მირიან მეფის მონათხრობი

, ,

mefe-mirian

წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა,
აღწერა ჴელითა იაკობ მთავარებისკოპოსისაჲთა და მისცა სალომეს
უჟარმელსა, ძის ცოლსა თჳსსა, რომელი მეცნიერ იყო ყოველსა-ვე
ჭეშმარიტად.

და იყო ჟამსა მას, რომელსა მოიჴსენა უფალმან ქუეყანაჲ ესე ჩრდილოჲსაჲ,
დაბნელებული ცოდვითა და სავსე ცთომითა ეშმაკისაჲთა, ვიყვენით ჩუენ
ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, რამეთუ ვარ მე ოც და მეათექუსმეტჱ მეფჱ,
ვინაჲთგან მამანი ჩუენნი მოივლინნეს ვიდრე დღეთა ჩემთამდე და შეჭამნეს
შვილნი მათნი მსხუერპლად კერპთათჳს საძაგელთა და უბრალოჲ იგი ერი ქუეყანისაჲ
მის, და რომელნი შვილთა მათთა, ვითარცა თივასა, თიბდეს მამანი
ჩუენნი, რაჲთა სათნო-ეყვნენ კერპთა, და უფროჲს ხოლო ორთა მათ მთათა,
არმაზისა და ზადენისა, რომელთა ქვანი-ცა მათნი დაულტვან სისხლითა ჩჩჳლთაჲთა.
და ღირს-ცა არიან მთანი იგი ასპოლვად ცეცხლითა, რისხვითა ღმრთისამიერითა.

ხოლო ოდეს მოიწია ჟამი და მოვიდა ნეტარი ესე დედაკაცი, მოციქული
და მახარებელი ძისა ღმრთისაჲ, წმიდაჲ ნინო, პირველ ვითარცა ტყუე, ვითარცა
უცხოჲ და ვითარცა მწირი, ვითარცა შეუწევნელი , ვითარცა
უსმი და უტყჳ, რომელი-ცა აწ მექმნა ჩუენ ტყუე იგი დედოფალ, უცხოჲ იგი — დედა,
შეუწევნელი — შესავედრებელ ყოველთა, და უტყჳ იგი — ქადაგ ძლიერ და
მეცნიერ დაფარულთა ჩემთა გულის-სიტყუათა, ამან წმიდამან აღანთო გულსა
ჩემსა სანთელი ნათლისაჲ და შუვაღამეს ოდენ მეჩუენა მე მზჱ მბრწყინვალჱ,
ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომლისა ნათელი მისი არა მოაკლდეს უკუნისამდე.
და მექმნა ჩუენ მოძღუარ და შემრთნა ჩუენ ერსა ქრისტესსა ნათლის-ღებითა
წმიდითა და პატიოსნისა ძელისა თავყუანის-ცემითა. და მო-მცა ჩუენ შჯული
ახალი ცხორებისაჲ და სიხარულისაჲ და ღირს-მყვნა გემოჲს-ხილვად საიდუმლოთა
უხრწნელთა ზეცისათა. მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელი-ცა
მასწავა და აღვაშენე ეკლესიაჲ სალოცველად სამოთხესა მას მამათა ჩემთასა,
და მას შინა სუეტი ესე ნათლისაჲ, რომელი-ცა მე ყოვლად ვერ შეუძლე
ყოვლითა ძალითა და ცნობითა კაცობრივითა, ხოლო ღმერთმან მაღალმან მოავლინა
ერთი მსახურთა მისთაგანი და წამის-ყოფითა მისითა ქუეყანით ცად
აღიწია. და თჳთ თუალნი თქუენნი ხედვენ საშინელებასა და საკჳრველებასა მისსა
და მერმე კურნებათა მათ მისთა. და ოდეს მაუწყა აღმართებაჲ, წარვავლინენ
ხურონი ძიებად ხესა. და ვითარ პოვეს [!] ხჱ ერთი მარტოჲ, მდგომარჱ
კლდესა ზედა, რომლისადა არა მიხებულ იყო ჴელი კაცისაჲ, არამედ მონადირეთაგან
სმენით გუესმინა სასწაული ხისაჲ მის, რამეთუ ოდეს ირემსა-ღა
ეცის ისარი, მიივლტინ ბორცუსა მას ქუეშე, რომელსა ზედა დგა ხჱ იგი, და
სწრაფით ჭამნ თესლსა მას მის ხისასა ჩამოცჳვნებულსა და სიკუ\დილისაგან
განერის.

ესე მითხრიან და ვიყავ დაკჳრვებულ ამისთჳს. მოვჰკუეთე მე ხჱ იგი და
შევქმნენ მისგან სამნი ჯუარნი: ერთი ესე, რომელ ზეცით იყო სასწაული მისი,
და ერთი აღვჰმართე ადგილსა მას, სადა-იგი მხილებაჲ უფლისამიერი ვიხილე,
მთასა ზედა თხოთისასა, ხოლო ერთი იგი ქალაქსა უჟარმას, რომელი
წარიღო სალომე. და აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინა ნინოჲსსა, და
ვქმენ მას შინა საქმჱ, ქმნული უჩინოჲ და ცხადი, დიდებაჲ მაყულოვანთა მათ,
რამეთუ არა გამოვაჴუ ფურცელი ერთი-ცა მათგან, არამედ ხარისხითა გარე-შევიცვენ,
რამეთუ მეხილვნეს მრავალნი სასწაულნი მას შინა და კურნებანი
დიდნი. და აღვაშენე ზემოჲ ეკლესიაჲ თავისა ჩემისათჳს ქვითა და ერისა
სიმრავლითა, რამეთუ ქუემოსა ეკლესიასა ერქუა “წმიდაჲ წმიდათაჲ” და ყოვლად-ვე
ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხუმად თჳნიერ ხოლო დღესა კჳრიაკესა,
არცა შესლვად ვინ იკადრებდა თჳნიერ მღდელთასა, რომელნი გალობედ
მას შინა, რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცსა სუეტისა
მისგან ცხოველისა. და ჰხედვიდა ყოველი კაცი სუეტსა მას ვითარცა ძალსა
ღმრთისასა. და მიხედვად-ცა ვერ ეძლო კაცთა სართულსა მისსა, რომელსა
თჳთ ვხედავთ. და ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკუეთად მიწაჲ სამარედ
ჩემდა, რაჲთა-მცა დავსხენ ჴორცნი ჩემნი მის წინაშე, რამეთუ მეშინოდა მისგან
ცოდვისა ოდენ მოქმედსა. და შევიმზადე ზემო საფლავი ჩემი, რაჲთა თუალსა
მისსა მივჰრიდო და წყალობასა მისსა მივემთხჳო აღდგომასა. და
ვითარცა შევიმზადე კეთილთა ღმრთისათა განსრულებასა ჩემ ზედა და ვიტყოდე,
ვითარმედ: “შევჰვედრო სული ჩემი დედასა ჩემსა წმიდასა ნინოს”, ხოლო
წმიდამან მან შეჰვედრა სული თჳსი უბიწოჲ ჴელთა დამბადებელისა
თჳსისათა, რამეთუ აღასრულა ყოველი-ვე მცნებაჲ ღმრთისაჲ და სწავლაჲ წმიდისა
მის დედის ძმისა მისისა, მამისა ჩუენისა პატრიაქისაჲ და დაგუაობლნა
ჩუენ ახლად-შობილნი ჩჩჳლნი უმეცარნი. და ფრიად შევძრწუნდი სულითა
ჩემითა და ყოველი ნათესავი ჩრდილოჲსაჲ აღივსო მწუხარებითა, რამეთუ
აღმო-ოდენ-სრულ იყო მზჱ სიმართლისაჲ და მო-ოდენ-ფენილ იყო ჭეშმარიტი.
და დაფარა ღრუბელმან წმიდაჲ ნინო. ხოლო წმიდაჲ იგი ყოვლად-ვე ნათელსა
შინა არს და ყოველთა განგუანათლებს. ხოლო მე განვიზრახე წმიდაჲ
იგი გუამი მისი რაჲთა-მცა წარმოვიდე გულს-მოდგინებითა დიდითა აქა,
წინაშე სუეტსა ნათლით შემოსილსა და არა ვპოვე ღონე ყოვლად-ვე,
რამეთუ ვერ განძრეს ორასთა კაცთა მცირე იგი ცხედარი, რომელსა
ზედა შეისუენა წმიდამან და სანატრელმან ნინო. მაშინ დავჰმარხეთ
წმიდაჲ იგი გუამი მისი ყოვლად-ვე დიდებულისაჲ ბოდს,
დაბასა კახეთისასა. და ვეგლოვდით სიობლესა ჩუენსა ოც და ათ დღე ყოვლითურთ
სამეუფოჲთ ჩემით. და აღვაშენე მას ზედა ეკლესიაჲ და განვადიდე
ფრიად, და მისითა მეოხებითა მაქუს სასოვებაჲ ძისა ღმრთისაგან და
სარწმუნოვებასა ზედა დაუსაბამოჲსა ღმრთისა მამისასა და ყოვლად ძლიერისა ძისასა
და ცხოველს-მყოფელისა სულისა წმიდისა უკუდავისასა. და ვეძიებ და მოველი
აღდგომასა მკუდრეთით და შევჰვედრებ სულსა ჩემსა ქრისტეს
მეუფისადა, რომლისაჲ არს დიდებაჲ, სიმტკიცე და ძლიერებაჲ აწ და მარადის
და უკუნითი უკუნისამდე, ამენ”.

მოქცევაი ქართლისაი

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *