საბა გამწმენდელის სასწაული

,

3ნეტარი მამა საბა განწმენდილი (ხსენება 5. XII) ოცდამეთხუთმეტე წელიწადში იყო გადამდგარი, როდესაც უდაბნოში განმარტოვდა და მარხვითა და გამუდმებული ლოცვით ღვთის სარკედ განიწურთნიდა თვის სულსა და სხეულს. ღვთისმოსავი ბერის გულმოდგინებას ეშმაკი დაემტერა გაშმაგებით. ერთხელ მან საზარელი ლომის სახე მიიღო და შესაჭმელად მოუხდა წმინდანს: დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა, დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა. მისი ამგვარი ქცევის მხილველი ღირსი მამა მხნედ შეეპასუხა: -თუ შენ ღმერთისგან გაქვს ძალმოსილება ჩემს შესაჭმელად, უკან რაღად იხევ? ხოლო თუ არა გაქვს, მაშინ ამაოდ ირჯები? იესო ქრიტეს სახელით მე შენ დაგძლევ, ლომო! ცხოველის სახექცეული ეშმაკი უკუიქცა სირცხვილეული. მას შემდეგ უფალმა საბას ყველა ცხოველი და გველი დაუმორჩილა და მათ შორის ვიდოდა იგი, ვითარცა თვინიერ ცხვრებს შორის. თავის ცხოვრების ერთ მონაკვეთში იგი სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა; უშიშრად შევიდა გამოქვაბულში და რაკიღა დაბინდებამ უწია, ილოცა და მიწვა დასაძინებლად. მაგრამ ნაშუაღამევს მოვიდა ლომი და, როდესაც თავის მოსასვენებელზე მძინარე ადამიანი იხილა, კბილები ჩაავლო ტანსაცმელში და გარეთ გამოყვანა დაუპირა. გამოღვიძებულ ბერს არც კი შეშინებია – მწუხრის ლოცვების კითხვა დაიწყო. ლომი მოშორებით დადგა, თითქოს უცდიდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვით კანონს. ამის შემდეგ ღირსმა მამამ დაჯდომა სცადა, მაგრამ ლომი კვლავ დაჟინებით აგდებდა გამოქვაბულიდან. მაშინ ღირსმა მამამ უთხრა: „მომისმინე“ გამოქვაბული საკმაოდ ვრცელია; ჩვენ ორივემ შეგვიძლია ვიცხოვროთ აქ, რადგან ერთი შემოქმედის ქმნილებები ვართ. მაგრამ თუ შენ არ გსურს ჩემთან ერთად ცხოვრება, მაშინ შენ უფრო შეგეფერება აქაურობის დატოვება, რადგანაც მე, ღვთის ხელით ქმნილი და მის ხატად განდიდებული, შეუდარებლად გჯობივარ შენ“. ამ სიტყვების მოსმენისთანავე მრისხანე ცხოველი გამოვიდა გამოქვაბულიდან და მას მერე იქ აღარ დაბრუნებულა.

Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *