პეტრე იბერის ცხოვრება

,

Peter_the_Iberian (1)თუესა დეკენბერსა

დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა

პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქისა

ეპისკოპოზისა

 

 

ესე იყო ნათესავით ქართველი, ძე ქართველთა მეფისა ვარაზ\ბაკურისა,

რომელი იყო მეხუთე მეფე მირიანის მეფობითგან.

 

ამიერითგან ყოველივე საქმე მისი საკჳრველ არს, რამეთუ

მამასა ამის წმიდისასა ძილსა შინა ეჩუენა ანგელოზი და აუწყა

შობა ყრმისა და ჰქუა, ვითარმედ: “იყოს ყრმა იგი დიდ წინაშე

ღმრთისა და სათნო კაცთა”.

 

ხოლო ვითარცა იშვა, იქმნა სიხარული ყოველსა სამეფოსა

შინა მისსა. და უწოდეს სახელად მურვანოს და აღზარდეს იგი

სჯულსა შინა ღმრთისასა მართლითა სარწმუნოებითა. და იქმნა რა

ათორმეტისა წლისა, მოსთხოვა იგი მძევლად მეფემან ბერძენთა\მან,

მცირემან თეოდოსი, მამასა მისსა სპარსთა შიშითა, ნუუკუე

ქართველნი თანა-შემწე ექმნენო.

 

ხოლო მამამან მისმან წარავლინა კოსტანტინეპოლედ დიდითა

დიდებითა და სამეფოთა წესითა. და ვითარ მიიწინეს სამეფოს

ქალაქად, დიდითა პატივითა შეიწყნარეს მეფემან და დედოფალმან

და შვილად თჳსად იპყრეს იგი.

 

ხოლო ყრმა იგი განტკიცებულ იყო შიშსა შინა ღმრთისასა

და კუალად, ვითარცა იხილნა წესნი იგი ქრისტიანობისანი და მე\ფისა

და დედოფლისა მარხვა და მიმდემი ღამის-თევა, უმეტესად

აღეგზნა სურვილითა საღმრთოჲთა და მოშურნე ექმნა კეთილსა

მას მოქალაქობასა მათსა და მისცა თავი თჳსი უმეტესსა მარხვასა

და მღჳძარებასა და ფიცხელსა მოღუაწებასა, რამეთუ შინაგან ემო\სა

ფიცხელი ძაძისა სამოსელი და გარეგან სამეფოთა იყო შემოსი\ლი

და ესრეთ სიყრმითგანვე დააჭნო აღძრვანი ჴორცთანი.

 

 

ღამესა ერთსა, დიდებულსა ნათლისღებასა უფლისა ჩუენისა იესუ

ქრისტეს[ს]ა, ჩუეულებისაებრ მეფე და დედოფალი წარვიდეს ეკლესიად

ღამის-თევად. ხოლო ყრმა იგი დაშთა სახლსა შინა, რათა მარტოებით

აღასრულოს ღამის-თევა. მოუწოდა ერთსა მსახურსა თჳსთაგანსა, რა\თა

ზეთი მოართუას კანდლისა სანთებელად [   ] . ხოლო იგი აყენებდა

და რისხვით ეტყოდა: “რასა იქმ, დააშრობ თავსა შენსა? არა უწყია,

რამეთუ შენ მხოლო უვი მამასა შენსა და ყოველი სამეფო ქართველთა

შენდა დამოკიდებულ არს”?

 

ხოლო იგი შეწუხებული ევედრებოდა ღმერთსა და ზეთისა წილ

მისცა პატრუქი წყალსა და ესრეთ აღანთო. და ეგო იგი ესრეთ

აღნთებული ღამესა მას და ვიდრე შჳდსა დღესა და ღამესა არა

დაშრტა თჳნიერ ზეთისა. ესე იხილეს მეფემან და დედოფალმან და

მრავალთა ერთა, უკჳრდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა.

 

ხოლო ყრმასა მას სძულდა ცუდი დიდებაჲ და სოფელი ესე წარ\მავალი

და ენება სივლტოლაჲ და უცხოებად წარსლვა.

 

იყო ვიმე საჭურისი სასუენებელთა ზედა მეფისათა, კაცი წმი\და

და განშორებული ყოვლისა ბოროტისაგან. ესე თანა-განმზრახ ექმნა

ძესა მეფისასა მურვანოს.

 

ღამესა ერთსა აღიღეს რაოდენიმე საჴმარი და სივლტოლა იჴმიეს

და განვიდეს ფარულად. და იხილეს სუეტი ნათლისა, რომელი უძ\ღოდა

წინაშე მათსა. და ჴმა ისმა სუეტით გამო: “რომელი შემომი\დგეს

მე, არა ვიდოდეს ბნელსა.”

 

ესმა რა ჴმა ესე, ფრიად განმხიარულდეს და იწყეს სლვად გზასა

თჳსსა და წარემართნეს ალექსანდრიად.

 

ცნა რა ესე მეფემან თეოდოსი, შეწუხნა ფრიად და წარავლინა

ყოველსა ალაგსა კაცნი და ყოვლით კერძო ეძიებდა და ვერ პოვნა იგი\ნი,

რამეთუ ღმერთმან დაფარნა მონანი თჳსნი.

 

ხოლო ყრმა იგი და საჭურისი მიიწინეს ერთსა ქლაქთაგანსა.

შეიპყრნა იგინი მთავარმან მის ქალაქისამან და შესხნა საპყრობილესა,

ეგონა, ვითარმედ მონანი არიან და ლტოლვილნი. ხოლო ღამესა მას

იქმნა ძრვა საშინელი და ელვანი და ქუხილნი სასტიკნი. და დაადგრა

მთავარსა მას კაცი საშინელი და ეტყოდა: “განუტევენ კაცნი ეგე, უკუეთუ

არა, დაქცევად არს ქალაქი შენი”. ხოლო განთიად აღდგა შიშით და

მოვიდა საპყრობილედ და შეუვრდა ფერჴთა მათთა და დიდითა პატი\ვითა

განუტევნა იგინი. და მიერ წარვიდეს იერუსალიმად და, ვითარ\ცა

მიიწივნეს, შეწყნარებულ იქმნნეს პინიანოსის ვისგანმე მეუღლისა

მისისა მელანიასგან, რომელნი მოსრულ იყვნეს ჰრომით დიდნი მთა\ვართაგანნი,

დამტევებელნი სოფლისანი, რომელთა მონაზონებისა

ცხოვრება შეეტკბოთ, აღაშენნეს ორნი მონასტერნი და შეიწყნარებდეს

მუნ მიმავალთა.

 

მაშინ მამასახლისმან მის მთისა მონასტრისამან წარიყვანნა საფ\ლავად

განმაცხოველებელად და აღკუეცნა იგინი და შემოსა სახე მო\ნაზონებისა

და უწოდა მურვანოს პეტრე და საჭურისსა მას – იოვანე.

 

მიერითგან ვინ გამოთქუნეს ღუაწლნი და შრომანი მათნი,

მღჳძარება და მარხვა, მოწყალება და უცხოთ-შეწყნარება, რამეთუ

მიმოიქცეოდეს მონასტრებსა მას მათ კერძოთასა. და აღაშენნეს სახლნი

სასტუმრო და მოჰმზადეს ტაბლა და ცხედარი და ფერჴთ-საბანელი

და განუსუენებდეს ყოველთა მიმავალთა და უცხოთა მსახურებდეს.

 

კუალად აღაშენნეს მონასტერნი სხუანი. მაშინ გამოუჩნდა

ეშმ/აკი [  ] და იწყო ბრალობად და სასოწარკუეთილებად მისა და

ეტყოდა, ვითარმედ: “არარას გერგების ესოდენი ესე შრომა, ვინაჲთგან

ზედგომადცა ვერ შემძლებელ ხარ”. შეწუხნა პეტრე და შერისხნა ეშ\მაკსა

და წარდევნა. მაშინ გამოუჩნდა უფალი და ნუგეშინი-სცა და მის\ცა

სასოება და უჩუენა ცაჲ განღებული და ეკლესია ბრწყინვალედ

შუენიერი და ერგასისნი კაცნი დიდებით ბრწყინვალენი და მგალო\ბელნი

მას შინა და ეტყოდა: “ესე არს, რომელი აღგიშენებიეს. არა

უწყია, პეტრე, ვითარმედ კეთილისა მოგონებისათჳს სასყიდლის მიმ\ნიჭებელი

ვარ? ვითარმცა დავივიწყეა ესოდენი ესე შრომა შენი?” და

კუალად ამაღლდა უფალი ზეცად, ხოლო წმიდაჲ პეტრე თაყუანი-სცემ\და

და აღივსო გამოუთმელითა სიხარულითა.

 

 

მრავალნი სხუანი სასწაულნი იქმნებოდეს ამათ წმიდათა მიერ.

 

ცნა რა ესე ნეტარმან ანასტასი პქტრიარქმან, მოიყვანა და უნე\ბლიეთ

აკურთხა იგი ხუცად.

 

მიერ განვიდეს უდაბნოთა იორდანისთა და აღაშენეს მუნცა მო\ნასტერი.

 

ხოლო საჭურისსა იოვანეს გამოაჯდა პირსა მჯდომი რამე და მოა\ჭამა

პირი მისი და მიუღო ნათელი თუალთა და დიდი მწუხარებაჲ

დაეცა. მოვიდეს საფლავსა უფლისასა და ულოცა წმიდამან პეტრე. და

აჰა გამოჩნდა ჴელი ლოდისა მისგან საფლავისა და შეეხო პირსა და

თუალთა მისთა და მეყსეულად განიკურნა და მოეცა ხედვა და მადლობ\და

ღმერთსა. და მიერ კუალად წარვიდეს უდაბნოთა მათ ეგჳპტისა და

ალექსანდრიისა და მუნცა აღაშენეს ეკლესია და მოიყვანეს ეპისკოპო\ზი

კურთხევად ეკლესიისა. და ვითარცა აკურთხევდეს, იხილეს ყოველ\თა

წმიდა მარკოზ მახარებელი, რამეთუ სცხებდა მიჰრონსა ეკლესიასა

მას და აკურთხევდა.

 

მრავალნი სხუანი საკჳრველებანი ქმნა ღმერთმან მის მიერ ად\გილთა

მათ და ყოველთა: მრავალნი ეშმაკეულნი, ბრმანი და მკელო\ბელნი

განიკურნებოდეს მიერ და ადიდებდეს ღმერთსა.

 

კუალად მოიქცეს იერუსალიმადვე და სხუაცა მონასტერი აღა\შენეს

და სასნეულო და უცხოთა განსასუენებელი.

 

ოდესმე მოაკლდა საზრდელი ძმათა და არარა ეპოებოდათ არცა

ძმათა და არცა უცხოთათჳს. ვითარცა შეიწრდენ ფრიადისა ნაკლულევა\ნებისაგან,

მაშინ ილოცა წმიდამან პეტრე [და] მეყსეულად აღივსნეს ყო\ველნივე

ჭურჭელნი და გარდაეცნეს საიფქლენი, საღჳნენი, სა\ზეთენი,

საფქვილენი და საცერცუენი და ადიდებდეს და მადლობდეს

ღმერთსა და უხუებით განუყოფდეს ყოველთა.

 

მაშინ მუნ ყოფასა მათსა აღესრულა სანატრელი იოვანე საჭური\სი

და დიდითა დიდებითა და პატივითა დამარხეს იგი მათ მიერ აღშე\ნებულსა

მონასტერსა.

 

მას ჟამსა აღესრულა ეპისკოპოზი მიამოს ქალაქისა. შეკრბეს

მკჳდრნი მის ქალაქისანი და ევედრებოდეს პატრიარქსა, რათა წმიდა

პეტრე მისცეს მათ ეპოსკოპოზად. ხოლო პატრიარქმან ისმინა

ვედრება მათი, წარავლინნა კაცნი ძიებად მისსა და პოვეს იგი ადგილ\სა

უდაბნოსა და აიძულებდეს წარმოსლვად და, ვითარცა არა ერჩდა.

შეიპყრეს იგი და იძულებით წარმოიყვანეს. და დაივანეს ერთსა სახლ\სა

ვისამე. და იყო სახლი იგი ქორედი.

 

მას ღამესა ეგულებოდა, რათა სიმაღლისაგან შთაიჭრეს, ანუ გა\ნერეს,

ანუ შეიმუსროს ფერჴი და არღარა იქმნეს ეპისკოპოზ და გა\ნერეს

საწუთროსა ამის დიდებისაგან. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა,

კუალად გამოუჩნდა მას ღმერთი მჴედრობითა ანგელოზთათა და ჰრქუა

მას: “პეტრე, უწყია, რა იგი ვარქუ პეტრეს საიდუმლოსა მას ფერჴთ\ბანისასა,

რაჟამს იგი ურჩ მექმნებოდა? და აწ შენ გეტყჳ: არა გიც

ნაწილი, არცა სამკჳდრებელი ჩემთა, უკუეთუ არა დამწყსნე ცხოვარ\ნი

ჩემნი”. და ვითარცა ესე რქუა, ნუგეშინი-სცა, განაძლიერა და

ამაღლდა. ხოლო იგი თაყუანი-სცემდა და ადიდებდა.

 

მაშინ მისცა თავი თჳსი ნებასა მათსა და წარმოვიდეს. და კუალად

იძულებითა დიდითა აკურთხა პატრიარქმან, რამეთუ მიზეზობდა უძლუ\რებასა

და იტყოდა თავსა თჳსსა ცოდვილად, და წარავლინა ქალაქსა

მაიამოსა. მაშინ დიდითა სიხარულითა მიეგებნეს და პატივითა შეი\წყნარეს

და აღამაღლეს ბრწყინვალე სანთელი სასანთლესა ზედა.

 

ამიერითგან ვინ-მე გამოთქუნეს ღუაწლნი და შრომანი მისნი,

რაოდენნი თავს-ისხნა პირ-მეტყუელთა ცხოვართათჳს, რაოდენნი

კერპთ-მსახურნი მოაქცივნა და ნათელ-სცა, რავდენთა მწუალებელთა

არწმუნა შეერთება კათოლიკე ეკლესიასა? უწჳმრობასა მრავალგზის

წჳმა ზეცით გარდამოიყვანა. მრავალგზის ესმა ჴმა ზეცით შეწირვასა

უსისხლოსა მსხუერპლისასა და საკჳრველება დიდი იხილის. მრა\ვალთა

უშვილოთა შვილიერება მიჰმადლა. ხოლო აქუნდა მადლიცა

წინაწარმეტყუელებისა და ყოფადთა საქმეთა, ვითარცა ყოფილთა

ესრეთ ხედვიდა.

 

და ესეცა მადლი მოეცა ღმრთისაგან, რომელ მრავალგზის

იხილნის სულნი წმიდათანი ზეცად აღსრულნი, გან-რაჲ-ვიდიან

ჴორცთაგან. რამეთუ იხილა სული მამისა ესაიასი და მამისა ზენონ

სკიტელისა ზეცად აღსრულნი.

 

 

 

ერთსა უკუე დღესა შემოკრბა ერნი მრავალნი და ასწავა მათ

სწავლა სულიერი და აუწყა ამიერ განსვლა თჳსი. ხოლო იგინი შე\წუხნეს

ფრიად და იწყეს ტირილად. ხოლო თავადი შევიდა სენაკს

მოღუაწებისა თჳსისასა.

 

ძმა ვინმე ერთი, სახელით ათანასე, მოწაფე ყოფილ იყო ზენონ

სკიტელისა და იყოფოდა ამის წმიდისა თანა. ესე ღამესა ერთსა ტირო\და

მწარედ. და ესმოდა ჴმა ტირილისა წმიდასა მას და ჰრქუა: “რასა

სტირ, ძმაო, და იგლოვ ესრეთ?” ხოლო მან ჰრქუა: “რასა მკითხავ,

მამაო, რომელსა არცა სიწმიდე შენი უმეცარ არს?” ხოლო იგი კუა\ლად

ჰკითხვიდა და მან ჰრქუა, ვითარმედ: “ამას ღამესა მოვიდა მო\ძღუარი

ჩემი ზენონ და მრქუა მე, ვითარმედ: “ყოველნი წმიდანი

შეკრბეს წინაშე ღმრთისა და ევედრებოდეს: “უფალო, ბრძანე, რათა

პეტრე ეპისკოპოზი განვიდეს ჴორცთაგან და დაემკჳდროს ჩეუნ თა\ნა

და განისუენოს, რამეთუ ფრიად ტანჯნა ჴორცნი თჳსნი და [   ]

დაშურა სიყუარულისათჳს შენისა”. ხოლო უფალმან ბრძანა: “ჯერ

არს ყოფა მისი კუალად ქუეყანასა ზედა, რათა მრავალნი სულნი

შეიძინნეს”. ხოლო წმიდანი იგი კუალად ევედრებოდეს, რათა წარი\ყვანოს

მათ თანა. მერმე ბრძანა უფალმან ყოველთამან, რათა შემდგო\მად

ათისა დღისა აღესრულოს”. ესე ჩუენება მიუთხრა ძმამან ათანასი

წმიდასა პეტრეს ტირილითა მწარითა, ხოლო წმიდამან ნუგეში\ნი-სცა.

 

მათ დღეთა შინა არარას გემო იხილა, არამედ ილოცვიდა ჴელ\აპყრობით.

და ვითარცა მოიწია დღე მეათე, განაღო სენაკი თჳსი

და აღვიდა ეკლესიად. მოუწოდა ყოველსა მას ქალაქსა, ასწავა მათ

ფრიად სარგებელი სულისა და ნუგეშინი-სცა, შეწირნა მსხუერპლნი,

აზიარნა მღდელნი და დიაკონნი და მერმე ერნი და მისცა ყოველთა

მშჳდობა ჯმნისა, და შევიდა სენაკად თჳსად. და ვიდრე იგი ილოცვიდა

ჴელ-აპყრობით, გამოჴდა ფრიადი სული სულნელებისა. განმარტნა

ფერჴნი თჳსნი და თქუა: “ჴელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა

ჩემსა” და დაიძინა ძილი იგი მართალთა თჳნიერ ყოვლისა სალმობი\სა.

და ვითარცა ესე თქუა, აჰა, დასი ანგელოზთა და სიმრავლე წმიდა\თა

შემოკრბეს და წარუძღუეს სულსა მისსა და მრავლითა პატივითა

და დიდებითა და გალობითა აღიყვანეს ზეცად, რომელთა წინა უპი\რობდა

წმიდაჲ მღდელთ-მოწამე პეტრე ალექსანდრიელი.

 

ესრეთ დიდებით წარადგინეს წინაშე ღმრთისა, ხოლო მრავალ

მოღუაწე გუამი მისი დაუსუენეს მასვე ეკლესიასა შინა. მაშინ შემო\კრბეს

ყოვლით კერძოვე უძლურნი და სნეულნი და უშურველად

მიიღებდეს კურნებასა. ბრმანი, მკელობლები და ეშმაკეულნი განიკურ\ნებოდეს

და ადიდებდეს ღმერთსა.

 

აღესრულა უკუე წმიდა მამა ჩუენი პეტრე ეპისკოპოზი თუესა

დეკენბერსა ორსა, დღესა პარასკევსა, წლისა სამეოცდახუთისა, ჟამთა

ზენონ მეფისა ბერძენთა ზედა.

 

 

ამასვე დღესა წმიდისა მამისა ჩუენისა პეტრე

ქართველისა

 

 

ესე იყო ძე ქართველთა მეფისა ვარაზ-ბაკურისი. იშვა ანგელო\ზისა

ხარებითა, ვითარცა სამოელ და იერემია, და საშოთგანვე წმიდა

იყო.

 

და წარავლინა მამამან მისმან ი̃ბ-ისა წლისა მძევლად ქალაქად

კოსტანტინეპოლედ ბერძენთა მეფისა თეოდოსი მცირისა თანა. და ვი\თარცა

მიიწია, აღიყვანა სა/მეუფოდ [   ] პალატად, ვითარცა ღმრთივ

მონიჭებული ძე თჳსი.

 

და ისწავლა ენა ბერძნული და ყოველივე სწავლულება საეკ\ლესიო.

 

წარვიდა იერუსალიმად საფლავსა უფლისასა და მუნ აღკუეცილ

იქმნა მონაზონებად.

 

რამეთუ პირველ ეწოდა მურვანოზ და მათ უწოდეს პეტრე. და

ისწავა ენა და სწავლა ასურებრივი.

 

რამეთუ იყო დიდი და წმიდა წინაშე ღმრთისა და მოღუაწე,

რომელ არავინ იყო შემძლებელ კეთილის-მოქმედებისა ქებად მისსა,

გარნა გრიგოლი დიოლოღი, რომელსა აღუწერია ქება მისი წიგნსა

შინა თჳსსა.

 

 

და იქმნა ჩუენებითა და ბრძანებითა ქრისტესითა ეპისკოპოზ მო\აჰმისა.

და აღესრულა სამეოცდახუთი წლისა ჟამთა ზენონ ბერძენთა

მეფისა. ხოლო იქმნებოდა გუამისა და საფლავისა მისისაგან კურნებანი

და სასწაულნი მრავალნი.

 

 

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *