ხარიტონ აღმსარებელის ცხოვრება

, ,

xaritoni        მრავალ არიან სახენი და სწავლანი წმიდათა მამთანი, რომელნი ვიდოდეს კეთილითა

სარწმუნოებითა და ჯერ-არს მისა, რომელსა-იგი უნდეს განხუმაჲ წიგნთა

სულიერთაჲ და ვსებად მათ მიერ, ვითარცა წყაროთაგან დაუწყუედელად

მცენარეთა წყალი ცხორებისაჲ, და ყოვლითა ძალითა დამარხვად მცნებათა უფლისათა.

და რაჲთა ევლტოდის ზაკულებისაგან, რომელი დაუც მტერსა გზასა ზედა,

ვითარცა თქმულ არს, და ჩუენ, უძლურთა ამათ და დაჴსნილთა ამის ჟამისათა,

გჳჴმს, ვითარცა მცირედ მსმენელთა ჴმანი სიტყუათანი ზედაჲს-ზედა, რაჲთა

ესრჱთ შეიწყნაროს სასმენელმან, რომელი ითქუა მისა მიმართ. და ვჰგონებ,

ვითარმედ ჯერ-არს, დაღაცათუ ჴმაწულილ ვარ, რაჲთა არა მივსცე თავი ჩემი დავიწყებასა,

რომელი შეიქმნების დუმილისაგან, რომელი-იგი ჯერ-არს ქადაგებად

ერდოთა ზედა ცხორებისათჳს ნათესავისა კაცთაჲსა, არამედ უფროჲსღა წარმოვიღო

ანბავი, რომელი მესმა მცირედი ნაწილი სათნოებათაჲ წმიდისა ხარიტონისთაჲ,

რომელი-იგი იყო სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.

და აწ საცნაურ არს, ვითარმედ ღმერთმან აღახუნა ბაგენი ჩემნი ქებად წმიდისა

მის დიდებასა, არამედ რაჲთა მსმენელთა მათ სარგებელ ვეყო, ნუუკუე

ინებონ მიბაძვებაჲ და შური ეგევითართა მათ სათნოებათაჲ, დაღათუ გულითა

მძიმე ვართ, რომელთა-ესე უდებ გჳყოფიან მცნებანი ღმრთისანი, რამეთუ გჳყუარს

ამაოებაჲ და ვეძიებთ სიცრუვესა, ვითარცა თქუა დავით   წინაწარმეტყუელმან.

არამედ ვითარცა კლდჱ არს გული კაცისაჲ, და რაჟამს დაეცემინ მას

ზედა ნაწუეთი სიტყუათაჲ, დაუცადებელად განჴურიტის იგი და სურვილით ისწრაფინ

დათმენად, რომელი-იგი წმიდათა მათ დაითმინეს წინა-აღმდგომთა მათთაგან

და ხილულთა.

ამიერითგან ვიწყო თხრობად წმიდისა მისთჳს. იყო ჟამი, ოდეს, ვითარცა ბნელსა,

უღმრთოთა ნისლსა დაეპყრნეს ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი და, ვითარცა

ქარისა სასტიკისაჲ, ესრჱთ იყო ზახილი მდევართაჲ მათ მორწმუნეთა ზედა.

და შეაძრწუნებდეს გულთა მათთა და, ვითარცა სიმაღლჱ ღელვისაჲ, ეგრჱთ

ხლდებოდა. და მრავალნი ქრისტიანეთაგანნი დაინთქნეს უღმრთოებასა შინა.

რამეთუ ივლიანოს, რომელი-იგი იყო ერთგულად მსახური ეშმაკისაჲ, რაჲჟამს

იყვნეს სადევენი ბერძენთა მეფობისანი ჴელთა მისთა, დაღაცათუ პირველითგანვე

იყო კერპთმსახურ, არამედ ქრისტიანეთა უტევებდა თაყუანისცემად ყოველთა

ღმრთისა, თჳნიერ ყენებისა. ხოლო ოდეს მოიკიცხა ეშმაკისაგან, რომელხა-იგი

ჰმსახურებდა, ყოველნი, რომელნი კერპთმსახურნი იყვნეს, მათ ფრიად

პატივსა უყოფდა და ადიდებდა. ხოლო ქრისტესა ღმრთად აღმსაარებელთა პირველად

სტანჯვიდა ფიცხლითა ტანჯვითა და მისა შვმდგომად მოსწყჳდნის ბოროტითა

სიკუდილითა. რომელთამე მწინკულევანებისა მახჳლითა მოსწყუედდა და

მჴეცთა შესაჭმელად მისცემდა და რომელთამე ცეცხლითა წარსწყმედდა და რომელთამე

შეკრულთა ქვითა მძიმითა ზღუასა დაანთქმიდა. და ამის გამო ბრძანა

ყელთა ქალაქთა, რომელნი იყვნეს მეუფებასა მისსა ქუეშე,   რაჲთა განაცხადონ

ბრძანებაჲ მისი სავაჭროთა შოვრის და რაჲთა იქმნეს მსწრაფლ ნებაჲ

მისი ღმრთისაგან მოძულებული.

გადმოწერა სრულად

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *