წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაჲ

, ,

 

ილარიონ  ესე იყო ქუეყანით კახეთით, შვილი აზნაურთა მდიდართაჲ.

ხოლო ისწავლა ყოველივე სწავლაჲ სულიერთა წიგნთაჲ ბერისა

ვისგანმე მოღუაწისა. და ვითრცა იყო იე წლისაჲ, წარვი\და

გარერჩისა უდაბნოსა და პოვნა მუნ მრავალნი მოღუაწენი

წმიდანი მამანი და დაემკჳდრა ქუაბსა მცირესა.

 

და განითქუა რაჲ ღირსებაჲ მისი, მოვიდა ეპისკოპოსი

რუჲსთვისაჲ ხილვად მისა და აკურთხა იგი მღდელად.

 

და, ვითარცა მრავალნი მოვიდოდეს და აწყინებდეს მას, და\ადგინა

მუნ ძმაჲ ერთი წინამძღურად და წარემართა წმიდად ქა\ლაქად

იერუსალჱმდ.

 

და მისლვასა მისსა, მოუჴდეს რაჲ ავაზაკნი ბოროტნი და

იჴადეს მაჴჳლები, რაჲთამცა სცეს და მოკლეს წმიდაჲ ილარიონ,

განჴმეს ჴელნი მათნი და, იწყეს რაჲ ტირილით ვედრებად

მისა, ჯუარი დასწერა და განკურნნა იგინი.

 

და ვითარცა მივიდა იერუსალჱმდ და მოილოცნა წმიდანი

ადგილნი, წარვიდა იოვანე ნათლის-მცემელისა ქუაბსა, სადა პირ\ველ

იყოფებოდა ელია წინაწარმეტყუელი, და დაყო იზ წელი

მოღუაწებითა დიდითა.

 

 

და მერმე ჩუენებითა წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲთა წარვი\და

ქუეყანად თჳსა, რამეთუ მომკუდარ იყვნეს მამაჲ და ძმაჲ

თჳსი. და მონაგებითა მამულითა აღაშენნა მონასტერნი და სხუაჲ

განუ/ყო  გლახაკთა.

 

და ეგულებოდა რაჲ მთავართა ეპისკოპოსად დადგინებაჲ

მისი, წარვიდა მთასა ულუმბისასა და იყოფოდა ეგუტერსა. და,

ენება რაჲ განძებაჲ მისი, გამოუჩნდა წმიდაჲ ღმრთის-მშობელი

რისხვით მამასახლისსა და ჰრქუა, ვითარმედ: “რომელნი მათ

არა შეიწყნარებენ, მჴდომ ჩემდა არიან”. მიერითგან შიშით პატივ\სცემდა

მას, რამეთუ ღმერთი მის მიერ იქმოდა სასწაულთა.

 

და დაყო რაჲ ე წელი, შევიდა კოსტანტინეპოლედ და

თაყუანის-სცა ძელსა ცხორებისასა. და მიერ წარემართა ჰრომედ.

და, ვითარცა მიიწია თესალონიკედ, მკელობელი იგ წლისაჲ გან\კურნა.

და, მივიდა რაჲ ჰრომს, დაყო ორი წელი. და მოიქცა

თესალონიკედ და ძე მთავრისაჲ ნახევარ განჴმარი განკურნა.

და დიაკონი ტყუე-ქმნული წარმართთაგან ლოცვითა ამის

წმიდისაჲთა განვლო ლაშქარი და ვერვინ უძლო დაყენებად

მისა.

 

ხოლო წინაჲსწარ ცნა აღსასრული თჳსი და თესალონი\კეს

მიიცვალა წინაშე უფლისა.

 

ხოლო ორნი ეშმაკეულნი შემდგომად მიცვალებისა გან\კურნნა,

შეეხნეს რაჲ გუამსა მისსა, და სხუათა მრავალთა სას\წაულთა

იქმოდა საფლავი მისი.

 

ხოლო ბასილი მეფესა ესმა რაჲ სასწაულთა მათთჳს, აღ\მოიყვანნა

პატიოსანი ნაწილნი მისნი სამეუფოს და დასხნა მო\ნასტერსა,

რომელსა ჰრქჳან რომანა.

ამასვე დღესა წმიდისა მამისა ჩუენისა ილარიონ

ქართველისა საკჳრველთ-მოქმედისა

 

 

ესე იყო ქუეყანით კახეთით, შვილი აზნაურთა დიდებულთა.

ამან სიყრმითგან თჳსით დაიტევა მშობელნი თჳსნი და განვიდა

უდაბნოდ გარესჯისად და მუნ იღუაწნა ღუაწლნი ბუნებათა უაღ\რესნი.

და განისმა რაჲ ჰამბავი სათნოებათა მისთა, შემოკრბეს გა\რემოს

მყოფნი და აიძულებდეს, რაჲთამცა იქმნა ეპისკოპოზ. ხო\ლო

მან სურვილითა დაყუდებისათა დაუტევა მონასტერი იგი

და წარვიდა უცხოებად და მიიწია წმიდად ქალაქად იერუსალიმად.

 

და მოილოცნა წმიდანი იგი ადგილნი და განვიდა უდაბნოდ

და ათხუთმეტისა წლისა ჟამნი დაყვნა დაყუდებით და მერმე გა\მოჩინებითა

ღმრთის-მშობელისათა მიიწია ქუეყანადვე თჳსად. და

მშობელნი მისნი აღსრულებულ იყვნეს და მხოლოდ დედა ოდენ

წმიდისა იყო ცოცხალ და იგიცა აღესრულა. და ყოველი მონა\გები

თჳსი განაბნია და კუალად წარვიდა უცხოებად. და მიიწია

ჰრომედ და მოილოცნა სამარხო იგი წმიდათა მოციქულთა. და

მერმე მიიწია თესალონიკედ და მრავალნი საკჳრველებანი აღა\სრულნა

და მუნ დაყუდებით გარდავლო ცხორება თჳსი და ესრეთ

მშჳდობით აღესრულა.

 

ხოლო ბასილი კეისარმან წმიდანი ნაწილნი მისნი თესალონი\კით

მისცვალნა კოსტანტინეპოლის და აღუშენა მონასტერი შუენიე\რი

სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა და მუნ დასხნა დი\დითა

პატივითა წმიდანი ნაწილნი მისნი.

 

ესე იყო დასაბამითგან წელთა ექუს ათას სამას ოთხმეოც\დაათსა.

თჳსი

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *