ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი

,

anton[აღიწერა] ათანასესგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა

კეთილსა ზედა სიტყუასა დადგრომილ ხართ ეგჳპტისა მიმართ მონაზონთა,

ანუ მისწორებად, გინათუ წარმატებადცა ამას, პირველ გამოირჩიეთ თქუენითა

მაგით სათნოებისა მონაზონებითა, რამეთუ თქუენნი კერძოცა ამიერითგან მონასტრები

და მონაზონთა სახლები ითქუმების. ესე გულსმოდგინებაჲ სამართლადმცა

სამე აქუნდა, ლოცვათა ჩუენთაებრ ღმერთმან სრულ ქმენინ.

რამეთუ ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის

გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზონებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი

აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ.

და უკუეთუ ჭეშმარიტად თქუმულნი იგი მისთჳს არიან, რაჲთა თქუენცა

მისა მობაძავად თავნი თჳსნი მოიყვანნეთ, მრავლითა უკუე გულსმოდგინებითა

შევიწყნარე თქუენმიერი ესე ბრძანებაჲ, რამეთუ ჩემდაცა დიდ შესაძინელ სარგებლის

არს ანტონისი ესე მოჴსენებაჲ, და ვიცი, რამეთუ თქუენცა გესმის, რაჲთა

შემდგომად დაკჳრვებისა მის კაცისა ინებოთ ბაძვაჲ მისსა მას გულსმოდგინებასა,

რამეთუ არს მონაზონთა დიდ ხატ მონაზონებისა ანტონისი იგი ცხორებაჲ,

და, [რომელთა-ეგე გესმა მისთჳს მთხრობ]ელთა მათგან, ნუ ურწმუნო

იქმნებით, უფროჲსღა მცირედ ჰგონებდით მათ მიერ სმენასა, რამეთუ მათცა

ესოდენი ესე ძნიად გითხრეს და რამეთუ მე ბრძანებაჲ მოვიღე თქუენგან, რავდენი

ესე წიგნითა ამით გაუწყო, მცირედ ოდენ რაჲმე მისი მოვიჴსენო და მიგიძღუანო

თქუენ. ხოლო თქუენ ნუ დააცადებთ ამიერ ნავითა მიმავალთა კითხვად,

ვინ უწყის კაცად-კაცადმან რაჲმე, თქუან, რომელი-იგი იცის, და ესრჱთცა

ძნიადვე ღირსად მისთჳს თხრობაჲ იგი იყოს.

მინდა, რაჟამს მოვიღე წიგნი ესე თქუენ მიერ, მოწოდებად ვიეთამე მონაზონთა,

რომელნი-იგი ზედაჲს-ზედა ჩუეულ იყვნეს მისლვად მისა, ვინ უწყის,

უფროჲსმცა რაჲმე ვისწავე და უკეთჱსადრე მიგიძღუანე, და რამეთუ ჟამი ნავთა

სლვისაჲ დაყენებულ იყო და წიგნისა მიმრთუმელი ესე ისწრაფდა, ამისთჳს

რომელი-იგი მე უწყი, რამეთუ მრავალგზის მეხილვა და სწავლაჲ შეუძლე მათგან,

რომელნი-იგი შეუდგეს მცირედ ჟამ და წყალსა ჴელთა სცემდეს, ესე

მიწერად ღმრთისმოშიშებისა თქუენისა. ვისწრაფე ყოვლით კერძოვე ჭეშმარიტებისათჳს,ვიზრუნე…

———————————————–

გადმოწერა სრულად

Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *