წამებაჲ წმიდისა ლონგინოზ ასის-თავისაჲ

, ,

13829618822109და იყო დღეთა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთა ნეტარი ლონგინოზ განწესებულ
ასის-თავად. რომელ იგი მახლობელად თანადგა ჟამსა მას ჯუარცმისასა.
რომელნიცა იგი უგუმირა გუერდსა მას უფლისასა. და ვითარცა იხილა სასწაული იგი ჯუარსა
მას ზედა მზჱ დაბნელებული კლდენი განხეთქილნი ეზოჲ იგი განპებული
ჰრწმენა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ. და იცემდა მკერდსა თჳსსა და იტყოდა ჴმითა
მაღლითა ჭეშმარიტად კაცი ესე ძჱ ღმრთისაჲ არს. და შემდგომად მცირედთა
დღეთა დაუტევა ერის-კაცობაჲ თჳსი და შედგებოდა წესსა მოთმინებისასა ზრახვად
საქმეთა მათ ღმრთისათა და გულის-ხმა ჰყოფდა წმიდათა მათ-გან მოციქულთა
მორჩილებით ბრძანებათა ქრისტჱსთა ჭეშმარიტებით სწავლად გზათა მათ უფლისათა
განახლდა ბანითა მით ქრისტჱს-მიერითა ყოვლადვე თავი თჳსი შესწირა ღმრთისა.
ჰყოფდა მოწყალებასა და თავსა თჳსსა კეთილსა მსახურებასა შეაგდებდა და
მღჳძარედ ჴორცთა თჳსთა წურთიდა დამარჴვად. გონებისა თჳისისა ზეცისაჲსა
მიმართ განწესებად და ყოვლადვე ქრისტჱს-მიერი სიმჴნჱ და აღმკულ მოთმინებითა
განმხიარულებულ და უბიწო ჰასაკითა ყუდრო ხილვითა მორჩილ სმენითა
მდაბალ გონებითა უზრუნველ ჴორცთა-თჳს აღუძრველ სულითა. მივიდა გამირეთა
და შეადგინა თავი თჳსი სიმდაბლესა შრომასა მარტოდ-ყოფითა ოც და
რვა წელ ოდენ. და მრავალთა მოაქცევდა უღმრთოვებისა-გან და დააყუდნებდა
სამსახურებელთა მათ კერპთასა და მისთესვიდა კეთილისათა მათ ბრძანებათა
უფლისათა.
. და ესე ყოველი მიიწია სასმენელთა მეფისათა. უბრძანა მოყვანებაჲ მისი
და ვითარცა წარადგინეს. ოკტავიოს მსაჯულმან ჰრქუა რაჲ არს სახელი შენი. და მან
სრულითა გონებითა ღმრთისა-მიმართითა თქუა ქრისტეანე ვარ. რამეთუ ესე [არს] აღსაარებისაჲ
სახელი. ოკტავიოს ჰრქუა და წინანდელთა მათ რაჲ ირგეს სახელითა
მით. აწ მითხარ რაჲ არს სახელი შენი და წმიდამან მიუგო ლონგინოზ არს
სახელი ჩემი მსაჯულმან ჰრქუა რომლისა სოფლისაჲ ხარ შენ. ლონგინოზ
ჰრქუა ისავრთაჲთ ვარ მე. ოკტავიოს მსაჯულმან ჰრქუა მონაჲ ხარ ანუ აზნაური.
ლონგინოზ ჰრქუა მონაჲ ვიყავ პირველად ცოდვისაჲ და კაცთ-მოყუარემან
ქრისტემან-ღუწოლით თაყუანის-საცემელითა ჯუარითა და გუერდთა მათ
მეორითა მადლითა მეორედ განმათავისუფლა ჩუენ ერჯერ წყლითა. აწ სისხლითა
უკუეთუ აღვასრულო სრბაჲ ესე ასპარეზისა ამის წამებისაჲ.
. მსაჯულმან ჰრქუა რომლისა პატივისა-თჳს მოხუედ აქა შენი. ლონგინოზ
ჰრქუა მოქალაქჱ ვიყავ და განვეწესე ერის-კაცად ამის სოფლისა და განწესებულ
ვარ იესუ ქრისტჱსა. მსაჯულმან ჰრქუა ვინ განგიტევა შენ მოხარკოებისა-გან
ქალაქისა და ერის-კაცობისა მის-გან ვინ განგათავისუფლა შენ. ლონგინოზ ჰრქუა
ხარკისა მის-თჳს ქალაქისა ვევედრე დიდად ძმათა ჩემთა და მიუტევე მონაგები
ჩემი და განმიტევეს მე. და მომციან წლითი-წლად საჴმრად გლახაკთა-თჳს ას
ოდენ დრაჰკან. რომელ იგი მოვიღი და განუყვი გლახაკთა და აწ ვევედრები უფალსა
ჩემსა იესუ ქრისტესა. ჭეშმარიტსა ზეცისა მეუფესა. განჴსნად ჩემდა საკრველთა-გან
ამის სოფლისათა. და განრინებად ჩემდა ჴორციელებისა მის-გან ერის-კაცობისა
მომმადლა მე სულიერებისა იგი ცხოვრებაჲ. რაჲთა მშჳდობით ვიყო აქა და
იდიდოს სახელი მისი ჩემ ცოდვილსა ზედა. მსაჯულმან ჰრქუა უკუეთუ ეგრე
არს. აზნაურ და დიდად წარჩინებულ ვინმე კაცი ხარ შენ. ხოლო აწ დაემორჩილე
მეფესა და ჰმსახურე ღმერთთა. და გემოჲ იხილე ნაზორევისაჲ და შეუდეგ
წინანდელსა მასვე საქმესა კეთილსა და არა განილიო მცირედ-მცირედ ტანჯვითა.
ლონგინოზ ჰრქუა ვერვინ ორთა ჰმონოს რომელმან ურთი-ერთას
არა სათნოდ არიედ. რამეთუ ჩემ იგი ღმერთი სიმჴნისა და მშჳდობისაჲ. დათმენისა
და არა მოფასეობისაჲ და კაცთ-მოყუარებისაჲ. და სიმჴნისა საღმრთოჲთ კერძოჲსა
საქმისა წინამღუარ და მომცემელ არს კეთილისა. ხოლო შენნი ეგე
ღმერთნი მჴდომსა ზრახვენ. გულის-მთქუმელ ყოვლისა სიძვისა. ამბოხებისა აღმრღუეველ
ვეცხლის-მოყუარებისაჲ. სიფიცხლისაჲ ამპარტავანებისაჲ და ყოვლისა
სიმჴდისა მჴდომ არიან კერპთა მათ მანქანებანი აქ ვითარ შეუძლოთ აღსრულებად
და ზრახვად ღმრთისა ჩემისა.
. მსაჯულმან ჰრქუა აწ ვითარ ეგე შენ იტყჳ უკეთურო. ვითარცა იგი მჴდომ
არიან ურთი-ერთას ღმერთნი იგი ჩემნი. და ღმერთი იგი შენი ვითარმცა წარმართობაჲ
სარგებელ იყო მეუფეთა და მსაჯულთა რამეთუ აღმაღლებულ არიან დიდებითა
და განმრავლებულ. ხოლო ქრისტეანობაჲ დაცემულ არს და მოკლებულ და უპატივო.
ლონგინოზ ჰრქუა ჰხედავა რამეთუ წარმართობაჲ მჴდომ არს ქრისტეანობისაჲ
მოთმინებისა დამაყენებელ მღჳძარებისა მავნებელ ღმრთის-მსახურებისა დამაყდუნებელ
სარწმუნოვებისა განმაუცხოებელ სიმჴნისა დამჴსნელ გონებისა დამაბნელებელ
თუალთა დამწუხველ ყოვლისა მეცნიერებისა და კეთილისა საქმისა აღმაოჴრებელ
ქალწულებისა დამჴსნელ ნაყროვნებისა თანამოდგამ უპოვრებისა
განმატებელ ვეცხლის-მოყუარებისა გულის-მთქუმელ სიმდაბლისა განმაშოვრებელ
ამპარტავანებისა წინამძღუარ სიწმიდისა შემაგინებელ ცდომილებისა ზრახვათა
საყოფელ ბრძოლისა აღმადგინებელ არა ღირსი სიტყჳსა და არცა წესიერებისა
ზრახვათა განაკრძალებსა კაცსა არამედ ყოვლადვე სიბორგილად უგუნურებისად
გარდაიქცის ხოლო აწ ჰბრძანო თუ. გითხრა ქრისტეანობისაცა იგი. ოკტავიოს მსაჯულმან
ჰრქუა მრავლის სიბრძის-მოყუარებითა შენითა არა უმრავლჱსთა სიტყუათა
იტყჳ არამედ წარდეგი და ჰმსახურე ღმერთთა მათ. და გემოჲ იხილე ჴორცისა
მის-გან და უბრალო იყო შენ ღმრთისა შენისა-გან უკუეთუ არა მძლავრებითა
მეფეთაჲთა ჰყო შენ ეგე. გხედავ შენ ვითარმედ ყოვლადვე მჭლჱ ხარ და უფერულ.
და უძლურ და ტანჯვათა ვერ დაუთმო. ნუ უკუე ვერ შეუძლო დათმენად
არამედ სიცხჳლით უნებლიაჲთ მერმე ყო შენ იგი.
. ლონგინოზ ჰრქუა უკუეთუ ნანდჳლ შენ მაგას იტყჳ შენღა უადრჱ[ს]
იქმენე ქრისტეანე და თავს-იდვას მეუფემან მან შენმან. რამეთუ დიდი იგი ღმერთი სამართლად
სცნა. და თუ უნდეს გუემად შენდა მეფესა მას შენსა. ვერ შეგეხნენ.
შენ ტანჯვანი. დაღათუ რაოდენვე უსუსურ ხარ. გარნა გრწმენინ იგი ხოლო.
რამეთუ არა უძლიერჱს არიან უღმრთოთა ტანჯვანი ზედა მსახურთა მათ ქრისტჱსთა. ოკტავიოს
მსაჯულმან ჰრქუა ეცით უროჲთა კბილთა მაგისთა. და შეჰმუსრენით
და მახჳლითა ენაჲ მაგისი აღმოჰკუეთეთ. რამეთუ ჰგმობს ღმერთთა მათ და შეურაცხჰყოფს
ყოვლისა-მპყრობლისა მეფესა ჩუენსა და მტარვალთა მათ აღასრულეს ბრძანებული
იგი და ძირით-ურთ შთაუმუსრნეს კბილნი მისნი. ხოლო ნეტარი ლონგინოზ
განძლიერდებოდა და თმენად ქრისტჱსა სიყუარულისა-თჳს და ჰრქუა მსაჯულსა
მას აწ შეგირაცხიენ იგინი ღმერთად გნებავს თუ აწ მწრაფლ შემუსრნე იგინი
და იხილენ იგინი შე-ძი-ეწიენ თავსა თჳსსა. მსაჯულმან ჰრქუა და შენღა ეგე
ეგოდენ იგუემები. რად არა შეგეწია შენ ქრისტჱ. ლონგინოზ ჰრქუა ჰხედავა უგულისხმოვო.
ეგოდენი ტანჯვაჲ მოჲწია ჩემ ზედა და მებრვე არა შემეცნეს მე ვითარცა
ესე შენ მე მხედავ. აწ მომეც მე ჴელმწიფებაჲ და დავმუსრნე ღმერთნი ეგე
შენნი და თუ შემიძლონ მე ბოროტის ყოფად მრწმენეს მათი ვითარმედ ღმერთნი
არიან უკუეთუ ჩემმან ღმერთმან გავნოს. გრწმენეს იგი. ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტი
ღმერთი. მსაჯულმან ჰრქუა მიცემულ არს შენდა ჴელმწიფებაჲ ნებისა-ებრ
შენისა.  და აღიღო ცული წმიდამან ღმრთისამან ლონგინოზ და დამუსრნა ღმერთნი
იგი მათნი და ტაბლები მათი და ტანი იგი გამოქანდაკებული ქვისანი დამუსრნა
და ტაკუკები მათი დაამჴუნა. და ადრე-ადრე ეშმაკნი რომელნი შესრულ იყჳნეს
კერპთა მათ და ტაბლებსა მას. განივლტოდეს და რომელიმე მათგანი შებმა
უყო მსაჯულსა მას. და რომელიმე მესაპყრობილეთ-მოძრუარსა მას და სხუანი იგი
ეშმაკნი სხუათა მათ ერისა კაცთა. იყჳნეს ყოველნივე დიდსა სიბორგილესა შინა
ყეფდეს ურთი-ერთას და იტყოდეს რაჲსა მოიყვანეთ წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ ლონგინოზ
და ჩუენ უწინარჱს ჟამსა გუაოტებს საყოფელთა-გან ჩუენთა და შუევრდებოდეს
ფერჴთა წმიდისა ლონგინოზისთა და იტყოდეს გიცით შენ ვინ ხარ ლონგინოზ.
მონაო ღმრთისა მაღლისაო. და შეჰრისხნა მათ ნეტარმან და თქუა რომლითა
სახითა დამკჳდრებულ ხართ საზღვართა ამათ შინა. და შეჰრისხნა მათ.
ხოლო მათ ჰრქუეს ვპოენით ჩუენ შემკულნი კერპნი ეგე ქვისანი. რომელთა ზედა
არა იჴსენებოდა სახელი ქრისტჱსი. არცა სახჱ ჯუარისაჲ მას ზედააღდგა. რომელსა
იგი თქუენ თავყუანის სცემთ. და ვპოენით საზორველნი ესე. და განსასაუენებელნი
და განმზადა სახლად ჩუენდა. და ვიცანი ადგილი და კაცები ჩუენი. და
დავემკჳდრეთ აქა რამეთუ სადა ქრისტჱ არა იჴსენებინ და სახჱ იგი ჯუარისაჲ მისისაჲ
არა ზედადგენ იგი ჩუენ საყოფელ არს ხოლო ამისთჳს გევედრებით წმიდაო ღმრთისაო.
ნუ მიგუავლენ ჩუენ სიღრმესა მათ უფსკრულთასა.

ლონგინოზ ჰრქუა სიმრავლესა მას რომელ იგი მახლობლად დგეს თქუთ
ვითარღამცა იყვნეს ეგენი თქუენდა ღმერთად და ჰმსახურეთ მაგათ ანუ წარვასხნე იგინი.
და იხილოთ მსაჯული ეგე თქუენი პირგარდადინებულ შევრდომილი ფერჴთა
ჩემთა. და სიმრავლჱ იგი ღაღადებდა და იტყოდა დიდ ხარ შენ. ღმერთი ქრისტეანეთაჲ.
გევედრებით შენ და გლოცავთ წმიდაო ღმრთისაო ლონგინოზ ნუ დაუტეობთ
ეშმაკთა მაგათ ქალაქსა ამას წარსაწყმედელად უღმრთოებად კაცთა. და
ვითარცა ესმა ესე წმიდასა ლონგინოზს აღხედნა ცად და თქუა უფალო იესუ ქრისტე
მრავლითა მაგით კაცთ-მოყუარებითა შენითა რომელ ჩემდამი არს და გამოუთხრობელ
ეგე წყალობაჲ შენი რომელი ჩემ ზედა არს წყალობაჲ უწყი. ყოველთავე ისმენ
ჩემსა. და მრწამს ვიდრემდე თხოვადმდე ისმენ ჩემსა. და მომცემ უფროჲსსაღა
ჴსნასა თხოვათასა და აწ სიმრავლისა ამის-თჳს რომელნი მახლობელად დგანან უღირსისა
მონისა შენისა გამო დიდებასა ღმერთებისა შენისასა. უბრძანე უკეთურსა ამას
სულსა განსლვად კაცებისა ამის-გან. რამეთუ ქმნულნი ჴელთა შენთანი არიან. ესე რაჲ
თქუა წმიდამან მან ღაღად ყვეს ეშმაკთა მათ და განეყენნეს და განივლტოდეს
ქალაქით მათით და განწმიდნა კაცები იგი მიერ ჟამით-გან. და იყო სიხარული
დიდი ქალაქსა მას შინა და მრავალთა ჰრწმენა ღმერთი. რომელ გამოათავისუფლა
წმიდამან მან ლონგინოზ.
. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაქცია უშჯულომან მან და განუდრიკა
გული ეშმაკმან ხარბისა მის მსაჯულისაჲ და ბრძოლა-სცემდა მონასა მას
ღმრთასა ლონგინოზს და უბრძანა მოყვანებაჲ მისი. და ვითარცა წარადგინეს მის
წინაშე ჰრქუა მას მსაჯულმან მან გულის-ხმა გიყოფიესა რამეთუ ესე ყოველი ქალაქი განეშორა
ღმერთთა მათ მსახურებისა-გან შენითა მაგით გრძნებითა და თუ ესმეს
მეფესა მას. სიკუდილისა თანამდებ ვარ მე და ქალაქი ესე. და აფროდისიოს მესაპყრობილეთ-მოძღუარმან
მან მსაჯულსა მას ჰრქუა რომელმან მოგუცა ჩუენ ჴსნაჲ ესე
და ქველის-მოქმედსა ქალაქისა ამის მერმეცა ჰგუემვეა. მსაჯულმან ჰრქუა თუალთა
წინაშე საუცრად ყო გრძნებითა აფროდისიოს ჰრქუა დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთაჲ.
და არა არს მის-მიერი საქმჱ საუცარ და ზაკულების. და ნუ ორგულებ
მის-გან და ნურას ჰზრახავ ბოროტსა მონისა მისისა-თჳს. ოკტავიოს მსაჯულმან
ჰრქუა აწ უბრძანო აღმოკუეთაჲ ენისა შენისაჲ. რომელ არღარა იტყოდი უბადოვო.
და ლონგინოზ ჰრქუა გმადლობ შენ უფალო იესუ ქრისტე. რომელმან გამოაჩინე სხუაჲცა
მოღუაწჱ შენისა მაგის სიყუარულისა-თჳს
. და ვიდრე იგი აღმოჰკუეთდეს ენასა მესაპყრობილეთ-მოძღუარსა მას. სულთითქუნა
ნეტარმან მან ლონგინოზ ღმრთისა მიმართ და ადრე ჴელი უფლისაჲ იყო
მსაჯულისა მის ზედა და იგუემა სიბრმითა. და ვითარცა იხილა მესაპყრობილეთ-მთავარმან
მან. რამეთუ არა არს ნათელი მსაჯულისა მის თანა. ღაღად ყო და თქუა მართალ
ხარ შენ უფალო და წრფელ არიან მსჯავრნი შენნი. მსაჯულმან ჰრქუა ძმაო
აფროდისიე. მოაქციე უფალი ჩემი ლონგინოზ. რაჲთა ილოცოს ჩემ-თჳს. რამეთუ ფრიად
უღმრთოდ ვყავ მონისა მის-თჳს ღმრთისაჲსა. აფროდისიოს ჰრქუა ჵ ყოვლითავე
უბადრუკო კაცო არა გარქუა ვითარმედ ნუ ძჳრსა იტყჳ მონისა მის-თჳს იესუ ქრისტჱსისა.
რამეთუ ღმერთი ჩუენი უძლეველ არს ვითარცა იხილე ეგე შენ რამეთუ ენაჲ აღმოკუეთილი
ვიტყჳ. მსაჯულმან ჰრქუა არა ხოლო თუ თუალნი წარვიწყმიდენ. არამედ გული
ჩემი ძჳრ-ძჳრად იგუემების. ლონგინოზ ჰრქუა გნებავს ვითარმცა წყალობაჲ ყო
შენ-თჳს ადრე მომკალ მე და შემდგომად სიკუდილისა ჩემისა ვევედრო უფალსა
ჩემსა იესუ ქრისტესა. და განგკურნოს შენ რამეთუ უფრო კადნიერებაჲ მაქუნდეს მე ღმრთისა
მიმართ ჩემისა.
. და ადრე-ადრე უბრძანა მსაჯულმან მოკლვაჲ მისი მახჳლითა და ილოცვიდა
წმიდაჲ ლონგინოზ ღმრთისა მიმართ. ჟამ ერთ ოდენ და ეგრჱთ აღესრულა
მახჳლითა და შეჰვედრა სული უფალსა მშჳდობით. და ადრე-ადრე მივიდა მსაჯული
იგი ადგილსა მას სადა იგი ისხნეს ჴორცნი წმიდისანი მის. და დავარდა პირსა
ზედა თჳსსა და სულ-თქუმით იტყოდა შევსცოდე უფალსა და უშჯულოებაჲ
ჩემი მე უწყი. და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი და განიკურნა მიერ ჟამით-გან
და აღიხუნა ძუალნი ნეტარისანი მის. და შეგრაგნა მჩუარსა და დაფლნა. და ჰრწმენა
ქრისტჱ და ჰყოფდა მას მღდელთა მიმართ მსახურებასა და ჰმადლობდა ქრისტესა მეუფესა.
რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე ამინ.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *