წმიდისა იაკობ მოციქულისა და უფლისა საკითხავი

, ,

iak        და იყო რაჟამს ნებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა სცვალებდა

ტაძარსა მას, რომელი იყო ისრაელისაჲ, კათოლიკედ ეკლესიად, იაკობ,

რომელსა წოდებულ იყო ძმად უფლისა. და ესე იყო პირველ ეპისკოპოს იერუსალემს

და წოდებულ იყო ყოვლისაგან ერისა “იაკობ მართალი”, რამეთუ

მრავალთა მოწაფეთა უფლისათა ერქუა იაკობ, ხოლო ესე იყო ძმაჲ უფლისაჲ.

და საშოჲთგან დედისა თჳსისაჲთ წმიდაჲ იყო, ღჳნოჲ და თაფლუჭი

არა ესუა და მშუმინვაერისაგანი არა ეჭამა და მახჳლი არა აღსრულ იყო

თავსა მისსა და ზეტი არა ეცხო და აბანოდ არა მივიდის. და ესე მარტიჲ

შევიდოდა ტაძრად სიწმიდესა მას და არა სეიმოსის მან მატყლისა სამოსელი,

არამედ ჰმოსიედ მას სელისა სამოსელი და ესრჱთ შევიდის ტაძრად.

მარადის მუჴლ-დადგმით დგან და ილოცავნ ღმრთისა მიმართ მოტევებისათჳს

ყოვლისა ერისა. და მარადის ლოცვითა მისითა იქმნა ტყავი მუჴლთა

მისთაჲ დაკანებულ ვითარცა მუჴლნი აქლემისანი. და მარადის სიმართლისა

მისისაგან წოდებულ იყო ყოვლისაგან ერისა “იაკობ მართალი”. და თქუეს

ებრაელებრ ობე, რომელ არს “სიმტკიცჱ ერისაჲ და განმართლებაჲ”.

და რომელნიმე შჳდისა მის   წვალებისაგანნი ჰკითხვიდეს და ეტყოდეს,

ვითარმედ: რომელი არს კარი ღმრთისაჲ? და იგი მოასწავებდა მათ

მაცხოვრისასა. და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა უფლისა ჩუენისა იესუ

ქრისტჱსთჳს. ხოლო პირველთა მათ განდგომილთა მწვალებელთა არა ჰრწმენა

აღდგომაჲ და არცაღა მოსლვისა მისისაჲ და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა

მათთაებრ. ხოლო იაკობის გამო ჰრწმეა მრავალთა

მთავართაგანთაცა.

და იყო შფოთი დიდი [შორის] მწიგნობართა მათ ჰურიათასა და ფარისეველთა

და იტყოდეს: განგუადგების ჩუენგან ყოველი ერი მოლოდებითა

იესუ ქრისტჱსითა. და ეტყოდეს შემოკრებულნი იაკობს; გევედრებით შენ, დააყენე

ერი ესე, რაჲთა არა სეუდგენ ქრისტესა; შეგივრდებით, დააყენე ერი ესე

მოსრული დღესასწაულსა ამას ვნებისასა, რამეთუ ყოველნივე გერჩიან შენ,

და ჩუენ მოწამე ვართ, ვითარად მართალი კაცი ხარ და თუალთ-ხუმით

არარას ჰყოფ. აწ დაარწმუნე სიმრავლესა ამას ერისასა, რაყთა არა

სცთებოდიან შემდგომითა ქრისტჱსითა, და ყოველი ესე ერი და ცუენ გერჩით

სიტყუათა შენთა. აწ აღჴედ გოგოლსა ამას ტაძრისასა, რაჲთა უაღრჱს

შჩნდე ყოველთასა და ადვილად ისმინონ ჴმაჲ შენი სიმ\რავლემან r  ამან

ერისამან, რომელნი პასექისა ამისთჳს მოსრულ არიან ჰურიანი და

წარმართნი.

და დაადგინეს წმიდაჲ იაკობ ფარისეველთა მათ და მწიგნობართა ზედა

გოდოლსა მას და ჴმა-ყვეს მისა მიმართ და თქუეს ერთბამად: მართლისა მაგის

რომლისა ჩუენ ყოველნი დამორჩილებულ ვართ, ხოლო ერი ესე სცთების

შემდგომითა იესუ ჯუარ-ცუმულისათჳს, აწ გჳთხარ ჩუენ განცხადებულად

იესუჲსთჳს, ძისა კაცისაჲსა? რამეთუ იგი თავადი არს იესუ, ძჱ ღმრთისა

ცხოველისაჲ, და იგი ზის მარჯუენით ღმრთისა და განმზადებულ არს მოსლვად

ღრუბლითა და მიგებად თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. და მრავალნი

მორწმუნენი ეწამებოდეს იაკობს, ღაღადებდეს დაა იტყოდეს: ჵსანა ძესა

დავიტისსა!

მაშინ მწიგნობართა მათ და ფარისეველთა თქუეს ურთიერთას: ბოროტად

ვყავთ საქმჱ ესე, რომელ ვქმენით, რამეთუ ამან წამა იესუჲსთჳს. აწ

მოვედით და აღვჴდეთ და გარდამოვაგდოთ იგი, რაჲთა შეშინდეს ერი ესე

და არა ჰრწმენეს მისი. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ჵჵ, მართალი

ესე სცთა! და აღესრულა წერილი იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ

თქუა: მოვედით და მოვკლათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნებელ ჩუენდა

არს. ამიერითგან   ნაშრომსა ჴელთა მათთასა ჭამდენ.

iakobმაშინ აღჴდეს და გარდამოაგდეს მართალი იგი გოდლისა მისგან და

იტყოდეს ურთიერთას: ქვაჲ დაჰკრიბეთ ყოველთა იაკობს მართალსა! და ქვასა

დაჰკრებდეს მას. ხოლო იგი გარდავარდა სიმაღლისა მისგან და არა მოკუდა,

არამედ დაიდგინა მუჴლნი, ღაღადებდა და იტყოდა: გევედრები, შენ, უფალო ყოვლისა

მპყრობელო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა უწყიან, რასა იქმან. და ვიდრე-იგი

ქვსა დაჰკრებდეს მას, ერთი ვინმე მღდელთაგანი რომელი იყო ძეთაგანი

რექაბისთა, ძისა რექაბინისი, რომელი მოიჴსენა იერემია წინაწარმეტყუელმან,

ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: დასცხერით! რასა-ეგე იქმთ? რამეთუ

ილოცავს თქუენთჳს მართალი ესე.

და აღდგა ერთი მათგანი, რომელი იყო სამოსლისა მრცხელი, აღიღო

ძელი, რომლითა გარდაართხიან სამოსელი, და უხეთქნა თავსა მის მართლისასა.

და ესრჱთ აღესრულა წამებითა ქრისტჱსითა. და დაჰფლეს იგი ადგილსა

მას მახლობელად ტაძრისა მის. და მან წამა ჭეშმარიტად ჰურიათა მიმართ

და წარმართთა ჲესუსთჳს, რომელ არს ქრისტჱ.

და მახლობელად მათვე დღეთა შინა სპასიონი ვინმე, განსაკჳრვებელი

კაცი, მოვიდა და მოიცვნა ჰურიანი. და ესრჱთ განუცხადებდა სიმართლესა

ნეტარისა იაკობისსა. და ჰურიათაგანნიცა ბრძენნი ადიდებდეს მას და იტყოდეს,

ვითარმედ: ამისთჳს მწრაფლ მოიცვა იერუსალემი ვესპასიონისა მიერ,

და არა თუ სხჳთ რაჲმე იყო მათ შემთხუევაჲ ესე, არამედ ამისთჳს რამეთუ

მიყვნეს ჴელნი მათნი მართლისა მის ზედა წარმდებებით.   რომლისა

იოსებცა წადიერ იქმნა დაწერად: ესევითარიმცა შემთხუევაჲ შეემთხუევის

ჰურიათა შურის საძიებელად იაკობის მართლისა, რომელი იყო ძმაჲ ჲესუსი,

რომელ არს ქრისტე, რამეთუ მართალი იგი და მართლ-მადიდებელი მოკლეს

ჰურიათა.

და ესევითარი ესე შემთხუევაჲ ნეტარისა მისთჳს და მართლისა იაკობისთჳს

შეემთხჳა ჰურიათა, რომელიცა უწინარჱს კათოლიკეთა ებისტოლეთა

დაიწერა. და ესე არს წამებაჲ წმიდისა იაკობისი, რომელი იქმნა წინაჲთ

ებისკოპოს და დაჯდა საყდართა წმიდისა ქალაქისა იერუსალემისათა, რომელი

წოდებულ იყო ძმად უფლისა და მართალ საქმითა თჳსითა.

რომლისაჲ არს დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ და სულისა წმიდისაჲ აწ და

მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

სინური მრავალთავი 26 დეკემბერის საკითხავი

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *