მერცხალი

7ეს პატარა სასწაული მოხდა წმინდა დოდოს მონასტერში. გარეჯელი ღირსი მამა, მღვდელ მონაზონი იოსები უსისხლო მსხვერპლს სწირავდა და უეცრად ტაძარში შემოფრინდა მერცხალი და დაიწყო გაბმით ჭყლოპინი. ბერმა ერთხანს ადროვა და რაკიღა ფრინველი არ დაცხრა, მიმართა მას: “ჰოი, მერცხალო, ჩვენი საღვთო სიტყვები უმჯობესნი არიან შენს ღაღადებაზე”.
ამ სიტყვების დამთავრებისთანავე მერცხალი უგრძნობლად დავარდა ბერის ფეხ ქვეშ. შეებრალა ბერს ჩიტი, ჯვარი გადასახა და ეკლესიის გარეთ გაატანინა. წირვის დამთავრებამდე იყო ის ამგვარ მდგომარეობაში, ხოლო წირვის დამთავრებისთანავე მას დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი – ფრთები შეაფრთიალა და გაფრინდა.

Share Button

by

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *