წმიდისა მამისა ჩუენისა ლუკაჲსი მუხაისძისა

, ,

 

ესე ნეტარი ლუკა იყო ნათესავით ქართველი, ნათესავთაჲთ

და მშობელთაჲთ პატიოსანი და წარჩინებული მუხაისძე და ვი\ნაჲთგან

დედაჲ მისი იერუსალიმს იმყოფებოდა, რამეთუ შემდგო\მად

ლუკაჲს მამისა დაუტევნა შვილნი, ლუკა და უფროჲსნი ძმანი

მისნი, და სახე მოწესეთაჲ შეიმოსა და იერუსალიმს დაემკჳდრა,

რომელსა ნეტარმან ლუკა, ვითარცა იქმნა ვითარ ოცისა წლისა

ოდენ, დაუტევა მამული და ძმანი იერუსალიმს მოვიდა წმიდა\თა

ადგილთა თაყვანის-ცემად და ხილვად დედისა თჳსისა. რომელ

რაჟამს მოვიდა ამა წმიდათა ადგილთა,არღარა დაუტევნა იერუ\სალიმი

და დედაჲ თჳსი. და მცირეთა დღეთა შემდგომად სახე მო\ნაზონებისაჲ

შეიმოსა და დიაკონობისა პატივსა ღირს იქმნა და

ენაჲცა ისწავა არაბული. და მცირედთა დღეთა შემდგომად, ვითარ\ცა

იხილეს კრებულმან ძმათამან ორკერძოჲვე სიბრძნე და სიმჴნე

და სიწმიდე ნეტარისა ლუკაჲსი, მამად დაადგინეს პატიოსნისა ჯუა\რისა

მონასტერსა. და კეთილად განაგებდა ყოველსა სამონასტ\როსა

და საკრებულოსა საქმესა ვითარ სამისა წლისა ჟამთა.

 

და ვითარ იხილა ეშმაკმან მოშურნემან ჩუენისა ცხორებისამან

კეთილად წარმართებულებაჲ მისი, იწუებოდა შურითა და ღუ\დგინა

მსგავსივე მისი სიბოროტითა კაცი ყოვლითურთ ეშმაკშემო\სილი

სპარსი, რომელსა ეწოდებოდა შეხ ჴიდარ, რომელსა გრძნეუ\ლობისა

მისისათჳს ფრიადი კადნიერებაჲ ჰქონდა სურტანსა წინაშე

ფუნდუხტს. და გამოითხოვა მონასტერი ჯუარისაჲ, ხოლო მან მის\ცა.

და ვითრცა მჴეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არა\რაჲ

შეარჩინა არცა მონასტრით და არცა თჳსაჲ, რაჲცა თჳსაგან

ჰქონდა, და ეგეთნი შიშუელნი გამოასხნა. ხოლო იღრჭენდა კბილ\თა

მამისა ჩუენისა ლუკაჲსთჳს რამეთუ ოდეს მონასტერი დაიპყრა,

მამაჲ ჩუენი ლუკა სურტანსა წინაშე საურავად წარსრულ იყო

მონასტრისა.

და ესმა მრავალთა ქრისტეანეთა მიერ, თუ: შეხ ჴიდარ მე\ქადის

და მოკლვაჲ შენი ჰნებავს”, და აწუევდეს სივლტოლასა. ხო\ლო

მან, უშიშმან გონებითა, ყოვლად არა თავს-იდვა სივლტოლაჲ,

არამედ აღირჩივა სიკუდილი ქრისტესთჳს წუთ-ჟამისა ცხორებასა

და არცა დაუტევა მონასტერი და ძმანი. და მოვიდა შეხ ჴიდრის\სა

და უთხრა, რაჲთა განუტევნეს ძმანი და მისგან ითხოვოს,

რაჲცა უნებს. ხოლო მან ბოროტმან არარაჲ სხუაჲ ითხოვა მისგან,

გარნა რაჲთამცა დაუტევა ქრისტეანობაჲ და მათსა შეგინებულსა

სჯულსა მიიქცა, და უქადებდა ამირობასა და ტაძრისა თავადობასა

და სხუასა მრავალსა. ხოლო მან ყოვლადვე არაცა სმენად თავს-იდვა

და [მიიყვანა] კართა თანა მონასტრისათა და კუალად ევედრა, რაჲ\თამცა

მიაქცია ქრისტიანობისაგან. ხოლო მან ქედი მახჳლსა წარუ\პყრა

და იტყოდა: “ჰე, თუმცა შესაძლებელ იყო ჩემგან”-ო და

“მრავალ-გზისმცა მოვკუედ ქრისტესთჳს”-ო.

 

მაშინ აღივსო გულის-წყრომითა ჭურჭელი იგი ეშმაკისაჲ.და

თანა-უდგა მონაჲ მისი შავი აფთითა. და უბრძანა ცემაჲ მისი. ხო\ლო

მან ერთითა მითა ხუევითა წარკუეთა წმიდაჲ თავი მისი, რო\მელ

იქმნა საკჳრველ. რამეთუ თავმან მოკუეთილმან პირი აღმო\სავლეთით

ქმნა და დიდნი განიცინნა და მადლობაჲ შესწირა

ღმერთსა. და ამას ზედა ყოველნივე მხედველნი მისნი განკვჳრვებულ

იქმნნეს. ხოლო მან, ბოროტმან და ღირსმან დაწუვისა საუკუნოჲსა

ცეცხლისამან, დააწუვევინა გუამი მისი პატიოსანი, რომლისა ნა\ცარსა

ნამწუარსა მისსა თჳთ იგივე სპარსნი განჰკრებდეს ევლო\გიად

და საკურნებელად სენთა.

 

იწამა მამაჲ ჩუენი ლუკა თუესა ივნისსა კზ, სურტნობასა

ფუნდრუხტანი[ს]სა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სუ\ლისა,

რომლისა მეოხებითა ჩუენცა ღირს-მყვნეს ქრისტემან ღმერთ\მან

დაუსჯელად წარდგომად წინაშე საყდართა დიდებისა მისისათა,

მეოხებითა ღმრთის-მშობელისაჲთა, ამინ.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *