ანდერძი მირიან მეფისა

,

mir

ანდერძი მირეან მეფისაჲ ძისა თჳსისა მიმართ რევისა და

ცოლისა თჳსისა ნანაჲსა

აჰა ესერა მე წარვალ, ვინაჲ-ცა მოვედ, ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს
მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და
მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა
შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ
არს ადგილი იგი. ეგრე-ვე ვჰვედრებ მთავარებისკოპოსსა, რაჲთა დადვას დიდებაჲ
მის ადგილისაჲ, რამეთუ ღირს არს პატივის-ცემისა. ხოლო ძესა თჳსსა ასწავებდა:
აჰა ესერა შეიცვალა ბნელი ჩუენი ნათლად და სიკუდილი ჩუენი —
ცხორებად. აწ სადა-ცა ჰპოვნე ქუეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი,
მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ
ეგლოვდეს! და ესე ამცენ შვილთა შენთა, რამეთუ მე ვიცი იგი, მწრაფლ კავკასიათა
შინა ვერ დაილევიან. ხოლო შენ ესრე ჰყოფდ: თავი შენი შეჰვედრე
სუეტსა მას ზეგარდამო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა ცათა შინა ჩინებულსა
და იყავნ შენი მისლვაჲ მიწად ძილად საუკუნოდ სარწმუნოვებასა ზედა
წმიდისა სამებისასა, ამენ.

მოქცევაი ქართლისაი

Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *