჳს].

ხოლო ტომისაგან სემისა და ასურისა _ რომლისაგან ასურასტანელნი, _ რომელმან

დაიპყრა ასურეთი და სპარსეთი და სხუანი კერძონი აღმოსავალისანი,

გამოჩნდა სხუაჲცა ვინმე კაცი, ნათესავით გმირი, სახელით კრონოს თანამოსახელეობისა-ებრ

ცთომილისა მის ვარსკულავისა. ხოლო იქმნა ესეცა ძლიერ ფრიადxrono2

და მრავალნი დაიმორჩილნა და ეუფლა და პირველად წარმოაჩინა მეფობაჲ და

მპყრობელობაჲ სხუათა კაცთაჲ და იქმნა დასაბამ მეფობისა ასურასტანელთაჲსა

ორმეოც და ათექუსმეტ წელ; და მოიმორჩილა ყოველი ქუეყანაჲ სპარსეთისაჲ

დამწყებელმან ასურეთით. ხოლო ესხნეს ძენი ორნი და ასული ერთი: და ერთსა

მას უწოდა დია სახელად ცთომილისა მის ვარსკულავისა, ხოლო მეორესა სახელ

სდვა ნინონ; ხოლო ასულსა ირა, რომელიცა მიიყვანა ცოლად პიკოს, რომელსა

ერქუა ზევსცა, დაჲ თჳსი ირა.

  [ნინონის-თჳს.]

ხოლო შემდგომად კრონოჲსა მეფე იქმნა ნინოს, ძე მისი, ორმეოც და

ათორმეტ წელ, რომელმანცა დედაჲ თჳსი სემირამი მიიყვანა რაჲ ცოლად თჳსსა,

სჯულად მიიღეს სპარსთა მიყვანებაჲ დედისა და დათაჲ დიაჲს მიერ მითხოისათჳსცა

დისა თჳსისა ირაჲსსა. ხოლო ნინოს, მპყრობელ რაჲ ექმნა ასურასტანსა

და აღაშენა მას შინა ქალაქი დიდი ფრიად ადგილსა სამისა დღისა გზისასა,

რომელსა უწოდაცა სახელი სახელსა თჳსსა ზედა ნინევი, პირველად მეფე იქმნა

მას შინა; რომლისა ნათესავისაგან გამოჩნდა ზოროასტროს, სახელ-განთქუმული

იგი ვარსკულავთ-მრიცხუველი სპარსთაჲ, რომელსა ეგულებოდა რაჲ აღსრულებაჲ,

ილოცა ცისა მიმართ რათა განსალევნელ იქმნეს ცეცხლისა, და ჰრქუა სპარსთა:

“უკუეთუ დამწუას მე ცეცხლმან, დამწუართაგან ძუალთა ჩემთა მიიხუენით

და ჰმარხენით, და არა მოაკლდეს მეფობაჲ ქუეყანისაგან თქუენისა, ვიდრემდის

ჰმარხვიდეთ ძუალთა ჩემთა, და, ვითარცა ილოცა ორიონისა მიმართ, განილია

ცეცხლითა ჰაერისაჲთა და მიიხუნეს სპარსთა ავლ ქმნილნი იგი ძუალნი, რომელთა

ჰმარხვენ ვიდრე აქამომდე.”

  [თურრას-თჳს.]

ხოლო შემდგომად ნინონისსა მეფე იქმნა ასურასტანს თურრას ვინმე სახელით,

წელიწადთა ოცდაათთა, რომელსა სახელ სდვესცა სახელად ცთომილისა

მის ვარსკულავისა არეა და რომლისა-თჳს ძეგლიცა აღჰმართეს პირველად ასურასტანელთა;

და ვიდრე მოაქამდე, ვითარცა ღმრთისა თაყუანისმცემელნი მისნი,

უწოდენ სპარსულად ვაალ, რომელ არს ღმერთი, ვინაჲცა არს არის ღმერთ

ბრძოლათა, რომელსა დანიელცა მოიჴსენებს, ვითარცა სპარსთა მიერ თაყუანისცემულსა

და მსახურებულსა.

[ლამინის-თჳს სარდანაპალოჲს-თჳს.]

ხოლო შემდგომად არესსა მეფე იქმნა ლამის ოც წელ და შემდგომად

ლამინისსა განმეფნა სარდანაპალოს დიდი ოც და ათხუთმეტ წელ და მოიკლა

სპარსთა მიერ, რომლისაცა მაქებელთა და მიმსგავსებულთა მისისა ჴორცთ-მოყუარებისა

და ნაყროვნებისა და გემოთ-მოყუარებისათა წარწერნეს საფლავსა მისსა

ზედა ვითარცა რეცა თჳთ მის მიერ წარწერილად პოვნილნი ესე ვითარნი

რაიმე ვითარმედ “ვჭამდი და ვსუემდი და ტრფიალებით და შუებით ვმოქალაქობდი

რომელნიცა მქონან აწ და სიმდიდრედ ჩემდა მიმიხუმან ყოველნი,

და რამეთუ აწ ნაცარ ქმნილვარ დიდისა ნინევისა მეფე”. არამედ ტყუილით

სადმე დაწერეს ესე წარმწერელთა მათ მისთა, რამეთუ არა რაჲ აქუს აღსრულებულსა

მათგან, რომელთა იგი ჭამდა და სუმიდა, არამედ სულმყრალობითად

ხრწნილებად მიიწია ყოველი იგი: გარნა აქუს ხოლო უსჯულოჲსა

ცხორებისა სულმყრალობაჲ, რომელი სამარადისოდ ლმობილ ჰყოფს ვნებულსა

და საწყალობელსა სულსა მოჴსენებითა მათითა, რომელნი იგი უძღებებით და

უსჯულოებით ექმნენ უბადრუკსა მას.

  [პერსევის-თჳს.]

ხოლო შემდგომად სარდანაპალლოჲსა მეფე იქმნა პერსევს, ძე პიკუჲსი, ესე

იგი არს დიოსისი, რომელმანცა ბრძოლა უყო და სძლო ლჳკაონელტა და ქალაქი

აღაშენა მუნ და ძეგლი თჳსი აღჰმართა და სახელ სდვა ქალაქსა მას იკონიაჲ

ხატისა მის გამო თჳსისა. ხოლო მოიმორჩილნა სხუანიცა სოფელნი და ისავრიას

და კილიკიას მოწევნ/ული გარდაჰჴდა ჰუნისაგან თჳსისა და დაასვო წინაჲ

კერძი ტერფისა თჳსისაჲ მიწასა, სადა იგი აღაშენაცა ქალაქი, და უწოდა მას

ტარსონი ფერჴისა გამო ტჳსისა, რამეტუ ტარსონად უწოდიან თითთა კერძოსა

ნაწილსა ტერფისასა. და წარემართა ასურასტანად და მოკლა სარდანაპალლოს და

დაიპყრა ასურასტანი და იმეფა მატ ზედა ორმეოც და ათსამეტ წელ რომელმანცა

სახელისა-ებრ თჳსისა სპარსად უწოდა მათ მომღებელმან ასურასტანელთაგან მეფობისამანცა

და სახელისამან; და ასწავა მათ საძაგელიცა მემსხუერპლეობაჲ და

მიდუსად სახელდებული მოგობაჲ, რომლისაგან მიდიად სახელ ედვა სოფელსა

მათსა მოსაწყინელისა მის-თჳს სწავლულებისა რომლისა-ზე ცეცხლი გარდამოჴდა

ზეცით სპარსეთს შინა. რომელი იხილა რაჲ, დაუკჳრდა და აღანთო ლამპარი

მუნით და აღაშენა ტაძარი და ცეცხლი იგი დადვა მას შინა და უწოდა ტაძარსა

მას ტაძარი უკუდავისა ცეცხლისაჲ. ხოლო დაადგინნა მუნ შინა კაცნი განკრძალულნი,

რათა ჰმსახურებდენ და დაუშრეტელად ჰმარხჳდენ მას, რომელთაცა

სახელ სდვა მოგუად. რომელიცა ჩუეულებაჲ ვიდრე მოაქამდე მრავლითა პატივითა

უპყრიეს სპარსთა და ცეცხლის მსახურ არიან მოცემისაებრ მეფისა მათისა

პერსევისა აწ უკუე პირველი ვიდრე-მე არს ასურასტანელთა, ესე იგი არს ბაბილოვნელთა,

მეფობაჲ, ხოლო მეორე სპარსთა თანა-მოსახელე ასურასტანელად

და ბაბილოვნელად სახელდებულთა მათ.

  სოსტრის-თჳს.

xrono1ხოლო შემდგომად პერსევისსა და მისსა შემდგომთა ჟამთა და მეფეთასა

მეფე იქმნა ეგჳპტეს პირველად/ ნათესავისა[გან ქა]მისა კაცი ვინმე მრავალღონე,

სახელით სოსტრი, ოც წელ, რომელმან ბრძოლა უყოცა ასურასტანელთა და

დაიმორჩილნა იგინი, და ქალდეველთა და სპარსთა ვიდრე ბაბილოვნამდე; ესრეთვე

ასიასაცა და ევროპსა და სკჳთიასა ბრძოლა უყო და დაიმორჩილნა იგინი.

რომლისა-ზე იყო ერმი სამდიდებული, კაცი მეგჳპტელი და განსაკჳრვებელი სიბრძნითა

წარმართთა შორის.

ფარაოჲს-თჳს.

ხოლო შემდგომად სოსტრისა მეფე იქმნა ეგჳპტეს ფარაო, რომელსა ნარახოცა

ეწოდებოდა, ორმეოც და ათ წელ, რომლისაგან ყოველნი მეფენი ეგჳპტისანი

ფარაოდ სახელ ისხნეს. ხოლო პირველ მოჴსენებულთა მათ პიკოჲს,

ესე იგი არს დიოჲს, ჟამთა შინა გამო-ვინმე-ჩნდა კერძოთაგან დასავალისათა,

ტომისაგან იაფეთისა, სოფელსა შინა არგიელთასა, სახელით ინახოს, რომელიცა

პირველ მეფე იქმნა მას ქუეყანასა შინა, სადა იგი ქალაქიცა აღაშენა სახელსა

ზედა მთოვარისასა და უწოდა მას იოპოლი. ხოლო ლჳვიი, ასულმან დიოჲსმან,

შეყოფილმან სახელით პოსიდონის ვისმან-მე, შვნა ვილონ და ანკჳორა;

და ვილონ ვიდრე-მე წარვიდა ეგჳპტედ და მიიყვანა ცოლი, სახელით სიდა. და

შვა ძე და უწოდა მას ეგჳპტე, რომლისაგან ეგჳპტემან მიიღო სახელის დებაჲ

თჳსი, რომელი მეფე იქმნაცა მას შინა. ხოლო ანკჳორა მოიწია ფინიკედ და

მიიყვანა ცოლი სახელით ტჳრო და აღაშენა ქალაქი სახელად მისსა, რომელსა

შინა წარჰმართაცა მეფობაჲ. და შვნა ძენი სა/მნი და ასული ერთი, ფინიკია და

ასურ და კილიკა და ევროპი, რომელიცა ტავროს მეფემან კრიტელთამან წარიყვანა

ტყუედ და ქუეყანასა თჳსსა თრაკისს მიიყვანა და, ვინაჲთგან ქალწულ და

შუენიერ იყო, იპყრა იგი თავისა თჳსისა ცოლად და უწოდა კერძოთა მათ სახელისა-ებრ

მისისა ევროპია. ხოლო ეგულებოდა რაჲ სიკუდილი ანკჳორს, განაჩინა

ყოვლისავე მის მორჩილებასა მისსა ქუეშე მყოფისა ქუეყანისა სამად განყოფაჲ

სამთა ძეთა მისთა ზედა: და ფჳნიკა უკუე მიიღო ტჳროსი და საზღვარნი

მისნი და უწოდა მას ფჳნიკია; ხოლო ასურ ხუედრებულსა მისდა ქუეყანასა სახელ

სდვა ასურეთი, ეგრეთვე კილიკა სახელი თჳსი უწოდა ქუეყანასა ნაწილსა

თჳსსა, რომელ არს კილიკიაჲ ხოლო ჟამთა ფჳნიკის მეფობისათა იყო ირაკლი

ტჳროელი ფილოსოფოსი, რომელმან მოიპოვა საღებავი პორფირისაჲ: რამეთუ

იქცეოდა რაჲ ზღჳს კიდესა ტჳროჲსასა, იხილა სამწყემსოჲ ძაღლი, რომელი

ჭამდა კონქჳლად სახელდებულსა მას კოხლიოსა. ხოლო მწყემსმან ჰგონა, ვითარმედ

სისხლი დამოსდის ძაღლსა; ამის-თჳს მიიღო საწმისი მატყლისაჲ და მოჰჴოცა

შთამომავალი იგი პირისაგან მისისა, და, ვითარცა შეიღება მატყლი, გულის-ხმა

ყო ირაკლი, ვითარმედ არა სისხლი, არამედ საღებავი არს იგი, რომელიცა

დაუკჳრდა და, ვითარცა დიდი რაჲმე ნიჭი, მიართუა იგი მეფესა ფჳნიკს,

რომელსა უფროჲსღა [მისსა] დაუკჳრდა და ბრძანა კონქჳლისაგან შეღებვაჲ

მატყლისაჲ და ქმნად მის-თჳს შესამოსელი. და ესრეთ პირველ შეიმოსა რაჲ მან

პორფირი შესამოსელი, ყოველთა დაუკჳრდა უცხოჲსა მის შესამოსლისა სახე;

რომლისა-თჳს ბრძანებაჲ დადვა მეფემან ფინიქს, რათა არავინ მეფობისა მისისა

მიმდგომთაგანმან იკადროს შემოსაჲ მისი, არამედ მხოლოდ მან ოდენ და შემდგომთა

მისთა მეფეთა ფინიკიაჲსათა; რომლისა მიერ მეფედ იცნობებოდეს მჴედრობისაგან

და ყოვლისავე სიმრავლისა ფერითა ეგე ვითარისა მის შესამოსლისაჲთა.

რამეთუ პირველ არა უწყოდეს კაცთა ღებვაჲ სამოსელთა ფერებისაჲ, რომლისა-თჳს

არცა ადვილად გამოირჩეოდა მეფე მიმდგომთა თჳსთაგან.

ელადელთა-თჳს.

ხოლო შემდგომად ჟამთა მათ და მეფეთა მეფე იქმნა ელლადას პელოფს

ვინმე ლჳდი, რომელმან აღაშენა მუნ ქალაქი და უწოდა მას სახელი პელოპონნისონ,

რომლისა მიერ პელოპონნისოდ იწოდებიან ელადელნი.

  კჳროსის-თჳს სპარსისა და კრისსოჲს-თჳს.

აწ უკუე მეფე იქმნა ასურასტანს კრონოს და ნინოს და სარდანაპალლოს და

შემდგომითი შემდგომად მათსა სხუანი ვიდრე მაროდაქისამდე და ნაბუქოდონოსორისსა

და შვილთა მისთა. ხოლო შემდგომად მათსა და დარიოსისა მეფე იქმნა

კჳროს სპარსი ოც და ათორმეტ წელ და მოიკლა სპარსეთს. რომლისა ზედა

აღდგა რაჲ კრისსოს, მეფე ლჳდთაჲ, დამორჩილებისა-თჳს მახლობელთა მისთა

სოფელთა და მშორობელთა სა/მთავროთა, მიუმცნო კჳროსს, რათა ანუ მიუტეოს

მას მეფობაჲ სპარსთაჲ, ანუ ბრძოლით შეემთხჳოს მას მიმავალსა ხოლო კჳროსს

ვითარცა ესმნეს ესე, ყოვლით-ურთ შეშინებულ და შეურვებულ იქმნა და

მოვლინებულთა ვიდრე-მე პასუხ უგო და წარავლინნა, ხოლო თჳთ ჰინდოეთსა

ქუეყნად განიზრახა სივლტოლაჲ. რომელი ესე ისწავა რაჲ ცოლმან მისმან ჰრქუა

მას: “რაჲსა ესრეთ შეურვებულ და უღონო ქმნილ ხარ და განუზრახველად გნებავს

ქმნაჲ ამისი.” ხოლო მან ჰრქუა მას: “და რაჲ ვინ სხუა განმაზრახოს

ქმნად”; და მან მიუგო: “დარიოსის-ზე პირველისა ქმრისა ჩემისა იყო ვინმე

ებრაელი წინაჲსწარმეტყუელი, სახელით დანიელ, ნატყუენავისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა,

ძლიერი სიტყჳთა და საქმითა. რომელი დიდად პატიოსნად და განიზრახად

ფრიად გამოცდილად აქუნდა დარიოსს და რომელი აწ მოხუცებულებისა-თჳს

მისისა მისდად განკუთნვილსა ქუეყანასა შინა იქცევის თჳსაგან, რომლისა

უკუეთუ შენცა მსმენელ იქმნე განზრახვისა, კეთილად ჰყო”. ხოლო კჳროსს ესმა

რაჲ ესე, მეყსეულად წარავლინნა წარჩინებულნი თჳსნი, რათა მრავლითა პატივითა

მოიყვანონ იგი მისსა. რამეთუ საყუარელ არს ჭირთა შინა მრავალთა უსასწრაფოესად

შერაცხაჲ ღონიერებისა დედათაჲსაჲ მამათაჲსასა და ღმრთისა მიმართისა

მილტოლვისა უსაკუთრესად და უმჴურვალესად შეხებაჲ ხოლო კრის/სოს

შემდგომად უკუმოქცევისა კჳროსის მიმართ მივლინებულთა მათ მისთაჲსა.

წარავლინნა კაცნი სარწმუნონი სამისნოდ, რათა იმისნოს პჳთიაჲსაგან, უკუეთუ

მძლე ექმნებისა კჳროსს სადა იგი შე-რაჲ-ვიდა მისანი და ილოცა, მიიღო გამოცხადებაჲ

პჳთიაჲსაგან ვითარმედ “კრისსოს, ალჳნს მდინარესა წიაღსრულმან,

xrono4მთავრობაჲ დიდი დაჰჴსნას.” რომელი დაწერა ქარტასა ზედა და მისცა კრისსონის

მიერ მოვლინებულთა მათ. ხოლო საღმრთოჲ დანიელ, მოიწია რაჲ კჳროსისა,

ჰრქუა მას კჳროს: “მითხარ მე უფროჲსად ბრძენო, უკუეთუ მძლე ვექმნები

ლაღსა და ამპარტავანსა კრისსონს.” ჰრქუა მას დანიელ: “მინდობილ იყავ,

ვითარმედ სძლევ კრისსონს და მიიყვანებ მას ტყუედ, რამეთუ შენთჳს თქუა

ესაია წინაჲსწარმეტყუელმან. “ესრეთ იტყჳს უფალი ცხებულსა კჳროსს, რომლისასა

უპყარ მარჯუენესა დამორჩილებად წინაშე მისსა ნათესავნი და ძალი

მეფეთაჲ განვაქარვო. მან აღაშენოს ქალაქი ჩემი და ტყუეობაჲ ერისა ჩემისაჲ

მოაქციოს, თქუა უფალმან საბაოთ.” ხოლო კჳროსს ესმნეს რაჲ ესე,

დავარდა ფერჴთა-თანა დანიელისთა და თქუა: “ცხოველ არს უფალი ღმერთი

შენი. მე განუტევო ისრაჱლი ქუეყანით ჩემით, რათა ჰმსახურებდენ

ღმერთსა მათსა იერუსალჱმს შინა.” და აღჭურვილმან წყობა ყო კრისსონის

მიმართ. ხოლო კრისსონს ვითარცა ესმა მიგებაჲ იგი სამისნოჲსა მის ხრიზმოსისაჲ,

მიიმართა კჳროსის მიმართ სიმრავლითა ძალისაჲთა და წია/ღმოჴდა

მდინარესა ალჳნსა და, შეემთხჳა რაჲ კჳროსს სიფიცხესა ზამთრისა დიდისასა,

იძლია: და ეგულებოდა სივლტოლაჲ ერისა-თანა თჳსისა, გარნა სავსებითა მდინარისა

მის წყალთაჲთა ვერ შეუძლო წიაღსლვაჲ. ამისა-თჳს ტყუედ წარქცეულ

იქმნა და დაეცა სიმრავლე ოთხასი ათასისა მბრძოლისაჲ, რომელთაგანნი დაშთომილნი

ტყუედ წარიყვანნა დარიოს. ხოლო კრისსონ შეკრული აღაბა ძელსა

და განქიქებული უჩუენა ყოველსა სიმრავლესა მჴედრებისა თჳსისასა. ამის შემდგომად

აღიყვანა სპარსეთად და მუნ სიკუდილსა მისცა იგი. და უცხოთა და

ზეშთა ძალისათა გულის-მთქუმელმან თავიცა თჳსი და თჳსნი წარწყმიდნა სიმრავლითა

უძღებებისაჲთა ხოლო ძენი ისრაჱლისანი ყოველნი მეყსეულად ზორობაბელის-თანა

განუტევნა აღსლვად იერუსალჱმად. და ესრეთ კჳროსის მიერ

დაიჴსნა მუფობაჲ ლჳდთაჲ მპყრობელ-ქმნილი ორას ოც და ათორმეტ წელ.

  დარიოსის-თჳს.

ხოლო შემდგომად კჳროსისა მეფე იქმნა დარიოს, ძე მისი, რომელსა

კამვისოსცა ეწოდებოდა, რვა წელ.

არტაქსერსის-თჳს.

ხოლო შემდგომად კამვისოჲსა მეფე იქმნა არტაქსერქსი, მოჴსენედ სახელდებული,

ოც წელ, რომლისა-ზე იყო ვინმე იტალიას მპყრობელი სამთავროჲსა

ერთისაჲ, სახელით პალას, რომელმან აღაშენა სახლი ყოვლად დიდი, რომლისა

მსგავსი არა იპოებოდა გარემოსა მას სოფლებსა, და პალატად სახელ სდვა მას.

რომლისა გამო პალატად ეწოდების სა/მეფოსა სამკჳდრებელსა.

  ჰრომისა-თჳს.

მერმე შემდგომად ამათსა მეფე იქმნა რომოს, მაშენებელი ჰრომისაჲ, და

რიმოს, ძმაჲ მისი. რომელთა განაახლეს და აღაშენეს პალატად წოდებული სამეფოჲსა

პალატისა სახლი და ტაძარი დიდი აღჰმართეს და სახელ სდვეს მას

კაპეტოლიონად ჰრომისა, რომელ არს ჰრომაულად თავი ქალაქისაჲ. ვინაჲცა

მეფობასა მათსა შინა ურთი-ერთას მტერობად მოვიდეს იგინი: და მოიკლა რომოჲს

მიერ რიმონ, და მეფობდა მარტოჲ რომოს და, ვითარცა განასრულნა

ზღუდენი და შეამკო ქალაქი და ტაძარი არეოჲსი აღაშენა და თუესა მარტისასა

სრულ ყო ენკენიობაჲ მისი და უწოდა თუესა მას მარტი, რომელსა პირველ

ტრიმონ ეწოდებოდა, რომელ არს არეოს. რომლისაცა დღესასწაულსა წლითი-წლად

აღმასრულებელნი ჰრომნი სახელ სდებენ დღესა დღესასწაულისასა მოქცევად

მარტისა. ხოლო აღაშენა ცხენთ-სარბიელიცა, რათა განწვალოს სიმრავლე

ერისა ჰრომაელთაჲსაჲ, რამეთუ შფოთებით ზედა-აღუდგებოდეს მას ჰრომნი

სიკუდილისა-თჳს ძმისა მისისა. და პირველად ჰრომეს შინა სრულ ყო მან ცხენთ-სარბიელი,

რომელ არს იპპოდრომი. და დღესასწაულად მზისა და ოთხთა ნივთთად

განაჩინა იგი: ქუეყანისა, ჰაერისა, ცეცხლისა და წყლისა, და უწოდა პირველსა

მას მწუანე და მეორესა თეთრი, მესამესა მწითური და მეოთხესა მჴიე. და

შეასწავა მათ, ვითარმედ ამისთჳს ბედ…………………………..

  [ალექსანდრესისა-თჳს მაკედონელისა.]

…………. და გამოიკულია, თუ ვითარი არს შესახედავად და ცნა, ვითარმედ არა

გრძელ არს ჰასაკითა და კბილნი ასხენ დიდნი და მჩენნი გარეგნით ბაგეთასა;

და ვითარმედ ერთი თუალი ჩხიაჲ, ხოლო მეორე შავი არს მისი; და თავსა

შორის თჳსსა თჳსაგან შესწავებულად იპყრა ქმნულებაჲ ესე სახისა მისისაჲ. და

აჰა, შევიდა მისსა მიმართ მის მიერ მივლინებულთა მოციქულთა-თანა და ცნობილ

იქმნა მის მიერ ზემო-წარმოთქუმულთა მათ ნიშანთაგან, მეყსეულად შეიპყრა

იგი და ჰრქუა: “ალექსანდრე მეფეო, სოფელი დაიპყარ და დედაკაცისა მიერ

შეპყრობილ იქმენ.”ხოლო მან ჰრქუა მას: “მრავალ ღონეობისა-თჳს და სიმარჯჳანობისა

ცნობისა შენისა უვნებელად დაგიცვა შენ და ძენი შენნი და სამეფოჲ

შენი, და შენ მოგიყვანო ცოლად ჩემდა..”რომელიცა წარმოიყვანა და ეგჳპტეს

მოწევნულმან დიდი ალექსანდრიაჲ სახელსა თჳსსა ზედა აღაშენა, ხოლო თჳთ

კუალად იქცა ბაბილოვნადვე, სადა მოცაკუდა წელიწადთა ოცდაათორმეტთაჲ.

რომელსა ათორმეტი ხოლო წელი წარმოევლო მეფობასა შინა, და რომლისანი

მრავალნი და ბევრეულნი/ არიან სხუანიცა მძლეობანი და წარმართებანი და მითხრობად

შეუძლებელნი მჴნე-კაცობანი, რომელნი მან აღასრულნა და ქმნნა. ამისთჳსცა

ფრთოსანსა ვეფხსა მიამსგავსა იგი წინაჲსწარმეტყუელმან, მყის სიმალით

ცეცხლის სახედ მოვ//////////////////////ლ არს, თუ ესმა ფილოსოფოსისა

ვისგანმე მეტყუელისა ვითარმედ “აღურიცხუველნი არიან სოფელნი”.

რომელსა ზედა დიდად სულთ-ითქუნა და თქუა: “უკუეთუ აღურიცხუველთა სოფელთაგან

ვერცა ერთი ოდენ დავიპყარ მე..”ესოდედ დიდ გონება, დიდ სულითა

და მჴნე იყო, რომლისა-თჳსცა ყოვლით კერძო მიმოდაითქუმოდა და საკჳრველ

იქმნებოდა უფროჲსღა და სიწმიდის მოყუარებისა-თჳს მისისა და გულის-ხმის-ყოფისა

და ფრიადისა სიბრძნისა-თჳს და გონიერებისა. რამეთუ არისტოტელის

მოწაფე ქმნილმან ყოველივე სიტყჳერებითი კელოვნებაჲ მიერ კერძო

საზომისა დაისწავლა. ხოლო მჴნე და კადნიერ იყო ბრძოლათა შინა. რომელმან

იხილა ოდესმე თანამოსახელე ვინმე თჳსი ჭაბუკი მოშიშ ქმნილად ბრძოლასა

შინა და ჰრქუა: “ჭაბუკო. ანუ წესი შეიცვალე, ანუ სახელი”. ხოლო სიწმიდის

მოყუარებაჲ თჳსი უგანცხადებულესად უჩუენა ყოველთა შემდგომად მძლეობისაცა:

რამეთუ, ტყუედ მოიყვანნა რაჲ ასულნი დარიოსისნი, განსაკჳრვებელისა

შუენიერებისა მქონებელნი, არცაღა თუ ხილვაჲ თავს იდვა მათი, არამედ

ფრიადად უმსჯავროებად საჯა, უკუეთუ სიქველით მძლენი, მამათანი

საწყალობელად იძლინენ დედათაგან. რომელიცა ვიდრე უშინაგნესად

ჰინდოეთამდე და გარემოჲს ყოვლისა ქუეყანისა დიდად მდი/[ნარისა] ………….

……../ სარწმუნოებისაჲთა. და ესე მეზობლობასა შინა მახლობელთა მათთა

ჰინდოთასა, რომელნი ყოველთავე ბოროტთა წარჴსნილობით მოქმედ არიან. და

რომელთა უშინაგანესნი-რე ნათესავნი კაცის-მჭამელ და უცხოთა მკლველ, უფროჲსღა

ძაღლთა-ებრ დამბძარველ არიან. კუალად შჯულ ქალდეველთა და

ბაბილოვნელა არს პირუტყულისა აღრევისა, მოსისხლეობისა და ყოვლისავე ღმრთისმოძაგებულისა

საქმისა ვითარცა სათნოებისა ქმნაჲ. მერმე კუალად შჯულ გილიელთა

არს მუშაკობაჲ და მაშენებელობაჲ დედათაჲ და ქმნაჲ საქმეთა სამამაკაცოთაჲ

ამას-თანა სლვაჲცა შემდგომად გულის-თქუმისა გულთა მათთაჲსაჲ

თჳნიერ ყოვლისავე მაყენებელობისა და აღშურვებისა ქმართაჲსა რომელნი იგი

მბრძოლცა არიან ძლიერ და კდემულებად შეურაცხია არა თუ უმჴეცეს იყვნენ

მჴეცთასა, და ჴელმწიფებენ და უფლებენ თჳსთა ქმართა ზედა. ხოლო ვრეტანიას

მრავალგზის მრავალნი მამანი ერთსა იცნობენ დედაკაცსა, და კუალად მრავალნი

დედანი ერთსა ეზრახებიან მამაკაცსა, და უშჯულოსა ამას საქმესა, ვითარცა

კეთილსა და მამულსა შჯულსა, უშურველად და დაუყენებელად სრულ ჰყოფენ.

ხოლო ამაზონელთა შორის მამაკაცი არა იპოების, არამედ ვითარცა პირუტყუნი

ცხოველნი ერთგზის წელიწადსა შინა შემოსლვასა არისასა საზღვართა თჳსთაგან

ჰვ/ლიან და მეზობელთა მათთა მამაკაცთა შეეყოფვიან, ვითარცა კრებად რადმე

და დღესასწაულობად დიდად შემრაცხელნი მის ჟამისანი. რომელთაგან მუცელქუმულ

რაჲ იქმნენ სახიდვე მათდა მიიქცევიან ყოველნი. ხოლო ჟამი რაჲ შობისაჲ

მოიწიოს, წულსა ვიდრემე წარსწყმედენ, ხოლო ქალსა აცხოვნებენ და

მოსწრაფებით აღჰზრდიან და განაპოხებენ.

ესრეთ უკუე შემდგომად სიკუდილისა ალექსანდრესისა მრავალ მთავრობად

განიყო მეფობაჲ მისი, და არინდეოს, ძმაჲ ალექსანდრჱსი, რომელსა ფილიპეცა

ეწოდებოდა, მაკედონიისა მპყრობელ იქმნა. ხოლო ანთიპატროს ევროპისა

მეფობაჲ დაიპყრა, ხოლო ეგჳპტისაჲ პტოლემეოს ლაღუსმან, და ფინიკიაჲ და

ასურეთი სელევკოს, ხოლო კილიკიაჲ ფილოტას, და ასიაჲ ანტიღონოს, [კ]არიაჲ

კასანდროს, ხოლო ელისპონტოჲ ლეონას; პაფლაღონიაჲ ევმენის, თრაკისი

ლჳსიმახოს. და არა მოაკლდა ურთი-ერთას ბრძოლაჲ ვიდრემდის მეფობამან

ჰრომთამან დაჰჴსნნა ადგილთ მპყრობელობითნი მთავრობანი.

აწ უკუე ამათისა ესრეთ და ესოდენ თქუმისა შემდგომად სათანადო-ყოფად

ვჰგონე ქმნაჲ კუალად ქცევასა სიტყჳსასა. და რათა კუალად ადამსვე თანა-დაწყებითა

თითოეულთა საჩინოთა კაცთა წელიწადნი ცხორებისანი შემოკლებულად წარმოვთქუნეთ

და შემდგომითი შემდგომად გამოჩინებულნი მთავარნი და მეფენი

ისრაჱლისანი სულ მცირედ მოვიჴსენნეთ. და ეგრეთ თჳსსავე წესსა ჟამთა-აღმწერელობითისა

საქმიერობისასა შევეერთნეთ, ხოლო აღრიცხუვაჲ ჟამთაჲ ნეტარისა

მოსჱს მსგავსად ვყოთ, რომელი იგი უპირველესადცა და უბრძნესად და

უჭეშმარიტესად ყოველთავე მათ ძუელთა წარმართთა ბრძენთა და აღმწერელთასა

სამართლად შეისწავების. რამეთუ მოსე იცნობების პირველად ბრძნად, ვითარცა

დასწერს ევპოლემოს, და პირველად ებრაელოა მიმცემელ ექმნების წერილისა.

რომელი იგი საღმრთომან აბრაჰამ მოიღო ქალდეველთაგან, რამეთუ ესრეთ

იტყჳს იოსიპოს ვითარმედ “პირველად აბრაჰამ ქადაგა დამბადებელად ღმერთი

და პირველ შთავიდა ეგჳპტეს და მრიცხუველო.ბითი და ვარსკულავთ-მეტყუელებითი

სიბრძნე ასწავა მეგჳპტელთა.” რამეთუ პირველად ქალდეველთა

მოეპოვნეს ესენი, ხოლო ებრაელთაგან მიიღეს ფინიკელთა, რომელთაგან

კადმოს უკუე მოიხუნა ელლენთა მომართ; ხოლო ისიოდოს უშუენიერესად

შეაწყვნა და გულის-ხმიერად ელლენ ყვნა იგინი. ვინაჲცა კლიმი და აფრიკიანოს

და ტატიანე და წინადაცუეთილებისაგანნი იოსიპოს და იუსტოს ინახოჲს-ზე

იტყჳან ყოფასა დიდისა მოსჱსსა, რამეთუ თითოეულმან ამათგანმან

ძუელთა თხრობათაგან/ ყო ამისი გამოჩინებაჲ, ხოლო მრავალ სწავლულმან და

მრავალთა თხრობათა წარმომეტყუელმან ევსევიოს, ვითარცა უგამომეძიებელესისა

ჟამთა-აღწერისა მოქმედმან, ინახოჲს უკუე ჟამთა-საკჳრველი იაკობ პოვა გამოჩინებულად,

ხოლო მოსე კეკროპოჲსთა. რამეთუ ჟამთა-აღმწერელობითისა კანონისა

მჴუმეველმან თანად ურთი-ერთას შეატყუნა მასვე და ერთსა ჟამსა მძლავრ

ქმნილნი და შემოკრიბნა წელნი ქალდეველთა მეფობისანი, ლაკედემონელთა,

კორინთელთა, თეტტალოელთა და მაკედონელთაჲსანი, რომელსა ძუელად კიტიელთაჲ

ეწოდებოდა ლატინოელთა, ლატინოჲსაგან მეფისა მათისა, და იტალიელთა

მათ ზედა მთავარ ყოფილისა ვისმე მიერ სახელითა ამით სახელდებულთა, და

უკუანაჲსკნელ ჰრომაელად წოდებულთანი რომოჲსგან და რიმოჲს, აღმაშენებელთა

ჰრომისათა. ამათნი ჟამნი და წელნი ერთბამად შემოკრიბნა და თითოეულისა

ნათესავისა მეფეთა წელიწადნი ურთი-ერთას შეატყუნა და თანა-მოჟამედ დასხნა

წელნი ასურასტანელთა მეფისა, სემერამისნი წელიწადთა-თანა აბრაჰამისთა რამეთუ

სემირამის-ზე იცნობებოდა აბრაჰამ; ხოლო იაკობ ინახოჲს-ზე, ხოლო მოსე

კეკროპოჲს-ზე ორბუნებისა, რომელიცა პირველად მეფედ ატტი/კელთად შეისწავეს

ელენთა. ამისთჳს უმოხუცებულესად იპოების მოსე ძუელთა მათ ბრძენთა

წარმართთასა, ომიროჲსსა ვიტყჳ და ისიოდოჲსსა და ტროელთასა, ირაკლისსა

და მუსაჲსსა; მერმეცა ლიდიუჲსსა და ორფეოჲსსა და დიოსკუროჲსსა და ასკლიპიოჲსსა,

დიონჳსსა და ერმისსა, აპოლლონისსა და საწარმართოთა საიდუმლოთა

და მემსხუერპლეობათა და თჳთ მათ დიოჲს საქმეთასაცა. რომლისა-თჳსცა იპოებიან

ურჩეულესნი ვინმე მათ შორის მიმხუეჭელად აღწერილთაგან მისთა. რამეთუ ესე

ყოველნი შემდგომად კეკროპოჲსა გამოჩნდეს და რომლისასა ფრიად უუკუანაჲსკნელეს

იყვნეს ჟამთა ომიროს და ისიოდოს. ესრეთ ყოველთავე ბრძენთა მოძღურად

შეისწავების მოსე, ვითარცა გამოუთქუმელთა საქმეთა მომთხრობელი

და უსაღმრთოესი გამომეტყუელი ჭეშმარიტებისაჲ. რამეთუ მეგჳპტელთა სიბრძნისა

შეურაცხის-მეოფელმან უფროჲსად წარჩინებული აღმწერელობაჲ იჴუმია

სოფლისა ამის აგებულებისა-თჳს, ცხად არს, ვითარმედ ყოველთა ზედაჲსა და

ყოველთა დაბადებულთა სიბრძნით დამბადებელისა ღმრთისა მიერ მობერვილობითა

ჭეშმარიტებისაჲთა, რამეთუ თქუა: “დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და

ქუეყანაჲ.” რომლისა წინააღმდგომსა ამათსა თქუმად მკადრებელნი მრავალნი

ელენთაგანნი სიღრმესა უმეცრებისა და უღმრთოებისასა დაინთქნეს, და ფრიადცა

სამართლად: რამეთუ კაცობრივისა გონებისა მიერ მოპოვნებულნი სჯულნი უძლურ

არიან და უგულისხმო, რომლისა-თჳს არცა ერთი ვინ მათგანი დაადგრა მტკიცესა

სიტყუასა ზედა, არამედ მარადის მეორე დამჴსნელ იყვის პირველისა;

გარნა არა რად სათანადო არს აწ ჩუენგან მხილებაჲ მათი, რამეთუ თჳთ კმა

არიან ურთი-ერთას მარღუად მოგონებათა თჳსთა. და რამეთუ უმეცრებითა ღმრთისაჲთა
შეპყრობილთა, სხუამან სხუაჲ რაჲმე და კუალად სხუამან სხუაჲ იოცნა

დასაბამად დxronoა მიზეზად არსთა ყოფისა და დგომისა და ძრვისა. და ნამდჳლვე

დედაზარდლისა ქსელთა მქსოველ იქმნნეს ეგე ვითართა მათ აღმწერელნი და

ეგოდენ უნდოთა დასაბამთა ცისა, ქუეყანისა და ზღჳსათა უგუნურებით წარმომეტყუელნი

რამეთუ ვერ მოიგონეს თქუმად, ვითარმედ “დასაბამად ქმნა ღმერთმან

ცაჲ და ქუეყანაჲ.”

გადმოწერა სრულად

Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *