წმ.გულანდუხტ სპარსელი ცხოვრების რედაქციები

, , ,

 

[თთუესა ივნისსა თ]

 სიმჴნეჲ და მოღუაწებაჲ ნეტარისა გულანდუხტისი სპარსეთს

 

 

 

ცხორებაჲ და ღუაწლისა ძლევაჲ წმიდისა და სამგზის

სანატრელისა გულანდუხტისი, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა

სახელი მარიამ. უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს

შეწევნითა, ვითარ-ესე გუესმა სარწმუნოთა და ღმრთის-მსახურთა

კაცთაგან, ყოველი ჭეშმარიტად ქმნული სპარსეთს შინა ხუასროვ

ძუელ მეფისა ზედა ორმიზდ მეფისა, დღეთა ჩუენთა, მჴევლისა

ღმრთისა გულანდუხტისთჳს, რომელსა ეწოდა ნათლისღებასა მა\რიამ,-

ესემსწრაფლ იქმნა ცუენდა აღწერად, მის მიერ ქმნული იგი,

რაჲთა არა იყოს დავიწყებაჲ მრავალთა ჟამთა წარსლვითა, და სხუა\ნიცა,

რომელნი მოვიდენ მოსაჴსენებელსა ამას, აღეშჱნებოდიან.

 

 

. ბერძენთ მეფობასა ღმრთის-მსახურისა მავრიკისსა კოს\ტანტინეპოვლის,

წელსა მეცხრესა, ინდიკტიონსა ცხრასა, გამოჩნ\და

აღმოსავალით – კერძო ნეტარი გულანდუხტ ქალაქსა, რომელსა

ჰრქჳან ნისიონ, ნათესავით სპარსი, რომელი თჳსი იყო ხუასროვ

მეფისა სპარსთაჲსაჲ. ამან ქრისტჱსთჳს მრავალი ტანჯვაჲ დაით\მინა.

ამას ესუა ქმარი მოგუთ-მთავარი, რომელი განვიდა მთავრად

გუნდთა ზედა აღმოსავალით და მოიყვანა ტყუჱ მრავალი. და

ტყუეთა მათგანნი მამანი შეიყვანნა სახიდ თჳსა, და იყვნეს იგინი

ქრისტეანენი და შიში ღმრთისაჲ აქუნდა გულსა მათსა და არა

შჭამდეს ნაკერპავსა, რომელსა იგი სცემდეს უფალნი თჳსნი, არა\მედ

მარადის იმარხვიდეს და ილოცვიდეს ღმრთისა მიმართ

მოუკლებელად.

 

 

. დღესა ერთსა შინა მოუწოდა წმიდამან ღმრთისამან

გულანდუხტ და ჰრქუა: “მითხართღა მე, რაჲსა არა შჭამთ საჭმელსა,

რომელსაა ჩუენ ვჭამთ, არამედ სხუაჲცა რაჲმე არს, რამეთუ ილო\ცავთ

თქუენ ღმრთისა მიმართ თქუენისა ყოველსა ჟამსა, მასწავეთ

მეცა.” ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: “ჩუენ ქრისტეანენი

ვართ და ღმერთსა ვჰმსახურებთ, ხოლო ნაკერპავი არა ვჭამოთ,

არამედ ვილოცოთ ღმრთისა მიმართ, რომელმან შექმნნა ცანი და

ქუეყანაჲ და ყოველი, რაჲ არს მას შინა დაბადებული. ხოლო მზჱ

და მთოვარჱ და ცეცხლი არა არიან ღმერთ, არამედ ესე ყოველი

კაცთათჳს დაჰბადა ღმერთან.” ხოლო წმიდაჲ იგი გულს-მოდგინედ

ისმენდა მათსა მას მისა მიმართ სიტყუასა და განეღო გონებაჲ

მისი და მოვიდა ღმრთის-მეცნიერებასა ჭეშმარიტად. ხოლო წიდაჲ

იგი იყო განკჳრვებასა შინა სამ დღჱ და იხილა ანგელოზი იფლი\საჲ,

რომელი აჩუენებდა მას ადგილთა ორთა: ერთი იგი ადგი\ლი

იყო ბნელისაჲ, რომელსა შინა იყო სიმრავლჱ კაცთა ცოდვილ\თაჲ,

და ერთი იგი ადგილი იყო ნათელი, რომელსა შინა იყვნეს

კაცნი მართალნი. მიუგო წმიდამან გულანდუხტ და ჰრქუა ანგე\ლოზსა

მას: “უფალო, რაჲ არს ადგილი ესე ბნელისაჲ, რომელსა

შინა იტანჯებიან კაცნი მრავალნი?” ჰრქუა მას ანგელოზმან მან:

“ესენი არიან პირველნი შენნი ნათესავნი, რომელნი კერპთ ჰმსა\ხურებდეს,

ქმნულთა ჴელთა კაცთასა.” და მერმე კუალად ჰრქუა:

“უფალო, რომელნი ესე ნათელსა შინა არიან, ვინ არიან?” ჰრქუა

მას ანგელოზმან მან: “ესენი არიან მსახურნი ღმრთისანი, რომელ\მან

შექმნნა ცანი და ქუეყანაჲ, და რომელთა მიიღეს ნათელი

სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱს, ღმრთისა ჩუენისაჲთა,

ხოლო წმიდასა გულანდუხტს უნდა შესლვაჲ ადგილსა მას ნათლი\სასა,

სადა-იგი იყო ანგელოზი იგი. ჰრქუა მას ანგელოზმან მან:

“ვერ შემოხჳდე აქა თჳნიერ ნათლისღებისა.”

 

 

. შემდგომად სამისა დღისა მოეგო გონებასა თჳსსა სახი\ლავისა

მისგან საშინელისა და განსაკჳრველისა სამთა მათ დღე\თაჲსა

და უთხრობდა ქმარსა თჳსსა ჩუენებასა მას, რომელი იხილა

შიშითა და ძრწოლით. ხოლო ქმარი იგი განრისხნა და ჰრქუა მას

გულის-წყრომით: “ვითარ გხედავ, გულსა შინა გაქუს სარწმუნოე\ბაჲ

იგი ქრისტიანეთაჲ და მით ეგე ჩუენებაჲ იხილე.” ხოლო წმი\დაჲ

იგი მიერითგან არღარა აღვიდა საგებლად ქმრისა თჳსისა.

და მერმე კუალად ჰკითხვიდა ტყუეთა მათ ქრისტიანობისათჳს და

ჰრქუა გულსმოდგინედ: “მაუწყეთ მე;” რამეთუ უთხრობდა მათ

სახილავსა მას, ვითარმედ “ვიყავ განკჳრვებასა სამ დღჱ და წარ\მიყვანა

მე ანგელოზმან მან და მიჩუენნა მე ორნი ადგილნი: ერთი

ბნელისაჲ, სადა იყვნეს სატანჯველსა შინა დიდსა, რომელნი-იგი

ჰმსახურებდეს კერპთა, და მეორჱ იგი ადგილი ნათლისაჲ, რომელსა

შინა იყვნეს სიხარულსა დიდსა, რომელთა აქუნდა ნათელი ქრისტჱს

ღმრთისაჲ, და მინდა შესლვად ადგილსა მას ნათლისასა, ხოლო

ანგელოზმან მან არა მიშუა შესლვად, არამედ მრქუა მე: “უკუეთუ

გნებავს ადგილსა მას ნათლისასა შესლვად, პირველად ნათელი

მოიღე და ქრისტეანე იქენ და მერმე შემოხჳდე აქა.” ხოლო

მათ ვითარცა იხილეს გულსმოდგინედ ღმრთისმეცნიერებაჲ იგი და

წადიერად კითხვაჲ ქრისტჱსთჳს, გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ღმერ\თი

მოიყვანებს ამას ნათლად, უფროჲსი ნუგეშინის-ცემაჲ მოიპოვეს

და უკადნიერჱსადრე ასწავებდეს ქრისტეანობისათჳს. ხოლო წმი\დასა

მას მეორედ და მერმეცა მესამედ გამოეცხადა ანგელოზი

უფლისაჲ და ჰრქუა: “აჰა ესერა მესამედ გამოგეცხადე შენ შემდ\გომად

გამოცხადებისა მის, რომელი იხილე, რაჲთა ნათელი მოიღო

და ქრისტეანე იქმნე და უფროჲს წარჰმატო მადლსა ქრისტჱსსა.”

ხოლო ნეტარმან მან ჰრქუა ანგელოზსა მას: “ქმარი ჩემი მაყენებს

ქრისტიანობად და მეშინის, ნუ უკუე პოვოს მშჯავრი მიზეზი ნათ\ლისღებისაჲ

და ქრისტიანობისაჲ.” ჰრქუა მას ანგელოზმან მან:

“აფა ესერა მეფჱ წარჰმგზავნის მას ღუაწიდ და მუნ მოკუ\დეს,

ხოლო შენ ნუ უფროჲს დაჰყოვნი ნათლისღებად და ქრის\ტიანობად.”

მერმე კუალად ჰრქუა ქმარსა თჳსსა მესამჱ იგი სახი\ლავი

და “რამეთუ მეფჱ წარგმგზავნის შენ ბრძოლად,” არამედ

სიკუდილი იგი არა უთრა მას. ხოლო მან არა დაიჯერა სიტყუაჲ

იგი მისი და შევიდა ჩვეულებისაებრ თავყუანის-ცემად წინაშე

მეფისა. ვითარცა იხილა იგი მეფემან, ჰრქუა მას: “არავინ მყავს

შენსა უფროჲსი, ვინმცა წარვმგზავნე ბრძოლად, არამედ იწრაფე

დღესვე განსლვას შენ და ნუღარამცა პურსა ვანსა შინა შენსა

ჰშჭამ.” და ვითარცა იხილა სწრაფაჲ იგი მეფისაჲ, და გამოვიდა

მეფისაჲთ და მივიდა ვანად თჳსა და ჰრქუა წმიდასა მას: “დედა\კაცო,

ჭეშმარიტად მითხარ სახოლავისა მისთჳს, რომელი იხილე;

რამეთუ ვითარცა შევედ მე წინაშე მეფისა თავყუანისცემად, არცა

მიტევა მე წინაშე დგომად და არცა პურისა ჭამად სახლსა ჩემსა,

არამედ მწრაფლ განსლვად ბრძოლად.”

 

 

. ხოლო წმიდაჲ იგი გულანდუხტ, შემდგომად წარსლვისა

ქმრისა თჳსისა ღუაწიდ, იხარებსა უფლისა მიმართ, და რამეთუ

ესმა ვითარმედ, ღუაწლსა შინა მოიკლა, ეძიებდა მწრაფლ, რაჲთამცა

ნათელი მოიღო. და არცა უნდა ნათლისღებაჲ ცხადად შიშისათჳს

და ცნობისა მეფისა, და იზრახა, რაჲთა თჳსთა ტომთა თანა მივი\დეს

და დაივიწყნეს თჳსნი იგი ნათესავნი. და მივიდა იგი ქრის\ტეანეთა

მღდელთა თანა და უთხრობდა მათ ყოველსავე მას სახი\ლავსა,

რომელი ეჩუენა მას, და საკვრველებასა მას, რომელი იხი\ლა,

და ჰლოცვიდა მათ მუჴლთ-დაბნევით, რაჲთა მწრაფლ ღირს\ყონ

იგი ნათლისღებასა. ხოლო მღდელთა მათ ვითარცა იხილეს

მისი იგი წადიერებაჲ და გულისჴმა-ყვეს, რამეთუ ღმერთი მოუ\წოდს

მას და ჰყოფს ჭურად რჩეულად, მისცეს მას ნათელი სახე\ლითა

მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა და უწო\დეს

მას სახელი მარიამ. და შემდგომად ნათლისღებისა,

მერვესა დღესა, ყვეს დღესასწაული დიდი ნათლისღებისაჲ, და

ასწავეს მას ქრისტჱს-მიერი სარწმუნოებაჲ და წარმგზავნეს სახიდ

თჳსა. და ვითარცა მივიდა წმიდაჲ იგი თჳსა ვანად, დაადგრა იგი

ლოცვასა ღმრთისა მიმართ და დაივიწყებდა იგი თჳსსა მას მამულ\სა

და თჳსსა ჩუეულებასა.

 

 

. შედგომად მრავლისა ჟამისა ნათლისღებისა წმიდისა

მის უწყებულ იქმნა მეფისა მისთჳს და ყოველთა ნათესავთა მისთა,

და არცა შესაძლებელ იყო ესე დაფარვად, ვითარცა იგი უფალ\მან

თქუა: “არა არს საიდულოჲ, რომელი არა გამოცხადნეს, და

არცა დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს; ყოველივე, რომელი

ბნელსა შინა ვთქუათ, ნათელსა შინა ისმენს; ყოველი, რომელი

ყურსა ესმას საუნჯესა შინა, სართულსა ზედა იქადაგოს.” ესე ვი\თარცა

განცხადნა წმიდისაჲ მის, განრისხნა მეფჱ იგი ფრიად

მისთჳს და მიავლინნა ორნი უმჯობჱსთაგანნი ლიქნით სიტყუად

მისა და ჰრქუა: “რაჲ განიზრახე ამისა ყოფად საგნებელად მეფისა

და ყოველთა ნათესავთა მისთა? ინებე მწრაფლ გამოჯმნაჲ წესთა

მათგან ქრისტეანეთაჲსა!” ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მისრულთა

მათ მისა: “ნუ იყოფვინნ უვარის-ყოფად მეუფის იესუ ქრისრჱსი,

ძისა ღმრთისა ცხოველისა!” ხოლო მეფესა მას ვითარცა ესმა

სიტყუაჲ ესე მივლინებულთა მათ მიერ, მერმეცა მიავლინნა მისა

მეორედ და მესამედ და მიჰრქუა: “ესრჱთ ინებე უვარის-ყოფაჲ

ნათლისღებისაჲ, და იციან ღმერთთა ჩემთა-მოგიყვანო შენ ცო\ლად

ჩემდა!” რამეთუ ქმარი მისი მომკუდარ იყო ბანაკსა გარე,

ვითარცა იგ წინა წერილ არს. მერმე კუალად მიჰრქუა მეფესა:

“უკუეთუ დაამტკიცოს ჩემ თანა მეფემან ვითარმედ არა მოკუდეს,

ესემცა ვქმენ; ხოლო უკუდავისა ღმრთისა მითხოილ ვარ და ვერ

შესაძლებელ არს განშოვრებად მისგან.” ხოლო მეფჱ იგი ძუელი

ხუასროვ, ვითარცა ესმა ესე, განრისხნა ნეტარისა მისთჳს და უბრ\ძანა

ყოველი მონაგები მისი იავრის-ყოფად და რკინითა მრჩობ\ლითა

შეკრვად ყოველი გუამი მისი და გრკალი რკინისაჲ მძიმჱ

დადებად ქედსა მისსა, რაჲთა ვერ შეუძლოს ზე ახილვად და ხილ\ვად

ცისა, და მიყვანებად იგი ექუსორიობად, სადა-იგი ჰრქჳან

“მოუჴსენებელ,” და დღითი-დღედ ტანჯვაჲ მისი.

 

 

. ხოლო მეფჱ იგი ხუასროვ გუემითა დიდითა და მედგ\რითა

სიკუდილთა განვიდა სოფლისა ამისგან. შემდგომად მეფო\ბისა

მისისა ორმიზდისსა, ძისა მისისა, ღმრთის-მსახურმან მეფემან

ბერძენთამან მავრიკ მიუვლინა მშჳდობისათჳს ურთიერთას პაემა\ნისა

დადებისა მოციქულად კაცი ერთი, რომელსა სახელი ერქუა

არისტობულ. და მიწერა წიგნი და წარმგზავნა ორმიზდისა, სპარსთა

მეფისა. და ვითარცა იქცეოდა მოციქული იგი სპარსეთს შინა,

ესმა ნეტარისა გულანდუხტისთჳს. და გამოითხოვა სპარსთა. მეფი\საგან

თავით თჳსით, რაჲთამცა წყალობისა მიზეზისათჳს მივიდა

და იხილნა, რომელნი-იგი იყვნეს ექუსორიას ადგილსა მას, რო\მელსა

ჰრქჳან “მოუხსენებელ” და რაოდენნიცა იყვნენ მუნ ქრის\ტეანენი,

ითხოვამცა მეფისაგან განტევებაჲ, რამეთუ წესი არს მე\ფეთაჲ,

ვითარმედ რაჲცა სთხოვიან მოციქულთა, მიანიჭიან მეფეთა.

ვითარცა მოვიდა არისტობულოს საექსურიესა ას ადგილსა, პოვა

მუნ წმიდაჲ გულანდუხტ. გული უთქუმიდა ხილვად მისა, რამეთუ

ესმინა მისი იგი ტანჯვაჲ. და ვითარცა თაყუანის-სცა წმიდასა მას

და დიდად იზრახეს ღმრთისმსახურებისათჳს, ჰრქუა წმიდასა მას:

“ვჰრქუა მეფესა და გამოგითხოვო შენ და განგიყვანო შენ ამიერ.”

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: “განგესაჯო შენ წინაშე საყდართა

ქრისტჱსთა, უკუეთუ შენ ჰყო ეგე.” ხოლო იგი დიდითა აღშჱნებითა

წარვიდა, მრავალი ყოფადიცა წინაჲთ ისმინა წმიდისა მისგან

ორმიზდ, მეფისათჳს სპარსთაჲსა, რამეთუ არა უც ყოფად მშჳდობაჲ

და არცა პაემანი. ვითარცა ესმა ესე, ჰლოცვიდა მას

და ეტყოდა, რაჲთა საკრველთა მათგან რკინისათა ევლოგიად

მოსცენ მას. მაშინ მოსცეს მცველთა მათ სხუაჲ საკრველი რკინი\საჲ.

მაშინ უბრძანა ნეტარმან მან პირველთაგანი მიცემად მისა.

ვითარცა მოვიდა მეფისა სპარსთაჲსა, მიიქცა მეფისა თჳსისა

უქმად. ვითარცა მოვიდა არისტობულოს კონსტანტინეპოლის, ყო\ველივე,

რაჲცა წინაჲთ-უთხრა ნეტარმან მან, ეგრჱცა პოვა შინა

სახლი თჳსი და რაჲცა შეხუდა.

 

 

. ხოლო წმიდაჲ იგი მოწამჱ ქრისტჱსი ვითარცა იყო

საპყრობილესა მას შინა, ისწავა სწავლაჲ ასურებრივი და ფსალ\მუნნი

დავითისნი მუნ მყოფთა მათგან ქრისტეანეთა კაცთა. ვითარ\ცა

ესმა ესე მეფესა ორმიზდს ნეტარისი გულანდუხტისი, ვითარმედ

საექუსორიჱ იგი ეკლესია ყო ქრისტიანეთა, შემდგომად ყოფისა

მისისა მუნ საპყრობილესა მას შინა ათვრამეტ წელი, ბრძანა მისი

გამოყვანებაჲ მიერ ექუსორიაჲთ, არა ვითარმცა სწყალობდა, არა\მედ

უფროჲსისა გუემისა და ტანჯვისა მიწევნად ღუაწლისა მძლისა

მის. ჰრქუა მას მეფემან: “უვარ-ყავ ნათლისღებაჲ და სარწმუნოებაჲ

ქრისტეანეთაჲ: კმა არს შენდა, რამეთუ ნათესავი მეფეთაჲ აგინე

და რჩული სპარსთაჲ ყოველი გარდააქციე და გეგულების მათი

ქრისტეანედ ყოფაჲ.” ხოლო წმიდამან მან ჰრქუა მას: “უკუეთუ

გინებს ყოვლითა გულითა რწმუნებაჲ ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა

ჭეშმარიტისაჲ, შეგიწყნარნეს თქუენცა.” ესე ვითარცა ესმა ბაბი\ლოვნელთა

მათ, უბრძანეს ტანჯვაჲ მისი ცემითა ჭაპუკთა მიერ

ურიდად და ძუძუჲსა ზოგი მოხეთქეს. და ესევიტარისა მის გუე\მისა

დათმენისათჳს ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ ღირს იქმნა

სახელისათჳს მისისა ტანჯვად. და ნუგეშინის-სცემდა თავსა თჳსსა

და იტყოდა: “რომელმან ზღუაჲ მეწამული და იორდანჱ მდინარჱ

განაშოვრე, ქრისტე ღმერთო, და კუალად მუნვე მეყსეულად შეჰრთე,

ესე ძუძუჲსა გარდანაკუეთი არგნითა მუნვე კუალად აგე.” და აღიღო

და აგო თჳსსავე ადგილსა მას, და იქმნა იგი ვითარცა პირველი

იყო. ვიტარცა იხილა საკჳრველებაჲ იგი ღმრთისა ჩუენისაჲ, რაჲთა

მოიქცეს ღმრთის-მეცნიერებასა, უბრძანა მათ უძჳრჱსი გუემაჲ.

რამეთუ შთაასხეს ძაძასა ფიფქი ნაკუერცხლოვანი და გარდააცუეს

თავსა და ყელსა შეჰბეჭდეს და დააგდეს ერთსა ადგილსა, რაჲთამცა

მოკუდა იგი მუნ, რაჲთა მისა მიმართ აღესრულოს თქუმული წი\ნაჲსწარმეტყუელისაჲ:

“ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაჲ და ვექმენი

მათ იგავ.” ხოლო წმიდისა მის გუამისა მრავალთა დღეთა

დათმენითა მადლითა ღმრთისაჲთა დაეცვა უვნებელად. ეუწყა

მეფესა, ვითარმედ არარაჲ ბოროტი შეეყო მას ეგოდენსა მის

გუემისა მიწევნითა. და ჰკითხა მეფემან და ჰრქუა ვითარმედ “არა\რაჲ

ევნოა მას ეგოდენისა მისგან ბოროტისა სატანჯველისა?”

მაშინ წმიდამან მან ჰრქუა მას: “მე ეგევითარსა ადგილსა განსასუე\ნებელსა

ვიყავ, რომელ არასადა ეგევითარი ადგილი მეხილვა, და

მცვიდა მე ქრისტე ღმერთი ჩემი ამათ დღეთა უვნებელად ეგევი\თარი

ადგილი ყოველსა მეფობასა სპარსეთისასა არა არს: ნათელი

გარდარეულად სავსჱ ყოვლითა შუენიერებითა და შემკული ყოვ\ლითა

სიბრძნითა ბრწყინვალედ.”

 

 

. ვითარცა ესმა ესე მეფესა მას, უბრძანა მოწამისა

ქრისტჱსისა შთაგდებად მღჳმესა, რომელსა შინა იყო ვეშაპი გარ\დარეულად

დიდი. რომელნი ბორიტისა მოქმედნი არიედ კაცნი,

მუნ შთასთხინიან, და ვეშაპი იგი განჰლევნ მათ; რამეთუ ღმერთდაცა

ეპყრა მათ ვეშაპი იგი. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ აქუს სპარსთა,

რამეთუ წინაჲსწარმეტყუელისა დანიელის ზჱ ეგრჱთვე იყო ვეშაპი

იგი. ხოლო წმიდაჲ იგი ვითარცა შთავიდა ჯურღმულსა მას, პირი

აღამტკმო ვეშაპმან მან და მიჰმართა, რაჲთამცა განლია წმიდაჲ

იგი და უკუნ-გარე-იქცა, რამეთუ ვერ იკადრა ყოვლად მიახლებად

მისა. ხოლო წმიდამან მან ვითარცა იხილა გარდარეულად სიდიდჱ

მჴეცისა მის, შეძრწუნდა ფრიად და დასწერა ჯუარი მიმართებასა

მას ვეშაპისასა და დაჰჴსნა იგი. მარავალი მადლი ღმრთისაჲ გამო\ეცხადა

მას ჯურღმულსა მას შინა, რამეთუ ვითარცა შთააგდეს

იგი, შეეშინა. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: “რაჲსა შეგეშინა

ვეშაპისა მისგან და იქმენ შეძრწუნებულ? ვერ შეუძლოს სიდიდემან

მაგან მჴეცისამან ვნებად შენდა, ფერჴთა ქუეშე შენთა მიგცე ეგე

მსგავსად წერილისა მის, რომელსა უტყჳს: “ასპიდსა და იქედნესა

ზედა ხჳდოდი, დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი” და მიერითგან

უშიშებაჲ აქუნდა წმიდასა მას. და მოვიდა ვეშაპი იგი და დაუვრ\დის

ფერჴთა თანა წმიდისა მის და უნებნ, რაჲთამცა დასდვა

ჴელი და იკურთხა წმიდისა მისგან. და რაჲთა არა დაუმძიმოს მუჴლ\თა

წმიდისა მის სიდიდისა მისგან, აღიშუერის გუამი იგი ფერჴთა\გან

წმიდისა მის, და რაჟამს უნებნ შთაგდებისა საზრდელი მჴეცსა

მას, აღემართის ზჱ და ეგრჱთ შეიპყრის საზრდელი იგი პირსა

მისსა, და თჳსაგან დაწვის და შეჭამის იგი ბუდესა ზედა თჳსსა,

რაჲთა არა აწყინებდეს წმიდასა მას. ხოლო იყო წმიდაჲ იგი

ჯურღმულსა მას შინა მრავალთა დღეთა უზმაჲ და მოემშია,რამეთუ

ბუნებაჲ თჳსსა მას ჩუეულებასა ეძიებს. ხოლო უღმრთონი იგი

მძლავრნი მჴეცსა მას სცემდეს საჭმელსა და წმიდასა მას არა სცემ\დეს.

ჰრქუა მას ანგელოზმან მან: “რაჲსა შეგეურვა შიმშილითა და

წყურვილითა?” ხოლო წმიდამან ჰრქუა: “ვითარ არა, უფალო,

ესთენთა დღეთა არარაჲსა გემოჲ მიხილავს და არამცა მოვაკლდია

შიმშილითა გინა თუ წყურვილითა?” მაშინ ანგელოზმან მან სახჱ

იგი ჯუარისაჲ დაჰბეჭდა პირსა მისსა და ჰრქუა: “ამიერითგან არა

გშიოდის და არცაღა გწყუროდის,არამედ ვიტარცა გინდეს ჴელმ\წიფებასა

შენსა, ეგრჱთცა გეყოს.” ხოლო დაყო ჯურღმულსა მას

შინა ვეშაპისა მის თანა სამი თთუჱ. ხოლო ურჩულონი იგი ბაბი\ლოვნელნი

ხედვიდეს ჴელთ-განპყრობით ლოცვასა ღმრთისა მიმართ

მარადღჱ. და რაჟამს ჰნებავნ საზრდელისა მიღებად ჴორცთა უძ\ლურებისათჳს,

მცირედ პური წყალსა ნელ-თფილსა დაილბის. ესე

იყო საზრდელი მისი. ამას ყოველსა ჰხედვიდეს ურჩულონი იგი,

უთხრეს მეფესა, ვითარმედ ცოცხალ არს და არარაჲ ავნო მას

ვეშაპმან, არამედ ფერჴთა ზედა მისთა გორავს მჴეცი იგი. მაშინ

ბრძანა აღმოყვანებაჲ მისი მჴეცისა მისგან, არა ვითარმცა სწყა\ლობდა

ნეტარსა მას, არამედ რაჲთა უძჳრჱსი და უფროჲსი განიზ\რახოს

მისთჳს სატანჯველი.

 

 

 

. მაშინ უბრძანა მეფემან შეგდებაჲ მისი სახლსა ერთსა

შინა და მრვალთა კაცთა უღმრთოთაჲ შესლვაჲ მისთანა, რაჲ\თამცა

შეაგინეს ტაძარი იგი ჴორცთაჲ წმიდისა მის, ვითარცა

იხილა იგი წმიდამან, შეძრწუნდა, ნუ უკუე უჩულოთა ჰმძლავრონ

მას, არამედ ევედრებოდა ღმერთსა სასოებით, რაჲთა შემწე ეყოს

მას, ვითარცა იგი ოდესმე დავით თქუა: “განმარინე მე, უფალო,

კაცსა უკეთურსა, კაცისა ცრუჳსა და მზაკუვარისაგან მეჴსენ მე.”

ხოლო ღმერთმან დასცა სიბნელეჱ შემავალთა მათ წმიდისა მის

მოწამისა, ვითარცა იგი სოდომელთა მათ ლოთის ზჱ, და გარეშე

აქცინნა, რაჲთა არა შეეხნენ წმიდასა მას, რამეთუ არცა ჰხედვი\დეს

მას. ხოლო წმიდაჲ იგი ჰხედვიდა მათ ყოველთა და მესაპყ\რობილენიცა

იგი ჰხედვიდეს მას მჯდომარესა შოვრის სახლსა

მას და ვედრებასა ჰყოფდა ღმრთისა მიმართ. ხოლო ურჩულონი

იგი ამასცა განზრახვასა სიბილწისასა სირცხჳლეულ იქმნნეს, რამე\თუ

იტყოდეს ბაბილოვნელნი იგი: “გრძნეულ არს და ვერ შეუძლეთ

მას ძლევად.”

 

 

. მაშინ მისცეს მას მიზეზი სიკუდილისაჲ, რამეთუ არს

რჩული სპარსთაჲ შებეჭდვაჲ ყელისაჲ რომელი დაისაჯის სიკუდი\ლად.

მაშინ შეჰბეჭდეს ყელსა მოღუაწესა მას ქრისტჱსსა და

მის თანა ორთა სხუათა ძჳრის-მოქმედთა, არამედ არა ქრისტეა\ნეთა,

რაჲთა მის ზედაცა აღესრულოს წერილი იგი: “ურჩულოთა

თანა შეირაცხა.” და წარმგზავნეს მათთანა ადგილსა რომელსამე

საექუსორიესა დიდად მედგარსა, რაჲთა მუნ მოკუდეს ძჳრის-მოქ\მედთა

მათ თანა სიკუდილითა ბოროტითა, რამეთუ, მოჰკუეთიან

თავი და მოართჳან ბეჭედი იგი მეფესა, რომელსა შეუბეჭდვან

ყელსა. ვითარცა წარიყვანეს მტარვალთა მათ ნეტარი იგი, მგზავრ

გამოეცხადა მათ ანგელოზი იგი უფლისაჲ და ჰრქუა მტარვალთა

მათ და მჴედართა: “ვიდრე გყავს მჴევალი ეგე ქრისტჱსი? განუ\ტევეთ

ეგე!” ხოლო მათ შეეშინა ხილვისა მისგან საშინელისა კა\ცისა.

მიუგეს მტრვალთა მათ და ჰრქუეს მას: “უფალო, ბრძანე\ბაჲ

მეფისაჲ არს და ვერ შეუძლოთ მაგისა საქმედ ვიდრემდის

თავი არა მოვჰკუეთოთ და ბეჭედი იგი გებულად მივართუათ

მეფესა, თუ არა ეგრჱთ სახედ ვყოთ, ჩუენ და ნათესავი ჩუენი

მოწყჳდნეს.” მაშინ ჰრქუა ანგელოზმან მან ღმრთისაგან: “უკუეთუ

ეგრჱ სახედ არს და ბეჭედი ეგე ცოცხალი შეჰგავს წარღებად თქუ\ენდა,

მიიღეთ და ვიდოდეთ!” მაშინ აღსძარცუა ანგელოზმან მან

ბეჭედი იგი ყელსა მისგან წმიდისაჲსა, მისცა მათ და განუტევნა

იგინი. მაშინ ჰრქუეს ანგელოზსა მას ღმრთისასა მტარვალთა მათ:

“უკუეთუ აგრძნეს მეფემან ვითარმედ ცოცხალ არს, ვითარ ვყოთ,

რამეთუ მოვწყდებით?” ჰრქუა მათ ანგელოზმან მან: “ოდეს ესმეს

მეფესა ვითარმედ ცოცხალ არს და მიგიწოდის თქუე, გონება

სამცა თქუენსა გაჴსოვ მე, და მუნ ვიპოვო მე და გიჴსნნე თქუენ

სიკუდილისაგან.” მაშინ დაჯერებულ იქმნნეს და მოიღეს ბეჭედი

იგი და უჩუენეს წმიდასა მას და წარვიდეს.

 

 

. მაშინ გულკლებულ იქმნა წმიდაჲ იგი და ჰრქუა ანგე\ლოზსა

მას: “კეთილად ვიყავ აღსრულებად, უფალო!” ხოლო ანგე\ლოზი

იგი დაადგრა მის ზედა და ჰრქუა მას: “გნებავსა შენ თავისა

შენისა მოკუეთაჲ და აღსრულებად სრბაჲ სიმჴნისა შენისაჲ?”

ხოლო წმიდამან მან ჰრქუა: “ჰჱ, მნებავს მე!” მაშინ ანგელოზმან

მან უფლისამან მოიღო ჴრმალი მტარვალისა მისგან მჴედრისა და

აჩუენა მას და ჰრქუა: “წარმოწუადე ქედი შენი!” და მან გულს\მოდგინედ

წარუპყრა, და მოჰკუეთა თავი მისი. და იპოვა სამოსე\ლი

მისი შესუარული სისხლითა აღშჱნებისათჳს წმიდისა მის მო\წამისა.

და მერმე კუალად გან-ვე-აცხოველა იგი. მაშინ იხილეს

საკჳრველებისაჲ ესე საქმჱ მჴედართა მათ და მიიქცეს მეფისავე

მის და მისცეს ბეჭედი იგი ცოცხალი. მაშინ ჰრქუა ანგელოზმან

მან წმიდასა მოწამესა ქრისტჱსსა: “აჰა ესერა მახჳლითა აღასრუ\ლე

ღუაწლი შენი და შეიწირე შენ ღუაწლითა შენითა ცათა შინა,

ღირს იქმნა ვედრებაჲ შენი ღმრთისა.” და ღირს იქმნა წმიდა   ჲ

იგი მადლისა წინაცნობად და კურნებისაცა, და აქუნდა წყლულე\ბაჲცა

იგი ქედსა მისსა აღსაშჱნებელად მხილველთა მისთა და

სისხლი იგი სამოსელსა მისსა, რაჲთა უფროჲს სარწმუნო იქმნეს.

რამეთუ იყვნეს რომელნიმე სახლისა მისისაგანი, რომელნი უკუ\ანა

შეუდგეს მამანი, რომელნი სწყალობდეს წმიდასა მას ტანჯვასა

 

მას შინა. მაშინ ჰრუქა მათ ანგელოზმან მან ღმრთისამან: “წარი\ყვანეთ

ეგე და წარვედით საბერძნეთად!” და დაუცჳნეს იგინი

ანგელოზსა მას ღმრთისასა და ჰრქუეს: “ჰჱ, რაჲთა ვილოცოთცა

წმიდათა და ღმრთისა სათნოთა ადგილთა იერუსალჱმს!” მაშინ

წარმოიყვანეს წმიდაჲ იგი თჳსთავე მათ კაცთა და იწყეს გზავნად

საზღუართა მზის აღმოსავალით-კერძო ღმრთისა წინამძღუარებითა

და მიიწინეს მდინარესა მას ევფრატსა და წიაღჳდეს იგინი და

დაადგრეს ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან ნისიონ. მრავალთა მოაქ\ცევდა

უფლისა, და ცხადთაგან და თითოფერთა სალმობათაგან

ჰკურნებდა ყოველთა.

 

 

. ხოლო ეუწყა ორმიზდ, მეფესა სპარსთასა, ვითარმედ

ცოცხალ არს წმიდაჲ გულანდუხტ, და იპოვა იგი ნისიონ ქალაქსა,

და უბრძანა მოყვანებაჲ კაცთაჲ მათ, რომელთა ბეჭედი გებულად

მოართუეს, და ჰრქუა მათ: “არა სთქუთა, ვითარმედ მოკუდა გუ\ლანდუხტ?”

ხოლო მესაპყრობილეთ-მოძღუარმან ჰრქუა მეფესა:

“უკუნისადმდე ცხომდი! ვითარცა მივიდოდეთ ჩუენ გზასა, კაცი

ვინმე, გარდარეულად შუენიერი, რომლისა პირსა მისსა ვერ

შეუძლეთ განცდად, დაგჳდგა წინა და გურქუა: “ვიდრე მიგყავს

წმიდაჲ ეგე?” განუტევეთ ეგე!” ხოლო ჩუენ ვარქუთ: “ბრძანებაჲ

მეფისაჲ არს, და ვერ შეუძლოთ ესე ყოფად, ვიდრემდის არა მო\კუდეს

და მოეკუეთოს თავი და ბეჭედი ეგე გებულად უკუნ-ვარ\თუათ

მეფესა. ვითარცა ესმა ესე ჩუენგან , მიყო ჴელი მისი და

შეახო ქედსა მისსა და აღსძარცუა ბეჭედი იგი და მოგუცა ჩუენ

ცოცხალი. და მიიღო ჴრმალი ჩემი და მოჰკუეთა თავი წმიდასა

გულანდუხტს, რამეთუ გულსა აკლდა წმიდასა მას არა მოკლვაჲ

იგი მისი და მერმე აღძარცუვაჲ ბეჭდისა მის, რაჲთა აღესრულოს

მარტვრობაჲ იგი მისი. შემდგომად თავისა მოკუეთისა წმიდასა

მას მუნვე ჩუენ წინაშე დააგო თავი იგი მისი და განაცოცხლა იგი,

ხოლო შესუარულ იყო სისხლითა ყოველი სამოსელი მისი. მაშინ

განგჳტევნა ჩუენ და იგიცა წარსლვად, სადაცა ვის უნდეს.” ვითარ\ცა

ესმა ესე მეფესა ორმიზდს, განრისხნა წმიდისა მისთჳს და

უბრძანა ყოვლისა ნათესავისა წმიდისა მის გუემად და მოსრვად.

მაშინ აქუნდა კაცთა მათ გონებასა მათსა ანგელოზი იგი უფლისაჲ,

რომელ გამოეცხადა მათ. და მეყსეულად იხილეს იგი მუნ მდგო\მარჱ

და იწყეს ჴმობად და ჰრქუეს: “აჰა ესერა არს, რომელმან

იგი ბეჭედი მოგუცა ჩუენ” და უჩუენებდეს მას თითითა. ხოლო მეფჱ

და ყოველნი იგი დიდ-დიდნი მთავარნი არავის ჰხედვიდეს, არამედ

შეძრწუნებულ იქმნნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ შიში მეფისაჲ

შეურაცხყვეს და ამას იხილვიდეს. ხოლო მეფემან არავისი ბრძანა

მოკლვაჲ მათგანისაჲ, არამედ მისლვაჲ მათი უდაბნოდ ექუსორიად,

რომელსა ჰრქჳან “დავიწყება,” რაჲთა არა იყოფვოდიან სამეუფოსა

ქალაქსა შინა სპარსთასა და ასწავებდენ სხუათაცა სარწმუნოებასა

ქრისტეანეთასა და მოაქცევდენ.

 

 

. და ვითარცა იყოფვოდა გულანდუხტ, რომელსა ეწოდა

მარიამ, ქალაქსა მას, რომელსაცა ეწოდა ნისიონ, მრავალთა დღეთა,

მრავალთა კურნებათა აღასრულებდა და მოაქცევდა ქრისტჱს

ღმრთისა მიმართ. და ვითარცა იქმნა შფოთისა აღდგომაჲ ორმიზდ

მეფისა ზედა სპარსთაჲსა, რომელმანცა იგი მიაწინა დიდ-დიდნი

გუემანი მის ზედა, დაიდვა გულსა მისლვად იერუსალჱმდ და თავ\ყუანის-ცემად

წმიდათა ადგილთა. ვითარცა მიიწინეს ადგილსა

ერთსა, და დაადგრეს მონასტერსა ერთსა, ხოლო მონასტერი იგი

არამართლმადიდებელთაჲ იყო. და ვითარცა უნდა ნეტრსა მას ზია\რებად

პატიოსნისა ჴორცისა და ჭეშმარიტისა სისხლისა ქრისტჱსი\სა,

ჰგონებდა მათსა მართლმადიდებლობასა. ჰკითხეს წმიდასა მოწა\მესა

ქრისტჱსსა: “რომლისა სარწმუნოებისაჲ ხარი?” ხოლო ნეტარ\მან

მან მსგავსად ჩუეულებისა,- რამეთუ აქუნდა ჭეშმარიტი სიძჱ,

იესუ ქრისტჱ,- ქადაგა მართლმადიდებლობაჲ და თქუა: “მე ქრის\ტიანჱ

ვარი და ვეზიარები წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.” ვითარ\ცა

ესმა მონასტერსა მას წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა სამოცი\ქულოჲსა

სიტყუაჲ, არღარა შეიწყნარეს ზიარებად იგი. ხოლო

წიდაჲ იგი გარე-წარჴდა მათ და დაადგრა სხუასა სახლსა და

პოვნა მას სახლსა ცოლ-ქმარნი. ხოლო ცოლი იგი იყო სარწმუ\ნოებითა

კათოლიკე ეკლესიისა სამოციქულოჲსაჲთა, ხოლო ქმარი

მისი უთავოთაგანი, რომელთა აქუს სევერჱს წვალებაჲ. ხოლო წმი\დამან

არცა მუნ ინება ზიარებაჲ,რამეთუ გამოეცხადა მას მართლ\აღსაარებაჲ:

ჰხედვიდა ანგელოზსა უფლისასა, ვითარმედ შევიდის

მართლმადიდებელთა ეკლესიასა იგი და ანგელოზი იგი. და ეპყრნეს

მას ორნი ბარძიმნი: მარჯუენჱ იგი სავსჱ იყო ნათლითა, ხოლო მარ\ცხენითი

იგი სავსჱ იყო ბნელითა. ხოლო წმიდამან ჰრქუა ანგელოზ\სა

მას: “უფალო, რაჲ არს სხუაჲ ესე და სხუაჲ სასუმელთაჲ მათ?

ხოლო მან ჰრქუა მას: “სასუმელი ეგე მარჯუენითი ნათლისაჲ არს

ზიარებაჲ წმიდისა და სამოციქულო კათოლიკე ეკლესიისაჲ, ხოლო

მარცხენითი ეგე არს მწვალებელთაჲ, მედგრად მორწმუნეთაჲ.” ხო\ლი

ესე ვითარცა ისწავა წმიდამან ქრისტჱს მოწამემან ანგელოზისა

მისგან, და აღეშჱნა; მიერითგან მოუკლებელად წმიდასა და სამო\ციქულო

კათოლიკე ეკლესიასა ეზიარებოდა წმიდასა ჴორცსა და

სისხლსა ქრისტჱსსა.

 

 

. შემდგომად ამის სახილავისა წარვიდა მიერ ადგილით

და ეგულებოდა მისლვად სერგის წმიდასა ბარბარიკონდ ლოცვად.

და შემდგომად ლოცვისა მის მუნ წარემართა იერუსალჱმდ ლოცვად

და თავყუანისცემად წმიდათა და საგალობელთა ადგილთა ქრის\ტჱსთა.

ვითარცა იქცეოდა წმიდასა ქალაქსა შინა, მივიდა მონაზო\ნისა

ერთისა დიდისა, რომელსა აქუნდა მადლი წინაცნობისაჲ. ვითარ\ცა

იხილა იგი მონაზონმან მან, წინაჲთვე მოიკითხა იგი და ჰრქუა:

“კეთილად მოხუედ, მართჳრო და სძალო ქრისტჱს ღმრთისაო!” ხოლო

იგი სიმდაბლით მისა მიმართ შიშით ზრახვიდა და შეისწავებდა სიტ\ყუასა

და ჰრქუა: “უფალო ჩემო, მრავალთა დღეთა მრავალი სიტ\ყუაჲ

სარგებლისაჲ ვისმინე მე აქა და აღშჱნებისაჲ.” ხოლო ბერმან

მან სულთ-ითქუნა და ცრემლნი გარდამოსთხინა და ჰრქუა წმიდასა

მას, რომელსა ნეტარიცა იგი თჳთ მეცნიერ იყო: “რამეთუ მოახ\ლებულ

არს აღსასრული და მოსლვაჲ ანტჱქრისტჱსი, ვილოცვიდეთ

უკუე, რაჲთა უფალმან მშჳდობით განგჳყვანნეს ამიერ სოფლით.”

ესე ვითარცა ესმა წმიდასა მას ბერისა მისგან, ჯუარი დასწერა და

თქუა ბერისა მიმართ: “უფალო, ოდეს მეცა შეყენებულ ვიყავ

საპყრობილისა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან “დავიწყებულ,” მესმა

ანგელოზისა მისგან, რომელი თქუა: “მოახლოებულ არს მოსლვაჲ

ანტჱქრისტჱსი და ახლოს არს კართა ზედა.” და სახილავისა მის\თჳსცა

და წინაცნობისა სიტყუაჲ დაასრულა ბერისა მის თანა.

მაშუნ ჰამბორს-უყვეს ურთიერთას. ბერი იგი დაადგრა მუნვე, სა\დაცა

იგი იყო, ადგილსა მას, ხოლო ნეტარმან მან აღასრულა

ლოცვაჲ თჳსი, სადაცა-იგი გული უთქუმიდა, და აღივსო წმიდათა

ადგილთა მადლისაგან, სადაცა-იგი ივნო ქრისტემან ჴორცითა და

სასწაულნი ქრისტჱს ღმრთისანი იქმნნეს.

 

 

. კუალად მიიქცა და მივიდა ადგილთა იეროპოლისათა

და დაადგრა აღმოსავალით-კერძო ეგუტერსა სჳმეონისსა ხილვად

მეფისა მის ბაბილოვნისა – რაჲ იგი მისდა შეხდომად იყო,

რამეთუ წინაჲთვე გჳთხრა ჩუენ მარტჳრმან მან ქრისტჱსმან ხუასროვ

მეფისაჲცა ახლისაჲ გაქცევაჲ და მერმე კუალად-გებაჲ და რამეთუ

ადრე დაჰჴდეს მეფობაჲ სპარსთაჲ.და არისტობულჱსიცა თქუა

თუ რომელსა ჟამსა და რომელსა დღესა ყოფად არს სიკუდილი

მისი, მახლობელთა მისთა უთხრა და ჩუენცა გუაუწყა. და არამრა\ვალთა

შემდგომად მოკუდა იგი დღესა მას, რომელსა ჰრქუა წმი\დამან.

მრავალთა მთავართა და ღმრთის-მოყუარეთა კაცთა იხი\ლეს

წმიდაჲ იგი მოწამჱ ქროსტჱსი და ყოველი იგი წინადაწერილი

და გჳთხრობდეს ყოვლად; და უფროჲს ხოლო დომენტიანე მელენ\ტიანელი

ეპისკოპოსი, რამეთუ დიდად პატივს-ცემდა მარტჳრსა მას

ქრისტეჱსსა, და სხუათაცა მრავალთა კაცთა მეპატივეთა ადიდეს

წმიდაჲ იგი.

 

 

. ხოლო ღმრთის-მსახურმან მეფემან ბერძენთამან მავ\რიკ

წარავლინა დომენტიანე ეპისკოპოსი, თჳსი დისწული, აღმო\სავალად

მეფისა სპარსთაჲსა, რაჲთა ზრახონ მშჳდობაჲ. ვითარცა

მიიწია იგი ადგილთა მათ აღმოსავალით-კერძო, ეუწყა მას გულან\დუხტისთჳს,

რომელსა მარიამ ეწოდა. და ვითარცა შევიდა

ქალაქად იერაპოლისად, მიიმართა ეგუტერად სჳმეონ წმიდისად

და მოიკითხა წმიდაჲ იგი და ყო ზრახვაჲ მის თანა და მოისმინა

მისგან ყოველივე, რომელი ზემო წერილ არს, რომელ დაითმინა

ტანჯვაჲ ქრისტჱსთჳს, და სხუაჲცა, რომელი ყოფად იყო დღეთა

ჩუენთა, წინა აუწყა, უთხრობდა ეპისკოპოსი იგი ნეტარსა მას,

ვითარმედ “მეფემან ჩუენმან მომავლინა მე მშჳდობისა ყოფად და

პაემანისა დადებად სპარსთა მეფისა.” ხოლო წმიდამან მან ჰრქუა

მას: “მიუწერეთ მეფესა თქუენსა, რაჲთა დააცადონ ჯერეთ, რამე\თუ

ესე ორმიზდ თჳსთაგან კაცთა მედგრითა გუემითა მოკუდეს. და

შემდგომადცა მისა რომელი ყოფად იყო დღეთა

ჩუენთა, წინა აუწყა. უთხრობდა ეპისკოპოსი იგი ნეტარსა მას,

ვითარმედ “მეფემან ჩუენმან მომავლინა მე მშჳდობისა ყოფად და

პაემანისა დადებად სპარსთა მეფისა.” ხოლო წმიდამან მან ჰრქუა

მას: “მიუწერეთ მეფესა თქუენსა, რაჲთა დააცადონ ჯერეთ, რამე\თუ

ესე ორიზდ თჳსთაგან კაცთა მედგრითა გუემითა მოკუდეს. და

შემდგომადცა მისა რომელი დაჯდეს, სახელით ხუასროვ, მის ზე\დაცა

აღდგომად არიან სპარსნი, და სივლტოლით მოვიდეს საბერძ\ნეთად.”

ვითარცა ეუწყა ღმრთის-მსახურსა მეფესა ცხენთ-სარბი\ელსა

მას შინა, ესე იგი არს იპოკონიერსა შორის, ღაღად-ყო და

თქუა: “უკუეთუ ვცხონდეთ, ხილვად გჳც იგი, რომელი მამათა

ჩუენთა არა იხილეს.” ესე ყოველი წინაჲსწარ წმიდისა მარტჳრი\საგან

ეუწყა მას. რამეთუ ნათესავთა თჳს ბარბაროზთაჲსა თქუა,

რომელი არავის გამოუცხადეს მრავალთაგანსა, რაჲ-იგი შეხუედ\რებად

იყო. და ხუასროვ, მეფისა სპარსთაჲსა, სივლტოლით მის\ლვასა

საბერძნეთად, ადგილთა მათ იერაპოლისათა, ეუწყა წმიდისა

მის მარტჳრისათჳს გულანდუხტისა; მასვე ქალაქსა შინა იერაპო\ლისს

ყოფასა უნდა შემთხვევაჲ მისი და ზრახვაჲ მის თანა. და

მოვიდეს მეფჱ და ეპისკოპოსი დომენტიანე ნეტარისა მის. და

იკითხვიდა მეფჱ “თუ მისლვად ვარ ჩემსავე მას საყდარსა სამეუ\ფოსა?”

ხოლო წმიდამან ჰრქუა: “მეფუცე მე, რაჲთა განუტევნე

ჩემთანანი იგი პყრობილნი, რომელნი არიან ზინდითს შინა ჩემთჳს,

რომელნი შეაყენნა მამამან შენმან ორიზდ საპყრობილესა, და

ყოველივე ჭეშმარიტი გითხრა.” მაშინ ეფუცა მას აღსრულებად

ნებაჲ მისი და დომენტიანე ეპისკოპოსი ევედრავე მეფესა მის თანა.

და ბრძანებაჲ დაუწერა და წარავლინა განტევებად ყოველთა პყრო\ბილთა,

რომელნი იყვნეს შეყენებულ ადგილსა მას “მოუჴსენებელსა,”

მაშინ განუტევნეს ყოველნი იგი პყრობილნი მადლითა მის წმიდი\საჲთა.

მაშინ ჰრქუა მეფესა ხუასროვსა: “რამეთუ შენსვე ადგილსა

დაგამტკიცოს მეფემან ბერძენთამან, ხოლო მეფობაჲ სპარსთაჲ

შენდამი ეგოს.” მერმეცა თქუა ანტჱქრისტჱსთჳს, რამეთუ მოახ\ლებულ

არს მოსლვად და კართა ზედა დგას, და მეფობისათჳსცა

ბერძენთაჲსა, თუ რაჲ შემთხუევად იყო, რომელი დაიდუმეს და

არავის უთხრეს. “შეჰგავს უკუე მღჳძრებაჲ და ლოცვაჲ ჩუენდა,

ვითარცა იგი უფალმან თქუა: იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა

არა შეხჳდეთ განსაცდელსა, რამეთუ არა იცით დღჱ იგი, არცა

ჟამი, ოდეს უფალი თქუენი მოვიდეს.”

 

 

. ვითარცა მოვიდა ხუასროვ მეფჱ სპარსთაჲ ადგილთა

მათგან აღმოსავალისათაჲთ სპარსთაგან სივლტოლით, ღმრთის-მსახურმან

მეფემან ბერძენთამან დიდძალი ნიჭი უძღუანა მეფესა

სპარსთასა სტეფანჱს მიერ სენაკაპანისა სადეოფლისა, კაცისა

დიდებულისა და პატიოსანისა, რომელი სტუმარ იქმნა წმიდისა

მის მოწამისა და მის თანა სხუანიცა მრავალნი დიდდიდნი და

მჯობჱთაგანნი კაცნი, რომელთა ესმა, თუ ვითარ სახედს ივნო

ქრისტჱსთჳს. ეგულებოდა სენაკაპანსა მას წმიდაჲ იგი აღყვანებად

სამეუფოსა ქალაქსა კონსტანტინეპოვლის, რაჲთა თავყუანის-იცეს

წმიდაჲ იგი მეფეთაგან. არა ინება ნეტარმან ან და თქუა: “ვერ

შესაძლებელ არს ჩემდა აღსლვად სამეუფოდ ქალაქად, არა მიბრ\ძანა

მე უფალამან ესე საქმედ, რამეთუ მოახლებულ არს ჟამი

აღსრულებისა ჩემისაჲ. უკუეთუ მაიძულოთ, მე გზას აღვესრულო;

გევედრები თქუენ – შემინდვეთ მე.” ხოლო იგინი ევედრებოდეს და

ეტყოდეს: “მეფემენ მოგჳწერა ჩუენ, რაჲთა გევედრნეთ შენ აღსლ\ვად.”

და ვერ შეუძლეს დაჯერებად მისა, და აღივსეს აღშჱნებითა

წმიდისა ის მარტჳრისაგან და დაუტევეს იგი ადგილსა მას, სადაცა

იყო.

 

 

. ამას ყოველსა გჳთხრობდა ჩუენ სქოლასტიკოსი ვინმე

დამტკიცებულად ყოვლად და მუნქუესვე ვიწრაფე აღწერად ეპის\კოპოსისა

დომენტიანჱსითურთ შემდგომითი შემდგომად. და მოი\ყვანნეს

კაცნი ვინმე სარწმუნონი, რომელთა პირის-პირ მათცა

მარტჳრისა მისგან ესმინა ესე ყოველი, არა ვითარმცა ვისწავეთ

სიტყჳთა, არამედ ვიწრაფეთ აღწერად რაჲოდენი გონებემან ჩუენმან

შეგუწია მრავლისაგან მცირედი.

 

 

. მოიწია ჟამი აღსრულებისაჲ წმიდისა მის მარტჳრისა

გულანდუხტისი, რომელსა მარიამ ეწოდა. აღიპყრნა ჴელნი თჳსნი

ზეცად და გალობასა შესწირვიდა ღმრთისა, და აღმოუტევა სული

სიხარულით შეწყნარებითა წმიდათა ანგელოზთაჲთა მისლვად გან\მზადებულსა

მის მისთჳს სასუფეველსა სმენითა ჴმისა უფლისაჲთა,

რომელი თქუა: “მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმ\კჳდრეთ

განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი.” ვითარცა ესმა

მის ქუეყანისა კაცთა აღსრულებაჲ წმიდისა მარტჳრისაჲ, სიმრავლჱ

მღდელთაჲ და ერისკაცთაჲ და აზნაურთა დედათაჲ და ყრმათაჲ

მწრაფლ მოვიდეს და კერეონებითა და ფსალმუნითა და გალო\ბითა

წარიხუნეს ნაწილნი იგი წმიდისა მოწამისანი და დაიღუაწ\ნეს

საყოფელსა წმიდისა სერგისისსა საშუვალ ქალაქსა დარასა

და ნისიონსა, რაჲთა მეოხ იყოს ყოვლისა სოფლისა მეფეთა და

ყოვლისა ერისა ქრისტეანეთაჲსა და ქრისტჱს-მიერ მღდელთა.

ვითხოვთ ჩუენცა, რაჲთა მეოხებითა წმიდისა ღმრთის-მშობელი\საჲთა

და წმიდისა მის ღუაწლით-შემოსილისა გულანდუხტისითა

და ყოველთა მარტჳლთაჲთა მივემთხჳნეთ მოტევებასა ცოდვათასა

და კეთილის სიტყჳს-გებად წინაშე საყდარსა საშინელსა ქრისტჱს

ღმრთისასა. აღესრულა წმიდაჲ იგი ქრისტჱს მოწამჱ თთუესა

იუნიოსსა, რომელ არს ქუელთობისაჲ, მეცხრესა ინდიკტიონსა;

იწამა მეფობასა ძუელ ხუასროჲსა და ორმიზდისსა და ახლისა

მეფისა ხუასროჲსა და ღმრთის-მსახურისა მეფისა ბერძენთაჲსა

მავრიკისსა, ვითარცა ზემო წერილ არს. ხოლო ჩუენ ზედა მეუფე\ბასა

უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ

თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი

უკუნისადმდე. ამჱნ.

 

 

 

 

 

თთუესა ივლისსა იბ

 ცხორებაჲ, მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა მოწამისა

ღოლინდუხ, მარიამ სახელ-ცვალებულისაჲ

 

 

 

. არცა სპარსეთი დაშთა ქრისტეს მადლთა და მოძღურე\ბათა

უსწავლელად, რომელმან პირველ ყოვლისა ქუეყანისა-ზედა\თაჲსა

იგი ჴორციელად შობილი თჳსთა მოგუთა მიერ იცნა და

თაყუანი-სცა და ძღუენითა მიერ პატივ-სცა, და ამისგან რეცა სხუა\თა

ყოველთა ტომთა პირველობისა მქონებელი ქრისტეს მიმარ\თისა

სარწმუნოებისა ძლით სამართლად იქადდეს იგი. ამისგან

უკუე ნამორჩი იყო განთქუმული და ქრისტეს-მოყუარე ღოლინდუხ.

რომლისა სათნოჲსა ცხორებისა და ღმრთის-მოყუარისა მოქალაქო\ბისა

და დიდთა და ზესთა-ბუნებისათა სულისა წარმართებათა

აწინდელი ნაწერი ღმრთის-მოყუარეთა სასმენელთა მითხრობად

იწყებს, არა ყოვლისავე უკუე წულილებით წარვლად შემძლებელი,

რაოდენი მან სიყრმითგან დასასრულამდე ღმრთისა სათნოჲსა მო\ქალაქობისა

კრძალულებისა დაცვაჲ და სიტყუანი და საქმენი

საკჳრველნი და ჴსენებისა ღირსნი აჩუენნა. არამედ უთავადესთა

მათთა და უსაჭიროესთა, და რომელთა მიერ ნუუკუე დადუმე\ბულნიცა

გულისჴმის-ყოფად შესაძლებელ არიან, დაწერილი და

ცხადა მომთხრობელი.

 

 

. ესე უკუ სიტყჳსა წინამდებარე წმიდაჲ და სპარსთაგან

შობისა მქონებელი მშობელთაგან ვიდრემე აღმოემორჩა დიდე\ბულთა

და საჩინოთა, ხუასრო, სოფლებისა მის მეფისა, შვილის

წულთა. ხოლო ვინაჲთგან აქუნდა კეთილი სული, სიყრმიგანვე

უყუარდა სათნოებაჲ და ქრისტეანეთაგან პატივცემულსა ღმერთსა

სმენით ოდენ ჰმსახურებდა. ხოლო თანცხედრეული მისი კეთილ\მსახური.

და ამისათჳს სძულობდა და უკუნ-აქცევდა და მრავალგზის

განეყენებოდა მას და, მშობელთა მიზეზისა წინამყოფელი, სახლით

ქმრისაჲთ წარვიდოდა და მათ-თანა მრავლად-მქცეველობდა. ხოლო

ვინაჲთგან სამარადისოჲ წურთაჲ მისი ღმრთისა-ძლითთაჲ იყო

და ქრისტეს-მიმართი სარწმუნოებაჲ, მსწრაფლცა შეეწია მას და

საძებელისა ეჭჳსა მიმართ მიუძღუა და წარემართა სულსა მისსა.

რამეთუ განკჳრებაჲ მოავლინა მის ზედა, რომლისა მიერ გარე\გან

ყოველთა აქათა საგონებელთა და ცხორებისა ამის ზრუნვა\თაჲსა

იქმნა გონებაჲ მისი, ვითარ-სახედ ჩუენებისა მის მიერ

შეპყრობილი. რამეთუ იხილა ანგელოზი, ზეით ღმრთისა მიერ

მოვლინებული, რომელიცა, წინაშე მისსა მავალი, აწუვევდა შედ\გომასა

მისსა და ჩუენებულთა ხედვასა. და პირველად ვიდრემე

უკუე მიყვანებულ იქმნა მძღურისა მის მიერ ადგიდ ფრიად უკუ\ნად

და ბნელად, რომელად შთამჭურეტელსა შინაგანთა ნათლად

ხილვაჲ ვიდრემე ვერ ეძლო, ხოლო რაოდენმე გამომავალისა

ტირილისა და ვაებისაგან მუნ შეწყუდეულთაჲსა მწარედ ტანჯუ\ლებად

კაცებად ყოფად ჰგონებდა, თავთა თჳსთა უბადრუკებისა

მტყებელად. და ჰკითხა ანგელოზსა, თუ ვინ არიედ აქა შეწყუდეულნი?

და მან მიუგო:”ესე ადგილი არს, ჵ ქალო, შენთა პირველ-მშო\ბელთა

შემწყნარებელი, უსახურთა და კერპთ-მსახურთა და ღირსთა

ნაცვალთა ბოროტცნობაობისა მათისათა მიმგებელი.” და ამათმან

მეტყუემელმან სულ-თქუმათა და ცრემლთა შთააგდო ღირსი იგი.ხოლო

ამისა შემდგომად მიერ განშორებულნი, მძღუანველი ანგელოზი,

და შედგომილი წმიდაჲ, სხვად ადგიდ მიიწინეს, უპირატესისა

წინა-უკმო,ყოვლად ნათლად და ბრწყინვალედ, რომელსა შინა

ცხადად ხედვიდა ფრიადსა სიმრავლესა კაცთა, მამათა და დედა\თასა,

ყოვლითურთსა შუებასა შინა მყოფად და მხიარულად, ვი\თარცა

დიდთა კეთილთა მიმღებელთა და მიუთხრობელითა სიხა\რულითა

მკრთომვალთა, რომელი იხილა რაჲ საკჳრველმან ღო\ლინდუხ,

და განიშუა. კუალად ჰკითხა ანგელოზსა, თუ ვინ არიეთ

იგინიცა? და ესმა მის მიერ ვითარმედ ” ესენი არიან, რომელთა

ღმერთი შეიყუარეს და მცნებანი მისნი დაიცვნეს და არა თავს\იდვეს

გებაჲ ბილწთა და უგრძნობელთა ღმერთთაჲ.” ხოლო ვი\თარცა

მიჰმართა ანგელოზმან მან შესლვად ადგილსა მას, მის

თანა შემავალობად იგიცა მეცადინობდა, გარნა დაიყენა მისგან

მეტყველისა ვითარმედ “ვერვის უძლიეს შინაგან ამისა ქმნაჲ, არა

თუ პირველ ნათლისღებაჲ ქრისტესი მიითუალოს,” ესენი განკჳრე\ბასა

შინა იხილნა რაჲ სანატრელმან ღოლინდუხ, და კუალად ეგო

ცნობასა, განიხილვიდა თავით თჳსით და ზრუნვასა მრავალსა

ჰყოფდა, ვითარმცა ფარულად ქმრისა და სხუათა ყოველთაგან

საწადელსა თჳსსა მიემთხჳა, საღმრთოჲსა ნათლის-ღებისა ღირსე\ბული.

ვინაჲ ამისთჳს გულს-მოდგინედ მოქენე ზენაჲსა მძღუანე-ლობისაჲ,

კუალად ანგელოზისაგანვე ისწავებს გზათა, რომელთა

მიერ ეგულვებოდა საღმრთოჲსა აღმოშობისა ღირს-ყოფაჲ მისი.

და ჟამსა მარჯუესა დამცველი და მშობელთა მოხილვისა მიზეზ\მყოფელი,

წარიტრა ვიდრეე ქმრისაგან. ხოლო მიიწია მალითა

ფერჴითა მისდა სწავლულთა ქრისტეს-მოყუარეთა და განკრძა\ლულთა

კაცთა მიმართ და, მეყსეულად საღმრთოჲსა განათლებისა

ღირს-ქმნილი მათ მიერ და მამულისა უსახურებისა თანა სახელი\საცა

განმგდებელი, მარიამად გარდაისახელების. და შემდგომად

სჯულდებულთა სიხარულისა დღეთა აღსრულებისა კუალად უკუნ\იქცა

სახიდ თჳსად, ვითარ სახედ ტრედი ნოესი, ზეთის-ხისა რტოჲსა

წილ საღმრთოჲსა მადლისა მქონი, და თჳსისა ცხოვნებისა, ვითარ\ცა

იგი მსოფლიოჲსა მომთხრობელი

 

 

 

. ვინაჲ პატიოსანი და კეთილ-მსახურებისა მოყუარე მა\რიამ

არღარა თავს-იდებდა რაოდენადცა ქმრისა თანცხედრეულო\ბასა,

არამედ არცა სხუასა რას მამულთა წესთა უსახურებისა

მიმდგომთასა ანუ აღსრულებასა, ანუ შეწყნარებასა, მოსწრაფე

ყოვლად უბიწოდ დაცვად წმიდისა ნათლისღებისა მიერ მისდა

გარემოდებულსა შესამოსელსა, და უფროჲსღა იწურთიდა თუ

ვითარ ქმარიცა და სახლეულნი ყოველნი თჳსისა მსახურებისა

მომართ მოცვალნეს და ქრისტეანე-ყოფად განჰმზადნეს იგინი. გარნა

ჰინდოჲ არ განსპეტაკნებოდა, არცა კირჩხიბი მართლ სლვასა ისწა\ვებდა,

იგავისაებრ. რამეთუ ვინაჲთგან ცნა მისმან თანამკჳდრმან

სხუებრისა ცხორებისა ქცევისა მიმართ შეეცვალულობაჲ მისი და

ქრისტეს სარწმუნოებისამი ყოვლითურთ მიდრეკილობაჲ და ამის\თჳს

მისგან სრულიად განყენებულობაჲ და თჳსაგან მყოფობაჲ,

ფრიად ჭუოდა და ურვეულობდა და უმეტესად გოდებდა თანა\მეუღლისა

განშორებასა და თანამცხორებლობისა და თანშეერთე\ბისა

დაკლებულობასა, ვითარცა ყოვლად ჴორცად მყოფი, და

უზენაეს სხეულეანთა გემოთაჲსა ვერარაჲს მცნობი. ვინაჲ წინა\უკმო

უგუნური იგი ევედრებოდა თანამკჳდრსა მის თანა დამყა\რებულით

გულის-სიტყჳთ განშორებასა და კუალად-მიქცევასა

ძუელისა და ჩუეულებითისა ქცევისა მიმართ და ღმერთთა მათთა\ძლითისა

პატივისა და მოწლეობისა. და არა ხოლო სიტყუათა

მავედრებელობითთა, არამედ გრძნებათაცა იჴუმევდა სოფლებისა

მის ჩუეულებითთა დარწმუნებისა მისისა მიმართ. ხოლო, ვითარცა

ყოველთა საბელთა მძრველი, ვერარას შეასრულებდა უგულისჴმოჲ,

რამეთუ ქრისტეს მიმართი სარწმუნოებაჲ ნეტარისა მარიამისი

კლდესა ზედა შენ იყო და ამისთჳს შეუერყეველად მგებლობდა და

გარდაუქცეველად გარეგანთა კუეთებათაგან, აღბორგნა საძნოდ

მისა უსახური იგი და, მეფისა მოჴდომილმან, შეასმინა თჳსი მეუღლე

და მიუთხრნა მის-ძლითნი ყოველნი: ვითარმედ ქრისტეანეთა სამ\სახურებელსა

შეიტკბობს და მათთა ღმერთთა ჰნერწყვავს და

განაგდებს, ამით უმეტეს მაჭენებელმან მისსა გულის-წყრომასა

წმიდისა შურის-გებისა მიმართ.

 

 

. და მყის მეფემან მიავლინა მისა მიმართ ერთი თჳსთა

საკუთართა და საჩინოთაგანი, პირველად ვიდრემე მაწყინებელად,

ამის შემდგომად მასწავლელად, მაცთუნებელად, მერმე მაქადებე\ლადცა

და კუალად მლიქნელად და დამატკბობელად, და მარტი\ვად-

ყოველთავე ლაგამთა ამსხმელად მისდა, რათა ერთითა-ღა თუ

მათგანით პყრობილ-ყვედ ცნობაჲ მისი. და დასასრულსა მიუმცნო

მას, ვითარმედ ერჩდედ თუ ნებასა მეფისასა და უვარ-ყვედ ვიდ\რემე

სარწმუნოებაჲ ქრისტეანეთაჲ, ხოლო პირველადვე მამულად

სამსახურებელად და წესიერებად აღმოირბენდ. თანამეცხედრედ

თჳსად ყოს მან იგი და უნდოებისა წილ დეოფლად გამოაჩინედ.

რამეთუ, ვითარ ჰგავს, სპარსთა შორის, დაუყენებელ არს სხუათა

ცოლებისა, ოდეს ვის ენებოს, თჳს თანა დაუღლებაჲ, გინა თუ

მხოლოთა მეფეთაგან, გინა, ნუუკუე მარტივად, და სხუათათჳსცა.

ხოლო ღმრთის-მსახურმან მან და პატიოსანმან და წმიდამან მისსა

მიმართ ამათსა მეტყუელსა ესრეთ მიუგო: “მომიგებდ, ჵ კარგო,

ერთისა კნინისა სიტყჳსა მკითხველსა შენსა, და შენ, ჭეშმარიტებით

მომგებელსა ჩემსა, მაშინღა გიპასუხო მეცა მათთჳს, რომელ წინა\დამისხენ

მე.” ხოლო მან აწჳა რაჲ გულსმოდგინედ თქუმაჲ, იგი

იტყოდა: “მიიყვანოს თუ მეფემან ცოლი, სამარადისოდ უკუდავ

იყოსა, ანუ ოდესმე მოკუდების?” და ამან მიუგო: “შეუძლებელ არს

ეგე, ჵ დედაკაცო, რამეთუ არა არს კაცთა შორის არცა მეფე,

არცა მთავარი, არცა მდაბიური, არცა სხუაჲ არავინ, რომელიმცა

სიკუდილისა უზენაეს, რომლითაცა გუარითა გინა ღონითა დასა\სრულამდე

დაცვად უძლო.” და მან მზაობით ნაცვალ-უგო: “არამედ

მე უკუდავი სიძე მომიგიე, რომელი მეფეცა არს დიდი და უკუ\ნისამდე

ცოცხლად ჰგიეს, და კიდე არა არს მეფობისა მისისაჲ; და

ვითარ შენ განმაზრახებ მე უფროჲსისა და უკუდავისა მეფისა

დატევებასა, ხოლო უდარესისა და მოკუდავისა შედგომასა? წარ\ვედ

უკუე ჩემგან და მიუთხრენ ესენი მეფესა შენსა, რათა ცნნეს

მანცა ჩემისა წინააღრჩევისანი და არღარა ესევითართა პასუხთა

მომივლენდეს; რამეთუ ერთგზის კეთილად განზრახულთა ჩემდა

არა განვეყენო, არცა ნათლითა ბნელი ვიცვალო, დაღათუ ბევრე\ულნი

სატანჯველნი მოაწინეს ჩემზედა, რამეთუ ყოველთავე ძჳრთა

დათმენად მზა ვარ მე სიძის ჩემისა ქრისტესთჳს.” ესენი რაჲ

ესმნეს მეფესა და უცვალებლობაჲ ჯერ-ჩინებისა მისისაჲ ცნა, ბრძანა

მისი, წარყვანებულისაჲ, “დავიწყებისა” გოდოლსა შეწყუდევაჲ,

რომელიცა უკუანაჲსკნელად საპატიჟოდ მოგონებული რს სპარსთა

მეფეთაგან საძნოდ შეუნდობელთა მცოდველთაჲსა. რამეთუ დაჴშულ

იყო ყოველსა ჟმსა დილეგისა მის ბჭე და სხუად არაოდეს განე\ღებოდა,

არა თუ ეგულვებინ ვისმე მას შნა შეყენებაჲ. ხოლო

შინაგანნი ყოვლად უკუნ-იყვნეს და ნათელის ნუგეშნის-ცემისაგან

დაკლებულ. ხოლო შეწყუდეულთა საზრდელნი საჭირონი და სი\ცოცხლისამი

ხოლო კნინი იწროთა რათმე სარკუმელთაჲთ დაწესე\ბულთა

დღეთა მიეცემოდეს. არამედ ესე ვიდრემე ნუუკუე ზიარი

იყოს სხუათაცა-ვითართავე დილეგთაჲ. ხოლო აქ შინა მძიმე და

მოუთმენელი და ყოვლისა საპტიჟოჲსა უფროჲსი იყო უსასოებაჲ

უკმოწოდებისა და ძჳრთაგან განრომისაჲ. რამეთუ ერთგზის დას\ჯილებითა

მად დილეგად შეწყუდეულისაჲ ყოველთათჳს უკუნ

თქუმათა იყო ოდესცა ჴსენებისა რაჲსმე ყოფაჲ გინა ურთიერთასმი

ანუ მეფისამი რეცა შეწყუდეულისა მის განთავისუფლებისათჳს. ამის

სჯულისა გარდამავლისათჳს საპატიჟოჲ სიკუდილი იყო, ხოლო

ცოცხალი მკუდრად შეირაცხებოდა, ყოვლად მოუჴსენებელად გე\ბული,

თჳთ მათ საკუთართა ნათესავთაგანცა, და მკუდარსა არა\რაჲთ

განეყენებოდა. რამეთუ მარადის ცხოველთა ბუნებისა მიმდ\გომი

სასოებაჲ ყოვლითურთ მოსპობილ იყო მისგან და ყოვლი\თურთ

ცოცხალთა საფლავი იყო დილეგი იგი, რომელსა შინა

მაშინ ქრისტეს სძლისა შეწყუდევაჲ ბრძანა, სხეულ ყოველ

ჯაჭუებითა შეკრულისაჲ, უგბილმან ხუასრო. და იყო წმიდაჲ ესე

დილეგსა მას შეწყუდეულ, რკინითა შეკრული, სრულთა წელიწადთა

ათვრამეტთა, ცხად არს ვითარმედ ხუასროჲს დასასრულამდე.

ესოდენსა უკუე ამას ჟამსა შინა ასურებრნი წერილნი და ფსალ\მუნნი

ისწავნა მუნ მის თანა წყუდეულთა მორწმუნეთა და ღმრთის\მოყუარეთა

კაცტაგან და ურწმუნოთა ასწავებდა და კეთილმსახუ\რებისამი

მიიყვანებდა.

 

 

. ხოლო შემდგომად ხუასროჲს სიკუდულისა ძე მისი

ორმიზდა დამპყრობელ იქმნა მეფობისა. და ისწავნა რაჲ წმიდისა

ამის-ძლითანი, საპყრობილით მით ვიდრემე გამოიყვანა იგი. გარნა

წერტათა და წყლულებათა დღითი-დღე მის ზედა არა დააკლებდა,

სამსახურებელისა უცხოჲსა მაძულებელი. და გუემათა მიერ სანატ\რელისა

მის სხეული უწყალოთა მათ ესოდენ განკაფეს, ვიდრეღა

წერტათა სიმძიმისაგან განჭრილი ძუძუჲ მისი ორად განიყო და

კნინღა სრულიად მოკუეთილ იქმნა და ქუეყანად დავარდა. არამედ

ესე წყლულებაჲ უკუე მოწამემან ღმრთისა მიმართ ლოცვითა კუა\ლად

მსწრაფლ განკურნა და, ჴორცისა სიჴშოჲთ განყენებული,

კუალად უკუნ-აგო ვიდრე არცა ბრძჳლსა-ღა სხეულის ნაკუეთისასა

ჩენამდე, რომლისა მხედველნი თჳსგან იკჳრვებდეს. გარნა ჭეშმა\რიტისა

ღმრთისა ძალისა ცნობაჲ არა აქუნდა უბადრუკთა,არამედ

უფროჲსღა უმეტეს გულის-წყრომად აღეგზნებოდეს და უახლესსა

საპატიჟოსა ზედმოიგონებდეს არარაჲსმე უსამართლოჲსათჳს.

 

 

. ვინაჲ გუდაჲ შემოიღეს და ღუელფითა აღავსეს იგი,

ჯერეთ ნაკუერცხალთაგან მდუღარითა, და მას შინა შთადვეს თავი

მისი და, გარემოჲს ქედისა მისისა ძლიერად მომკრველთა მისთა

და დამბეჭდველთა, დააგდეს იგი მაგარსა შინა ადგილსა, რათა

აღესრულოს მის შორისცა მცირედ შეცვალებული ფსალუნისა სი\ტყუაჲ,

მეტყუელი: “დადვეს სამოსლად ჩემდა ძაძაჲ და ვიქმენი მე

მათდა იგავ, ჩემთჳს ზრუნვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა, და ჩემდა

მძნობელობდეს, რომელნი სუმიდეს ღჳნოსა.” და ყოვლად ღირსისა

ვიდრემე და ქრისტეს-მოყუარისა მარიამის სატანჯველი ესრეთ იქ\მნებოდა.

ხოლო მისმან ღმერთმან, რომელმან მგზებარე მაყუალი შეუ\წუელად

უჩუენა მოსეს, რომელმან ბაბილონს შინა სამნი ყრმანი, სა\შუალ

ნივთ-მრავლისა მის საჴუმილისა შეწყუდეულნი, ყოვლად ყოვ\ლითურთ

ცეცხლისაგან შეუხად დაიცვნა, რომელმან ყოო, იტყჳს,

შორის საჴუმილისა მას ვითარცა ქარი ცუარისაჲ მსტჳნავი და

არა შეეხო მათ რაჲთურთით ცეცხლი იგი, არცა შეაწყინა მათ,

ეგევითარი მაშინცა თჳსისა ასულისათჳს აჩუენა საკჳრველთ\მოქმედებაჲ,

უვნებად და უკლებად დაცველმან მისმან ნაკუერ\ცხალიანისა

მის და ფრიად აღტყინებულისა ღუელფისაგან. რამეთუ

ჭეშმარიტად ისრაიტელად მყოფი იგიცა და აბრაამის სარწმუნოე\ბისა

მომგებელი სამართლად საჴუმილიანისა ორთქლისა ძვრთაგან

განერა, ყოვლად შეუხებლად დაცვული მწუველობითისა ძალისა\გან,

ვიდრეღა საგონებელ იყო იგი ნათლისა სასძლოსა შინა მყო\ფად

ეგოდენ-ჟამ გუდითა და ღუელფითა თავმოხუეული, ვითარ-იგი

შემდგომად მოღებისა მათისა საკუთართა მისთა მიმართ იტყოდა,

თანად დავითიანისაცა სიტყჳსა მგალობელი: “განხეთქე ძაძაჲ ჩემი

და გარეშემარტყ მე სიხარული, ათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ

ჩემი, და არა შევინანო, უფალო ღმერთო ჩემო,უკუნისამდე აღგიარო

შენ.” არამედ ძუელმან ვიდრემე ნაბუქოდონოსორ საჴუმილსა შინა

სამთა ყრმათა-თჳსი საკჳრველებაჲ იხილა რაჲ, და განცჳბრდა. თუ

ვითარ შეუწუელად დაიცვნეს ეგოდენისა ცეცხლისაგან, მყის

ბრძანებაჲ დადვა- არ ჯერყოფად თქუმად რასმე საძნოდ ღმრთისა

სედრაქ, მისაკ და აბდენაგოჲსა, და სამთა ყრმათაცა ნიჭებითა და

საბოძვრებითა პატივ-სცა და მთავრობაჲ მათი ბრძანა სამეფოსა

შინა მისსა. ხოლო აწნი ბაბილოვნელნი მისსა მრავლად უუგულის\ჴმოესად

და უუსახურესად და უკაცთ-გარეგნესად იმხილნეს, რამე\თუ

უცხოდ შემდგომად ღმრთისა მიერ ცეცხლისაგან განრინე\ბულსა

არა ხოლო შესატყჳსნი პატივნი არა უნაცვლნეს, არამედ

უფროჲსღა სხუათა სატანჯველთა შთააგდეს ტარიგი იგი ქრისტესი

და ღუაწლითი-ღუაწლად შეიყვანებდეს.

 

 

. რამეთუ შემდგომად მგზებარისა მის და მოტყინარისა

ღუელფისა მჴეცსა ველურსა და საშინელსა საჭმლად წინადაუდვეს

იგი, ვითარ სიტყუამან უსაჩინოეს განაცხადოს, გუელსა რასმე

დიდსა, ესე იგი არს ვეშაპსა, ძუელითგანისა ჩუეულებისაგან მათ

მიერ პატივცემულსა, გინა ვითარ პირველად საგონებელსა. რამეთუ

ესე ვითარ უცნობნი ჰმსახურებდეს, გინა ვითარ დასაბამითგან

მტერსა ღმრთის-მსახურთასა და მათისა ბოროტ-მორწმუნეობისა

მოსაჯულსა. ამას უკუე მღჳმესა რასმე შინა შეწყუდეულად მქო\ნებელნი

ყოვლითა მოსწრაფებითა ეურვოდეს და ზრდიდეს და

პატივით იპყრობდეს, ვითარ-სახედ აპინ წოდებულსა ზუარაკსა

ოდესმე მეგჳპტელნი. ამას უკუე ვეშაპისა ჯურღმულსა შთააგდეს

ღირსი იგი უცხო-ქმნილთა მათ, რათა თანადვე განილიოს იგი

მძჳნვარისა მის მჴეცისა კბილთაგან, უმეცართა უღმრთოთა მათ,

ვითარმედ აწცა არს იგი ღმერთი, თჳსისა ყრმის მფარველი,

რომელმან დანიელ მღჳმესა შინა ლომთა ჭამისა უზენაეს დაიცვა,

და პირველმოწამე თეკლა ეგრეთვე ეგევითარითა მჴეცთაგან უცხა\დებულესად

იჴსნა. რომლისა უბრძოლესისა შეწევნითა მინდობილი

წმიდაჲცა სასოებითა კეთილითა შთავიდა, რამეთუ უწყოდა სახა\რებისგან,

ვითარმედ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, თჳსითა კაცთ\მოყუარებითა

ძრულმან, ჴელმწიფებაჲ მისცა კაცობრივსა ბუნებასა

ტკებნად გუელთა და ღრიაკალსა ზედა და ყოველსა ძალსა მტე\რისასა,

ვითარ უკუე შთავიდა ქუე ფსკერსა ჯურღმულისასა. და

ვეშაპისა თუალნი იხილნა, მჳნვარედ კამკამნი, და იგი ქუეყანით

აღზევებული და თავსა საძნოდ მისა ამღებელი და მისდა შთანთქმად

პირისა განმავრცობელი,პირველად უკუე შეშინდა და განწირა

თჳსი ცხოვრებაჲ. ხოლო ამის შემდგომად თავად თჳსად კუალად\გებულმან

ნიში ჯუარისაჲ, ვითარცა რაჲ საბრძოლო საჭურველი,

მჴეცისამი მიავლინა და მითა დაჰჴსნნა კუეთებანი მისნი და მოაბ\რყჳლნა

გესლნი, ხოლო თავსა შორის თჳსსა იონაჲსსა ილოცვიდა:

“ღაღად-ვყავ ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩემისა, და

ისმინა ჩემი… და აღმოვედინ განხრწნით ცხორებაჲ ჩემი შენდამი,

უფალო ღმერთო ჩემო,” და ამათ მიერ ვიდრემე უკუნ-აქცია აღძრ\ვაჲ

ვეშაპისაჲ, გარნა ეგრეთცა შიშითა და ძრწოლითა მრავლად

შეიცვებოდა, ვიდრე მის თანა ჩუეულსა ანგელოზისა გამოჩინებად

და კადნიერებისა ბრძანებამდე და არა შეშინებად მჴეცისა ველუ\რებისაგან,

რამეთუ “ვერარაჲ გავნოსო,” ჰრქუა, “ვერცა კნინოდენი

ღმრთისა შეწევნითა, რომელმან უვნებელად დაიცვას სული შენი.”

ვინაჲ არესრულა მის ზედა წინაჲსწარეტყუელისა დავითის სიტ\ყუაჲ:

“დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაჲ გარემოჲს მოშიშთა და

იჴსნნეს იგინი.” რამეთუ მიერ ჟამითაგან ვეშაპი იგი არღარა

მსტჳნავი და კბილთა მღჭენელი ზედა-მიუვიდოდა მას, არამედ

ვითარ-სახედ კრავი, ანუ სხუაჲ რაჲმე, მშჳდთა და ჴელის-ჩუეულთა

ცხოველთაგანი, მიეახლებოდა ღირსსა და, მუჴლთა და ფერჴთა

მისთა თავის მიმხებელი, ჰგუანდა სახისგან მვედრებელსა მისსა

და მისგან კურთხევის მეძებელსა. და კუალად აღსრულებოდა

კეთილმძლესა მოწამესა ზედა ფსალმუნისაჲ იგი: “აქებდით უფალსა

ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი.” და კუალად: “აკურ\თხევდით

მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, მძრომელნი და მფრინ\ველნი.”

ხოლო ეგო ჯურღმულსა შინა ღირსი იგი მჴეცისა მის

თანა-მყოფად სამ თუე ყოვლითურთ კაცობრივისა საჭმელისაგან

უჭმელად, გარნა ერთგზის შჳდეულსა შინა ანგელოზი, მისა მოს\რული,

მისცემდა ზეციერსა რასმე საზრდელსა, განმსუენებულსა

მოწამისა სხეულისასა. რათა კუალადცა იჭეშმარიტოს მეფსალმუ\ნისა

სიტყუამან, ვითარმედ “პური ანგელოზთაჲ ჭამა კაცმან.” და

ველური იგი მჴეცი ვიდრემე მოამშჳდა ღირსისა მის სათნოებამან.

ხოლო უგულისჴმოთა ბაბილოვნელთა გულისჴმის-ყოფაჲ შემდგო\მად

ეგოდენთა განსაკრთომელთა საკჳრველებათა ვერ უძლო.

ხოლო ჴშირებით მიმავალნი ჯურღმულსა მის ადგილსა ზედა და

მთხრებლად შთამჭურეტელნი და მერმეცა მცხოვნად მოწამისა

მხედველნი და მეფსალმუნისა და მლოცველისა და ღმრთისა, მაც\ხოვნებელისა

მისისა, მადიდებლობისა მსმენელნი განცჳბრდებოდეს,

რამეთუ არღარა განილია ვეშაპისა მიერ, გარნა გრძნობად კეთილისა

მოსლვასა დასულებულნი იგი ვერ უძლებდეს, არამედ უფროჲსღა

საძნოდ ტანჯვათა მათთა მომთმენელისა განველურნებოდეს და

მჴეცისა მის უუგბილეს ჩუენებისა მღუწელობდეს.

 

 

. ამისა შემდგომად აღმოიყვანესცა უკუე იგი ჯურღმულით

კუალად, არა ვითარცა მწყალობელთა, არამედ ვითარცა უფროჲს

განმპატიჟებელთა. და ვითარცა ხედვიდეს ყოველთა სატანჯველთა

სახეებსა მოუძლურებელად ისისა სიმჴნისა და მოთმინებისა მიმართ

და მტკიცისა და განუცემელისა ჯერჩინებისა და მოაკლდეს, მისთჳს

სატანჯველთა ძიებისა მყოფელნი გინებად პატიოსნისა მის იქცეს

და განხრწნაჲ წმიდისა მის სულისა ტაძრისაჲ, სხეულისა, იწუარ\თეს

ბილწთა და არაწმიდათა. ვინაჲ სიმრავლე უძღებთა და მეძ\ვურთა

ჭაბუკთაჲ შეკრიბეს და, ღირსისა ერთსა სახლსა შინა

შემაწყუდეველთა, უბრძანეს მათ ერთერთსა შემავალობაჲ და ჴორცთა

აღრევაჲ იძულებით შეწყუდეულისა თანა. ხოლო წმიდაჲ იგი და

უბიწოჲ სძალი ქრისტესი, მის-თჳსისა სივერაგისა ხენეშთა ბაბი\ლოვნელთაჲსა

მცნობელი, არამცირედ ურვეულობდა, გულის-მსიტ\ყუელი,

ნუსადა სძლონ მას ლირწთა მათ და შეაგინონ განათლე\ბული

და განწმედილი სხეული მისი, და ღმერთსა ფრიად მჴურ\ვალედ

ევედრებოდა შეწევნად მისა, ესრეთ მეფსალმუნე: “განმარინე

მე, უფალო, კაცთა ბოროტთაგან, და კაცთა უსამართლოთა და

მზაკუვართაგან მიჴსენ მე, რომელმან იოსებ და სოსანნა ესევითართა

ხენეშთა მოქმედებისა სივერაგეთაგან განარინე; რომელმან უხი\ლაობითა

დასხენ სოდომელნი ლოთის ზედა, პურნი ელისე წინაჲ\სწარმეტყუელის

ზე, საკჳრველ ყავ აწცა წყალობაჲ შენი ჩემ ზედა

და ნუ თავს-იდებ წმიდისა ნათლისღებისა მიერ შენდა სძალ-ქმნილისა

ხენეშთა მამრთა და უსახურთაგან შეგინებასა.” ესენი მან ილოცნა

და ღმერთმან სრულ-ყვნა ლოცვისანი, მყოფელმან ნებასა მოშიშთა

მისთასა და ვედრებისა მათისა მსმენელმან. რამეთუ ყოველთა მათ

სახლსა მას შემავალთად, სადა წმიდაჲ შეწყუდეულ იყო, ღმრთისა

საფარველითა უჩინო და უხილავ იყო იგი, თჳთ ვიდრემე მკაცრ

მხედველი თითოეულისაჲ, ხოლო არავისგან ხილული. და ესრეთ

კუალად უქმნი განვიდოდეს ყოველნივე, ვითარცა რაჲ მგელნი

ცუდად აღმტკბობნი, ვერმპოვნელნი ძიებულისანი… ესრეთ უკუე

ესეცა სიბოროტე უღმრთოთა მათ დაიჴსნა საჩინოდ ღირსისა

მფარველობითა ღმრთისაჲთა და, ვითარცა თჳსისა შენაწირვებისა,

წმიდად დამცველისაჲთა.

 

 

. ხოლო ვინაჲთგან ყოვლისა ღონისა აღმძრველთა უსჯუ\ლოთა

და ყოველსა სახესა სატანჯველისასა მომაწევნელთა მოწა\მესა

ზედა ვერ უძლეს მისისა გულის-სიტყჳსა მოდრეკაჲ და მათისა

ნებისა მიმართ მიყვანებაჲ, დასარულსა მახჳლისა-მიერი სიკუ\დილი

დაასაჯეს ღუაწლით-შემოსილსა. ხოლო ჩუეულებაჲ არს

სპარსთა შორის ქედსა დასჯისა ქუეშე შევრდომილისასა ბეჭდითა

დაბეჭდულისა განკრძალულ-ყოფაჲ, რათა შემდგომად თავისა

მისისა წარკუეთისა კუალად უკუნერთუას ეგრეთვე ბეჭედი იგი

განჩინებულისა ქმნისა დაჯერებისათჳს, რათა მიერ მიიღოს გულ\სავსებაჲ

აღსრულებისაჲ. ესე უკუე იქმნა სანატრელისა მარიამის

ზედაცა. და ბეჭედი გარემოსდვეს ქედსა მისსა, და მიითუალა იგი

კრულთა მცველმან, ვითარმცა მიიყვანა ადგიდ განსაზღვრებულად

და წარ-მცა-კუეთა თავი მისი. ხოლო ვიდოდა რაჲ იგი მოწამისა

თანა, შეემთხჳა ანგელოზი ღმრთისაჲ კაცისა სახითა და ევედრე\ბოდა

მას განტევებად ისა, ხოლო იგი წყნარად უკუნ-აქცევდა

მას. გარნა აიძულებდა იგი და ემოქენეებოდა მყვანებელსა, და

კრულთა მცველი შეუძლებელობასა ეტყოდა თხოვისა მისისა აღს\რულებისასა,

დაღათუ ენებოსცა მას, და აუწყებდა მას ბეჭდისა\თჳს,

ქედსა მოწამისასა გარემომდებარისა, და ვითარმედ არა თუ

ესე უკუნ-ქცეულმან უჩუენო მეფესა, მყის თავი ჩემი მოიკუეთოსა

განმტევებულისა წილ. და თქუა ანგელოზმან მისა მიმართ: “უკუეთუ

მართლად ბეჭედი და, ვითარცა აწ არს, შეკრული მოგეცეს შენ,

აღიარება, ჵ კარგო, მადლისა ამის ჩემდა აღსრულებასა?” ხოლო

მან მოცილედ აღუთქუა რაჲ, და რამეთუ იყოცა საკჳრველ და

ურწმუნო აღთქუმული იგი, არამდროებელმან ანგელოზმან, თანადვე

ღირსისა ქედისგან ბეჭდისა აღმღებელმან, მრთლად და განუკუე\თლად

მისცა კრულთა მცველსა მეტყუელმან: “მიიღე ესე ესრეთ

განუკუეთელი და, მიმცემელი უფლისა შენისაჲ განერი, რომელსა

ეჭუ შიშისაგან.” და იგი მხილველი განცჳბრდა და ფრიად წადი\ერებით

განუტევა მოწმე. ხოლო ქრისტეს-მოყუარე იგი და სანატ\რელი

დედაკაცი, მჴნისა სულისა მქონებელი და ქრისტესთჳს სიკუ\დილისა

წყურიელი, არა უფროჲსღა იხარებდა, სიცოცხლესა და

მზისა ხილვასა შენდობილი, რაოდენ იურვოდა და მოწყინეობდა,

რამეთუ არა მოწამეთა გჳრგჳნსა ეღირსა, გარნა ვიდოდა ეგრეცა

ამისთჳს ურვეული, ვითარ ქალაქადმი ნისიბინისა. ხოლო ეჩუენა

მას მგზავრ ჩუეული იგი ანგელოზი და, თანაზრახვად დადგომილი,

ჰკითხვიდა ღირსსა, თუ რაჲსათჳს მწუხარე არს და მჭმუნვარედ

მიმოვალსა, და მან მიუგო: “ამისთჳს, რამეთუ მახჳლისა-მიერსა

აღსასრულსა არა მივემთხჳე ქრისტეს სახელისათჳს.” რომლისა

მიმართ კუალად ანგელოზი: “მე მწუხარებაჲ ესე შენი, გნებავს

თუ, ჵ პატიოსანო დედაკაცო, აწვე განვკურნო?” და თანადვე

უჩუენა მას მახჳლი აღლესული. და მან ფრიად მოცილედ მოუდ\რიკა

ქედი, და მყის ანგელოზმან მახჳლი აკუეთა და სახედ კუეთისა

ქედი მისი განყო. და მიერ გარდმოსწუთა სისხლი და შეღება

სამოსელი მისი. და ესე მრავალთა იხილეს და ესმა რაჲ მის მიერ

უცხოჲ და უგრძნობელი დაკლულობაჲ, განცჳბრდებოდეს უცხო\დიდებულსა

მას საქმესა ზედა, ხედვიდეს რაჲ მას ვიდრემე ძლიე\რად

და ყოვლად მრთლად მყოფსა სხეულითა, ხოლო სამოსელსა

მისსა, ვითარცა სხეულისა ახლად დაკლულისგან შეღებულისა,

და კუეთისა სახესა მჩენად ქედსა ზედა ისსა, ვითარმცა მოწამედცა

შეირაცხა საკჳრველი იგი და ცხორებით ამით არა მოაკლდა. ხოლო

შეღებულისა მის სამოსლისგან კურნებანი გამოვიდოდეს ზედაჲს\ზედანი

და პირადთა სენთაგან შეპყრობილნი შეხებულნი მისნი მეყ\სეულად

განიკურნებოდეს. ესრეთ უკუე მიიწია ნისიბინდ წმიდაჲ,

სადაცა მიმართებაჲ ექმნა, ვითარ წინაჲსწარ ითქუა, და იყოფე\ბოდა

მუნ მშჳდობით, მარგებელი მრავალთა სულთაჲ და ბილწით

კერპთ-მსახურებით ჭეშმარიტისა ღმრთისა მიმართ მომაქცეველი.

 

 

. ხოლო იქმნა სპარსთაჲ ზედააღდგომაჲ ორმისდა მეფესა

ზედა, და დაუწყნარებლობანი შემოვიდეს რაჲ მუნათა საქმეთა

ზედა, დაიდვა გულის-სიტყუასა შინა მიერ განშორებაჲ და იერუ\სალიმად

წარსლვაჲ თაყუანის-ცემისათჳს პატიოსანთა ადგილთა

ქრისტეს ღმრთისა ჩუენისათა და განზრახულსა საქმე შეუდგა. და,

მოწევნული უკუე კერძოთა აღმოსავლისათა, შევიდა რომელსამე

მონასტერსა, რომელსა შინა ბოროტმსახურისა სევიროჲს წვალებაჲ

მოქალაქობდა. და ისწავა ვითარმედ განყოფილნი არიან კათოლიკე

ეკლესიისგან სარწმუნოებითა, რამეთუ აღიარებდეს იგინიცა სხუა\თაგან

შეცვალებულად ქონებასა წმიდისა სამებისა-თჳსთა რწმე\ნათასა,

ვითარ რეცა უგანმკაცრებულესად მიმწდომელნი ეგევი\თართანი

გულის-სიტყუებითა. ვინაჲ ამისთჳს ორგულებაჲ შემო\უჴდა

და იქმნა ღირსი იგი იჭუსა შინა, ვინაჲ წუთ ეგო ვიდრემე

მათთა მიმართ უზიარებელად. და ევედრებოდა ღმერთსა გამოც\ხადებად

მისა, თუ რომლისა მათგანისაჲ არს უმჯობესი და უგი\ობელი

აღსაარებაჲ? და ეჩუენა მას კუალადცა ანგელოზი იგი ცხად\მყოფელად

და დამჴსნელად საცილობელისა. რამეთუ ეჩუენა მას

სასუმლისა მქონებელად, რომელი იყო საშუალ განწვალებული, და

ერთი ვიდრემე კერძოჲ მისი ყოვლითურთ ნათლითა აღსავსე იყო

და მზეებრთა კამკამებათა გამოავლენდა, ხოლო მეორე ბნელითა და

უკუნითა აღსავსე იყო. და ჰკითხა მას წმიდამან, თუ რაჲ არს

განყოფილებაჲ იგი სასუმლისა მის კერძოთაჲ? და მან თქუა მისა

მიმართ: “ესე არსო, ჵ პატიოსანო, შენმიერისა საცილობელისა

აღსაჴსნელი: რამეთუ ნათლიერი იგი კერძოჲ, მარჯუენითთა შორის

მბრწყინავი, კათოლიკე ეკლესიისა სარწმუნოებასა ცხად-ჰყოფს.

ხოლო ბნელი და მარცხენითი სევირიანთა ბოროტსა წვალებასა

აჩუენებს; შენ უკუე წმიდასა და მართლმადიდებელსა ეკლესიასა

ეზოარებოდე, გნებავს თუ ღმრთისა სათნო-ყოფაჲ. ხოლო სევირი\ანთა

ანუ უთავოთა, ანუ ეგევითართა მწვალებელთა ნუცა მიეხები

ყოვლად.” ესე ესრეთ ისწავა რაჲ ქრისტეს მოწამემან ანგელოზისა

მიერ და გულსავსე იქმნა, ვითარცა თჳთ იგი ცხადად ყოველთა

მიუთხრობდა, მიერითგან შეუორგულებელად წმიდასა და კათო\ლიკე

ეკლესიასა მივიდოდა და უხრწნელთა და წმიდათა საიდუმ\ლოთა

ეზიარებოდა.

 

 

. ხოლო შემდგომად ამათსა განეშორა მიერ და, უდაბნოთა

შინა მავალმან და ადგილითი-ადგილად მიმომცვლელმან, ინება

მისლვაჲ ტაძარსა წმიდათა მოწამეთა სერგის და ბაქოჲსთა ვარ\ვარიკონს

შინა ლოცვისათჳს და არასრულა იგიცა სასურველი

თჳსი. ხოლო მიერცა წარსრული იერუსალიმად\მიმართთა შეუდგა

და, მუნ მიწევნილი, მიემთხჳა უკუე მოღუაწესა ვისმე მონაზონსა,

ყოვლისა სათნოებისა მწუერვალეად წარმართებულსა. ვიდრეღა

წინაჲსწარხედვისაჲცა მადლი მოეგო. და ფრიად მრავალი ირგო

მისგანცა და მკაცრისა მოქალაქობისა მიმართ ძღუანებულ იქმნა.

ხოლო მყოვარ დაადგრა ქალაქსაცა შინა და თაყუანის-ცემითა

ყოველთა წმიდათა მათ ადგილთაჲთა სიმაძღრედ განიშუა და ესრეთ

მიერ კუალად უკუნ-იქცა და, აღმოსავალისა იერაპოლად მისრული,

დაადგრა სალოცველსა სახლსა შინა წმიდისა სჳმეონისსა, მიმლოდე

ბაბილოვნელთა მეფეთა დასასრულისა ანი, უფროჲსღა ითქჳნ,

დაჴსნისა, რამეთუ წინაჲსწარცნობასა იგიცა ღირს ქმნილ იყო

ღმრთისაგან მწუერვალად სათნოებისა მომგებელობისათჳს, და

წინაჲსწარ-თქუა ორმისდაჲს მოკლვისა და ხუასროჲს დევნულო\ბისანი

და კუალად სამეფოდ კუალად-გებისანი და ვითარმედ შემ\დგომად

არამრავლისა ჟამისა მეფობაჲ სპარსთაჲ დაიჴსნას.

 

 

. ხოლო ესე საკჳრველნი და ჴსენებისა ღირსნი საქმენი

და სიტყუანი კეთილად-მძლისა მოწამისა მარიამისნი მრავალთა

დიდთა და მორწმუნეთა კაცთაგანთა, ვიტყჳ მღდელთ-მთავართაცა

და სხუათა დიდებულთა, იხილნეს და ესმნეს და მოგჳთხრნეს ჩუენ,

და უფროჲსღა დომენტიანოს, წმიდამან მთავარეპისკოპოსმან ჩუენისა

დედა-ქალაქისა მელიტინისამან, რომელი უმეესცა ადიდებდა მას

მათ ძლით, რომელნი ყვნა მისისა მცნებისაებრ. რამეთუ წმიდაჲ

შემდგომად იერუსალიმით უკმოქცევისა, მსწავლელი ვითარმედ

კრულთა მცველი იგი, რომელმან განუტევა იგი, საქმისა მის ცნო\ბისათჳს

წყუდეულ იქმნა მეფისა ორმისდაჲს მიერ და მოკლულ

იქმნების მის წილ სჯულისა მათისაებრ, აიძულებდა მღდელთ\მთავარსა

მის შეკრულისა და დასჯილისა შეწევნასა, რათა განუ\ტეონ

კაცი იგი, რამეთუ იყვნეს ეპისკოპოსისა და მაშინდელისა

მეფისა ხუასროჲს მიმართ შინაურობანი და მეგობრობანი. და

ეტყოდა ღირსი მღდელთ-მთავარსა, ვიტარმედ “არა თუ ისწრაფო

შენ განთავისუფლებაჲ მისი, მე მუნვე, კუალად უკუნ-ქცეულმან,

კლვად მივსცე თავი თჳსი, რათა არა სხუამან დაითმინოს ჩემ ზედა

დაწესებული პატიჟი და კეთილის-მყოფელსაჩემსა ვიდრემე ლმობაჲ

და ჭირი მეტყუას, ხოლო მე, მისგან კეთილშემთხუეულსა, მხია\რულებაჲ

და ლხინებაჲ მაქუნდეს, რამეთუ უსამართლოდ შევჰრაცხ

ამას და ღმრთისაგან დიდისა სასჯელისა მომატყუებელად.” ესენი

რაჲ ესმნეს პატიოსანსა მას ეპისკოპოსსა ღირსისა მის მეტყუელისა\გან,

ისწრაფა მოწყალე-ყოფაჲ ახლისა მეფისა ხუასროჲსი და ყოვ\ლისა

ძჳრისაგან უზრუნველობითა პატივ-ცემაჲ არა ხოლო კრულთა

მცველისაჲ, არამედ ყოველთაცა ნათესავობით მახლობელთა სანა\ტრელისა

მარიამისთა, მათცა ქრისტეანობითისა სარწმუნოებისა

აღმრჩეველთაჲ. რამეთუ დღესამომდეცა ყოველნი ნათესავნი ამის

წმიდისანი სოფლებსა მას შინა შუებით და თავისუფლებით იყო\ფებიან,

ვითარ ვისწავებთ, უმრავლესნი კეთილმსახურად მყოფნი.

ამან სანატრელმან ეპისკოპოსმან წარჰმართნა მშჳდობისანი საშუალ

სპარსთაცა და რომეონთასა, საურავთა შუამდგომელ ქმნილმან

სამეფოჲთა ბრძანებითა, და მრავალ წელიწდეულთა განწვალებათა

ზავი ყო და მრავალნი ქალაქნი და სოფელნი ქრისეს-მოყუარესა

მეფესა ჩუენსა კუალად-აგნა, და უმეტესღა მარტჳლოპოლსა და

დარასა. ხოლო მრავლად ევედრებოდა ცოცხალსაღა ღირსსა ღო\ლინდუხს

ქრისტეანეთა სამეფოსა ქალაქსა მისლვისათჳს, “რათა

შეგემთხჳნენო,” ეტყოდა “კეთილმსახურებისა მოყუარენი მეფენი

და შნცა აკურთხნე პირის-პირ იგინი და დიდი ქალაქი, რამეთუ

ყოველთავე სურის პირისა შენისა ხილვისა და ლოცვათა შენთა

მიღებისათჳს, ვინაჲთგან ესმის სათნოებაჲ შენი და ღუაწლნი,

რომელ ქრისტესთჳს დაითმინენ, და საკჳრველებანი, რომელ აჩუე\ნენ.”

ხოლო იგი ღირსსა მას მიუგებდა: “ლოცვისა ვიდრემე ყოფასა,

პატიოსანო მამაო, ყოვლად მორწმუნეთა მეფეთა და ქალაქისა და

ყოვლისა ქრისტეანობითისა მოქალაქობისათჳს არა დავაკლებ

ამიერცა, ვიტარცა თანამდები, გარნა მუნ მისლვასა ჩემსა არა

ბრზანებს ღმერთი.” და იკულევდა რაჲ ეპისკოპოსი და ეძებდა

მიზეზსა ცნობასა, გამოუცხადა მას ნეტარმან მან ვითარმედ “ახს

დასარული ცხორებისა ჩემისაჲ და მერმეთამე გარდადგომაჲ, და

გზისა საშუალსა ნუუკუე მეწიოს მე სიკუდილი, ვინაჲ უმეტე, ჵ

მამაო, ნუ მაიძულებ ამისთჳს, რამეთუ სხუად ქალაქად, უდიდესად

და უმრჩობლ-ბედნიერესად მიწოდა უფალმან.”

 

 

. შემდგომად უკუე დღეთა რათამე, მოიწია რაჲ ჟამი

მიცვალებისა მისისაჲ, წარვიდა რომელსამე სალოცველსა სახლსა

წმიდისა სერგისსა, საშუალ ნისიბინისა და დარაჲსსა, და აწიღა

წარმოდგომასა თჳსისა აღსასრულისასა მცნობელი, ეგო ადგილსა

მას ზედა. მოხარული და მშუებელი. და მოკლებად მიახლებულმან,

განიპყრნა ჴელნი რმრთისა მიმართ და, თანად ჴმათა ღმრთის-\მეტყუელებითთა

და მვედრებელობითთა მჴუმეველმან, ესევითარად

სოფლისათჳს ილოცა: “ღმერთო საუკუნეო, დაუსაბამოო და დაუს\რულებელო,

რომელმან გონიერნი და უსხეულონი ძალნი შეამტკი\ცენ

და ცაჲ და ქუეყანაჲ და ყოველი აგებული არაყოფისაგან

ყოფად მოიყვანე მხოლოდშობილისა მიერ ძისა შენისა და უფლისა

ჩუენისა იესუ ქრისტესა და წმიდისა და ცხოველს-მყოფელისა სუ\ლისა;

რომელი იქმ ნებასა მოშიშთა და მცნებათა შენთა მცველთასა,

ისმინე ვედრებაჲ უღირსისა მჴევლისა შენისაჲ, დაიცევ მორწმუნე

შენი მოქალაქობაჲ, განაძლიერენ სკიპტრანი კეთილმსახურთა და

ქრისტესმოყუარეთა მეფეთანი. ძლევათა ბარბაროზთაჲსა მიმნიჭე\ბელმან

მათმან; უჩინო-ყავ, უფალო, სოფლით კერპთ-მბორგველო\ბაჲ,

განაქარვე სატანიკური მოქმედებაჲ, შენისა ქებისა და მადლო\ბისა

მომართ მოაქციე ყოველი მწვალებელთა ენისა მგმობელობაჲ

და დაიცევ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა შენისა სავსებაჲ და

ქრისტეანეთა მმეფობი ქალაქი და მის გარემონი დაბანი, და ყო\ველი

ქალაქი და სოფელი, მხდელი წმიდისა სახელისა შენისაჲ,

დაიცევ ყოვლისა ანსაცდელისა და ძჳრისა და ჭირისაგან განუც\დელად.

ხოლო უღმრთოთა და არათაყუანისმცემელთა შენ, მამისა

და ღმრთისა ჩუენისა, და მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და

ყოვლად-წმიდისა სულისათა, უძეღუ შენისა შემეცნებისა მიმართ,

ამაოჲსა და საეშმაკოჲსა საცთურისაგან კერპთაჲსა განმაყენებელ\მან

მათმან. ჰრცხუენოდედ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ

ქანდაკებულთა და იქადიან კერპებითა მათითა, რათა ყოველთა

მიერ იგალობებოდეს და იდიდებოდეს სახელი შენი, მამისა და ძისა

და წიდისა სულისაჲ, აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთსა,

ამინ!” ამათ შეძინა სამადლობელიცა დასასრულად ღუაწლით\შემოსილმან

მეტყუელმან: “კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა

მიმცნა ჩუენ სანადიროდ კბილებსა ხილულთა და უხილავთა მტერ\თასა,

არამედ საბრჴენი მათნი შემუსრნა და ჩუენ განგუარინნა,

შეწევნასა მომმადლებელმან ჭირსა შინა, და არა შემინდო ჩუენ

უმეტეს ძალისა განცდილებად, არამედ განსაცდელსავე თანა გან\წიაღებაჲცა

მათი კეთილი მოგუმადლა.” ამათსა მლოცველსა კეთი\ლად-მძლესა

მოწამესა დასასრულისა აღმოფშჳნეთა შინა წარ\მოდგომილთა

ანგელოზთასა მყუდროდ განუტევა სული და ზეცი\ერთა

კარავთა აღვიდა, სადაჲთ წარჴდა ლმობაჲ, მწუხარებაჲ და

სულთქუმაჲ, სადა არიან უთქუმელნი და უთარგმანელნი და

საღმრთონი, ვითარ ჭეშმარიტ, კეთილნი, “რომელნი თუალმან

ვერ იხილნა და ყურმან ვერ ისმინნა და გულსა ზედა კაცისასა

ვერ აღვიდეს.” რამეთუ ესევითარებ მართალთათჳს დამარხულნი

უტყუელთაებრ აღთქუმათა საღმრთოთა წერილთასა. შენდა უკუე,

ჵ სანატრელო, ესენი მრჩობლად და მრავალწილად განჩენილ არიან,

ვინაჲთგან თითოეულისა სათნოებისა განთჳსებულიცა სანაცვლოჲ

ღმრთისა მიერ თანამდებ არს; ვინაჲ ამიერ ვიდრემე კრებული

ღირსთაჲ განგითჳსებს მუნ, ხოლო იმიერ მოწამეთა გუნდი მიგი\ზიდავს,

სხჳთ კუალად ქრისტესთჳს უცხო-ქმნილნი და ნებსით

დავრდომილნი და სხუათაცა სათნოებათა მუშაკნი ყოველთავე შინა

ყოველთა ზესთაღმატებულსა. და შენნი ვიდრემე ესევიითარებ და

ესრეთ ბრწყინვალე და საჩინო და შურისა ღირს აქასაცა ცხორებასა

შინა და ყოფადსაცა, ხოლო ჩუენ, ჴსენებისა შენისა შესატყჳსითა

პატივითა და ძალისებრთა შესხმათა მიერ აღმასრულებელთა,

მინდაჲთ მოგუხედევდ, და გუცევდ და გუფარევდ და ყოველსა

სიძნელესა და წინააღმდგომსა დაგჳწყნარებდ და ცხორებისა ჩუე\ნისათა

უმჯობესისა მიმართ წარჰმართებდ.

 

 

. ხოლო რათა ყოფადისადცა ცხად იყვნენ ღირს-მოწა\მისა

დასასრულისანი, ათსამმეტობაჲ მავალობდა იულისისა თთჳ\საჲ,

ოდეს აწით ცხორებით მიიცვალა იგი. და რომეონთა მეფო\ბაჲ

ვიდრემე ეპყრა მავრიკიოსს, ხოლო ყოველნი ესე ღირსისა ამის წარმატებულებანი

აღწერნა პირველ კაცმან ღმრთის-მოშიშმან და ჭეშმარიტებით

ღმრთის-მოყუარემან, სახელით ევსტრატიოს და პატივითა ხუცეს\მან.

ხოლო შეუდეგით ჩუენ, პირველ-აღწერილთა არარას შემცვა\ლებელნი,

სდიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა,

ერთისა ღმრთეებისა, რომელსა შუენის ყოველი პატივი და თაყუა\ნის-ცემაჲ

აწ და მარადის და საუკუნეთა საუკუნეთასა, ამინ!

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *