წმ. გერასიმე იორდანელის ცხოვრება

, , ,

8973

აღწერა კჳრილე ბესანიელმან, რომელი იყო ხუცესი

ლავრისა დიდისაჲ მამისა ჩუენისა საბაჲსი

        ესე ბრწყინვალჱ წმიდაჲ მამაჲ ჩუენი ჯერასიმე იყო ქუეყანით ლუკიაჲთ და

შეიწირა იგი ღმრთისა სიყრმითგან, რამეთუ სიყრმითგანვე იყო მონასტერსა შინა

ზოგად-ცხორებულთა თანა და ისწავებდა მას შინა კეთილსა მონაზონებასა და

აღორძნდებოდა და განმწჳსნდებოდა და აშრომებდა თავსა თჳსსა მარხვითა და

ღუაწლითა დიდითა და ზეშთასა მას იყო მორბედ და ისწრაფდა, რაჲთა მიიღოს

სათხოველი   იგი ზესკნელი. ხოლო დასაბამსა შეაპყრა თავი თჳსი უდაბნოთა.

და იყო საზრდელი მისი მდელოთაგან. და ბრძოლანი მრავალნი ყვნა ეშმაკთა

მიმართ. და შემდგომად მრავალთა წელთა და შიშულობათა მოიღო ძლევაჲ და

შეუდგინა თავი თჳსი სიყუარულსა ღმრთისასა და იწყო აღორძინებად კეთილითი-კეთილად.

და ამისა შემდგომად მოვიდა იერუსალჱმდ თაყუანისცემად წმიდათა

მათ ადგილთა ქრისტჱსთა. და მერმე შთავიდა იორდანედ და იქცეოდა უდაბნოთა

ზღუამკუდრისათა და შეაპყრა თავი თჳსი განგებასა მძოვართასა.

და ამან წმიდამან ჯერასიმე განანათლა ყოველი უდაბნოჲ იორდანისაჲ. და

განცხადნა სათნოებაჲ მისი ყოველსა მას ქუეყანასა, და იწყო აღსლვად სათნოებითი-სათნოებად.

და იყო იგი მოსწრაფე, რაჲთა მოიგოს სიწმიდჱ გულისაჲ და სიყუარული

ღმრთისაჲ. და ესევითარითა სიბრძნითა კეთილითა განსწავლა თავი თჳსი

და ფრიად განუწმიდა გულისსიტყუაჲ თჳსი ღმერთსა, და განამდიდრა უდაბნოჲ

იგი იორდანისაჲ და იქმნა იგი მოცვულ ღმრთისა მიერ და შექმნა მას ადგილსა

ლავრაჲ დიდი და საშუვალ მისსა მონასტერი. რომელნი ზოგად ცხონდებოდეს. და

უბრძანა მათ, რაჲთა ახალმონაზონნი იყოფოდიან მონასტერსა მას შინა და ისწავებდენ

საქმესა მონაზონებისასა, ხოლო სრულნი იგი უ̀ საქმესა ზედა ღმრთისასა,

რომელთა შეუდგინნეს თავნი მათნი შრომასა ნებითა მათითა და ისწრაფდეს აღსლვად

ღმრთისა. და დაამკჳდრნა იგინი ქუაბსა და დაუდვა მათ რჩული, რაჲთა თითუეული

მათი თჳსა დაეყუდოს ქუაბსა თჳსსა ხუთ დღე კჳრიაკესა შინა და არარაჲ

ჭამოდის, გარნა პური ხოლო და დანაკისკუდი და წყალი სუმად, ხოლო დღესა

შაბათსა მოვიდოდიან ეკლესიად და ეზიარნენ საღმრთოსა საიდუმლოსა და მიიღონ

საზრდელი მონასტერსა მას შინა და ჭამოდიან წუენი და მცირედ ღჳნისაგანცა,

და რაჲთა ყოველთა ერთბამად განათიოდიან ღამჱ იგი უძილად ვიდრე

განთიადმდე კჳრიაკესა ფსალმონებითა.

და არავინ იყო მათგანი, რომელმანმცა აღანთო სანთელი სენაკსა თჳსსა ყოვლად

გინათუმცა შექმნა წყალი ტფილი, გინაღამცა წუენი. და არარას მოიგებდეს

და იყვნეს იგინი მდაბალ ყოველსა შინა საქმესა და სძლეს ვნებასა ჴორცთასა და

დათრგუნეს ნაყრუვანებაჲ,და არა თუ ესოდენ ხოლო, არამედ ვნებაჲცა სულისაჲ,

რომელნი არიან შფოთნი და გულისწყრომანი და სიცხარენი, დავიწყებანი. და განსწმედდეს

გულისსიტყუათა მათთა ყოველსა ჟამსა და ყოველსა მეცნიერებასა,

რომელი ამადლდების მეცნიერებასა ზედა საღმრთოსა. და ესრჱთვე ამბა ჯერასიმე

ასწავებდა მათ და განუგებდა და უძდოდა, ვითარცა მწყემსი, რომელსა აქუნ

სწრაფაჲ. არამედ ესე იყო დიდებაჲ ბერისაჲ, რაჲთა ითუალვიდეს და განჰკურნებდეს

წყლულსა გულსა კაცისასა და შეკრიბნეს და დაიცვნეს სულნი კაცთანი სოფლისაგან

და წარუდგინნეს იგინი ღმერთსა. და იყო წმიდაჲ ჯერასიმე უბიწო და მჴურვალე

ყოველსა შინა სათნოებასა და ზე ამაღლდებოდა, სულითა ანგელოზთა თანა

იყოფინ. და   იყო მოსწრაფე, რაჲთა მოიზიდნეს მრავალნი სოფლისაგან

ზეცად ამით განგებითა.

ხოლო რაჟამს მამანი ცხონდებოდეს, ნებისაებრ მისისა ჰყოფდეს ნაყოფსა

სათნოსა ღმრთისიასა და იქმანედ ქუაბსა შინა სირასა და სფურიდსა. და თითუეულმან

მათმან მოიღის ნაქმარი მათი კჳრიაკითი-კჳრიაკედ ეკლესიად, ხოლო დღესა

კჳრიაკესა მიმწუხრი მიიღიან საჴმარი მის კჳრიაკისაჲ პური და ფინიკი და კოკითა

წყალი და წარიღიან თითოეული სენაკად. და ესრეთ იყვნეს უზრუნველ ყოველსა

შინა საქმესა ჴორციელებისასა. და იყვნეს მკუდარ სოფლისაგან, ხოლო ღმრთისა

— ცხოველ. და არავის მათგანსა აქუნდა სენაკსა შინა საჴმარი რაჲმე ამის სოფლისაჲ

თჳნიერ ხოლო მისა, რომელი ვეო ეგების, ერთი პალეგავტი და ფიჩჳ

ერთი და კუკული. და იყო სარეცელი თითოეულისა მათისაჲ ჭილი ერთი და სასთაული

ერთი ძუელი და ჭურჭელი კეცისაჲ. რომელსა შინა ჭამედ, და ბაიაჲ დაილბიან.

ესე წესი დაუდვა წმიდამან, რაჲთა სენაკები მათი იყოს ღებულად. და თუ

ვისმე რაჲმე უნდეს წარდების, არა დააყენონ. და ცხონდებოდეს იგინი ერთგულ

და ერთსულ. და არავინ მათგანმან თქჳს თჳსად რაჲმე საჴმარი, არამედ იყვნეს

მოზიარე ყოველსა შინა.

დღესა ერთსა მოუჴდეს წმიდასა მას რომელნიმე მათგანნი სენაკებისაგან და

ითხოვდეს მისგან, რაჲთა უბრძანოს, და იქმნოდიან წყალი ტფილი და ჭამოდიან

წუენი და აღანთოდიან სანთელი, რაჲთა იკითხვიდენ დამით წიგნსა. და მიუგო

მათ ბერმან და ჰრქუა: უკუეთუ გნებავს წყალი ტფილი სუმად და ჭამად წუენი

და იკითხვიდეთ სანთლითა, უკუე გიღირს, რაჲთა იყვნეთ ზოგად-ცხორებულთა

თანა.   ხოლო მე ცხორებასა ჩემსა არა გიბრძანებ ამას. და ვითარცა ესმა

ესე იერიქოს მყოფთა, ვითარმედ მონაზონნი ჯერასიმესნი აშრომებენ თავთა

თჳსთა ფრიად, მოართუმიდეს მათ შაბათსა და კჳრიაკესა მრავალსა საჭმელსა.

ხოლო რომელნიმე მონაზონთაგანნი ამარხვებდეს თავთა თჳსთა. ვითარცა იხილნეს

მსოფლიონი მომავალად, უნდა სივლტოლაჲ, რამეთუ არარაჲ იყო უფროჲსი

სათნოებაჲ, ვითარცა მარხვაჲ მუცლისაჲ. და მისგან არს სიწმიდჱ და დათრგუნვაჲ

გულისსიტყუათა საძაგელთაჲ და ძლევაჲ სოფლისა საქმეთაჲ. და მარხვითა

ისწავებდეს წმიდისა მამისა ჩუენისაგან და იტყოდეს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ

სძლო გემოსა მუცლისასა და იქმნა სრულ ყოვლითა სათნოებითა, რამეთუ ყოველსა

ჟამსა მოღუაწჱ თჳსი ჴამს, რომელმან ესრეთ დაყოვნა უდაბნოსა იორდანისასა

და კჳრიაკითი-კჳრიაკედ იმარხვიდა, ხოლო დიდთა მარხვათა დაყვნის ორმეოცნი

დღენი უჭმელად, ხოლო ეზიარის დღესა კჳრიაკესა და მით განძლიერდის.

მითხრა მე ამბა კჳრიაკოს მძოვარმან და თქუა, ვითარმედ: ოდეს ვიყავ ჭაბუკ,

მინდა მონაზონების და რაჲთა დავემკჳდრო უდაბნოსა. და მივედ ლავრასა

წმიდისა ევთჳმისსა და წმიდათა ჴელთა მისთაგან შევიმოსე სქემაჲ მონაზონებისაჲ.

და მიმავლინა მე წმიდისა ჯერასიმესა. და ვითარ არა ინება, რაჲთამცა იყო

ლავრასა მისსა ყრმაჲ, შემიწყნარა მე ზოგად-ცხორებულთა თანა და მიბრძანა,

რაჲთა ვჰმსახურებდე მამათა. და დავყავ ხუთი წელი მსახურებასა შინა მამათასა.

ხოლო განსრულებასა მეხუთისა წლისასა, თუესა იანვარსა ათცხრამეტსა, მეხუთესა

ჟამსა ღამისასა, რომელი განთენდებოდა შაბათად, ვიყავ მე მჯდომარჱ მღჳძარედ

და ვარჩევდ მხალსა მამათათჳს. მოვიდა ჩემდა წმიდაჲ ჯერასიმე და მრქუა

მე: კჳრიაკოს, აღდეგ მალე და შეიმოსე სამოსელი შენი და ცანდალნი შენნი

და შემომიდეგ მე. ხოლო მე მუნქუესვე აღვდეგ და შეუდეგ. ვითარ ჩუენ

მივიდოდეთ იერიქოჲთ კერძო, ვარქუ ბერსა: მამაო პატიოსანო, რაჲ არს მიზეზი

ჩუენისა ამის სრბისაჲ? და მრქუა მე, ვითარმედ: წმიდამან ევთჳმი შეისუენა. და

დამიკჳრდა მე და ვარქუ: და ვითარ სცან ესე? და მომიგო მე ბერმან და მრქუა,

ვითარმედ: მესამესა ჟამსა ღამისასა, ვდეგ რაჲ და ვილოცევდ, ვიხილენ ცანი

განხუმულნი, და გამოვიდა მიერ ცით ელვაჲ ნათლისაჲ, ვიდრემდის მოიწია ქუეყანად

და დაადგრა მრავალ ჟამ, ვითარცა სუეტი ცეცხლისაჲ, და ჰნათობდა ვიდრე

ცადმდე. და ვითარ ვერ ვცან სახილავი იგი. ვითხოვე ღმრთისაგან, რაჲთა მაუწყოს

მე. და მესმა ჴმაჲ ზეცით და თქუა: ესე არს სული წმიდისა ევთჳმისი, აღმავალი

ზეცად. და იწყო სუეტმან მან, რომელი მეჩუენა მე, აღსლვად ქუეყანით ზეცად,

ჴმითა მრავლითა, გალობითა, ვითარ შევიდა ცად. და ამისგან ვცან ჭეშმარიტად,

ვითარმედ შეისუენა წმიდამან ევთჳმი. და მივედით და თაყუანის-ვეცით გუამსა

მის წმიდისასა და დაჰვმარხეთ და მოვიქეცით ადგილადვე ჩუენდა და ვადიდებდით

ღმერთსა.

ამას ჯერასიმეს ღმერთშემოსილსა აქუნდა მადლი იგი, რომელი აქუნდა

წმიდასა ანტონის დიდსა, რომელმან იხილა თუალითა გულისაჲთა სული წმიდისა

ამონისი აღმავალად ზეცად. ესრჱთვე ამან იხილა სული წმიდისა ევთჳმისი აღმავალი

ზეცად თუალითა გულისაჲთა. და ჭეშმარიტად იქმნა ესე სადგურ სულისა

წმიდისა და ტაძარ სიტყჳსა ღმრთისა მამისა და შემწყნარებელ ყოვლისამპყრობელისა,

რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო. ერთი ღმერთი გამოუცხადებდა მას

შორიელსა და მახლობელსა. ესე ძალითა ღმრთისაჲთა მოიღუაწა,   და რომელნი

იყვნეს ჴელსა შ
ინა მისსა, განსწავლნა და განანათლნა და დასთესა ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ

ყოველსა უდაბნოსა იორდანისასა და იქმნა ჭურ რჩეულ ღმრთისა და

ესრჱთვე შეჰვედრა სული თჳსი ღმერთსა მშჳდობით და განისუენა.

გჳთხრობდეს მოწაფენი წმიდისა მამისა ჩუენისა ჯერასიმჱსნი, ვითარმედ

რომელთამე დღეთა, იქცეოდა რაჲ მამაჲ ჩუენი კიდესა იორდანისასა, შეემთხჳა16196.d

მას ლომი და კელობდა ფერჴითა, რამეთუ აღესვა მას ჩნდჱ და შეუდგა წალაჲ. და

ვითარცა იხილა მან ბერი, მოვიდა მისა და უჩუენებდა მას ფერჴსა, რომელი სტკიოდა,

და ითხოვდა განკურნებასა. ხოლო ბერმან ვითარცა იხილა იგი ესევითარსა

ჭირსა შიდა, მივიდა და შეუპყრა ფერჴი ლომსა მას და განაპო ადგილი იგი, სადა

აღსობილ იყო ჩნდჱ იგი, და გამოჴდა სისხლი და წალაჲ ფრიად. და განწმიდა

წყლული იგი და შეუხჳა მჩურითა. და ვითარცა განიკურნა ლომი იგი, შეუდგა

ბერსა და არა განეშორებოდა, და იყო იგი ვითარცა მოწაფჱ კეთილი, რომელი

შეუდგნ მოძღუარსა თჳსსა, ვიდრეცა ვალნ. და იყო ესე საკჳრველ, რამეთუ მჴეცსა

მას აქუნდა ესევითარი სიყუარული. ხოლო მიერითგან ბერმან სცის მას საჭმლად

პური და ცერცჳ დამბალი.

და მამათა, რომელნი მყოფ იყვნეს ქუაბებსა, ედგა მათ ვირი, რომლითა მოიღიან

წყალი იორდანით. და ეშორა იორდანჱ ლავრასა მას ვითარ მოლიონ ერთ.

ხოლო მამათა მისციან ვირი იგი ლომსა მას, რაჲთა აძოებდეს კიდესა იორდანისასა.

და დღესა ერთსა განეშორა ლომი იგი ვირსა მას მცირედ, აძოებდა რაჲ. და

მეაქლემე   ვინმე მოვიდოდა ბალკნით და პოვა ვირი იგი და წარაძო. ხოლო

ვითარ წარწყმიდა ლომმან ვირი იგი, მოვიდა ბერისა მწუხარჱ ფრიად. და ვითარცა

იხილა ბერმან, ჰგონებდა, ვითარმედ შეჭამა ვირი იგი. ხოლო ლომი იგი დგა და

ქუე დაიხედვიდა, ვითარცა კაცი შეცოდებული. და ჰრქუა მას ბერმან: სადა არს

ვირი? და ვითარ დუმნა ლომი იგი, ჰრქუა მას ბერმან: ამისთჳს, რამეთუ შეშჭამე

ვირი. კურთხეულ არს ღმერთი, რამეთუ მის წილ ჰმსახურებდე მამათა და იქმოდი,

რასა-იგი ვირი იქმოდა. ხოლო მიერ დღითგან მამათა გარდაჰკიდიან ლომსა

მას მაშფალაჲ და შთადგიან მას შინა ოთხი კოკაჲ. და ესრჱთ იღებდა მამათათჳს

წყალსა, ვითარცა-იგი ბრძანა ბერმან.

და დღესა ერთსა მოვიღა კაცი ვინმე ბერისა და იხილა ლომი იგი, ვითარ წყალსა

იღებდა. და აუწყეს მამათა საქმჱ მისი. და შეეწყალა იგი კაცსა მას და მისცნა

ბერსა სამნი დრაჰკანნი ფასად ვირისა და განათავისუფლა ლომი იგი მონებისაგან.

და შემდგომად რავდენისამე ჟამისა მეაქლემე იგი მოვიდოდა ბალკნით, რომელმან

წარაძო ვირი იგი, და აღვიდოდა იერუსალემდ და ჰყვანდა ვირი იგი მის თანადა

ვითარცა გამოვლო იორდანჱ, შეემთხჳა მას ლომი იგი. ხოლო მან, ვითარცა

იხილა, დაუტევნა აქლემნი და ივლტოდა. ხოლო ლომმან იცნა ვირი იგი. და მივიდა

სრბით და შეუპყრა საბელი მისი კბილითა, ვითარცა აქუნდა ჩუეულებაჲ, და მუაძო

აქლემებითურთ მონასტრად დაიყო მხიარულ ფრიად, რაჟამს პოვა ვირი იგი.

და ვითარცა მოვიდა ბერისა, ცნა ბერმან, ვითარმედ   უსამართლოჲ უყვეს

ლომსა მას, და დასდვა მას სახელი იორდანე. და დაყო ხუთი წელი ლომმან მან

ბერსა თანა განუშორებელად.

და ვითარცა შეისუენა წმიდამან მამამან ჩუენმან და მივიდა უფლისა, და დაჰმარხეს

იგი მამათა. და განგებითა ღმრთისაჲთა არა იყო ლომი იგი მუნ. და შემდგომად

მცირედთა დღეთა მოვიდა მონასტრად ლომი იგი და იწყო ძიებად ბერისა. და

ჰრქუა მას ამბა სამბატიოს, რომელი იყო მოწაფეჲ ბერისაჲ: იორდანე, დაგჳტევნა

ჩუენ ბერმან ობლად და მივიდა უფლისა. არამედ მოვედ და ჭამე. და არა ინება

ჭამაჲ, არამედ სწრაფით იხედვიდა იქი და აქა, რაჲთა იხილოს წმიდაჲ იგი ბერი

მისი. და იწყო ზახრლად დიდითა ჴმრთა ძიებისათჳს ბერისა. ხოლო სამბატიოს და

სხუანი იგი ბერნი ჰფხანდეს ზურგსა მისსა და ეტყოდეს: წარვიდა მამაჲ ჩუენი

უფლისა და დაგჳტევნა ჩუენ. და ვითარცა იგინი ამას ეტყოდეს და მრავალსა ესევითარსა

სიტყუასა, ხოლო იგი არა დასცხრებოდა. მუასწავებდა ჴმობაჲ იგი მისი

და ხედვაჲ თუალთა მისთაჲ დიდსა მწუხარებასა, რომელი შეემთხჳა. რაჟამს არა

პოვა წმიდაჲ იგი ბერი. მაშინ ჰრქუა მას სამბატიოს: ოდეს ჩუენსა არა დაიჯერებ,

მოვედ და გიჩუენო, სადა დაჰვმარხეთ ბერი. და წარიყვანა და მივიდეს საფლავად

ბერისა. მაშინ დადგა სამბატიოს ზედა საფლავსა წმიდისა მამისა ჩუენისასა და ჰრქუა

ლომსა მას: აქა ჰმარხავს მამაჲ ჩუენი. და მუჴლნი მოიდრიკნა სამბატიოს საფლავსა

ზედა მამისა ჩუენისასა ტირილით. და იწყო ლომმან მან მუჴლთა   დრეკად

ქუეყანასა და სცემდა თავსა თჳსსა საფლავსა ზედა და იზახდა ფრიად და ესრჱთ

მოკუდა ზედა საფლავსა მას. ესე — ყოველი, რომელი იყო.

არა თუ ლომსა მას აქუნდა სული მეტყუელი, არამედ ინება ღმერთმან, რაჲთა

ადიდნეს მადიდებელნი თჳსნი არა ხოლო თუ ამას ცხორებასა, არამედ შემდგომადცა

სიკუდილისა. და რაჲთა გუაუწყოს ჩუენ, ვითარ-იგი ადამს დამორჩილებულ იყვნეს

მჴეცნი, ვიდრე არდა გარდასრულ იყო მცნებასა და არა გამოვრდომილ იყო

სამოთხით.

შეისუენა წმიდამან მამამან ჩუენმან ჯერასიმე თუესა მარტსა ოთხსა, მეფობასა

ზჱნონისსა პირველად. ხოლო ბასილიოს და სტეფანე მიითუალეს განგებაჲ

მის ადგილისაჲ და შემდგომად ექუსისა წლისა აღესრულნეს. და შემდგომად მათსა

დადგა ევგენიოზ და უძდოდა სამწყსოსა მას ორმეოცდახუთ წელ და ოთხ თუე,

ვითარცა ღმერთსა უყუარს, და გარდაიცვალა ათექუსმეტსა აგჳსტოსსა.

უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა დიდებაჲ და პატივი და თაყუანისცემაჲ უკუნისამდე

და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

Share Button
by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *