ექვთიმე დიდის ცხოვრება

, ,

eqvtime         ძჱ მხოლოდშობილი და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იყო წინავე საუკუნეთა,

რომელმან წყალობითა თჳსითა და მოწყალებითა ჴსნისათჳს ძეთა კაცთაჲსა

ნებითა მამისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა სათნო-იყო ჴორცთა შესხმაჲ ქალწულისა

მარიამისგან, და იშვა მისგან ღმერთი სრული და კაცი სრული და არა იცვალა

ბუნებისაგან თჳსისა. და აღვიარებთ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ძეჲ ღმრთისა

ცხოველისაჲ,რომლისა თანა არა არს ვნებაჲ. ივნო ჩუენთჳს და რომელი უკუდავ

არს, თავს-იდვა ჩუენთჳს სიკუდილი და ჩუენისა წყალობისათჳს გარდამოჴდა

ნებითა თჳსითა და მოგუცა კურნებაჲ და ცხორებაჲ.

წარავლინნა მოწაფენი თჳსნი და ჰრქუა მათ: წარვედით და მოიმოწაფენით

ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ: სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა

და სულისა წმიდისაჲთა. და რაჟამს მიიღეს ბრძანებაჲ მისგან, წარვიდეს ყოველთა

კიდეთა და ქადაგებდეს სარწმუნოებასა მართალსა, სიტყჳთ ასწავებდეს და

საქმით დაამტკიცებდეს და მოჲთმენდეს ჭირთა და დევნათა და ურვათა დაყუედრებათა,

სიშიშულესა და სიკუდილსა და ემსგავსებოდეს ქრისტესა.

და ესრჱთ გამობრწყინდა სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ სოფელისა შინა და განანათნლა

კაცობრივი ბუნებაჲ და განათავისუფლა    მონებისაგან ეშმაკისა.

და ამის გამო მოვიდა ჴსნაჲ მათი, რომელნი-იგი არა ესვიდეს, და ამის მიერ მოეცა

შეწევნაჲ მოწამეთა. და ვითარ გარდაჴდეს ჟამნი დევნულებისანი, მრავალნი

მიჰბაძვიდეს მათ და ამაღლდეს ფრიად და, ვითარცა სანთელნი, გამობრწყინდეს

საქმითა მონაზონებისაჲთა და მიემსგავსნეს მოციქულთა. და ამათთჳს თქუმულ

არს სიტყუაჲ იგი წერილი, ვითარმედ: იქცეოდეს იგინი და ემოსა მათ ტყავი თხისაჲ,

ჭირვეულნი, ძჳრხილულნი კაცნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე,

და ვიდოდეს იგინი უდაბნოთა. ესე წესი შეიყუარა წმიდამან ევთჳმი და შეიწირა

ღმრთისა სიყრმით თჳსითგან. და სიკეთისა მისისათჳს შეისწავეს იგი კაცთა.

ხოლო ამიერითგან ვიწყოთ აღწერად ცხორებასა მამისა ჩუენისა ევთჳმისა

თჳნიერ უდებებისა, ვითარცა მიბრძანე, ჵ, მამაო პატიოსანო, ამბა გიორგი,

რამეთუ არს მას შინა სარგებელი სულთაჲ და შესაძინელი მრავალთაჲ, რომელთა

უნებს ცხორებაჲ. და ამისთჳს მე ვევედრები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა, რაჲთა

მომცეს მე სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ, რაჲთა მიუთხრა განგებაჲ მამისა ჩუენისა

წმიდისა ევთჳმისი.

თავი -ლი. ძჱ ზეცისა ქალაქისაჲ წმიდაჲ ევთჳმი. და ერქუა მამასა მისსა

სახელი პავლე და დედასა მისსა — დიონოსია. და იყვნეს იგინი კაცნი შერაცხილნი,

იქმოდეს ნებასა ღმრთისასა. ხოლო ქალაქი მათი და საყოფელი იყო მალატიაჲ.

და იყო დიონოსია უშვილო და დაეყვნეს ქმრისა თჳსისა თანა ჟამნი მრავალნი.

და არა ესუა მათ შვილი და მწუხარებასა შინა იყვნეს ამისთჳს. და მრავალ

ჟამ ითხოვდეს ღმრთისაგან,    რაჲთამცა მუანიჭა მათ შვილი. და განვიდეხ

გარეშე ქალაქსა მას ეკლესიასა წმიდისა მოწამისა პოლიკტოსისსა და დაყვნეს მუნ

დღენი მრავალნი ლოცვასა შინა დაუცადებელად.

 

და ღამესა ერთსა, ვითარ-იგი ზე დგეს და ილოცვიდეს მარტონი, ეჩუენა

მათ ღმრთისა მიერ ხილვაჲ, რომელი ეტყოდა: იხარებდით, იხარებდით, რამეთუ

ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძჱ და სახელი მისი — სიხარული, რამეთუ

ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თჳსთა. და დაისწავეს

დღჱ იგი და უკუნიქცნეს თჳსავე საყოფლად. და რაჟამს იშვა წმიდაჲ ევთჳმი,

ცნეს, ვითარმედ სახილავი იგი ჭეშმარიტ იყო, და უწოდეს მას სახელი ევთჳმიოს.

ხოლო თარგმნებაჲ სახელისაჲ ამის არს “სიხარული”. და აღუთქუეს აღთქუმაჲ,

რაჲთა შეწირონ იგი ღმოთისა.

გადმოწერა სრულად

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *