წმიდისა მოწამისა ნიკოლოზისი დვალისაჲ

, ,

 

0212nikolozqartveli        ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზ იყო ნათესავად

დვალი, სოფლისაგან, როელსა ეწოდების წაჲ, შვილი მორწმუნე\თა

მშობელთაჲ და მოსავთ წმიდისა ნათლის-მცემელისათა[ჲ], რო\მელსა

საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს. და რაჲ ათორმეტისა

წლისაჲ იქმნა, მონაზონ იქმნა და იყო უდაბნოთ კლარჯეთისათა

მცირედსა ხანსა. და სურვილი მოუჴდა წმიდათა ადგილთა თაყუა\ნის-ცემისაჲ.

და რაჟამს მოიწია იერუსალიმად, მადლობაჲ შე\წირა

ღმრთისა. და კუალად სურვილი მოუჴდა, რაჲთამცა იწამა

ქრისტესთჳს. და პოვა თარგმანი სპარსი კაცი და მოტყუებით

ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრა\ვალნი

საგმობნი სიტყუანი უთხრნა სჯულისა მათისანი. და მრავალ\ნი

ცემანი და ტანჯვანი დაითმინნა.

 

და მისგან უნებლიეთ გამოიჴსნა ძმათაგან და კჳპრეს წარი\გზავნა

და მანდა იყოფებოდა დიდითა მოღუაწებითა. და ხატი

დაახატვინა წმიდისა ნათლის-მცემელისაჲ და მას წინაშე შესწირვი\და

ღმრთისა ლოცვათა თჳსთა. და გულსა მოუჴდა მთაწმიდასა

წარსლვაჲ, რაჲთამცა მანდა იმყოფებოდა. და ლოცვასა შინა პირ\დაღმა

მდებარე იყო წინაშე ხატსა წინამორბედისასა და ესმა ხატი\სა

მიერ, თუ: “ნიკოლოზ, შენ მთაწმიდას რაჲ საქმე გიც, არამედ

აღდეგ დაიერუსალიმს წარვედ და მანდა არს ბერი ქართველი და

მან გასწაოს გზაჲ ცხორებისაჲ და წამებისა გზასა მან განგამტკი\ცოს,

რამეთუ მისდა ბრძანებულ არს შენთჳს, რაჲცა გმართებდეს”.

 

და ვითარცა მოვიდა იერუსალიმს, იხილა ბერი იგი და დაუ\ფარა

საქმე მოღუაწებისაჲ, ჰგონებდა მისსა და დაბრკოლდა ჟამ

ერთ მისა მიმართ, ვიდრემდის ღმერთმან გულ-სავსე ყო და უთხ\რა

ყოველივე ბერსა მას. და ევედრებოდა ბერი იგი ღმერთსა, რაჲ\თა

გამოუცხადოს, თუ რაჲ სათნო-უჩნს ნიკოლოზისთჳს, და ებრძა\ნა

ბერსა მას ღამესა შინა, ძილსა შინა ყოვლად წმიდისა ღმრთის\მშობელისა

და ნათლის-მცემელისა მიერ, რაჲთა დიმუშხს წარგზავ\ნოს

ნიკოლოზ და მუნ ღირს იქმნეს საწადელსა მისსა – სიკუდილსა

ქრისტესთჳს.

 

და წარიგზავნა ნეტარი ნიკოლოზ ბერისა მიერ დამასკოდ. და

ვითრცა მიიწია მუნ, მსწრაფლ შევიდა სალოცავსა შინა მათსა და

წინაშე ყოველთა აღიარა ქრისტე და გინებულ ყო სჯული მათი.

იგუემა ფრიად მრავალსახედ წყლულებითა და საპყრობილესა შეი\ყენა.

და მიტროპოლიტისა და ქრისტეანეთა მიერ საპყრობილით

გამოყვანილ იქმნა. და კუალად შევიდა მასვე მათსა სალოცავსა

შინა და კუალად უფროჲსნი საგმობნი სიტყუანი უთხრნა მაგინე\ბელნი

სჯულისა მათისანი და კუალად იგუემა, ვითარ ხუთასი

შოლტი ჰკრეს და საპყრობილედვე შეაყენეს. რომელ გა/მოჩინე\ბითა   ]

ნათლის-მცემელისაჲთა განიკურნა ნაგუემთაგან და ორ თუე

საბყრობილესა შინა დაყო. და მათვე ქრისტეანეთა მიერ გამოიჴსნა

საბყრობილით და ეგულებოდა იერუსალიმს წარმოგზავნა.

 

და განგებითა ღმრთისაჲთა დაემთხჳა ამირაჲ ქალაქისაჲ და

იცნა და თქუა: “აჰა, რომელმან გინებულ ყო სჯული ჩუენი”-ო და

შეიპყრა. და ამირათა-ამირისა დენგისის წინაშე წარადგინეს და

უთხრეს ყოველივე, რაჲცა ეთქუა და ექმნა. და პირველად დანგიზ

იწყო ლიქნად და მრავალსა რასმე უქადებდა დიდებასა და მიცემა\სა.

ხოლო მან ნეტარმან ყოველივე შეურაცხ-ყო ქრისტეს სურვი\ლისათჳს

და აღიარა ქრისტე[ს] ღმრთეებაჲ წინაშე მათსა და აგინა

მათსა წინაჲსწარმეტყუელსა ყოვლად ბილწსა.

 

მაშინ განაჩინეს სიკუდილი. და აღდგა ერთი ამირაჲ, რაჲთა

მოჰკუეთოს თავი. ხოლო სანატრელმან მან და უშიშმან პირი აღ\მოსავალით

ქნა და სიხარულით წარუპყრა ქედი მახჳლსა და იტ\ყოდა:

“დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო”, რომელ\სა

ზედა სპარსნი დიდად განკჳრდეს. და გუამი მისი ცეცხლითა

დაწუეს. ხოლო სამსა დღესა სუეტი ნათლისაჲ დადგა ადგილსა

მას, სადა იწამა.

 

იწამა ნეტარი ნიკოლოზ თუესა ოკდომბერსა ი̃თ, დღესა

სამშაბათსა, ქორონიკონსა ბ̃.

 

და ვითარცა ესმა ბერსა, მოძღუარსა მისსა, რომელმან წარ\გზავნა,

მადლობაჲ შეწირა ღმრთისა და ჰვედრებდა ღმერთსა, რაჲ\თა

გამოუცხადოს, თუ შეირაცხა მოწამეთა გუნდსა თანა ნიკოლოზ,

ანუ არა.

 

და დღესა ერთსა იკითხვიდა წიგნსა ბერი და ანასდათ გან\კჳრვებაჲ

დაეცა და იხილა მთაჲ საკჳრველი ნათლითა, სავსე სულ\ნელებითა

და გუნდი წმიდათა მოწამეთაჲ, ბრწყინვალედ შემკობი\ლი,

და მთავარმოწამე გიორგი უმაღლეს და უბრწყინვალეს იყო

მათ ყოველთავე. და ვითარცა იხილა ბერი იგი, ჴმა-ყო დიდმან გი\ორგი

ორგზის ესრეთ: “ნიკოლოზ! გამოვედ და იხილე ბერი ესე,

შენი მოძღუარი, რამეთუ მრავალნი ცრემლნი დასთხივნა შენთჳს”.

მაშინ გამოვიდა ნეტარი ნიკოლოზ გჳრგჳნოსანი და მოიკითხა ბე\რი

და ჰრქუა: აჰა, მიხილე მეცა და ჩემი ადგილიცა და ამიერით\გან

ნუღარა მწუხარე ხარ ჩემთჳს”.

 

ამისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *