სოლომონ II-ის გადმოსვენება გელათში

,

2 კათოლიკოს-პატრიარქ ილია II–ს ქადაგება, სოლომონ II-ის ნეშტის ჩამოსვენების დღეს. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდის სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი! უფალი ბრძანებს: უკეთუ გინდეს
შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. ამ სიტყვებში ჩანს უფლისაგან კაცთათვის მინიჭებული დიდი მადლი – თავისუფლება, თავისუფალი ნებისყოფა. ე.ი. იმას კი არ გვეუბნება, როძ აუცილებლად შემომიდექითო, არამედ უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, ანუ თუ გსურს, შემომიდგეო. სწორედ ეს არის ყოველი ადამიანის ხვედრი, ჯვრის ტარება. ადამიანი არა მხოლოდ ღვთის ქმნილებაა, არამედ ღვთის ქმნილებათა გვირგვინია. იგი არის ხატი ღვთისა, ხოლო მსგავსებას ღვთისას დიდი სულიერობით, დიდი მოღვაწეობით, რწმენითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს. ასე რომ, სულის საცხონებლად საჭიროა ორი ძალა: ღვთაებრივი და ადამიანური. ამ ორი ენერგიის გაერთიანებას სინერგია ეწოდება და ყველაზე ბედნიერი ისაა, ვისი ნებისყოფაც ღვთის ნებისყოფას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უერთდება. ძალიან ხშირად ჯვარი, რომელიც გვერგო, მძიმედ მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ იგი ყველაზე მძიმეა. სინამდვილეში ყოველ ადამიანს ღმერთი ისეთ ჯვარს აძლევს, რომლის ტარებაც მას შეუძლია. მაგრამ ერთხელ კიდევ მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ჯვრის ტარებისას ადამიანს განუწყვეტელი კავშირი უნდა ჰქონდეს ღმერთთან. იმ დროს, როცა გოლგოთისაკენ მიმავალს ჯვრის ტარება გაუჭირდება, უფალი უხილავად იქნება მასთან და შეეწევა. ხშირად ადამიანი, რომელსაც უჭირს თავისი ჯვრის ტარება, სხვა ჯვარს ეძებს. წმიდანთა ცხოვრებაში მოთხრობილია ადამიანზე, რომელიც სულ ტი12734141_579349715565498_293899793432991555_nროდა და ჩიოდა, მძიმე ჯვარი მაქვს, მიჭირს და ბოლომდე ვერ მივიტანო, ე.ი. ხვედრი ჩემი მძიმეაო. ღმერთმა მას ასეთი ხილვა მისცა: შევიდა დი დარბაზში, სადაც მრავალი ჯვარი იყო. უფალმა უთხრა: აირჩიე, რომელიც გსურსო, რომელიც მოგეწონებაო. აიღო ერთი, არ მოეწონა, ძალიან პატარაა არაა საჩემოო. აიღო მეორე, მესამე… ასე რომ ყველა მოსინჯა. ზოგი ძალიან მძიმე ეჩვენა, ამის ტარებას სულ ვერ შევძლებო. ბოლოს ერთ ჯვარზე შეჩერდა, ეს თითქოს კარგია, ჩემი შესაფერისიო. უფალმა უთხრა: სწორედ ეგ არის შენი ჯვარი, მაგას აწერია შენი სახელიო. ასე რომ, კაცთმოყვარე და მოწყალე უფალმა იცის ჩვენი ძალა და ისეთ ჯვარს გვაძლევს, რომლის ტარებაც ძალგვიძს. ზოგიერთს ღმერთი ერის ჯვარს აძლევს. ამგვარ ადამიანთა რიცხვს მი
ეკუთვნებოდა დიდი მეფე სოლომონ II, ვინც მრავალი ათეული წლის განშორების შემდეგ კვლავ დაბრუნდა სამშობლოში. უფლის ნებით დღეს იგი დიდებით შემოაბიჯებს ჩვ
ენს დედაქალაქში. სოლომონ II-ს უჭირდა ერის მძიმე ჯვრის ტარება, მწუხარებით, გოდებით, მაგრამ მაინც მიიტანა ბოლომდე და დღეს თავისი ჯვრით დაბრუნდა საქართველოში, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს მამა-პაპათა სავანეში, გელათის ტაძარში. მართლაც მეტად მძიმე იყო მისი ჯვარი, რაღა არ დაატყდა თავს: დევნა, ღალატი, იმყოფებოდა ექსორიასა შინა, შორს მამულიდან, მაგრამ 12742650_579349625565507_8037129215697117061_nთვით უმძიმეს ჟამსაც კი არ დაუკარგავს რწმენა და სიყვარული. სოლომონ II-ს ჰყავდა მოძღვარი, რომელიც შემდეგ დედოფალთან ერთად პეტერბურგში აღმოჩნდა. მან სთხოვა დედოფალს, მიეცა ნება ათონის მთაზე წასვლისა, რათა იქ ბერად აღკვეცილიყო. დედოფალმაც დართო ნება და აი, ამ ერთი წლის წინ საბერძნეთიდან მივიღეთ წიგნი, სადაც აღწერილია ამ მოძღვრის ცხოვრება და მისი მოგონებანი სოლომონ მეორეზე. ათონის მთაზე მოღვაწეობის დროს მეფის ყოფილმა მოძღვარმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა და ილარიონ ქართველის სახელით მთელ საბერძნეთში ცნობილი გახდა. წმიდა მამა ილარიონ ქართველი სოლომონ II-ის ცხოვრებიდან მრავალ ისეთ ეპიზოდს გადმოგვცემს, რომელიც მანამდე ჩვენთვის უცნობი იყო.
მაგალითად, აღწერილი აქვს, როგორ ჩამოიყვანეს იგი თბილისში, რათა რუსეთის იმპერატორის ბრძანებით შეეპყროთ და პეტერბურგში გაეგზავნათ. საქართველოში რუსეთის იმპერიის წარმომადგენელმა ტორმასოვმა მეფეს შეუთვალა, სურამში ჩასულიყო და შეხვედროდა, რათა მისთვის იმპერატორის მეტად მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო დავალება გადაეცა. შეწუხდა სოლომონ II, მაგრამ რადგანაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ბედი აწუხებდა, გამოემგზავრა. ტორმასოვი სურამში არ დახვდა, უთხრეს გორში გელოდებაო, ჩამოვიდა გორშიც, მაგრამ ისევ მოატყუეს, უთხრეს თბილისში გიწყობს საზეიმო შეხვედრასო. განრისხდა მეფე, მაგრამ მაინც წამოვიდა, თბილისში ჩამობრძანებულს მართლაც საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. სოლომონმა ტორმასოვს ჰკითხა: ვისი გვარისა ხარ რომ ასე თავხედურად იქცევი ჩვენს სამშობლოშიო. მან თავი იმართლა, მაგრამ თავისი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა, მეფის სასახლის გარშემო ჯარი იდგა, თითქოს მისი დაცვის მიზნით, სინამდვილეში კი იგი უკვე შეპყრობილი იყო. სოლომონ II-მ და მისმა თანმხლებმა პირებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, როგორ დაეღწიათ თავი ალყაშემორტყმული
სასახლიდან. გასცეს ბრძანება, მეფეს ნურავინ შეაწუხებს, იგი ისვენებსო და მის საწოლ ოთახში ერთი მხლებელთაგანი შეუშვეს, თავად სოლომონ II კი გლეხის ტანსაცმლით შემოსეს და სასახლიდან გაიყვანეს. დადევნებული მეთვალყურისათვის გზა რომ აებნიათ, ბაზარში გაიარეს, ერთი დოქი ღვინო იყიდეს და სატარებლად მეფეს მისცეს. ამ დროს ვიღაც სომეხს მოუკრავს თვალი სოლომონისათვის და უთქვამს: რა ლამაზია ეს ახალგაზრდა, მეფეს არ ჰგავსო? მეფე სოლ
ომონი ისე დაბნეsolულა, რომ ფეხი ქვისთვის წამოუკრავს და დოქი გასტეხია. მხლებლები თურმე განურისხდნენ „გლეხს“, ეს ერთი დოქი ჩაგაბარეთ და იმასაც ვერ მოუარეო. ასე გაიყვანეს იგი თბილისიდან. მეფე ახალციხეში ჩავიდა, საიდანაც ტრაპიზონში გადავიდა, იქვე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. და აი, დღეს უკვე საქართველოშია მისი ნეშტი. გუშინ ღვთის მადლით იგი ბათუმში ჩამოასვენეს, დღეს კი ახალციხის გამოვლით თბილისში ჩამობრძანდება. ხალხი მას შეხვდება ვაკეში, საიდანაც ხელით წამოასვენებენ სიონში. სიონში შესრულდება დიდი პანაშვიდი, ხოლო შემდეგ გადავასვენებთ სვეტიცხოველში, საიდანაც უკვე გაემგზავრება ქუთაისისაკენ და დაიკრძალება გელათში. მეფე სოლომონ II-ის ნეშტის გადმოსვენება არ არის უბრალო ფაქტი, მე ვფიქრობ, რომ მას ღვთისაგან ბოძებული დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. საქართველიას უკანასკნელი მეფის დაბრუნებით, ჩვენს ქვეყანასაც დაუბრუნდება ღვთის მადლი. ამინ.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *