ცხორებაჲ და განგებაჲ წმიდისა იოვანე ურაჰაელისა კათალიკოზისაჲ

, ,

ესე — სასწაულნი, რომელ გამოაცხადნა ქრისტემან, უფალმან ჩუენმან, იოვანჱს,
ურაჰაელთა კათალიკოზისა მიერ. გაუწყებ თქუენ, საყუარელნო, ვითარმედ ჟამთა
მათ შინა აჰრონ რაშიდის ამირ მომლისათა იყო ვინმე კაცი ჰურიაჲ, რომელსა,
სახელი ერქუა ფინეზ. და იყო იგი სწავლულ ფრიად ჴელოვნად `დაბადებასა’ და
ოცდაოთხთა ბეჭდულთა წინაწარმეტყუელთასა და იყო იგი მკურნალი ჴელოვანი.
და შოვრის სახლეულთა მისთა არავინ იყო სწორ მისა, და იმარხვიდა იგი მცნებათა
`დაბადებისათა’ და შჯულსა, და დიდისა მისგან შურისა მტკიცედ იმარხვიდა შჯულსა
თჳსსა. და დიდი სიძულილი და მტერობაჲ აქუნდა ქრისტეანეთა მიმართ და
არა ხედვიდა სხუასა შჯულსა შჯულად, თჳნიერ თავისასა; ზედა მტკიცე იყო, და
იცოდა მან ვარსკულავთა რიცხუვაჲცა და უმჯობჱს იყო იგი ყოველთა კაცთა სახითა
და საქმითა და გონიერებითა.

და მიდრიკა გონებაჲ ამირა მომლისაჲ დიდითა მით სიფცხლითა და სიბრძნითა
მისითა. და რაჟამს ითხოვის მისგან საჴმარი მეფეთაჲ, ყოველივე პოჲს მის
თანა. და დიდისა მისთჳს მტერობისა შეასმენდა იგი ქრისტიანეთა ამირა მუმლისა
თანა და მოაძულნა იგინი, ხოლო ამირა მომლმან გარდაადგინნა ქრისტეანენი
მწიგნობრობისაგან და ფარაშობისა და ყოვლისა მსახურებისა მისისაგან. და
ეგრჱთვე ყოველსა საბრძანებელსა შინა მისსა მოიძულნა ქრისტეანენი ამირა
მომლმან ფრიადისა მის შესმენისა მისისაგან.

ესმა ანბავი ესე ამბა იოვანეს, მწყემსსა მას კეთილსა, ქრისტჱს მიერ გამორჩეულსა
სამწყსოჲსა მისისათჳს ქალაქსა შინა ურჰაისასა, რომელი-იგი მისცა ქრისტემან
ჴელთა მისთა. მაშინ შეწუხნა იგი მწუხარებითა დიდითა და ეტყოდა თავსა
თჳსსა ესრჱთ: უკუეთუ სიმრავლეთაგან ცოდვათა ჩემთაჲსა. ღირს ვიქმნენით
ამას ყუედრებასა სამხილებელად ჩუენდა ამის კაცისაგან ჰურიაჲსა კაცისმკლველისა,
რომელმან დასთხივნა სისხლნი წინაწარმეტყუელთანი, რომელი-ესე ნაშობი
არს წყევისაჲ, მოძულჱ ერისა მადიდებელისა შენისაჲ? შვილნი ნათლისღებისა
ემბაზისა შენისანი, თაყუანისსაცემელნი სულისა შენისა წმიდისანი, განწმედილნი
მადლითა შენითა, მორწმუნენი წმიდისა აღგომისა შენისანი, მორჩილნი და სარწმუნონი
წმიდისა სახარებისა შენისანი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ადიდებენ
სახელსა შენსა წმიდასა. აწ, უფალო ღმერთო ჩუენო იესუ ქრისტე. ნუ ცოდვათა
ჩუენთათჳს დამამდაბლებ ჩუენ საკიცხელად და საყუედრელად წარმართთა
მოძულეთა ჩუენთა სახელისა წმიდისა შენისათჳს, რამეთუ შენ, უფალსა ჩუენსა,
ვერ მიგეწევის. და უკუეთუ მჴდომი ესე ცოდვათა ჩუენთათჳს უფლებულ არს
ჩუენ ზედა ურჩებითა, რომელ შეგცოდეთ და განგიდეგით შენ, და ნუცა
ამისთჳს მაყუედრებენ ჩუენ წარმართნი გარეშენი შჯულისა შენისაგან წმიდისა
სახელისა შენისა. ხოლო მე, მონაჲ ესე შენი, რომელი ვდგა წინაშე შენსა, სახელსა
შენსა ვფუცავ, ვითარმედ შევიდე წმიდასა ტაძარსა შენსა და არა გამოვიდე მისგან
ყოვლადვე, ანუ მოვკუდე, ანუ შემეწიო მე და მომმადლო ჴელმწიფებაჲ
ძლევად ჰურიასა მას ზედა და განვაქიქო იგი და არა ვჭამო საზრდელისაგანი ყოვლადვე,
გარნა ზე ვდგე შენ წინაშე თაყუანისცემით ადგილსა სიწმიდისა შენისასა,
რომელსა შინა არს ხატი შენი, უფალო ღმერთთო ჩემო იესუ ქრისტე, რომელი-იგი
ჴელითა შენითა წარმოეცა ავგაროს მეფისა სიმტკიცედ სარწმუნოებისა მისისა
და კეთილისა გონებისა მისისათჳს.

და უბრძანა წმიდამან ამბა იოვანე წმიდათა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა არა განაღონ
კარი ეკლესიისაჲ მის ზედა, ვიდრე აღსრულებადმდე ოთხმეოცთა დღეთა,
და უბრძანა მათ მარხვაჲ და ლოცვაჲ დაუცხრომელად, და ყოველსა სამწყსოსა
ღმრთისა ქალაქისა წმიდისასა. და ვითარცა შევიდა საჭურჭლესა ღმრთისასა
წმიდასა მას, რომელსა შინა არს ხატი მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელ
არს ღმერთი, ბრწყინვალებაჲ ღმრთისა მამისა დაუსაბამოჲსაჲ, და დაადგრა
მას შინა მარხვით და ლოცვით, გლოვით და მწუხარებით წინაშე ღმრთისა. და
ვითარ იყოღა დღჱ იგი მეშჳდჱ, აღივსო ადგილი იგი წმიდაჲ, რომელსა
შინა რყო წმიდაჲ ამბა იოვანე მდგომარჱ, ნათლითა დიდითა, ბრწყინვალითა ფრიად.
და ჴმაჲ, რომელი ეტყოდა საკურთხევლით გამო: იოვანე! იოვანე! მე ვარ გაბრიელ,
ანგელოზი ღმრთისაჲ, მახარებელი, რომელი მომავლინა მე უფალმან
შენდა ხარებად, რამეთუ ლოცვაჲ შენი აღიწია, ვითარცა საკუმეველი სულნელი,
წინაშე მისა. რამეთუ, რომელ-იგი მოგიჴდა გულსა შენსა, იხილა და გპოვა წმიდა
და უბიწო და განაბრწყინა გული შენი წინაშე მისა, ვითარცა ნათელი მზისაჲ.
და უწყის ღმერთმან შური იგი შენი, რომელი გაქუს ერისათჳს რჩეულისა. და
უფალი გეტყჳს შენ: მე მოვავლინო შენ ზედა სული ჩემი წმიდაჲ, ვითარცა-იგი
მოუვლინე მოწაფეთა ზედა ქორსა მას საჲდუმლოჲსასა სიონს შინა, რომელ-იგი
არს სული წმიდაჲ, მოგცე შენ ძალი ძლევად ჰურიასა მას შურისგებად და
ვადიდო სახელი შენი ყოველთა ქრისტეანეთა შოვრის, და რომელ-იგი განაცხადენ
კეთილნი საქმენი შენნი, ამისთჳს განვამტკიცო სარწმუნოებაჲ შენი.

მაშინ ჰმადლობდა წმიდაჲ იოვანე ღმერთსა და განიხარა სიხარულითა დიდითა.
მერმე ეზიარა ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱსსა და აღვიდა საყოფლად თჳსა და
დაჯდა და წარავლინნა და შემოჲკრიბნა მორწმუნენი ქრისტესნი ქალაქად ურაჰაისა
და ახარა მათ, რაჲცა-იგი იყო და ვითარ-იგი ახარა მას ანგელოზმან, და ეტყოდა,
და რაჲ-იგი აღუთქუა მას უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ძემან ღმრთისამან,
მხოლოდშობილმან ცხოველმან. მაშინ განიხარეს სიხარულითა დიდითა
და მხიარულ იქმნნეს და თქუეს: ნეტარ არს ჩუენდა, ვინაჲთგან შეგჳწყალნა
ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტებან, ძემან ღმრთისამან. იგი
შეგეწიოს შენ, წმიდაო მამაო, და მოგცეს ძლევაჲ მტერთა შენთა ზედა. მერმე
წმიდამან იოვანე წარავლინა მოწოდებად ეპისკოპოსთა მისთა, რომელნი იყვნეს
ჴელმწიფებასა ქუეშე მისსა და რომელნი იყვნეს მახლობელად მისა. და შემოკრბეს
მისა და აღდგეს და ყვეს ლოცვაჲ.
ხოლო წმიდაჲ ამბა იოვანე გაჯდა საჴედარსა თჳსსა და ყოველნი ეპისკოპოსნი
მისნი მის თანა, და წარემართნეს ამირა მომლისა რაკად, ვინაჲცა-იგი იყოფოდა
ამირა მომლი. და ვითარცა მიეახლნეს ქალაქსა მას რაკაჲსასა, იხილა ამირა მომლმან
ძილსა შინა ცეცხლი, მოტყინარჱ სახლსა შინა მისსა, აღგზებული, და ჴმაჲ,
რომელი ეტყოდა ძილსა შინა თჳსსა: აჰა ესერა მოწაფჱ ქრისტჱსი მოვალს შენდა.
აწ იხილე, ვითარ-იგი შეემთხჳო მას, და დიდითა დიდებითა პატივ-ეც
შემთხუევასა მისსა, ყოვლითა ძალითა შენითა და პატივითა მიეგებე მას,
რამეთუ იდიდოს უფლებაჲ და ჴელმწიფებაჲ შენი. და ჰრქუა მას ჴმამან მან: და
უკუეთუ არა ჰყო ესე, დაჰჴსნდეს და განქარდეს ძალი და მეფობაჲ შენი, და მოაკლდეს
დღეთა შენთა, დაილივნენ ჟამნი შენნი, და აუფლე იგი ჰურიასა მას ზედა,
ხოლო ჰურიაჲ განაყენე მსხჳლისა მის ზრახვისა მისისაგან, ბოროტოსა სიტყჳს-გებისა
მისისაგან და ნუ უტეობ მძლავრობად წინაშე შენსა და ნუცა მიუშუებ
სიტყჳს-გებად მოწაფისა ქრისტჱს მიმართ, არამედ სიტყჳთა კეთილითა იტყოდის
წინაშე გონიერთა და მეცნიერთა და სწავლულთა. აჰა ესერა გრქუა შენ წინაჲსწარვე
და უწყებულ იყავ, რამეთუ მისცა ღმერთმან ჴელმწიფებაჲ მოწაფესა
ქრისტჱსსა ამბა იოვანეს: თუ უნდეს, მოაკუდინოს ჰურიაი, და თუ უნდეს, აცხოვნოს.
მაშინ განიღჳძა ამირა მომლმან ძილისაგან თჳსისა და თქუა გულსა შინა
თჳსსა: რაჲ-მე არს საქმჱ ესე საკჳრველი, რომელი-ესე ვიხილე?

ბრძანა მაშინ ამირა მომლმან დაცემაჲ საყჳრისა და დაფისაჲ და აჯდა იგი.
და ყოველნი ლაშქარნი მის თანა ასხდეს, და განვიდა შემთხუევად წმიდისა ამბა
იოვანე კათალიკოზისა. და არავინ იცოდა საქმჱ ესე, რომელი იხილა ძილსა შინა
თჳსსა, თჳნიერ გულსა თჳსსა ზრახვიდა. და სლვასა ოდენ მისსა შინა აჰა ესერა
გამოჩნდა ამბა იოვანე და ეპისკოპოსნი მისნი მის თანა მთასა მას ზედა მომავალნი,
რომელი დახედავს ქალაქსა ზედა რაკაჲსასა. და ეუწყა წმიდასა ამბა იოვანეს
სულისა წმიდისა მიერ, ვითარმედ ამირა მომლი გამოსრულ არს შემთხუევად
მისა, და უთხრა ეპისკოპოსთა იგი და ახარებდა მათ და ყოველთა, რავდენნი იყვნეს
მის თანა ქრისტეანენი მტკიცენი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა. ხოლო ამირა
მომლმან თქუა, ვითარმედ: ვიხილე იოვანეს ზედა და გუნდსა ზედა, რომელნი-იგი
ამჴედრებულნი მოვიდოდეს მის თანა, ღრუბელი ნათლისაჲ ზედა აგრილობდა
მათ, ხოლო პირნი მათნი ბრწყინვიდეს, ვითარცა მზჱ, და წინა მათსა სული
სულნელი უვიდოდა, ვითარცა მუშკისაჲ, რამეთუ ეგევითარი სული არავის
უყნოსიეს, ვინაჲთგან სოფელი ესე ყოფილ არს, მას შინა. განკჳრვებულ იქმნა
ამირა მომლი მისგან დიდ ფრიად, იგი და ყოველნი, რავდენნი იყვნეს მის თანა.
ხოლო ამბა იოვანე გარდაჰჴდა საჴედარისა თჳსისაგან და წარემართა ქუჱთ მოგებებად
ამირა მომლისა.

და ვითარცა იხილა ამირა მომლმან მომავალო შემთხუევად მისა ქუჱთ იგი
და ეპისკოპოსნი მისნი მის თანა, შეძრა ამირა მომლმან ცხენი თჳსი მოსწრაფედ
შემთხუევად ამბა იოვანჱსა. მაშინ მოიკითხა ამბა იოვანე ამირა მომლი და
მოიღო მანცა ამირა მომლისაგან დიდითა პატივითა მოკითხვაჲ კეთილად. და
ჰრქუა ამირა მომლმან იოვანეს: ბრძანებულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ წინა-მიგებვაჲ
და პატივი შენი და დიდებაჲ. და უმრავლჱსი შენი პატივი დგას ჩემ თანა,
და ითხოვე ჩემგან ყოველი, რაჲცა გნებავს საქმჱ შენი. მაშინ ჰრქუა იოვანე ამირა
მომლსა: აკურთხენინ ღმერთმან დღენი შენნი და ნაყოფიერ ყავნ დავლაჲ შენი
და განგიგრძელენ მზჱ შენი და დაამტკიცენ მეფობაჲ შენი. მაშინ ბრძანა ამირა
მომლმან გარდაყვანებაჲ ამბა იოვანჱსი და მისთანათაჲ მათ და მოცემად საჴმრისა
მათისაჲ ფართოებოთ ფრიად. და ეგრჱთ უყვეს მათ, ვითარცა ბრძანა.
ხოლო ჰურიასა ვითარცა ესმა საქმჱ ესე — მიგებებაჲ და შეწყნარებაჲ პატივით
იოვანჱსი ამორა მომლისაჲ, და დიდებაჲ მისი და აღთქუმაჲ მოქმნად ყოვლისა
საჴმრისა მისისაჲ, — მწუსარე იქმნა მწუხარებითა ძლიერითა. მერმე თქუა გულსა
შინა თჳსსა: ვაჲ მე, ვინ არს იგი, რომელმან მიიდრიკა გული ამირა მომლისაჲ
სიყუარულსა ქრისტეანობისა მიმართ?

უკჳრდა მისთჳს ჰურიასა დიდად და დაწვა მას ღამესა შეურვებული ფიცხლად
ზრუნვასა შინა ურვით. და ვითარცა იყო ჟამი განთიადისაჲ, ქათმისა ყივილსა
ოდენ, იხილა. ვითარმედ ცაჲ განხმული და გჳრგჳნი ნათლისაჲ გარდამოსრული
ზეცით და ჴმაჲ, რომელი ეტყოდა მას: ესე გჳრგჳნი ფინეზისი არს ქრისტეანისაჲ,
რომელსა მოაქცევს ღმერთი ცთომისაგან ჭეშმარიტებასა, და აქუნდეს მეცნიერებაჲ
წმიდისა სახარებისაჲ და ჰრწმენეს მოსლვაჲ ღმრთისაჲ იესუ ქრისტჱსი.
ესე იყოს იოვანჱს მიერ მწყემსისა კეთილისა, რომელ არს ქალაქსა ურჰაისასა
ზედა მთავარ. თქუა ჰურიამან გულსა თჳსსა: ჭეშმარიტად არა შევიწყნარო თჳნიერ
“დაბადებისა” და არცა ურწმუნო ვიქმნე შჯულსა მოსჱსსა საცნაურსა, და
რომელი-იგი გარდამოავლინა ღმერთმან ჴელითა მისითა — ხუთნი ესე წიგნნი და
მარხვაჲ შაბათისაჲ, და არცა მოვიგო სხუაჲ, გარნა ოცდაოთხნი წინაწარმეტყუელნი
ჭეშმარიტნი. აღვიარებ მათ, რომელთათჳს წამა ღმერთმან, ვითარმედ
წინაწარმეტყუელნი მისნი არიან იგინი და მოვლინებულნი მისმიერნი.

და ვითარცა იყო ხვალისა დღე, შემდგომად მეორისა ჟამისა დღისაჲ მის,
წარავლინა ამირა მომლმან მოყვანებად ფინეზ ჰურიისა და ამბა იოვანჱსთჳსცა
და მისთანათაჲცა, რაჲთა იხილოს, თუ რაჲ იყოს შოვრის მაცისა. მაშინ შეკრბეს
ამირა მომლისა წინაშე, და უბრძანა მათ ზრახვაჲ ურთიერთას სიტყჳთა ტკბილითა
და სიბრძნისაჲთა შუენიერად. ხოლო ჰურიამან მოიკითხა ამბა იოვანე ამბორის-ყოფითა.
ეგრევე იოვანეცა მოიკითხა ჰურიაჲ შუენიერითა მოკითხვითა. ჰრქუა
მას წმიდამან ამბა იოვანე: შე-მცა-გუეწევის ღმერთი ჩუენ და შენცა მისლვად
გზასა მას შინა ცხორებისასა და სასუფეველსა ცათასა, წარუვალსა სუფევასა
მისსა. ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან: მე მრწამს `დაბადებაჲ’ მოსჱსი. ჰრქუა მას
წმიდამან იოვანე: შენ გრწამს, ჰურიაო, ვითარცა გნებავს, და არა ვითარცა ჰნებავს
ღმერთსა. ჰრქუა ჰურიამან მან: და მე კუალად მრწამს სარწმუნოებაჲ
ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთაჲ. ჰრქუა მას ამბა იოვანე: უკუეთუმცა გრწმენა
სარწმუნოებაჲ ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთაჲ, უწყოდემცა, ვითარმედ ქრისტე
მოსრულ არს. ვითარცა-იგი წამეს ოცდაოთხთა წინაწარმეტყუელთა, რამეთუ
უვარ-ჰყოფ, უშჯულოებ და ურჩ ხარ, რომელი წიგნთა შინა წერილ არს, და შენ
არა უწყი, რასა-იგი იტყჳ, არცა რომელსა-იგი იკითხავ, რამეთუ სული წმიდაჲ
არა მოსრულ არს შენ ზედა და არა დამკჳდრებულ არს შენ შოვრის, რაჲთამცა
იცოდე თარგმნებაჲ სიტყუათა ღმრთისათაჲ და განმარტებაჲ მათი სიტყუათა
წინაწარმეტყუელთაჲ და თარგმანებაჲ მათი მოსლვისათჳს ქრისტჱსისა,
ვითარმედ მოსრულ არს, და დამტკიცებაჲ მათი მისთჳს, ვითარმედ ღმერთი არს
იგი მათი.

ჰრქუა მას ჰურიამან: ქრისტე მოსრულ არსა? ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე:
ჰე, მოსრულ არს ქრისტე, და აღსრულებულ არიან წინაწარმეტყუილებანი
შენ ზედა. ჰრქუა მას ჰურიამან: გკითხავ რასმე. ჰრქუა მას ამბა იოვანე: მკითხე,
რაჲცა გნებავს. ჰრქუა მას ჰურიამან: იპოოსა, ვითარმედ მამაჲ და ძჱ და სული
წმიდაჲ ერთი ღმერთი და ერთი ბუნებაჲ არს, ვითარცა-იგი სახელ-სდებ და იტყჳ?
ჰრქუა მას ამბა იოვანე: გნებავსა, რაჲთა გიჩუენო შენ იგი და გულისხმა-გიყო
იგი გონებისაგან და წიგნთაგან? ჰრქუა მას ჰურიამან, რამეთუ: კეთილი გეყოს
ჩემ თანა. ჰრქუა მას წმიდამან ამბა იოვანე: არა უწყია, რამეთუ ღმერთმან თქუა
“დაბადებასა” შინა, ვითარმედ: ვქმნეთ კაცი მსგავსად და ხატად ჩუენდა? ჰრქუა
ჰურიამან: ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ესრჱთ თქუა ღმერთმან. ჰრქუა მას
იოვანე: მაშა რაჲ არს კაცისა თანა მსგავსებაჲ ღმრთისაჲ: წუერნი, რომელ დაიგლიხებიან
და დაჰვალს, ანუ ფერჴნი, რომელ იქნევიან, ჴელნი, გინა შეცვალებაჲ
მისი ჟამითი-ჟამად სხუად და სხუად საქმედ და სახედ? ჰრქუა მას ჰურიამან:
არა, ნუ იყოფინ! გარნა მრქუა მე შენვე, ამბა იოვანე: რაჲ არს კაცისა თანა მსგავსებაჲ
ღმრთისაჲ?

ჰრქუა მას იოვანე: მსგავსი არს ღმრთისაჲ გონებაჲ ესე, რომელი განაგებს
ფარულად და უხილავად, რამეთუ არავინ იცის, თუ რაჲ არს გულსა მოყუსისა
თჳსისასა, ვიდრემდის არა იშვეს სიტყუაჲ მისგან, რამეთუ სიტყუაჲ მისი თარგმნებს,
რაჲცა იყოს გონებასა შინა განგებაჲ საჲდუმლოჲსა მისისაჲ. და არა სრულ
იქმნეს გონებაჲ, გარნა სიტყჳთა მით, რომელი შობილ არს გონებისაგან, რამეთუ
იგი გამოაცხადებს, რაჲცა იყოს მას შინა კეთილი გინა ბოროტი, და იყნოსებს კუალად
სულითა და ცხოვნდების. ესე სამნი არიან სიმტკიცენი კაცებისანი. უკუეთუ
ესენი განქარდენ, განქარდეს ცხორებაჲცა მისი. ხოლო ღმერთი, რომლისა არა
არს დასასრულ, და არცა გონებაჲ მიითხრობების, და არცა სული იცნობების, თუ
რაჲ არს იგი. და ოდეს შვის გონებამან, გითხრას სიტყუამან, თუ რაჲ-იგი არს გონებაჲ,
და სულითა ცხონდების და იყნოსს, რომელ არს ღმერთი. სიტყჳთა თჳსითა
იყო ყოველივე, და თჳნიერ მისა არარაჲ იყო. და სულითა წმიდითა წინაწარმეტყუელებდეს
წინაწარმეტყუელნი და მით წინაჲსწარ მოწევნადთა მიუთხრობდეს
ყოფადმდე. ესე არს მამაჲ და ძეჲ და სული წმიდაჲ, ღმერთი, რომელ არს ძჱ
მისი, სიტყუაჲ თჳსი. და არცა იგი თჳნიერ ძისა და სულისა წმიდისა მისისა. უწინარჱს
დასაბამისა — ერთი ღმერთი, რომელსა არა აქუს აღსასრული.

მაშინ განკჳრდეს ყოველნი მსხდომარენი მიგებისა მისთჳს პასუხისა. ვითარმედ
ღმერთმან წამა და თქუა: კაცი მსგავსი და ხატი მისი არს არა თუ სიჴშოჲთა
ამით სიზრქოჲსა სიმძიმისაჲთა, არამედ გონებითა უჩინოჲთა, რომელი
განაგებს ფარულად სიტყჳთა, რომელი-იგი შობილ არს მისგან გონებისაგან.
რომელ მის მიერ სრულ იქმნების. ყოველივე, თჳნიერ მისა, არარაჲ იყო, და სულითა
წმიდითა, რომელი ღმრთისაგან გამოვალს და რომელ-იგი გონებითა და
სიტყჳთა განუყოფელად, რომლისა მიერ აუწყებდეს წმიდანი წინაწარმეტყუელნი
მოწევნადსა ვიდრე ყოფადმდე. ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, რომლისათჳს
წამა `დაბადებამან’. დასაბამსა ესრჱთ თქუა ღმერთმან, ვითარმედ: დასაბამად
ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ. და ყოველივე იქმნა. და ზედა წყალთა ბნელი იყო, და სული
ღმრთისაჲ იქცეოდა წყალთა ზედა. აჰა ესერა ღმერთი და სული მისი იქცევის
წყალთა ზედა. და სიტყჳთა თჳსითა დაჰბადა ცაჲ და ქუეყანაჲ და თქუა: იყავნ ნათელი.
ესე არს ღმერთი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ სიტყჳთა და სულითა მისითა,
რომლისათჳს წამებს `დაბადებაჲ’, და სული მისი იქცევის წყალთა ზედა. და
სიტყჳთა მისითა დაჰბადი ხილული და უხილავი. ჰრქუა მას ჰურიამან: მოგიღებიეს
წამებაჲ “დაბადებისაგან”. ნუუკუე იპოოსა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი,
დაგიმტკიცოს ამას ზედა? ჰრქუა წმიდამან იოვანე: ჰე, გულითადი ღმრთისაჲ
დავით ქადაგებს სულითა წმიდითა და იტყჳს: სიტყჳთა ღმრთისაჲთა ცანი დაემტკიცნეს
და სულითა პირისა მისისაჲთა ყოველი ძალი მათი. ესე არს ღმერთი — მამაჲ
და ძჱ და სული წმიდაჲ, რომელსა ადვიარებთ და გურწამს. ჰრქუა მას ჰურიამან:
არა აქუს მოსეს ამას შინა ზიარება.

ჰრქუა მას იოვანე: და ვისა თქუმულ არს მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ,
გარ ნა მოსჱსა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი?
თითოეულისა მათისათჳს თქუა: მე ვარ ღმერთი თჳსისაგან თჳს-თჳსად.
და ვითარ არა თქუა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისი და ისაკისი და იაკობისი.
როა შეკრიბამცა სიტყჳთა ამით ერთად და არა თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი
კიდე და ღმერთი ისაკისი კიდე და ღმერთი იაკობისი კიდე განყოფილად. არამედ
ამისთჳს თქუა ესე, რაჲთა გამოაცხადოს სამებაჲ, ესე იგი არს: ღმერთი და სიტყუაჲ
და სული მისი. და ჩუენ გურწამს ესე თქუმისაებრ ჩუენისა: ნათელი ნათლისაგან,
ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილი და არა ქმნული. და
ვითარცა მშობელი გონებაჲ სიტყჳსაჲ, რომელ მის მიერ სრულ იქმნების ყოველივე.
ჰრქუა მას ჰურიამან ფინეზ: მითხარღა, ბუნებანიცა ერთ არიანა, ვითარმედ
მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, სამი ღმერთი და ერთი? ჰრქუა მას იოვანე: მი-ღა-ხედენ
მზესა ამას, ვითარ-იგი იშვების მისგან ნათელი და შეიმოსებს ქუეყანისაგან
ნათელი იგი გუამსა, და ვითარ-იგი გამოვალს მისგან მცხინვარებაჲ, და აღივსების
ყოველი სოფელი ნათლითა, რამეთუ მზჱ და მცხინვარებაჲ და მზისთუალი ერთ
არს იგი. ესრჱთვე ღმერთი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ, ერთი ღმერთი არს და
ერთი ბუნებაჲ, ერთი განუყოფელად.

მაშინ ჰრქუა ამირა მომლმან ჰურიასა: ვაჲლაქ ფინეზ, რად ემტერები ქრისტეან\ობასა?
მე ვითარ ვხედავ, წინაწარმეტყუელნი მათ ეწამებიან, და
ეგრჱთვე “დაბადებაჲ” დაამტკიცებს სიტყუათა და თქუმულთა მათთა. და დავითს
წინაწარმეტყუელსაცა ჰრწამს სარწმუნოებაჲ მათი, და გონებაჲცა მეწამების,
ვითარმედ კაცი სამი არს: გონებაჲ ფარული, უჩინოჲ, და სიტყუაჲ შობილი გონებისაგან
მსგავსად განგებულებისა, და სულითა იყნოსებს კაცი და ცხონდების,
ესე სამნი კაცებისაგან. რაჟამს ერთი ამათგანი განქარდეს, სამთა ამათგანი კაცისაგან
ჴორციელისა, მოკუდეს და განქარდეს. და ამათ სამთა შოვრის, ვითარცა თქუა,
არარაჲ არს მას შინა რაჲმე სახჱ მიმსგავსებული ერთიერთსა, რადეთუ არცა გონებაჲ
მსგავსი არს სიტყჳსაჲ და არცა სიტყუაჲ მსგავსი არს სულისაჲ და არცა სული
მსგავსი არს გონებისაჲ. და არიან იგინი ერთ ბუნებითა და გამოცხადებულ არს
აწ, ვითარმედ სამებაჲ ერთ არს და ერთი სამი არს განუყოფელად და
განუშორებელად ურთიერთას. და არცა ნებაჲ მათი განყოფილ და არცა განზრახვაჲ
მათი განწვალებით ერთიერთისაგან, გარნა ერთბუნება არს. და რაჲღამცა იყო
უნათლჱს ამისა და უსარწმუნოეს ამისა, ოდესღა საქმენი შეეწეოდიან და ეწამებოდიან!
და ჩუენცა თუალითა ვხედავთ ჭეშმარიტად, ვითარმედ ერთი ესე სამი
არს და სამი ერთ არს. ესე არს კაცი. და კუალად-ვიქცეთ აწ თქუმულსა მას ღმრთისასა,
მსგავსებაჲ კაცისაჲ მისა, რომელსა იტყჳს: ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად
ჩუენდა. მაშა არა ვხედავა, რამეთუ მსგავსებაჲ კაცისაჲ მისა ესე სამნი არიან,
რომელ-ესე არიან კაცსა შოვრის: გონებისაგან უჩინოჲსა, და სიტყუაჲ შობილი
მისგან, და სული, რომლისაგან იყნოსებს კაცი და ცხოვნდების.

თქუა ჰურიამან. განცხადებულ არს ჭეშმარიტებაჲ ყოველი და გამოცხადნეს.
ხოლო აწ წიგნნი მისნი მსგავსნივე სარწმუნოებისა მისისა არიან. ჰრქუა მას
წმიდამან იოვანე: დამტკიცებულ არს ჭეშმარიტებაჲ და ცხად არს, და განქარდეს
სიცრუვჱ, და გამოცხადნეს ჭეშმარიტებაჲ წიგნისა ღმრთისაჲ, წმიდისა სახარებისაჲ
სიმართლჱ, არა განქარდეს ერთიცა ასოჲ მისგანი. ჰრქუა მას ჰურიამან:
არა თქუაა სახარებასა შინა, ვითარმედ: სახელითა ჩემითა განასხმიდეთ ეშმაკთა?
ჰრქუა იოვანე: ჰე, მართალსა იტყჳ, ესრჱთ თქუა ღმერთმან, და თქუმული მისი
ჭეშმარიტ არს სახარებასა შინა მისსა წმიდასა. ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან: მაშა
არს ჩუენ თანა კაცი ძეთა ჰეშუმისთაგანი და იგი ჭამს ჴორცთა თჳსთა. უკუეთუ
შენ განჰკურნო იგი, დიდი სასწაული გექმნას. ჰრქუა მას ამბა იოვანე: მოიყვანე
იგი აწვე. მაშინ ბრძანა ამირა მომლმან მოყვანებაჲ მისი. და იყო ეგრჱთ, რამეთუ
დაბმულ იყო სახლსა შინა ბორკილითა და ჴელბორკილებითა. და ვითარცა მოიყვანეს
ცოფი იგი, და შემოვიდა შოვრის მსხდომარეთა მათ, იწყო ყივილად. ესრჱთ
იტყოდა: რაჲ არს ჩუენი და შენი, მოწაფეო ქრისტესო? და ჩუენ მრავალნი ვართ
კაცისა ამის თანა. ვიდრე განგუასხამ და განგჳყვანებ ჩუენ?

ჰრქუა მას წმიდამან იოვანე, მოწაფემან ქრისტჱსმან, მითვე ჴმითა,
რომლითა შეჰრისხნა ქრისტე, უფალი ჩუენი, ლეგეონსა მას, სიმრავლესა მრავალსა,
რომელნი იყვნეს კაცისა მის შინა ქალაქისა თანა, რომელთა უბრძანა შესლვად
ღორთა. მაშინ სახელ-სდვა ქრისტესა და ჰრქუა: განვედით აწვე კაცისა ამისგან.
და მეყსეულად განვიდეს ეშმაკნი იგი- ხოლო იგინი ღაღადებდეს და ვაებდეს, რაჟამს
განჴადნა იგინი სადგურისა მათისაგან. და მეყსა შინა განიკურნა კაცი იგი, და
განკჳრვებამან დიდმან შეიპყრნა ყოველნი, რავდენთა იხილეს იგი, სახელისათჳს
ღმრთისა, რაჟამს დაემოჩილნეს მას ეშმაკნი და განვიდეს, რაჟამს ესმა მათ სახელი
იესუ ქრისტჱსი თანა მამით და სულით წმიდითურთ. მაშინ ჰრქუა ჰურიამან:
სხუანიცა თჳნიერად შრომისა თუალთა მაქცეველნი ჰყოფდეს ესევითარსა. გან.
რისხნა წმიდაჲ იოვანე მაშინ გულისწყრომითა ფიცხლად. მერმე თქუა: ჵ, ფინეზ,
უკუეთუმცა არა უწყოდე, ვითარმედ მოიქცევიო, აწმცა უბრძანე ეშმაკთა მათ
დამკჳდრებად შენთანა და წარწყმედაჲ შენი მეყსა შინა მიუკუნისამდე. და სიტყუასა
მას თანა იოვანჱსსა იხილნა ჰურიამან ფინეზ ეშმაკნი გარე-მოდგომილად მისა,
ვითარცა ნაბერწყალნი ცეცხლისანი.

მაშინ შეშინდა დიდად ჰურიაჲ და უტყუ იქმნა და მოეკუეთა ზრახვაჲ მისი
და მიყო ხელი თჳსი და მიიღო ქარტაჲ და. დაწერა: ჵ, ამბა იოვანე, რაჲსათჳს
განრისხენ ჩემ ზედა, რაჟამს მიხილე, რამეთუ გამოვეძიებ შენგან ზედა-მიწევნისათჳს,
რაჲთა, ოდეს განვიდე შჯულისა ჩემისაგან,რომელსა-ესე არა ეჭუეულ
ვარ მას შინა, და შევიდე მეორესა, სიტყუაჲ მაქუნდეს მიცემად კაცთა მიმართ
ამისთჳს? ხოლო ერი იგი, რომელნი სხდეს, შეშინდეს ძლიერად, რამეთუ
ესმოდა მათ ღაღადებაჲ იგი ეშმაკთაჲ. მაშინ დასწერა წმიდამან იოვანე სახჱ
ჯუარისაჲ ჰურიასა ზედა. მაშინღა მოიქცა და ზრახვიდა. ხოლო ამირა მომლი
განკჳრდა ამისთჳს და ყოველნი თანა-მსხდომარენი დიდად ფრიად. ჰრქუა ჰურიამან”:
ჵ, კაცო კურთხეულო,არა იტყჳსა სახარებასა შინა შენსა, ვითარმედ ქრისტემან
თქუა; წამალი სასიკუდინჱ სუათ დაღაცათუ, არაჲ გავნოს თქუენ? ჰრქუა მას
ამბა იოვანე: ჭეშმარიტსა იტყჳ, ესრჱთ თქუა ღმერთმან. ჭეშმარიტ არს იგი, რომელი
აღუთქუა ღმერთმან. ჰრქუა მას ჰურიამან: აჰა ესერა შემიქმნიეს საჭურჭლესა
შინა ამირა მომლისასა წამალი ნახევარჟამისაჲ და უმცრო მისა. გნებავსა,
რაჲთა მოგართუა მისგანი და სუა? ჰრქუა მას იოვანე: ჭეშმარიტად შევსუა იგი
უშიშად. და ბრძანა ამირა მომლმან, რაჲთა მოიღონ წამალი იგი, და გამოიცადოს
იგი.

მაშინ მოიღეს წამალი იგი მარწუხითა შეპყრობილი და დადვეს წინაშე ამირა
მომლისა. მაშინ თქუა ჰურიამან, რაჲთა მოჰგუაროს ძაღლი. და მოჰგუარეს. და
მიიღო წამალი ნახევარჟამოსაჲ და შთაუდვა პირსა ძაღლსა მას, და არა დაყოვნა,
არამედ მეყსეულად დასცჳვეს ჴორცნი მისნი ძუალთა მისთაგან. და ვითარცა
იხილეს მსხდომარეთა მათ, განიხარეს და თქუეს: ვესავთ ღმრთისაგან,
რაჲთა განვისუენოთ ამისგან, რომელსა-ესე უჯობნიეს ჰურიისადა. მაშინ ითხოვა
ჰურიამან ჭიქაჲ და შთაასხა მას შინა წამლისა მისგან, რომელი კმა-ეყო ერგასისსა
ძაღლსა, და ჰრქუა წმიდასა ამბა იოვანეს ჰურიამან: შესუ აწ ესე, რომელი ამას
ჭიქასა შინა არს, რაჲთა გამოჩნდეს ჭეშმარიტებაჲ სიცრუჲსაგან და ნათელო ბნელისაგან.
მაშინ მიყო ჴელი თჳსი წმიდამან იოვანე უურველად და უშიშად და აოღო
ჭიქაჲ იგი და უბრძანა ეპისკოპოსოოა თჳსთა, რაჲთა აღდგენ და ლოცვა-ყონ ზე-მდგომარეთა
მის თანა, რაათა ცნან ყოველთა, რავდენნი იყვნეს მუნ, სიმდიდრჱ
მადლისა ქრისტჱსისაჲ. მაშინ მოხედნა აღმოსავალით და აღიმაღლა ჴმაჲ თჳსი და
იტყოდა: შენ ხარ ღმერთი, ღმერთი ჩემი, მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ.
შენ ხარ, რომელმან აღმითქუ ჩუენ და სთქუ სახარებასა შინა წმიდასა შენსა, ვითარმედ:
უკუეთუ შესუათ წამალი სასიკუდინჱ, არაჲ გევნოს თქუენ. და აჰა მე
ესერა აღთქუმისა შენისათჳს ჩუენდა ესერა მინდობილ ვარ სიტყუასა შენსა და
სარწმუნოებითა ჩემითა შენდა მომართ, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო იესუ
ქრისტე, თანა მამისა შენისა და სულისა წმიდით შენითურთ შევსუამ წამალსა ამას.
და დაიდვა მეყსეულად პირსა თჳსსა და შესუა იგი. მაშინ მეყსეულად განათლდა
პირი მისი, ვითარცა მზჱ, და დაჯდა საჯდომსა ზედა თჳსსა უურველად მისგან,
რომელოცა-იგი იყო, და უბრძანა ეპისკოპოსთა თჳსთა, და დასხდეს. და დაეცა
განკჳრვებაჲ მას ჟამსა შინა დიდი ყოველთა ზედა, რავდენნი იყვნეს ადგილსა
მას.

და ვითარცა იხილა ამირა მომლმან ესრებახედ, ჰრქუა მას: ამბა იოვანე, არას
ჰპოება გულსა ზედა სიმძაფრესა მჴურვალებისასა? ჰრქუა მას იოვანე: უწინ მიჴურვიდა
გული და მწყუროდაცა, ხოლო რაჟამს შევსუ ესე, განმიქარდა და არღარა
მწყურის. ჰრქუა მას ამირა მომლმან: მიიღე სავარცხალი ესე და დაივარცხნე
წუერი შენი, რამეთუ გიჴმს იგი. და ვითარ იხილა ამირა მომლმან ესევითარი.
უკჳრდა ფრიად. მაშინ ჰრქუა მას ჰურიამან ფინეზ: არა წერილ არს სახარებასა
შინა, ვითარმედ: არა დავარდეს თმაჲცა ერთი თავისაგან თქუენისა და არცა წარწყმდეს?
ჰრქუა მას წმიდამან იოვანე: ჭეშმარიტად, მართალსა იტყჳ, ესრჱთ
თქუა ღმერთმან წმიდასა შინა სახარებასა თჳსსა,და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ მისი.
ჰრქუა მას ჰურიამან: მარქუ მე, რაჲთა აღმოგკუეთო ზოგი წუერისა შენისაგან და
შთავაგდო იგი ცეცხლსა შინა და ვიხილოთ, დაიწუეს იგი ანუ არა. ჰრქუა მას წმიდამან
იოვანე: სხუამან და არა შენ. მაშინ ითხოვა ჰურიამან საპარსველი და მოართუეს
იგი. და აღდგა ჰურიაჲ და მიჰმართა და შეეხო წუერთა ქრისტჱს მოწფისათა
და უნდა, რაჲთამცა მოჰკუეთა ზოგი წუერთა მისთაჲ. და მუნთქუესვე
შეჰჴდა ჴელი მისი დუქარდთა ზედა და დაშთა საპარსველი იგი ჴელსა შინა მისსა,
და ვერვინ შეუძლო გამოღებად ჴელისა მისისაგან, რამეთუ მუნთქუესვე განუჴმეს
ორნივე ჴელნი მისნი. მაშინ თქუა იოვანე: ჭეშმარიტ არს აღთქუმაჲ ღმრთისაჲ
სასუფეველისა მისისათჳს და აჰა ესერა გამოცხადებულ არს იგი.

ჰრქუა მას ფინეზ ჰურიამან. არა წერილ არსა სახარებასა შინა, ვითარმედ:
დასდებდეთ ჴელთა თქუენთა სნეულთა ზედა, და განიკურნენ? ჰრქუა მას ამბა
იოვანე: ჭეშმარიტად, ესრე თქუა ღმერთმან, და ჭეშმარ.იტ არს სიტყუაჲ მისი
წმიდასა შინა სახარებასა მისსა. ჰრქუა მას ფინეზ: აჰა ესერა ჴელნი ჩემნი განჴმელ
არიან, და თუ ინებო, რაჲთა განმკურნო მე, რამეთუ ვთქუ, რაჲთა სრულ იქმნეს
და გამოცხადდეს სიმართლჱ სიტყჳსაჲ ამის და სრულებაჲ საქმეთაჲ. ჰრქუა
მას წმიდამან ამბა იოვანე: შეჰგაის, რაჲთა დაადგრე ესრჱთ სამ დღე, რაჲთა
უწყოდი, თუ რასა იტყოდი. ჰრქუა მას ჰურიამან: უფალო ჩემო, ნუ მიტევებ
წარწყმედად, მე დღეს ქრისტეანე ვარი. მრწამს ქრისტე, და იგი არს უფალი ღმერთი
ჩემი. გარნა მნებავს, რაჲთა გამოვიწულილო შენგან ზედა-მიწევნად, რაჲთა
არარაჲ დარჩეს გულსა შინა ჩემსა იჭჳსაგანი ყოვლადვე. ჰრქუა მას ამირა მომლმან:
განკურნე, ამბა იოვანე, და თუ არა, თქუას, ვითარმედ ვერ შეუძლო
კურნებაჲ ჩეი. მაშინ განჰმარტა წმიდამან იოვანე ჴელი თჳსი და თქუა: ვითარცა-იგი
თქუა ქრისტემან, უფალმან ჩემმან და ღმერთმას ჩემმან, ჴელგანჴმელსა
მას, ეგრჱთვე მე გიტყჳ ნაწევართა მაგათ ჴორცთასა და სისხლთასა: კუალად-ეგენით
ადგილსავე თჳსსა მრთელად, ვითარცა პირველად იყვენით! და მუნთქუესვე
დაჰვარდა საპარველი იგი ჴელთა მისთაგან, და განიკურნა, ვითარცა პირველ
იყვნეს, მრთელად.

და ასული ამირა მუმლისაჲ მომკუდარ იყო უწინარჱს ორმეოცდაშჳდისა
დღისა. მაშინ მოეჴსენა ამირა მომლსა და ჰრქუა ინაჴით-მსხდომარეთა და სახლეულთა
თჳსთა: ვითარ მრავალ არს მწუხარებაჲ ჩემი ასულისა მის ჩემისათჳს. არა
მენახვა უშუენიერჱსი მისა და სიკეთისაებრი მისისა. ანუ-მე ამბა იოვანე შეუძლოს-მეა
აღდგინებად ნებითა უფლისა მისისაჲთა, ვითარცა-იგი იყო? ჰრქუეს მას:
ამირა მომლო. ნუ დაშურ ები მისთჳს. მაშინ არარაჲ მიუგო მათ ამირა მომლმან და
დადუმნა, ვიდრე განსლვამდე ყოვლისა მის ერისა, რომელნი-იგი სხდეს წინაშე
მისა. და ვითარცა აღდგეს და წარვიდეს, მაშინ ამირა მომლმან ჴელი უპყრა ამბაიოვანეს
და ფინეზს და შეიყვანნა იგინი ხილოანად, რომელ არს სამოთხჱ,
რომელსა შინა დამარხულ იყო ქალი იგი, და ჰრქუა იოვანეს: ესე საფლავი არის ქალისაჲ
მის. შე-მე-უძლოა აღდგინებად ჩუენთჳს? ჰრქუა მას ამბა იოვანე: ვათარცა-იგი
შემძლებელ იყო დაბადებად მისა. ეგრევე შემძლებელ არს აღდგინებად
ჩუენთჳს, და ბრძნა წმიდამან იოვანე, რაჲთა აღმოთხარონ მიწაჲ საფლავისაგან
და განაღონ საფლავი.

ხოლო წმიდამან იოვანე განიპყრნა ჴელნი თჳსნი ცად მიმართ და თქუა:
უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. იესუ ქრისტე, შენ ხარ ღმერთი, მამაჲ და ძჱ
და სული წმიდაჲ, შენ ხარ, რომელმან უწოდე ლაზარეს, შემდგომად ოთხისა
დღისა. დაფლულსა სამარესა შინა, და მეყსეულად აღდგა შეკრული მჩურითა.
ეგრჱთვე უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, ვითხოვ შენგან და გევედრები, რაჲთა
ცნან ამათ, ვითარმედ შენ ხარ დასაბამი და დაუსაბამოჲ, შეუცვალებელი, სამარადისოჲ,
შემძლებელი განცხოველებად, ვინაჲცა გინდეს, და მუაკუდინებ, ვითარცა
გნებავს. და თქუა კუალად წმიდამან იოვანე: სახელითა იესუ ქრისტჱს,
უფლისა და ღმრთისა ჩემისაჲთა აღდგეს ქალი ესე. და მეყსეულად აღდგა ქალი
იგი, ვითარცა პირველ იყო. და აღმოიყვანა სული მისი ჴელთაგან შიულისათა
და ვითარ-იგი მოიყვანეს ანგელოზთა და მიაქციეს სული მისი გუამსავე თჳსსა . და
ვითარ იხილა იოვანე ვედრებასა მისთჳს, მაშინ შეშინდა აჰრონ რაშიდი ამირა
მომლი ფრიად, შეიპყრა განკჳრვებამან დიდმან. მაშინ ბრძანა დაცადებაჲ მტერობაჲ
ბერძენთა თანა და ბრძანა გამოცხადებად შჯულისა და ყოველთა წესთა ქრისტეანეთაჲსა
და სიხარულსა მათსა და სამსაბურებელთა მათთა უშიშად და
უფარველად. და აღჰჴადა ქრისტეანეთაგან ყოველი ხარკი და ჭირი და წუნობაი, რამეთუ
ვერვინ იკადრებდა გამოცხადებად განსაცდელთა მათგან, რომელი შეემთხუეოდა
ქრისტეანეთა სისხლისა მისთჳს და წარწყმედისა კაცთაჲსა მათ ჟამთა შინა.
და ბრძანა აღშჱნებაჲ ეკლისიისაჲ ყოველსა საბრძანებელსა შინა მისსა. ხოლო
ამბა იოვანჱსთჳს ბრძანა ყოველივე, რაჲცა ინება, მიმადლებად მისა.

ხოლო წმიდამან იოვანე უპყრა ჴელი ფინეზს და წარიყვანა ქალაქად რაკაჲსა,
რომელსა ჰრქჳან ვასტი, და ნათელ-სცა ფინეზს სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა
და სულისა წმიდისაჲთა და მისცა მას საჲდუმლოჲ ქრისტჱსი, ჴორცი და სისხლი
მისი. და იხილეს ყოველთა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს მუნ, ფინეზ წყალსა შინა,
და ღელვაჲ იგი აღიწია ვიდრე თხემადმდე, და გამოისახა თავსა ზედა მისსა
სახჱ ჯუარისაჲ, და კუალად-ეგო წყალი ადგილადვე თჳსა, და დაადგრა ევფრატი,
ვითარცა ზღუდჱ ამართებული. ხოლო ნათელ-იღო ფინეზ აპრილსა შჳდსა, და
ნათელ-სცა ფინეზ სახლეულთა მისთა ყოვილთა. და იყო რიცხჳ ყოველთაჲ მათ,
რომელთა ნათელ-იღეს, ორას ოთხმეოცი სული. და სხუათაცა მრავალთა კაცთა
ნათელ-იღეს მას დღესა შინა ჴელითა მოწფისა ქრისტჱსითა, რომელთა რიცხჳ
არა იყო. და ჰრწმენა მათ წმიდაჲ სამებაჲ — მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ — და ერთი
ღმრთეებაჲ. და არა არს მისა გარეშე სხუაჲ, ვითარცა ესე გჳთქუამს წიგნსა ამას
შინა, რომლისა არს დიდებაჲ და მადლობაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითი
უკუნისამდე. ამენ.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *