ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა თევდოსისი

, ,

teodosi-didi        სამებაჲ წმიდაჲ, შეერთებული ღმრთეებითა და ბუნებითა და ძალითა, მამაჲ,

ძეჲ და სული წმიდაჲ, ბუნებაჲ დაუბადებელი, აღმომაცენებელი ყოველთა კეთილთაჲ

და მადლთაჲ — იგი მოსცემს ყოველთა ძეთა კაცთასა წყაროსა ცხორებისასა,

და უფროჲსდა მათ, რომელთა უყუარს იგი და იმარხვენ მცნებათა მისთა.

და ამისთჳს თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ერთმან წმიდისა სამებისაგანმან,

სახარებასა შინა: რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ! და რამეთუ

სწყურის და ითხოვს სუმად წყალსა სულისა წმიდისასა ყოველი, რომლისა

გულსა აღგზებულ არს სიყუარული ღმრთისაჲ. და ამასვე წყალსა ითხოვდა დავით,

რაჟამს-იგი თქუა: ვითარცა სწყურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთაჲსა, ეგრჱთ

ჰსურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოველო. და ეგრჱთვე

ყოველნი წმიდანი იყვნეს, განიწმედდეს თავთა თჳსთა, ვითარცა განწმიდის მუშაკმან

ქუეყანაჲ და მორწყვედ ნიჭთაგან სულისა წმიდისათა. და გამოსციან ნაყოფი:

ერთმან ასი და სხუამან სამეოცი და სხუამან ოცდაათი.

და ესრჱთვე იყო მამაჲ ჩუენი დიდი წმიდაჲ თევდოსი: იქმოდა ნაყოფსა და

გამოიღებღა. და განამრავლა მადლი, რომელი მიეცა    ღმრთისაგან, ვითარმედ

ღირს იქმნა სმენად ჴმისა, რომელსა იტყჳს: მოვედ, მონაო კეთილო, მცირესა

ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო. შევედ სიხარულსა უფლისა

შენისასა. და ჯერ-გჳჩნდა მითხრობად საქმეთა ამის წმიდისათა, თუ სადა იყო. და

ვითარ იყო დაწყებაჲ მისი, გინა ვითარ შესლვაჲ მისი მონაზონებასა და განგებაჲ

მისი მას შინა; და ვითარ ვანი ესე დაიწყო დიდი, რაჲთა იყოს იგი სარგებელ, რომელნი-იგი

იკითხვიდენ მას. და ვევედრები ქრისტესა, რაჲთა შემწე გუექმნეს

ამას ზედა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ლოცვითა ამის წმიდისაჲთა

და ყოველთა წმიდათა მისთაჲთა.

კაბადუკიაჲთ კერძო დაბაჲ არს, რომელსა ჰრქჳან მოღარიასოს. ამას დაბასა

შინა იშვა წმიდაჲ ესე თევდოსი ძირისაგან პატიოსანი, ნაყოფი ტკბილი. ხოლო მამასა

მისსა ერქუა ბარურიასიოს და დედასა ევლოგია. და იყვნეს იგინი კეთილად

მორწმუნე და შუენიერ საქმითა, და განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა. და

ვითარ მოიწია იგი და განმწჳსნა, შთაურდა გულსა მისსა სიყუარული ღმრთისაჲ,

და ინება განშორებაჲ საქმეთაგან ამის სოფლისათა, რაჲთა განიწმიდოს გონებაჲ

თჳსი და ყოს იგი სამკჳდრებელ ღმრთისა. და ილოცა და ჰხადოდა ღმერთსა,

მომცემელსა ნიჭთასა, და თქუა: უფალო, მიძეღუ მე  გზათა შენთა, რაჲთა

ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა, რამეთუ შენ გესავ და აღმიღებიეს ჯუარი

შენი მჴართა ჩემთა ზედა. და მუნქუესვე გამოვიდა იგი ქალაქით თჳსით თჳნიერ

უდებებისა და წარემართა იერუსალჱმდ, რაჲთა მოილოცნეს წმიდანი ადგილნი

და იყოფოდის უდაბნოთა მისთა, რამეთუ ესმინა წიგნისაგან სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ

აბრაჰამის მიმართ, ვითარმედ: გამოვედ ქუეყანით შენით და სახლისაგან მამისა

შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ.

და კუალად ესმა სიტყუაჲ მისი სახარებასა შინა: ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან

დაუტეოს ქუეყანაჲ თჳსი და სახლი ანუ ცოლი, გინა შვილნი, გინა მამა-დედანი,

გინა ძმანი სახელისა ჩემისათჳს, აქავე ასი წილი მიიღოს და მუნ ცხორებაჲ

საუკუნოჲ დაიმკჳღროს. და კუალად: რომელსა უნდეს მსახურებაჲ ჩემი, მე შემომიდეგინ,

და სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს. ესე ყოველი განიზრახა

წმიდამან თევდოსი. და მაშინ გამოვიდა იერუსალჱმდ დასასრულსა მეფობისა

მარკიანე მეფისა, კეთილად მორწმუნისასა. და ვითარ ანტიოქიად მოიწია, ინება

აღსლვაჲ წმიდისა სჳმეონისა, რომელი-იგი დგას სუეტი თავსა ზედა მთასა შინა,

რომელსა ჰრქჳან მთაჲ საკჳრველი, რაჲთამცა ლოცვაჲ მისი მოიღო და მით განძლიერდა

გზასა თჳსსა. და ვითარ მიიწია    მისა, და იხილა იგი წმიდამან სჳმეონ,

მუნქუესვე წინაწარმეტყუელა მის ზედა, რომელსა-იგი მიწევნაღ იყო. ჰრქუა

მას ზეგარდამო პირველ მისა სიტყჳსა მიგებადმდე: კეთილად მოხუედ, კაცო

ღმრთისაო თევდოსი.

და თაყუანის-სცა მას წმიდამან თევდოსი და ლოცვაჲ ითხოვა მისგან. ხოლო

მან ყო ლოცვაჲ და უბრძანა, რაჲთა აჴდეს მის თანა. და ვითარ აღვიდოდა მისა,

ამბორს-უყო მას ამბორს-ყოფითა სულიერითა და ჰრქუა მას: ჵ, თევდოსიოს,

წარემართე მშჳდობით გზასა შენსა, ვითარ-ეგე გაჲზრახე, რამეთუ უფალმან

წარჰმატოს გზაჲ შენი და ფრიად იხარებს მას ზედა, რამეთუ მრავალნი საცხოვარნი

სამწყსოჲსა მისისანი განარინნე მგელთაგან მტაცებელთა და მწყსიდე მათ,

ვითარცა წმიდაჲ პეტრე, და აღაშჱნო ვანი დიდი და შესწირნე მას შინა ღმრთისა

სულნი მრავალნი. ვითარცა იქმნა და ვითარცა მოიღო წმიდამან თევდოსი ლოცვაჲ

წმიდისა სჳმეონისგან, წარვიდა გზასა თჳსსა და შევიდა იერუსალჱმდ დღეთა

იობენალი პატრეაქისათა და მოილოცნა წმიდანი ადგილნი და მიერითგან ეძიებდა

ადგილსა, სადა იყოფოდის.

და პოვა მახლობელად გოდოლსა დავითისსა კაცი შეყენებული, წმიდაჲ,

სრული ყოვლითა საქმითა მონაზონებისაჲთა. და შეიწყნარა იგი ბერმან მან და

განსწავლა, ვითარ-იგი შეჰგვანდა, ყოვლითა წურთითა მონაზონებისაჲთა. და მერმე

აზრახა მას, რაჲთა  წარვიდეს და იყოფოდის მონასტერსა, რომელსა ჰრქჳან

კათისმა, გზასა ზედა ბეთლემისასა. და იყოფოდა მუნ. და განითქუა ამბავი მისი,

და განცხადნეს სათნოებანი მისნი. და მერმე ინება, რაჲთა განვიდეს მარტოჲ

ბრძოლად პირსა მტერისასა. და გამოვიდა მონასტრისა მისგან კათისმისა სამისა

საქმისათჳს: პირველად, რამეთუ მონასტრისა მყოფთა უნდა, რაჲთამცა უხუცჱსად

გაიჩინეს იგი, რამეთუ უწყოდეს კეთილად განგებაჲ და სათნოებაჲ მისი, და მეორედ,

სიყუარულითა დაყუდებისაჲთა და მარტოებისაჲთა და ძიებითა თავსა მონაზონებისასა,

და მესამედ, ღმრთისა მიერ განგებითა, რაჲთა აღაშჱნოს მონასტერი

ესე ჴელითა მისითა, რომელსა შინა მრავალნი ცხოვნებულ არიან და ურიცხუნი

ცხოვნებად არიან მას შინა. და მოუძღუა მას ღმერთი თავსა ამის მთისასა, და იყოფოდა

ქუაბსა მას შინა, რომელსა შინა დღეს ძეს გუამი მისი წმიდაჲ. და იტყჳან,

ვითარმედ მოგუნი, რომელ მოვიდეს აღმოსავალით უფლისა ჩუენისა იესუ

ქრისტჱს შობასა მისსა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან, რაჟამს ეჩუენა მათ ბრძანებით,

რაჲთა არღარა მიაქციონ ეროდჱსა, გამოვიდეს ბეთლემით და ღამჱ ერთი

ქუაბსა მას შინა დაყვესო.

და ვითარ მივიდა მამაჲ ჩუენი წმიდაჲ თევდოსი ადგილსა ამას, დაადგრა ღმრთისმსახურებით

და ყოველთა დღეთა წარემატებოდა კეთილისა საქმესა და

მიეახლებოდა ღმერთსა. და იყო საჭმლად სიჭაბუკესა მისსა ცერცჳ დამბალი გინა

დანაკისკუდი ანუ კერატი. და ოდესმე მუაკლდის საზრდელი ადგილისა მის უცნაურებითა,

და დანაკისკუდისა გურკასა დამბალსა ჭამნ. და ოცდაათსა წელსა პური

არა ჭამა და კჳრიაკით-კჳრიაკედ ჭამის და ესევითარითა მარხვითა დასცემდა

ჴორცთა თჳსთა სიჭაბუკესა მისსა და განიშორებდა მისგან ბრძოლასა მტერისასა.

და იყო იგი დადგრომილ ლოცვასა შინა ღამე და დღე ტირილითა და გლოვითა. და

განითქუა საქმჱ მისი, და განცხადნეს სათნოებანი მისნი, ვითარცა წერილი იტყჳს,

ვითარმედ: ვერ შესაძლებელ არს დაფარვად ქალაქი, რომელი მთასა ზედა დაშჱნებულ

იყოს. და მრავალნი მოვიდოდეს მისა, რაჲთა მის თანა იყოფოდიან და იწუართებოდიან

მისგან. და დიდითა იძულებითა ნება სცა მათ ამას ზედა. და შეკრბეს

მის თანა ექუსნი გინა შჳდნი ძმანი. და მცირედ მოლბა გულისსიტყუაჲ მისი, რამეთუ

მარადის ეჴსენა სიკუდილი და განსლვაჲ ჴორცთაგან და ღმრთისა მისლვაჲ.

ინება საფლავისა აღშჱნებაჲ, რაჲთა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა

სიკუდილსა მოჲჴსენებდენ და სარგებელ ეყოფოდის.

და ვითარ განიშორა იგი, ცნა წმიდამან მან წინაჲსწარ  ცნობითა მისითა,

რაჲ-იგი ყოფად იყო, და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: აჰა ესერა საფლავი აგჳგია, რომელი

თქუენგანი შევიდეს უწინარჱს? და იყო მათ შოვრის კაცი, რომელსა ერქუა

სახელი ბასილი, მღდელი ღირსი და პატიოსანი. ვითარ ესმა ესე წმიდისა მისგან,

აღდგა და თაყუანის-სცა მას და ჰრქუა მამასა სულიერსა: მაკურთხე, მამაო, და

მე ვიყო, რომელი უწინარჱს ყოველთასა შევიდე. ხოლო მან აკურთხა იგი და

ბრძანა, რაჲთა ყონ მის ზედა ლოცვაჲ, ვითარცა ყვიან მკუდარსა ზედა მესამესა

დღესა და მეშჳდესა და მეორმეოცესა. და ვითარ ორმოცი დღჱ აღასრულა, დაიძინა

მშჳდობოთ და შეისუენა თჳნიერ ჴურვებისა გინა თავისა შელმობისა, გინა

სხჳსა სალმობისა. ამას საკჳრველსა სხუაჲცა საკჳრველი შეუდგა, ვითარ: ორმეოცსა

ღამესა ეჩუენებოდა ჟამსა ცისკრისა ლოცვისასა მდგომარეჲ მათ თანა სადგურსა

თჳსსა. და მეორმეოცესა ღამესა, ვითარ იგი დგა მათ თანა, უნდა ერთსა

ძმათაგანსა, რაჲთამცა მიეახლა მას და ამბორს-უყო. მაშინ უჩინო იქმნა, და ესმა

ყოველთა ჴმაჲ მისი, იტყოდა რაჲ: მშჳდობაჲ თქუენ თანა, მამანო ჩემნო, რამეთუ

ამიერითგან არღარა მიხილოთ ადგილსა ამას. რამეთუ მისა შემდგომად წარემატნეს

ძმანი და იქმნნეს ათორმეტ. და აღაშჱნა წმიდამან მამამან ჩუენმან თჳსისაგან

ადგილი და მას შინა დაეყუდის.

ხოლო მათ ჟამთა ოდენ მოიწია    დღესასწაული წმიდისა აღვსებისაჲ.

და იყვნეს ძმანი იგი დიდსა იწროებასა შინა ჴორცთა საჴმრისაგან, რამეთუ არა

იყო მათ თანა პური, არცა ზეთი, არცა სხუაჲ რაჲ, რომელი კაცთა ნუგეშინის-იციან.

და მოიწია დიდი შაბათი, და არა ედვა არცაღა შესაწირავი, რომელ საკურთხეველსა

ზედა შეიწირვის. და ჰხედვიდეს მოძღუარსა თჳსსა, რამეთუ არარას ზრუნვიდა

ამისთჳს, არცა ჰგლოდა. და იურვოდეს და წუხდეს ამისთჳს. და მოვიდა მისა

ერთი ძმათაგანი მრავალგზის და მუაჴსენა მას მისთჳს და ევედრებოდა: რაჲთა

წარავლინოს ერთი ძმათაგანი იერუსალჱმდ, რაჲთა მუართუას, ჰე ღამე, სიწმიდისა

საჴმარი. ხოლო წმიდაჲ იგი გულპყრობილ იყო ღმრთისა, რამეთუ იცოდა,

რაჲ-იგი ყოფად იყო და ჰრქუა მათ: წარვედით და განჰმზადეთ ეკლესიაჲ და საკურთხეველი

და ნურას ჰზრუნავთ, რამეთუ რომელმან განაძღო უდაბნოსა ზედა

ათასეული ძეთა ისრაჱლისათაჲ და კუალად ჳხუთ ათასნი წამსა ერთსა, მანვე მოსცეს

ჩუენდაცა შესაწირავისა საჴმარი და ჴორცთაჲცა.

და მზისა ოდენ დასლვასა მოვიდა მისა კაცი, რომელსა ჰყვეს ორნი ჯორნი,

სავსენი საჴმრითა, რომელი შეჰგვანდა მონაზონთა საჭმლად, და სიწმიდისაცა საჴმარი.

და მოიღო იგი წმიდამან მან და ჰმადლობდა ღმერთსა. და დაუკჳრდა ძმათა

მათ გულპყრობაჲ იგი მოძღურისა მათისაჲ ღმრთისა მიმართ და სასოებაჲ.

და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან არა უგულებელს-ყვნის მონანი მისნი,

და ვიდრე მარტჳლიამდე ჭამდეს ევლოგიისა მისგან. და სხუასა ჟამსა მო-ვინმე-ვიდეს

კაცნი ღმრთისმოყუარენი და გაუყვეს ყოველთა მონაზონთა იერუსალჱმისათა

ევლოგიად: რაჲ მონაზონ — სამი დრაჰკანი. და არა მოვიდეს ადგილსა ამის

წმიდისასა, არცა წამო-რაჲ-სცეს მისა, ნუუკუე არა იცოდეს ადგილი იგი, გინა

ღმერთმან ეგრჱთ განაგო, რაჲთა განცხადნეს სარწმუნოებაჲ მონისა მისისაჲ

და მისდა მიმართ გულპყრობაჲ. და მუაჴსენეს მას შოწაფეთა მისთა შრავალგზის

და ჰრქუეს, რაჲთამცა მიუვლინა კაცთა მათ და აუწყა ადგილისა მისთჳს და რომელნი

მის თანა არიან, რაჲთა მოსცენ, ვითარ-იგი სხუათა მონაზონთა მისცეს. რამეთუ

არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს, გარნა კერატი, და ზოგჯერ გურკაჲ მისი შეგბოლიან

და მას ჭამედ.

მაშინ ასწავებდა მათ ბერი და ჰრქუა: ვის ჰრწმესა ღმერთი და უგულებელს-ყო

იგი? ანუ ვინ დაუთმო მას და არა ნუგემინის-სცა? უწყოდა, რამეთუ განგებაჲ

ღმრთისაჲ და ზრუნვაჲ ჩუენდა მომართ უძლიერეჲს არს კაცთა ზრუნვასა, და

რავდენცა შეურაცხ-ვყოთ საქმჱ ამის სოფლისაჲ სახელისათჳს ღმრთისა, მან

უკმოგუაგოს მრავალ წილად. და შემდგომად მცირედთა დღეთა გამოვიდა

სხუაჲ კაცი, რომელსა თანა აქუნდა ევლოგიაჲ და უნდა მისლვის მონასტრად რომლადმდე.

და ვითარ მიეახლა ადგილსა მას, სადა-იგი ეგულებოდა, და დადგა

საჴედარი იგი, რომელსა ზედა ჯდა, სცომდა მას და განამრავლა ცემაჲ. ხოლო იგი

არა შეიძრა ადგილით თჳსით. მაშინ შეეჭუდა კაცი იგი, ნუუკუე ღმრთისა მიერ

არს საქმჱ ესე, და მიუშუა ლაგმისა სადევეთა, დაუტევა საჴედარი იგი, რაჲთა,

ვიდრეცა უნდეს, და ვიდოდის. და წარემართა იგი, ვიდრემდის მოიყვანა იგი ადგილსა,

რომელსა წმიდაჲ თევდოსი იყო და მოწაფენი მისნი. და იხილა კაცმან მან

იწროდ ცხორებაჲ იგი მათი და მისცა ევლოგიაჲ ორ ნაწილად, რომელცა-იგი

პირველისა მის განმყოფელისა ჰგონებდეს მოღებად. და დაუკჳრდა მოწაფეთა

კეთილად მოსაოებაჲ იგი მოძღურისა მათისაჲ ღმრთისა მიმართ და ისწრაფდეს

ბაძვად მისა.

და ვითარ განმრავლდეს ძმანი, და ვერ იტევდა მათ ქუაბი იგი. და სხუანიცა

მრავალნი მოვიდეს და ევედრებოდეს, რაჲთა მის თანა იყოფოდიან. და იყვნეს

მათ შოვრის კაცნი მდიდარნი. ევედრნეს მას, რაჲთა ვანი აღუშჱნოს და ყოველი,

რაჲ უჴმდეს საშჱნებელად, მათ მისცენ. და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა

გულისსიტყუათა შოვრის: ერთ, არა უნებნ შჱნებაჲ, რაჲთა არა შფოთსა შევარღეს, და დაყუდებისა

სიყუარულისათჳს,  და ერთჯერ, შჱნებასა მისდრკის ცხორებისათჳს,

რომელნი მისდა მოვიდოდეს. და ამისა შემდგომად განიზრახა, ვითარმედ

შემძლებელ არს ძალითა ღმრთისაჲთა, რომელი მოვიდოდის მისა ძიებად სულისა

ცხორებისა შეწყნარებად, და ღმრთისა მიაგდო საქმჱ იგი და ევედრებოდა.

რაჲთა გამოუცხადოს, თუ ნებაჲ მისი არს მონასტრისა შჱნებასა და უჩუენოს

ადგილი, რომელსა შეჰგვანდეს შჱნებაჲ.

და აღიხუნა საცეცხურნი და აღავსო იგი ნაჴშირითა. და ნაჴშირსა ზედა — საკუმეველი.

და გამოვიდა ქუაბით და ილოცა და თქუა: უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან

შეისმინე ლოცვაჲ ყოველთა წმიდათა შენთაჲ, შენ ისმინე ჩემიცა, ცოდვილისაჲ,

და სადაცა ნებაჲ შენი იყოს შჱნებად მონასტრისა, მუნ აღენთენ ნაჴშირი

ესე, რომელ არს საცეცხურთა ამათ, რაჲთა მით ვცნა ნებაჲ შენი და ვადიდო სახელი

შენი. და განვიდა და მოვლო ყოველი ადგილი უდაბნოჲსაჲ, რომელი საგონებელ

იყო საშჱნებელად, ვიდრემდის მიიწია კჳტილად და კიდესა ზღუამკუდრისასა.

და საცეცხურნი იგი — ჴელთა მისთა. და ვითარ არარაჲ იხილა, შეიქცა ქუაბადვე.

და ვითარ მიეახლა მას, აღუტევა სული საკუმეველმან მან    საცეცხურთა

მათგან და ვითარ დახედნა, ნაჴშირი იგი ნაკუერცხალ ქმნულ იყო. და ცნა

წმიდამან, რამეთუ ნებაჲ ღმრთისაჲ არს, რაჲთა მას ადგილსა აღაშჱნოს. და შეყო

ჴელი მისი შჱნებასა. და შეწევნითა ქრისტჱსითა იქმნა ადგილი იგი, ვითარ-იგი

დღეს ჩას.

და იქმნა მას შინა მონაზონთა ნუგეშინისსაცემელი და უცხოთა და გლახაკთა

და იქმნა შესავედრებელ ყოველთა, რომელნი მისა მიივლტიან. და წმიდაჲ იგი

შეიწყნარებდა სიხარულით ყოველნი რომელნი მოვიდოდეს მისა, და გაუსუენებდა.

და რაჲ წელიწად, დღესა ბზობისასა, შეკრბის მონასტერსა მას შინა კრებული

დიდი ქუეყანისა კაცთაჲ და უცხოთაჲ. და ჟამსა სიყმილისასა მოუჴდა ერი მრავალი

სიყმილისა მისგან. და რამეთუ ესმინა კეთილად შეწყნარებაჲ წმიდისაჲ მის უცხოთათჳს,

და შეეშინა მსახურთა, ნუუკუე პური ვერ ეყოს სიმრავლესა მას ერისასა.

და რაჲ კაც მისცემდეს თითო ლიტრასა პურსა. და ვითარ იხილა წმიდამან მან

შეკრებაჲ იგი ერისაჲ კართა ზედა, იკითხა მიზეზი იგი მუნ დგომისა მათისაჲ, და

უთხრეს მას. მაშინ ბრძანა განხუმაჲ კარებისაჲ და ტაბლებისა დადგმაჲ ერისათჳს

ჩუეულებისაებრ ღმრთისა მიმართ სარწმუნუებითა. და ყვეს ეგრჱთ მსახურთა

მათ. და ჭამეს ყოველთა, რომელნი მოსრულ იყვნეს ვანად, და განძღეს და წარვიდეს

და ადიდებდეს ღმერთსა. და საპურჱ ადგილი ეგრჱთვე ეგო სავსჱ, და

არაჲ მუაკლდა. და დაუკჳრდა მსახურთა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

და კუალად ჩუეულებაჲ აქუნდა წმიდასა მას ყოფად დღესასწაული წმიდისა

ღმრთისმშობელისა მარიამისი წელიწადსა შინა ერთგზის. და ჟამსა რომელსამე

შეკრბა კრებული მრავალი მას დღესა და რამეთუ არა ედვა მათ პური, არცაღამცა

რომელ ტაბლასა ზედა დააგეს, გარნა რაჲ ტაბლაჲ — თითო პური. და ჭამა ერმან

მან და განძღეს. და მათსა შემდგომად ძმათა ჭამეს ნეშტისა მათისაგან, და კუალად

დაუშთა მათ ნეშტი, განაჴმეს იგი და მრავალ ჟამ ჭამდეს მისგანსა. და კუალად

ჩუეულებაჲ აქუნდა მეგჳპტელთა მოსლვად მონასტრად დღესასწაულსა

ჯუარობისასა. და მო-ოდესმე-ვიდა ერი მრავალი, ვიდრემდის ეგონაცა მოვანეთა,

ვითარმედ არცაღა წყალი, რომელ ედგა, ყოფად არს. და ჭამეს პური და წუენი,

ვიდრემდის განძღეს, და დაუშთა. და ბრძანა წმიდამან მან, რაჲთა მისცენ რაჲ კაც

შემდგომად განძღებისა თითო პური და მალაკი ევლოგიად.

ამას და ესევითარსა იქმოდა ღმერთი საკჳრველსა ჴელითა მონისა მისისა

თევდოსისითა, ვითარცა იქმოდა ჴელითა მოსჱსითა. და კუალად    ზრუნავნ

იგი სნეულთათჳს და აღაშჱნა სახლები მრავალი: სახლი ერთი სნეულთა მონაზონთათჳს

და ერთი ერისკაცთათჳს სნეულთადა ერთი სახლი უცხოთა და გლახაკთა

სნეულთათჳს. და მზა ეყოფოდა მათ ყოველი საჴმარი მათი წამალთაჲ და საზრდელისაჲ.

და კუალად სხუაჲ სახლი აღაშჱნა მოხუცებულთათჳს მამათა,რომელნი მოუძლურებულ

არიედ, რომელსა შინა იყო ყოველი განსასუენებელი ჴორცთაჲ. და სხუაჲ

ადგილი აღაშჱნა მონაზონთათჳს, რომელნი ამპარტავანებისა მათისათჳს მიეშუა

მათ ზედა გინა სხჳსა განგებისათჳს ღმრთისა მიერ, რომელი ჩუენ არა ვიცით. და

იტანჯებოდეს იგინი ეშმაკისაგან და უგუნურ იქმნიან. და მათსა განსუენებასა

ფრიად მოსწრაფე იყო.

და ოდეს იხილნის იგინი დაწყნარებულად და გონიერად, ასწავებნ და ნუგეშინის-სცემნ

და ეტყჳნ: მოთმინე იქმნენით. შვილნო ჩემნო, და ნუ მოიწყინებთ

ამის შრომისაგან, რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის, რაჲთამცა სწავლითა

მისითა განგუაყენნა უდებებისაგან და განგუაშორნა ბოროტსა, რამეთუ

შეჰგავს: ყოველმან რომელმან შეურაცხ-ყო ღმერთი ურჩებითა თჳსითა მისდა

მიმართ, რაჲთა იგი შეურაცხ-იქმნეს სწავლითა მით, და უმჯობჱს არს მისა, რაჲთა

აქავე განისწავლოს და არა საუკუნესა მას  სატანჯველსა მიეცეს, რამეთუ აქა

ტკივილი მცირედ ჟამ არს და მუნ პატიჟი დაუსრულებელ არს. და ყოველი, რომელი

განვიდეს საწუთროჲსა ამისგან თჳნიერ ჭირისა და ურვისა და არა განიწმიდნეს

ცოდვანი თჳსნი, ეგევითარი იგი განუდგების ღმერთსა და წარუკუეთიეს სასოებაჲ

ცხორებისა მისისაჲ. არა არს ესე საკჳრველ, თუ ეშმაკმან შეუძლოს დაბადებულსა

ღმრთისასა, რამეთუ არა ძლიერ არს ჴელმწიფებაჲ მისი მათ ზედა, გარნა ღმერთმან

აჴელმწიფა იგი. უკუეთუ პურებსა მას ვერ შეუძლო თჳნიერ ბრძანებისა,

ვითარ კაცსა შეუძლოს, რომელი არს ხატი ღმრთისაჲ თჳნიერ ბრძანებისა და მიშუებისა?

და გჳღირს, რაჲთა ვჰმადლობდეთ ღმერთსა სწავლასა მისსა ზედა და

შევწიროთ მისა ნაყოფი მოთმინებისაჲ და ვიყვნეთ ვითარცა ოქროჲ გამოცდილი

და მოვიპოოთ სასოებაჲ, რომელსა არა ჰრცხუენეს. და იყავნ ჩუენდა წინდად ჭირი

და ურვაჲ განსუენებისათჳს და უძლურებისა.

ამას და ესევითარსა ეტყჳნ მათ და ნუგეშინის-სცის სულთა მათთა, და ადიდებედ

იგინი ღმერთსა ამას ზედა და ჰმადლობედ. და აღაშჱნა მონასტერსა შინა

ოთხი ეკლესიაჲ, და აღეგებოდა მათ შინა ჟამი მრავლითა ენითა. და შეკრბეს ვანსა

მას შინა ცხორებასა მისსა ოთხასი მონაზონი, და წინა-წარიძღუანა    ქრისტჱს

მიმართ პირველ გარდაცვალებისა მისისა ექუსას ოთხმეოცდასამი მონაზონი. და

კუალად განვიდეს სხუანი მრავალნი მონასტრისა მისისაგან უდაბნოდ და სხუადცა

ვიდრემე. და იქმნნეს მოწაფეთა მისთაგანნი დღეთავე მისთა ეპისკოპოს და

მამასახლის უფროჲს ოთხმეოცისა სულისა. და უკუეთუმცა გუენება მითხრობად

ცხორებაჲ თითუეულისა მოწაფეთა მისთაგანისაჲ, მრავალიმცა წიგნები გჳჴმდა

აღწერად. და მრავალნი კაცნი შერაცხილთაგანნი და დიდნი, რომელნი ჴელმწიფებასა

შინა არიედ, მოვიდოდეს მისა, და მრავალნი ბრძენნი, და მონაზონ იქმნებოდეს

და აღიღებდეს მორჩილებასა და სიმდაბლესა.

და ვინმცა შეუძლო მითხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა

ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა

დღე და ღამე? და ყოველთა კჳრიაკეთა ღამესა ათევიებნ ძმათა მათ ყოველთა

ეკლესიათა მწუხრითგან ვიდრე განთიადმდე. და შემდგომად ლოცვისა განშორებისა

დაჯდის და შეკრიბნის ძმანი ყოველნი, ასწავებნ და ეტყჳნ სიტყუასა მოციქულთასა

და მოძღუართასა და უფროჲსთა სიტყუათა წმიდისა ბასილისთა და ჰრქჳს

მათ, ვითარცა წმიდაჲ ბასილი იტყჳს: გევედრები თქუენ, ძმანო, სიყუარულისათჳს.

უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, რომელმან მისცა თავი თჳსი ცოდვათა  ჩუენთათჳს,

ვზრუნვიდეთ ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა, ვწუხდეთ ბოროტად

წარსრულთა მათთჳს დღეთა ჩუენთა, მოსწრაფე ვიქმნეთ წინა-მდებარეთა მათ

ჟამთა ჩუენთა, რაჲთა იდიდოს ღმერთი საქმეთა ჩუენთა მიერ, არა დავადგრეთ

უდებებასა ამას შინა და დაჴსნილობასა და ნუმცა ვადროებთ დღითი-დღედ დაწყებასა

კეთილისა საქმესა, რაჲთა არა მოვიდენ წარმყვანებელნი სულთა ჩუენთანი

და მპოვნენ ჩუენ განუმზადებელნი, და დაგუეჴშას ჩუენ კარი სასძლოჲსა მის

სიხარულისაჲ, და ვტიროდით და ვგოდებდეთ თჳნიერ სარგებელისა, ვეგლოვდეთ

და ვინანდეთ წარსულთა მათ დღეთა ჩუენთა, რომელნი წარჴდეს თჳნიერ ნებისა

ღმრთისა. ამას სოფელსა — სინანული და მუნ — უკმოგებაჲ. ესე ჟამი მოთმინებისაჲ

არს და იგი — ნუგეშინისცემისაჲ. აქა ღმერთი შეეწევის, რომელნი მოიქცევიან

გზისაგან ბოროტისა, და მუნ ჭეშმარიტად განიკითხავს საქმესა კაცთასა და

სიტყუათა მათთა და განზრახვათა მათთა. დღეს სულგრძელ არს და მუნ სამართალი

მიგუჴადოს და მიაგოს კაცად-კაცადბა საქმეთა თჳსთაებრ, და წარვიდენ

რომელნიმე ცეცხლად საუკუნოდ და რომელნიმე სატანჯველად საუკუნოდ, ვიდრემდე

მივადროებთ მორჩილებასა    ქრისტჱსსა, რომელმან გჳწოდა სასუფეველსა

ზეცათასა.

 

არა განვიფრთხოთა, არა მოვიქცეთა ჩუეულებისაგან ჩუენისა ბოროტისა

გზასა სახარებისასა? არა მოვიგონოთა დღჱ იგი უფლისაჲ საშინელი და შესაძრწუნებელი,

რომელსა შინა დაადგინნეს მართალნი მარჯუენით მისა და ცოდვილნი

მარცხენით მისა? და მართალნი შევიდენ სასუფევოლსა ცათასა, ხოლო ცოდვილნი

მიეცნენ ჯოჯოხეთსა და ღრჭენასა კბილთასა. ამით და ესევითარითა სიტყჳთა

ეტყჳნ მათ და ასწავებნ.

და დღეთა ანასტასი მეფისა მწვალებელისათა აჩუენა მამამან ჩუენმან წმიდამან

თევდოსი სიმჴნჱ თჳსი მართლმადიდებლობისა საქმესა ზედა. და შეკრბეს

იგი და ყოველნი მამასახლისნი მონასტრებისანი და მიწერეს წიგნი მეფისა, რაჲთამცა

დააცადა შფოთი ეკლესიათაგან, და არწმუნებდეს, ვითარმედ არა მიერჩდებიან

შეწყნარებასა სევეროსისა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის

ყოველთა სისხლი დაითხიოს. და ვითარ მიესმა მეფესა სიმჴნით დგომაჲ

მისი მართლმადიდებლობისათჳს, მოწერა, რაჲთა ექუსორია ყონ ადგილისა

თჳსისაგან. და ვიდრე წიგნისა მოწევნამდე მოავლინა ღმერთმან რისხვაჲ მისი

მეფესა ზედა, და მოკლა იგი, და დასცხრა შფოთი ეკლესიათაგან.

და მათ დღეთა შინა წმიდაჲ თევდოსი  და სიმრავლჱ მამასახლისთაჲ

სხდეს საკურთხეველსა წმიდისა კოსტანტინჱსა ეკლესიასა, რომელი არს

იერუსალჱმს, წიგნისა მისთვს, რომელი პირველ ვაჴსენეთ, ვითარმედ მეფისა მიწერეს.

და შემოვიდა დედაკაცი ერთი კარისა მისგან, რომელი შემოვალს გოლგოთით

კოსტანტინე-წმიდად. და მიხედნა მონაზონსა ვისმე, რომელი დგა მახლობელად

კრებულსა მას მამათასა, რომელსა სახელი ეწოდა ისიდორე. და ჰკითხა მას

დედაკაცმან მან ტირილით, უკუეთუ წმიდაჲ თევდოსი მამათა მათ თანა ზის საკურთხეველსა

ზედა, რაჲთა უჩუენოს მას, რომელი არს. და მან ჰკითხა მას: და

რად იკითხავ მას? და დედაკაცმან მან უთხრა, ვითარმედ: ძუძუსა ჩემსა მჯდომი

მაზის, რომელსა ჰრქჳან კირჩხიბი, მრავლით ჟამითგან, და მიკურნებია ყოვლითა

წამლითა და არარაჲ სარგებელ მეყო. და მესმა მის წმიდისაჲ და ვესავ, თუ ლოცვითა

მისითა მომცეს მე ღმერთმან კურნებაჲ. და კუალად უჩუენა მას წყლულიცა

იგი. და შეეწყალა იგი მონაზონსა მას და შორით ჴელითა უჩუენა მას წმიდაჲ იგი.

და ნელადაჲთ მივიდა დედაკაცი იგი სარწმუნოებით ზურგით კერძო წმიდისა

მის, ხოლო კუნკული მისი იყო უკუგდებულ ზურგით მისა. და აღმოიღო ძუძუჲ

თჳსი და შეიხო მას კიდჱ კუნკულისაჲ მის, ვითარცა უყო დედაკაცმან მან, რომლისა

თანა იყო მდინარჱ სისხლისაჲ,    სამოსელსა ქრისტჱს უფლისა ჩუენისასა,

და მუნთქუესვე მეოტ იქმნა ვნებაჲ იგი, ვითარცა ივლტინ ბნელი წინაშე პირსა

ნათლისასა, და განიკურნა დედაკაცი იგი. და არა დაეფარა წმიდასა მას ძალი, რომელ

განვიდა მისგან, და მოიქცა და ჰრქუა დედაკაცსა მას: გულდებულ იყავ, ასულო!

სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვითარცა თქუა ქრისტემან, ძემან

ღმრთისა ცხოველისამან. და წარვიდა დედაკაცი იგი სიხარულით, და შეუდგა მას

მონაზონი იგი ისიდოროს, რამეთუ ესმოდა მას ესე ყოველი, რაჲთამცა ცნა, რომელი

იქმნა. და უხილა მას ძუძუჲ იგი და პოვა იგი მრთელი, რომელსა თანა ყოვლადვე

არა იყო არცაღა კუალი მჯდომისაჲ. და დაუკჳრდა და ადიდებდა ღმერთსა.

და ვითარ განიყარნეს მამანი იგი, მუნით წარვიდა თითოეული მათი თჳსა მონასტრად.

ხოლო მამამან ჩუენმან თევდოსი ინება, რაჲთამცა ერთ გზა ყო და მოილოცა

წმიდაჲ ბეთლემი. და ვითარ ილოცა წმიდასა მას ადგილსა, წარვიდა მონაზონისა

ვისამე, რომელსა ზედა იყო მადლი ღმრთისაჲ, რომლისა სახელი ამბა მაკარი.

იყოფოდა იგი მახლობელად ბეთლემსა. და შეიწყნარა იგი ბერმან მან სიხარულით.

და დასხდეს და იტყოდეს სიტყუათა სულიერებისათა და იკითხვიდეს წიგნთა

საღმრთოთა.

და ვითარ მოიწია ჟამი პირის ჴსნისაჲ, უბრძანა ამბა მაკარი მოწაფესა

თჳსსა, რაჲთა შეუგბოს მათ ოსპნი. ხოლო მან ყო ეგრჱთ და დააგო იგი თჳნიერ

პურისა. და ცნა წმიდამან თევდოსი. ვითარმედ პური არა უც, ამისთჳს არარაჲ

დააგო ტაბლასა ზედა. და ჰრქუა მოწაფესა თჳსსა: გამოიღე პური, რომელ არს

შენ თანა მახალაკსა შინა, და დააგე ტაბლასა ზედა. და დასხდეს და ჭამეს. და ვითარ-იგი

ჭამდეს, თქუა ამბა მაკარი: შემინდვეთ, მამანო, რამეთუ იფქლი არა გჳც

და ამისთჳს არა დავაგეთ პური ტაბლასა ზედა. და მიყო წმიდამან თევდოსი

ჴელი თჳსი მუნქუესვე წუერთა ამბა მაკარისთა და გამოიღო მარცუალი იფქლისაჲ

და უჩუენა იგი მას მხიარულითა პირითა და ჰრქუა: აჰა მარცუალი იფქლისაჲ.

ვითარ იტყჳ, თუ იფქლი არა გჳცო? და მოიღო ამბა მაკარი მარცუალი იგი ჴელთაგან

წმიდისა თევდოსისთა სიხარულით ორითავე ჴელითა თჳსითა, ვითარცა

დიდი რაჲმე ევლოგიაჲ, და წარვიდა სარწმუნოებით და შთააგდო იგი საიფქლესა

ადგილსა და დაჰკრძალა კარი მისი. და წარვიდა წმიდაჲ თევდოსი თჳსა ვანად.

 

 

და მესამესა დღესა მივიდა ამბა მაკარი საიფქლესა მას ადგილსა და პოვა იგი

სავსჱ იფქლითა. და მიუვლინა ერთი ძმათაგანი წმიდასა თევდოსის და ევედრა,

რაჲთამცა მივიდა მისა. და მწრაფლ    წარემართა მისა მორჩილებისათჳს.

და შეიწყნარა იგი ამბა მაკარი სიხარულით და წარიყვანა, ვიდრემდის მიადგინა

იგი კარსა მას საიფქლისასა და ჰრქუა: აკურთხე, მამაო, რაჲთა განვაღოთ კარი

ადგილისაჲ ამის და ვჭამოთ ნაყოფისაგან, რომელი არა დათესულ არს და არცა

ქუეყასასა გამოუღებია, რომელი ლოცვითა შენითა იკურთხა და განმრავლდა

ერთისა მისგან მარცულისა, რომელი შენ მომეც. და ჰრქუა მას წმიდამან თევდოსი:

არა, არამედ შენ აკურთხე! რამეთუ სიმდაბლესა შეეპყრა თავი თჳსი. და დაეყენა

ამბა მაკარი კურთხევისაგან და არა თავს-იდვა, არამედ მას აიძულა, ვიდრემდის

აკურთხა.

და რაჟამს თქუა წმიდამან თევდოსი: “კურთხეულ არს უფალი” და დასწერა

ჯუარითა ქრისტჱსითა, და იქმნა იფქლი იგი ვითარცა წყლისა ღუარი დიდი, რომელსა

ოდეს წისა-დაუყვიან და დააყენიან სიმძაფრით დინებაჲ მისი, ამაღლდის

იგი ზე. ხოლო უკუეთუ განეღოს წინაშე მისა მცირჱ ჴურელი გინათუ ხჳნჭაჲ

ერთი, გამოჴდის იგი დიდითა სიმძაფრითა. ეგრჱთცა, რაჟამს განეღო კიდჱ კარისაჲ

მის, გამოჴდო იფქლი იგი გარეშე კართა მის სახლისათა. და დაუკჳრდა ამბა

მაკარის და რომელნი დახუდეს, და შესძინეს სარწმუნოებასა მათსა წმიდისა თევდოსისა

მიმართ და პატივისცემასა. და ჰრქუა მას ამბა მაკარი: ჭეშმარიტად,

მამაო, რამეთუ მოიმკო შენ ყანისა მისგან კეთილისა, რომელი დასთესე.

მო-ოდესმე-ვიდა დღესა ერჲსა დედაკაცი პატიოსანი და მდიდარი ალექსანდრიელი

მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისა და თანა-ჰყვანდა ძჱ თჳსი მხოლოდშობილი.

და ვითარცა იხილა ყრმამან მან წმიდაჲ თევდოსი. დავარდა ფერჴთა

მისთა ზედა და ჴმა-ყო და თქუა: ესე არს, რომელმან განმარინა და წყალსა ზედა

ზე-ვეპყარ, რაჲთა არა მოვირჩო. და განიხარა დედაკაცმან მან და წარმოუთხრა

წმიდასა მას ყრმისა მის საქმჱ და თქუა, ვითარმედ: ყრმაჲ ესე იმღერდა და შთავარდა

იგი ლაკუასა ფრიად დიდსა და ღრმასა. და წარვწირეთ ეგე და გუეგონა,

ვითარმედ მომკუდარ არს ეგე, და კაცნი შთავავლინენით ლაკუასა მასი, რაჲთა

სახელი მოაბან და აღმოიღონ გუამი მისი, ვიდრე არღა დაუჴსნიეს წყალსა მას.

და ვითარ შთავიდეს, პოვეს ყრმაჲ ესე ცოცხალი, მჯდომარჱ წყალსა ზედა. და საბელი

მოაბეს მას და აღმოიქუეს. დაგჳკჳრდა და მადლი შევწირეთ ღმრთისა მას ზედა.

და გარდაიქცა ჩუენი გლოვაჲ სიხარულად ჩუენდა. ხოლო ვჰკითხეთ ყრმასა

მას საქმეი იგი და გჳთხრა, ვითარმედ მონაზონსა ვისმე ეპყრა და არა უტოვებდა

ქუე წაღებად. და მიერითგან ვიდოდე მე მონასტრებსა და უდაბნოთა. მინდა,

რაჲთამცა ვცან, ვინ არს წმიდაჲ იგი მონაზონი. და ესერა აღმისრულა ღმერთმან

ნებაჲ ჩემი და გამომიცხადა მონაჲ თჳსი მეცნიერებითა ამის ყრმისაჲთა.

და მოიღეს ლოცვაჲ წმიდისაჲ მის და შეწირეს ადგილსა მას ევლოგიაჲ და წარვიდეს

მშჳდობით. და დედაკაცი იგი რაჲ წელიწად მოსცემდა ევლოგიასა მონასტერსა

მისსა დღეთა ცხორებისა მისისათა სამადლობელად ღმერთსა.

და კუალად სხუაჲ დედაკაცი მოვიდა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისა.

ტიროდა და იგლოვდა და უთხრა, ვითარმედ: შვილი არა დამადგრების. და მრავალი

შვილი მიშობია, და შობისა სიხარულსა სიკუდილისა გემოჲ ეწიის ხოლო. და

ევედრებოდა მას, რაჲთა ულოცოს, და ღმერთმან უცხოვნოს მას შვილი. და

ულოცა მას წმიდამან მან და უბრძანა, რაჲთა შვილი რომელ შვეს, უწოდის მას

სახელად თევდოსიოს. და მან ყო ეგრჱთ. და უცხოვნა მას შვილი. და შეწირა იგი

ღმრთისა და მონაზონ ქმნა და არს იგი დღესამომდე ჩუენ თანა მონასტერსა ამას

შინა შემკული სახელითა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისითა. და კუალადცა

მოვიდა წმიდისა მის სხუაჲ დედაკაცი ბეთლემელი და უთხრა მას, ვითარცა-იგი

პირველმან მან. და მასცა ეგრევე უბრძანა, ვითარცა-იგი პირველსა მას, და უცხოვნა

მას შვილი მისი. და არს იგი დღეს კირით-ხურო და ჰრქჳან მას სახელი წმიდისა

მამისა ჩუენისაჲ.

მოვიდა ოდესმე ქუეყანასა ამას ურიცხჳ  მკალი და ქუემგოგვარი. და ქუეყანისა

კაცნი მოივლტოდეს წმიდისა ამის. ხოლო იგი ვერ შემძლებელ იყო შეძრვად

სიბერითა. და მივყრდნა ერთსა მათგანსა და გამოვიდა. და მოვიდა, სადა-იგი იყო

სიმრავლჱ მკლისაჲ მის. და მუნ დადგა იგი და ილოცა და ბრძანა, რაჲთა მოჰგუარონ

მას მკლისა მისგან. და მოიქუნა იგინი ჴელითა თჳსითა და ჰრქუა მათ: თქუენცა

მონანი ხართ ჩუენებრვე ერთისა უფლისანი, ნუ შეეხებით გლახაკთა საზრდელსა

— ესრჱთ გიბრძანებს თქუენ უფალი. მაშინ ყოველი, რომელი იყო მკალთა

მათგანი გარეშე ღობესა, დადგა, რომელი შინა იყო, იწყო ჭამად თივასა და დაუტევებდა

ნაყოფსა. და ყოველთა, რომელთა იხილეს ესე, დაუკჳრდა და ადიდებდეს

ღმერთსა. და კუალად მოვიდა მკალი სოფელსა ერთსა. და სოფლისა მის მყოფთა

ჩუეულებაჲ აქუნდა ევლოგიისა მოღებად მონასტერსა მისსა უცხოთათჳს და გლახაკთა,

რომელნი მისა მიივლტოდიან. და მოვიდეს სოფლიონი იგი და შეიწევდეს

წმიდასა მას. და მან მოიღო ზეთი და ლოცვაჲ წართქუა მას ზედა და წარსცა

იგი ერთსა ძმათაგანსა, რაჲთა აპკურონ იგი გარემო სოფელსა მას. და დაიცვა იგი

ღმერთმან ვნებისა მისგან მკლისა.

უნდა ოდესმე იკონომოსსა მონასტრისასა, რაჲთა იყიდოს    სამოსელი

ძმათათჳს ჩუეულებისაებრ, და არა აქუნდა მას სასყიდელი, რომლითამცა იყიდა.

და მოვიდა წმიდისა მის და უთხრა და აზრახა, თუ რაჲ ყოს და სადაჲთ შთაყოს. და

ჰრქუა მას ნეტარმან მან, ვითარმედ: წერილ არს: ნუ ზრუნავთ ხვალისა. და ცნა

ღმერთმან ფრიად სარწმუნოებაჲ იგი მისი მისა მიმართ და გულპყრობაჲ და ხვალისა

დღე მოუვლინა მას კაცი, რომელმან მისცა მას ასი დრაჰკანი. და მან მისცა

იგი ვიკონომოსსა, და უყიდა მან საჴმარი ძმათა.

ერთი მოწაფეთა მის წმიდისათაგანი ეპისკოპოს იქმნა ბოსტრე ქალაქსა ზედა,

რომელსა ერქუა სახელი ივლიანოს. კაცი შუენიერი ვიდოდა გზასა მოძღურისა

თჳსისასა და დღეთა ანასტასი მეფისა მწვალებელისათა ექუსორია იქმნა საყდრისა

თჳსისაგან, რამეთუ არა შეუდგა ბრძანებასა მეფისასა და არცა შეურაცხ-ყო წმიდაჲ

კრებაჲ ქალკიდონისაჲ და მოიქცა მოძღურისავე თჳსისა და დაადგრა მის

თანა. რაჟამს მოკლა ღმერთმან უღმრთოჲ იგი, და მოიქცა ეკლესიათა საქმჱ

ყუდროებად და მშჳდობად, მიიქცა ივლიანოს ბოსტრედვე და ევედრა წმიდასა

მას, რაჲთა წარჰყვეს მის თანა. და ვითარ მიიწივნეს მახლობელად ქალაქსა მას,

გამოვიდა ყოველი ქალაქი და შეიყვანეს იგი სიხარულით. და ვითარ ქალაქად

შევიდეს, ჴმა-ყო დედაკაცმან ვინმე ბილწმან და აგინა წმიდაჲ იგი და

მოცთომილად ჰხადოდა. მუნქუესვე მუავლინა ღმერთმან მის ზედა სიკუდილი და მოკლა     იგი.

და შემდგომად ორისა დღისა განვიდეს ეპისკოპოსი და წმიდაჲ იგი ეკლესიასა

წმიდისა მოციქულისასა, რომელი არს ქალაქსა გარეშე, რაჲთა მოილოცონ იგი.

და იყო გზასა ზედა მათსა მონასტერი, რომელსა შინა იყვნეს მონაზონნი წყეულნი,

იაკობნი. რაჟამს იხილეს წმიდაჲ იგი, იწყეს რეკად სარეკელსა თჳნიერ ჟამისა

ურცხჳნოდ და კიცხევით. და იკითხა წმიდამან მან საქმჱ მათი. და რაჟამს უთხრეს

საქმჱ მათი და სარწმუნოებაჲ მათი, აღეგზნა იგი შურითა და თქუა: კურთხეულ

არს უფალი, რამეთუ არა დაშთეს ვანსა ამას შინა ქვაჲ ქვასა ზედა. და შემდგომად

მცირედთა დღეთა მოეტევნეს ვინმე კაცნი დასავალით კერძო ვანსა მას ზედა და

აღიჭრეს ყოველი, რაჲ იყო მას შინა, და უმრავლჱსნი მონაზონნი ტყუედ წარიყვანნეს

და ადგილი იგი ცეცხლითა მოწუეს, და იქმნა ვანი იგი სათესავ იფქლისა.

მოვიდა ოდესმე იერუსალჱმდ სპასალარი ერთი მეფისაჲ, რომელი იყო ყოვვლსა.

ზედა ქუეყანასა შამისასა, რაჲთა მოილოცნეს წმიდანი ადგილნი, რამეთუ

კაცი იგი იყო ქრისტჱსმოყუარჱ და ესმა მამისა ჩუენისა წმიდისა თევდოსისთჳს,

და მივიდა მისა და ფრიად განიხარა ხილვითა    მისითა. და ასწავა მას ბერმან

და ამცნო და ჰრქუა: ნუ იყოფინ სასოებაჲ შენი საჭურველისათჳს, ნუცა სიმრავლესა

ერისასა, არამედ ესევდ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა ძლიერსა, რომელსა

ვერვინ ერევის და არცა უგულებელს-ყვნის, რომელნი მას ესვედ. და იხილა კაცმან

მან, რამეთუ ემოსა ბერსა მკრდამდისი სამოსელი ძაძისაჲ სატფურად, რამეთუ

ჟამი ზამთრისაჲ იყო, და სთხოვა მან, რაჲთამცა მიანიჭა იგი მას ბერმან, და ჰრწმენა,

ვითარმედ იყოს იგი მისსა უფროჲს ყოვლისა საჭურველისა. და მისცა იგი მას

ბერმან და ულოცა და წარგზავნა მშჳდობიოთ. და წარვიდა იგი სპარსეთით კერძო

ბრძოლად. და მოსცნა მას ღმერთმან მტერნი იგი. და განძლიერდა და სძლო და

მოიქცა ძლევით და სიხარულით იერუსალჱმდ, რაჲთა მადლი შეწიროს ღმრთისა

ძლევისა მის მათისათჳს.

და მოვიდა კუალადცა ბერისა და ჰმადლობდა ღმერთსა და უთხრა, რომელი-იგი

ყო ღმერთმან მის თანა ლოცვითა მისითა, და თქუა, ვითარმედ: ჟამსა ბრძოლისა

შემთხუევისასა შევიმოსე სამოსელი იგი ძაძისაჲ, რომელი შენ მომეც ნაცვალად

რკინისა ჯაჭჳსა, რომლისა ჩუეულებაჲ მაქუნდა შთაცუმად. და განვედ ბრძოლად

მტერისა. და ვითარ ბრძოლაჲ იგი შეჴშირდა, აჴდა მტუერი დიდძალი სრბითა

მით ცხენებისაჲთა და ქუეჲთისა მავლისაჲთა, ვითარმედ ვერღარა იცნობდა კაცი

მოყუასსა თჳსსა. მას ჟამსა შინა გიხილე  შენ, წმიდაო მამაო, წინამე ჩემსა,

მიჩუენებდ რაჲ ჴელითა შენითა და მასწავებდ, ვითარ ვყო. და შენითა ზახებითა

განმაძლიერა მე ღმერთმან, და ვაოტენ მტერნი იგი. და სამადლობელად რაჲ-იგი

შეემთხჳა მას, უყიდნა მონასტერსა მისსა თჳსითა საფასითა ორნი აგარაკნი. და

ოდესმე ეყოვნა წჳმასა, და წყურიელ იქმნა ქუეყანაჲ, მაშინ ევედრებოდეს გლახაკნი

წმიდასა მას. და ილოცა, და გარდამოჴდა წჳმაჲ, და ნაყოფიერ იქმნა

ქუეყანაჲ.

 

შეჯდა ოდესმე ნავსა ზდუასა შინა ერთი ძმათაგანი, და შეემთხჳა მას ჭირი

დიდი. და ვითარ უჴმობდეს ლოცვასა მის წმიდისასა, ეჩუენა მათ ძილსა შინა და

ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, რამეთუ ღმერთსა უბრძანებიეს ჴსნაჲ თქუენი. სხუაჲ

ძმაჲ მივიდოდა გზასა და თანა-ჰყვანდა კარაული, და შეემთხჳა მას ლომი. და ვითარ

შეეტევა კარაულსა მას, რაჲთამცა შეჭამა, ჰრქუა მას ძმამან მან სახელითა

წმიდისა თევდოსისითა: განეშორე კარაულისაგან ჩემისა! და უკუნიქცა ლომი

იგი და არარაჲ ავნო მას, არცა კარაულსა მისსა. და სხუანი მრავალნი იჴსნნეს დიდ-დიდთაგან

განსაცდელთა მოჴსენებითა სახელისა მისისაჲთა და ხადითა ლოცვათა

მისთაჲთა. და სხუანი მიემთხჳვნეს ლოცვითა მისითა საქმეთა, რომელთაჲ სასოებაჲ

წარეკუეთა.

ჟამსა რომელსამე წმიდაჲ იგი    დაყუდებულ იყო სენაკსა თჳსსა და გარდამოიხილა

სარკუმლით თჳსით და უწოდა მსახურსა ეკლესიისასა და უბრძანა, რაჲთა

სარეკელსა დაჰრეკოს. და არღა იყო ჟამი ლოცვისაჲ, და დაუკჳრდა მამათა ამისთჳს

და შემოკრბეს ეკლესიად და ლოცვა-ყვეს. და შემდგომად ლოცვისა აღვიდეს მისა

ზოგნი ბერთაგანნი და ჰკითხეს, თუ რაჲსათჳს ბრძანა თჳნიერ ჟამისა შეკრებაჲ

ლოცვად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ არარას ბრძანებს თჳნიერ რაჲსმე მიზეზისა.

მაშინ სულთ-ითქუნა წმიდამან მან და თქუა: ილოცევდით, მამანო, ილოცევდით,

რამეთუ ვიხილე ღმრთისაგან გამოსრული რისხვაჲ ქუეყანასა ზედა აღმოსავალით

კერძო. და შემდგომად ექუსისა ანუ შჳდისა დღისა მოვიდა, რომელმან უთხრა,

ვითარმედ ანტიოქიაჲ დაირღუა ძრვითა მას ღამესა შინა, რომელსა წმიდამან მან

თქუა. ხოლო ნეტარი იგი ამას და ესევითარსა შინა სრულ ქმნილ იყო, და უკუანასა

მას დაივიწყებდა და წინასა მისწუდებოდა და პირველთა მათ წმიდათა საქმით ემსგავსებოდა      და წინამძღურობითა მოსე წინაწარმეტყუელისაჲთა წინა-უძღოდა,

რომელნი-იგი მის ქუეშე იყვნეს, ღმერთსა მიანდვის საქმჱ მათი და ევედრებინ,

რაჲთა აუწყოს, ვითარ ჰმწყსიდეს თითოეულსა მათგანსა.  შფოთი ვიეთმე შოვრის

შეიქმნა ორთა ძმათა, და უნდა წმიდასა მას, რაჲთა დაამშჳდნეს იგინი, და არა

ისმინეს მისი. მაშინ დავარდა იგი ქუეყანასა ზედა, თაყუანის-სცემდა მათ, ვიდრემდის

ერჩდეს მას, და დაამშჳდნა. განაყენა ოდესმე ერთი ძმათაგანი წმიდისა ზიარებისაგან,

და ძმამანცა მან შეკრა იგი უგუნურებითა თჳსითა და არა ეზიარა ნეტარი

იგი, ვიდრემდის განჴსნა ძმამან მან. და არა განჴსნა იგი ძმამან მან, გარნა

დიდითა ვედრებითა. ხოლო წმიდაჲ იგი ამით ემსგავსებოდა წინაწარმეტყუელსა,

ვითარ-იგი დაუმდაბლებდა თავსა თჳსსა, რომელნი-იგი აღსძრვედ მის ზედა შფოთსა,

და განმჴნდებოდა მათ ზედა, რომელნი-იგი ღმერთსა შესცოდებდეს, და კუალად

ემსგავსა აბრაჰამს, ვითარ-იგი ერჩდა მისებრვე ღმერთსა და მოვიდა ქუეყანით

თჳსით და პატივ-სცა ღმერთსა უფროჲს ბუნებისა. და ამისთჳს არა ზრუნვიდა

ჴორციელად ნათესავთა მისთათჳს და არცა მოიჴსენებდა მათ და არცა ოდეს ვინ

მათგანი მოუჴდის, განემარტის მისა მიმართ, გარნა თუ მონაზონებაჲ ჰნებავნ. და

შეწირნა ღმრთისა, ვითარცა ისაკ, ჴორცნი თჳსნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად

შეწირულად წინაშე ღმრთისა.

და იყო იგი, ვითარცა იაკობ, მშჳდ და წრფელ, ხოლო იოვანეს ემსგავსა მარხვითა

და უდაბნოს    ყოფითა და, ვითარცა პეტრე, მჴურვალე იყო სარწმუნოებითა

და მოწყალე, ვითარცა პავლე, და ჴორცთა თჳსთა მომაკუდინებელ. და

კუალად აჩუენა სალმობათა შინა მოთმინებაჲ ვითარცა იობ მართალმან, რამეთუ

დასნეულდა იგი სნეულებითა დიდითა და გრძელითა პირველ განსლვისა მისისა

საწუთროჲსა ამისგან. და სალმობისა თანა — სიბერჱ დიდი. და დაყო წელიწადი

სრულიად სარეცელთა ზედა შეუძრველად, გარნა თუ სხუამან შეძრის, ვიდრემდის

მოჰჴდა ტყავი თეძოთა მისთა, და არა მოიწყინა და არცა სულმოკლე იქმნა. და მოხედა

ოდესმე მას ერთმან ბერთაგანმან და შეეწყალა იგი და ჰრქუა: ითხოვე ღმრთისაგან,

მამაო, რაჲთა განგკურნოს სალმობისა ამისგან, რამეთუ ყოველი, რაჲცა

სთხოვი, და მოგცის შენ ღმერთმან. მიუგო მას წმიდამან მან და ჰრქუა: მრავალგზის

მაწყინებდა მე ამისთჳს გულისსიტყუაჲ, ხოლო მე განვაგდე იგი და არა

შევიწყნარე იგი, რამეთუ ფრიად ვიდიდე სოფელსა ამას და მიღირს, რაჲთა დაუჲმო

გუემასა ამას განქარვებადსა, რაჲთა არა მრქუან მუნ: მიგიღებიეს კეთილი

შენი მუნვე. და ამისთჳს ვითმენ და არა ვითხოვ ღმრთისაგან განსუენებასა სალმობისა

ამისგან, არამედ ვითხოვ მისგან, რაჲთა მომცეს მოთმინებაჲ  და

მადლობაჲ.

და სალმობისა მის სიფიცხლემან ვერ შეაჩუენა გული მისი და ვერცა დააბრკოლა

წესისაგან ლოცვათა მისთაჲსა. და პირველ განსლვისა მისისა სოფლისა

ამისგან შეკრბეს მისა ყოველნი მამანი მწუხარენი განშორებისა მისისათჳს მათგან.

და მან ჰრქუა მათ: მოთმინე იქმნენით, ძმანო და მამანო ჩემნო, ადგილსა

ამას და შვიწყნარეთ, რომელი მოვიდეს მას შინა თქუენ ზედა განსაცდელი, მადლობით

მიაღსასრულამდე ცხორებისა თქუენისა და ერჩდით მსგავსად ძალისა

თქუენისა, რომელნი წინა-გიძღოდიან შემდგომად ჩემსა, და მე მივსცე ღმერთსა

სიტყუაჲ თქუენთჳს დღესა მას სარჩელისასა, ოდეს მოვიდეს მიგებად კაცად-კაცადსა

საქმეთა თჳსთაებრ, და მე მიგცე თქუენ დასამტკიცებელად სიტყუათა ჩემთა

სასწაული. უკუეთუ იხილოთ ადგილი ესე შემდგომად აღსრულებისა ჩემისა შემატებული

შჱნებასა და აღმაღლებული, უწყოდეთ, რამეთუ მიპოვნია კადნიერებაჲ

წინაშე ღმრთისა, და აღგისრულო, რომელი-ესე აღგითქუ.

და უწინარჱს წმიდისა მის შესუენებისა სამით დღით წარსცა ყოველთა მამასახლისთა

უდაბნოჲბათათჳს რაჲ    კაც სამი სეფისკუერი ევლოგიად. ამით

ამას აუწყებდა, ვითარმედ არღარა ყოფად არს სოფელსა ამას, გარნა სამ დღე, და

მიჰრქუა მათ, რაჲთა მოვიდენ მისა შემდგომად სამისა დღისა, რაჲთა აზრახოს

მათ რაჲმე მონაზონთა საქმისათჳს. და ვითარ მოვიდეს მისა მესამესა დღესა,

მოიკითხნა იგინი და მშჳდობაჲ დაუტევა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი, ილოცა და

თქუა: ჴელთა შენთა, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და მუნქუესვე ჩამოიხუნა

ჴელნი თჳსნი და შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა. და დღესა რომელსა შეისუენა,

იყო იგი ას და ხუთისა წლისაჲ. და მივიდა ღმრთისა კეთილითა სიბერითა,

კადნიერებითა საქმეთა კეთილთაჲთა. და ჩუენ გჳღირს, რაჲთა ვთქუათ მისთჳს

თქმული იგი წიგნისაჲ, ვითარმედ: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა

მისთაჲ.

და პატივ-სცა ღმერთმან სიკუდილსა მისსა საკჳრველითა მით, რომელ ქმნა

პირველ დაფლვისა გუამისა მისისა, რაჲთა ამით აჩუენოს კადნიერებაჲ იგი, რომელსა

მიწევნულ არს მის წინაშე მტკიცედ სარწმუნოებისა მისისათჳს და შუენიერთა

საქმეთა მისთა. რამეთუ იყო ვინმე კაცი ალექსანდრიელი, რომელსა ერქუა

სტეფანოზ,  და დაეცემოდა იგი ეშმაკისაგან. და მოვიდა იგი ადგილსა მას და

ესვიდა იგი, რაჲთა ღმერთმან განკურნოს ლოცვითა მის წმიდისაჲთა. და ღმერთმან

უკუნადროა განკურნებაჲ მისი, ვიდრე დღედმდე წმიდისა მის შესუენებისა,

რაჲთა მით პატივ-სცეს წმიდასა თჳსსა. და რაჟამს გამოვიდა სული ნეტარისაჲ მის

ჴორცთა მისთაგან, მოვიდა ვნებული იგი და მოეკიდა იგი წმიდასა გუამსა მისსა,

რამეთუ იყო იგი მას ჟამსა გონებითა ცოცხალ და თქუა, ვითარმედ: არა უტეო

დაფლვად, ვიდრემდის ღმერთმან ლოცვითა მისითა მომცეს განკურნებაჲ. და

იწყო ტირილად და დაალტობდა ფერჴთა მისთა ცრემლითა და იტყოდა: შემიწყალე

მე, წმიდაო ღმრთისაო, და აჩუენე, რამეთუ შემდგომადცა განსლვისა შენისა

ამიერ სოფლით არავე დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ მათთჳს, რომელნი

მოივლტიან შენდა. განმათავისუფლე მე სულისა ამისგან არაწმიდისა, რომელი

შემმუსრავს მე, და ნუ მიტევებ მე წარსლვად შენგან უგულებელსა და ნუ ცუდ

ჰყოფ სარწმუნოებასა, რომელი მაქუნდა შენდა მიმართ. და შეიწირა ღმერთმან

მოწყალემან სარწმუნოებაჲ მისი და აჩუენა საკჳრველებაჲ თჳსი ჩუეულებისაებრ

და მეყსეულად დასცა იგი სულმან მან არაწმიდამან, და იწყო სიტყუად

წმიდისა მიმართ სიტყჳთა ყუედრებისაჲთა. და მყის განვიდა მისგან, და განთავისუფლდა

კაცი იგი და დადგა პირველსავე    გონიერებასა ზედა და ფრიად

მოხარული ადიდებდა ღმერთსა.

და ვითარ ეუწყა პატრეაქსა იერუსალიმისასა გარდაცვალებაჲ წმიდისაჲ მის,

წარიყვანნა მის თანა, რომელნი დახუდეს ებისკოპოსნი, და შთავიდა მონასტრად და

ჯეროვნად პატივ-სცა წმიდათა ნაწილთა მისთა. და შეკრბა სიმრავლე ერისაჲ

მიუთხრობელი მონაზონთა და ერისკაცთაჲ და ემთხუეოდეს გუამსა მისსა წმიდასა

ფრიად სურვილით და სარწმუნოებით და მოხევდეს სამოსელსა მისსა და ევლოგიად

განიყოფდეს, და სხუანი თმასა წმიდისა მის თავისა მისისასა შეიტკბობდეს

წადიერებით და წარიღებდეს და ყოველნი კაცნი მოსწრაფე იყვნეს, რაჲთამცა

წარ-რაჲმე-იღეს მათ თანა ევლოგიად.

ამისსა შემდგომად ძლითღა სადმე შეუძლეს ერისა მისგან და დასხნეს პატიოსანნი

იგი ნაწილნი მისნი საფლავსა საუნჯედ ღმრთისმოყუარეთათჳს და დიდად

შესავედრებელად ყოველთა მოღუაწეთათჳს და სადიდებელად მამისა და ძისა და

ყოვლად წმიდისა და სახიერისა და ცხოველსმყოფელისა სულისა აწ და დაუსრულებელთა

მათ საუკუნეთა უკუნისამდე. ამენ.

 

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *