სვიმონ სალოსის ცხოვრება

, , ,

10101_t

აღწერა ლეონტიოს ეპისკოპოსმან ნიკოპოლელმან, რომელ

არს კჳპრჱსაჲ

 

 

შეჰგავს მათდა, რომელნი დადგინებულ არიან პატივსა მოძღუართასა, რაჲთა

ასწავებდენ კაცთა საქმეთა მათთა კეთილთა, ვითარცა თქუა უფალმან ჩუენმან

იესუ ქრისტემან სახარებასა შინა: ესრჱთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე

კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა,

რომელ    არს ცათა შინა. ხოლო რომელი სიტყჳთ ოდენ ასწავებდეს, მის

ზედა თქუმული იგი უფლისაჲ აღსრულებულ არს სახარებასა შინა: ორგულო,

პირველად აღმოიღე დირჱ თუალისაგან შენისა და მაშინღა იხილო აღმოღებად

წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. ამისთჳს ჩუენ, გლახაკთა, საქმენიღა არა გუქონან,

რომლითამცა ვასწავებდით კაცთა. ვინებეთ, რაჲთა მიგითხრნეთ საქმენი და

სათნოებანი წმიდათანი, რომელნი იყვნეს ჟამთა ამათ ჩუენთა, რაჲთა სარგებელ

ეყოს ყოველთა, რომელთა აღმოიკითხონ და ესმეს.

და შეწევნითა ღმრთისაჲთა ვიწყო და მიგითხრა ცხორებაჲ ამბა სჳმეონისი,

რომელსა ეწოდა ღმრთისათჳს სულელ. და მე ვილოცავ: ყოველმან, რომელმან

აღმოიკითხოს დაწერილი ესე, რაჲთა სარწმუნოებით შეიწყნაროს, ვითარ-იგი

შეჰგავს ქრისტეანეთაჲ, რამეთუ უწყი: ყოველსა, რომელსა თანა არა არს შიში

ღმრთისაჲ და არცა მეცნიერებაჲ წიგნთა მისთაჲ, არა შეიწყნარებს, რომელსა-ესე

დავსწერთ, არამედ ჰგონებს იგი უნდო და შეურაცხ. და უკუეთუმცა იცოდეს,

რომელ-იგი თქუა მოციქულმან: რომელსა უნდეს სოფელსა ამას ბრძენ ყოფაჲ,

იყავნ იგი სულელ, რაჲთა იყოს იგი წინაშე ღმრთისა ბრძენ. და კუალად ჩუენ —

სულელ ქრისტჱსთჳს. და კუალად: სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნჱს კაცთა არს.

უკუეთუმცა იცოდეს ესე და მსგავსი    ამისი, არამცა ეგონნეს საქმენი ამის

წმიდისანი უნდო და შეურაცხ, რომელნი ქმნნა შოვრის კაცთა, რამეთუ არა მოიქცა

სოფლად, ვიდრემდის არა განისწავლა მონაზონებასა შინა და განძლიერდა

შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა. და მოიღო ძალი ღმრთისაგან, რაჲთა დასთრგუნვიდეს

გუელთა და ღრიაკალთა, ვითარცა წერილი იტყჳს, და შეურაცხ-ყო ყოველი

ნებაჲ ჴორცთაჲ და გემონი და დიდებაჲ ამის სოფლისაჲ და იქმნა ყოვლადვე უვნებელ

და მიიწია მადლსა წინაწარმეტყუელებისასა.

და ესრჱთ იყო დაწყებაჲ მონაზონებისა მისისაჲ მეფობასა იუსტინიანე მეფისა

მორწმუნისასა. მოვიდა იერუსალჱმდ ესე წმიდაჲ სჳმეონ დღესასწაულსა

ჯუარობისასა, და ჰყვანდა მას თანა ჭაბუკი ერთი სხუაჲ, სახელით იოვანე. და იყვნეს

იგინი ასურეთით კერძონი და მოილოცნეს წმიდანი ადგილნი თაყუანისსაცემელნი

და იყოფოდეს დღე რავდენმე. და ვითარცა გარდაჴდა დღესასწაული იგი, მიიქცნეს

იგინი ერსავე თანა ქალაქადვე თჳსა, და ვითარცა მიიწივნეს იგინი იერიქოდ.

იხილა იოვანე მონასტრები იგი, რომელი იყო პირსა ზედა იორდანისასა. და ჰრქუა

სჳმეონს: უწყი, ძმაო, ვინ იყოფიან საყოფელთა იმათ, რომელნი არიან პირისპირ

ჩუენსა? და მან ჰრქუა: ვინ იყოფიან? მიუგო იოვანე და ჰრქუა: ანგელოზნი ღმრთისანი

იყოფიან მათ შინა, და დაუკჳრდა    სჳმეონს. და ჰრქუა მას სჳმეონ: ვერ

შემძლებელ ვართა ხილვად მათა? ხოლო იოვანე ჰრქუა: უკუეთუ ვიქმნნეთ, ვითარცა

იგინი, შემძლებელ ვართ ხილვად მათა. და სხდეს იგინი ცხენთა ზედა,

რამეთუ იყვნეს იგინი მდიდარ ფრიად. და ვითარცა გარდაჰჴდეს იგინი საჴედართა

მათგან, მისცნეს იგინი მსახურთა მათთა და ჰრქუეს მათ: მივიდოდეთ მცირედ,

ვიდრემდის მოგეწივნეთ ჩუენცა.

სრულად

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *