წმინდათა ცხოვრება

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე

,

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2004 წელი „რწმენა, სიყვარული და თავმდაბლობა უნდა გააჩნდეს ადამიანს; არასოდეს არ უნდა ეგონოს, რომ რაიმეს მიაღწია და სხვაზე აღმატებული გახდე!“ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს! წმიდა მოციქულნი პეტრე და პავლე გამოირჩევიან დიდი რწმენით, სიყვარულითა და თავდადებით; გამოირჩევიან ადამიანური დიდი ღირსებებით. ეს არის ორი საოცარი სვეტი აღმართული ქვეყნიდან ზეცამდე. უფალმა წმიდა მოციქულ პეტრეს შემთხვევით არ […]

Share Button
by
ანბანური პატერიკი

, , ,

სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი მამისა ანტონისნი   ჰკითხა ვინმე მამასა ანტონის და ჰრქუა: რაჲ დავიმარხო და ვცხონდე? მიუგო ბერმან და ჰრქუა მას: რომელი გამცნო, დაიმარხე: ვიდრეცა ხჳდოდი, ღმერთი გაქუნდინ თუალთა წინაშე მარადის, და რასაცა იქმოდი საქმესა, გაქუნდინ საღმრთოთაგან წიგნთა წამებაჲ და რომელსა ადგილსა შჯდე, ადრე ნუ აღიძრვი, არამედ დაადგერ ადგილსა მას. სამი ესე დაიმარხე და სცხონდე. თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: ნეტარმან მამამან ანტონა თქუა, რამეთუ ესე არს დიდი საქმარი კაცისაჲ, რაჲთა ბრალი თჳსი თავსა თჳსსა […]

Share Button
by
მირიან მეფის მონათხრობი

, ,

წიგნი, რომელი დაწერა მირეან მეფემან ქართლისამან ჟამსა სიკუდილისასა, აღწერა ჴელითა იაკობ მთავარებისკოპოსისაჲთა და მისცა სალომეს უჟარმელსა, ძის ცოლსა თჳსსა, რომელი მეცნიერ იყო ყოველსა-ვე ჭეშმარიტად. და იყო ჟამსა მას, რომელსა მოიჴსენა უფალმან ქუეყანაჲ ესე ჩრდილოჲსაჲ, დაბნელებული ცოდვითა და სავსე ცთომითა ეშმაკისაჲთა, ვიყვენით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, რამეთუ ვარ მე ოც და მეათექუსმეტჱ მეფჱ, ვინაჲთგან მამანი ჩუენნი მოივლინნეს ვიდრე დღეთა ჩემთამდე და შეჭამნეს შვილნი მათნი მსხუერპლად კერპთათჳს საძაგელთა და უბრალოჲ იგი ერი ქუეყანისაჲ მის, და რომელნი შვილთა […]

Share Button
by
ბარლაამ მოღუაწისაჲ, რომელი    იყო მთასა კავკასსა

, ,

  ბრწყინვალესა მას და ზეცისა მოქალაქობასა და ნეტარისა ბარლაამისსა ვიწყებდე რაჲ მითხრობად, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს საღმრთოსა მას მადლსა შეწევნად ვხადი მე, რაჲთა შეუძლო ჯეროვნად და შემსგავსებულად დიდთა მათ ღუაწლთა და საკჳრველებათა მისთა უწყებაჲ, რაჲთა უმეტესად ვჰმადლობდეთ ყოველნი მორწმუნენი მჴსნელსა ჩუენსა და დაუცადებელად ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა, რამეთუ არარაჲსაგან არსებად მომიყვანნა ჩუენ თჳსითა მით სახიერებითა. არა თუმცა ჩუენგან საჴმარ რაჲმე მისდა იყო, რამეთუ ყოველთა მისგან აქუს ცხორებაჲ, და ყოველნი მის მიერ არს არიან, რავდენნიცა არიან […]

Share Button
by
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა თევდოსისი

, ,

        სამებაჲ წმიდაჲ, შეერთებული ღმრთეებითა და ბუნებითა და ძალითა, მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ, ბუნებაჲ დაუბადებელი, აღმომაცენებელი ყოველთა კეთილთაჲ და მადლთაჲ — იგი მოსცემს ყოველთა ძეთა კაცთასა წყაროსა ცხორებისასა, და უფროჲსდა მათ, რომელთა უყუარს იგი და იმარხვენ მცნებათა მისთა. და ამისთჳს თქუა უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, ერთმან წმიდისა სამებისაგანმან, სახარებასა შინა: რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუნ! და რამეთუ სწყურის და ითხოვს სუმად წყალსა სულისა წმიდისასა ყოველი, რომლისა გულსა აღგზებულ არს სიყუარული ღმრთისაჲ. და ამასვე […]

Share Button
by
ექვთიმე დიდის ცხოვრება

, ,

         ძჱ მხოლოდშობილი და სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელი იყო წინავე საუკუნეთა, რომელმან წყალობითა თჳსითა და მოწყალებითა ჴსნისათჳს ძეთა კაცთაჲსა ნებითა მამისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა სათნო-იყო ჴორცთა შესხმაჲ ქალწულისა მარიამისგან, და იშვა მისგან ღმერთი სრული და კაცი სრული და არა იცვალა ბუნებისაგან თჳსისა. და აღვიარებთ, ვითარმედ იგი არს ქრისტე, ძეჲ ღმრთისა ცხოველისაჲ,რომლისა თანა არა არს ვნებაჲ. ივნო ჩუენთჳს და რომელი უკუდავ არს, თავს-იდვა ჩუენთჳს სიკუდილი და ჩუენისა წყალობისათჳს გარდამოჴდა ნებითა თჳსითა და მოგუცა კურნებაჲ და ცხორებაჲ. წარავლინნა […]

Share Button
by
ხარიტონ აღმსარებელის ცხოვრება

, ,

        მრავალ არიან სახენი და სწავლანი წმიდათა მამთანი, რომელნი ვიდოდეს კეთილითა სარწმუნოებითა და ჯერ-არს მისა, რომელსა-იგი უნდეს განხუმაჲ წიგნთა სულიერთაჲ და ვსებად მათ მიერ, ვითარცა წყაროთაგან დაუწყუედელად მცენარეთა წყალი ცხორებისაჲ, და ყოვლითა ძალითა დამარხვად მცნებათა უფლისათა. და რაჲთა ევლტოდის ზაკულებისაგან, რომელი დაუც მტერსა გზასა ზედა, ვითარცა თქმულ არს, და ჩუენ, უძლურთა ამათ და დაჴსნილთა ამის ჟამისათა, გჳჴმს, ვითარცა მცირედ მსმენელთა ჴმანი სიტყუათანი ზედაჲს-ზედა, რაჲთა ესრჱთ შეიწყნაროს სასმენელმან, რომელი ითქუა მისა მიმართ. და ვჰგონებ, ვითარმედ ჯერ-არს, […]

Share Button
by

, ,

პირველი თავი.  დაბისათჳს მისისა და მამულთა. სადა იყოფოდა. ვაშლისათჳს.  ვითარ იგი შევიდა ღუემლად,  შესლვაჲ იერუსალჱმდ და პასარიონ-წმიდას ყოფაჲ.  მისლვისათჳს ევთჳმისა და ვითარ იგი წარავლინა თეოქტისტჱსა. ღუაწლისათჳს რომელი შრომაჲ იხილა მონასტერსა შინა.  წარსლვისათჳს ალექსანდრიად.  შემდგომად აღსრულებისა თეოქტისტჱსა დაყუდებისათჳს ქუაბსა შინა. უდაბნოსა ზედა წყურილისათჳს და ევთჳმის აღსრულებისა. მონასტრით განსლვისათჳს დიდად უდაბნოდ და განსაცდელთათჳს. შემთხუევისათჳს სარკინოზთაჲსა.  ანთოს მონაზონისათჳს.  რომლითა სახითა მოვიდა ლავრად. ოდეს ზინონ მეფემან სძლო ბასილის და მარტჳრი მთავარეპისკოპოს იქმნა. შჱნებისათჳს ლავრისა. . წყლისა პოვნისათჳს. სუეტისა ცეცხლისა […]

Share Button
by
ცხორებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა ანტონისი

,

[აღიწერა] ათანასესგან ეპისკოპოსისა ალექსანდრელისა კეთილსა ზედა სიტყუასა დადგრომილ ხართ ეგჳპტისა მიმართ მონაზონთა, ანუ მისწორებად, გინათუ წარმატებადცა ამას, პირველ გამოირჩიეთ თქუენითა მაგით სათნოებისა მონაზონებითა, რამეთუ თქუენნი კერძოცა ამიერითგან მონასტრები და მონაზონთა სახლები ითქუმების. ესე გულსმოდგინებაჲ სამართლადმცა სამე აქუნდა, ლოცვათა ჩუენთაებრ ღმერთმან სრულ ქმენინ. რამეთუ ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზონებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ. და უკუეთუ ჭეშმარიტად თქუმულნი იგი მისთჳს არიან, რაჲთა თქუენცა მისა მობაძავად […]

Share Button
by
წმიდისა იაკობ მოციქულისა და უფლისა საკითხავი

, ,

        და იყო რაჟამს ნებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა სცვალებდა ტაძარსა მას, რომელი იყო ისრაელისაჲ, კათოლიკედ ეკლესიად, იაკობ, რომელსა წოდებულ იყო ძმად უფლისა. და ესე იყო პირველ ეპისკოპოს იერუსალემს და წოდებულ იყო ყოვლისაგან ერისა “იაკობ მართალი”, რამეთუ მრავალთა მოწაფეთა უფლისათა ერქუა იაკობ, ხოლო ესე იყო ძმაჲ უფლისაჲ. და საშოჲთგან დედისა თჳსისაჲთ წმიდაჲ იყო, ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ესუა და მშუმინვაერისაგანი არა ეჭამა და მახჳლი არა აღსრულ იყო თავსა მისსა და ზეტი არა ეცხო და აბანოდ […]

Share Button
by
ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა

, ,

  [წიგნი პირველი.]     [ადამის–თჳს.] ……….. მეორე ქვისა მტკიცისა, და დაწერნეს მათ ზედა პაპისა მათისა სეითისა მიერ გარდაცემულნი ზეციერნი ყოველნივე, რამეთუ თქუეს ვითარმედ “უკუეთუ წყლითა წარირღუნას სოფელი, ქვისა ესე სუეტი დაშთეს და მას ზედა გამოჭრილნი ასონი; ხოლო [უკუეთუ] ცეცხლითა განიხრწნას, ალიზისა [იგი დაშთეს] და მას ზედა გამოხატულნი”. რომელიცა სუეტი შემდგომად წყლითრღუნისა დაშთა მთასა ზედა სიდირონსა [და არს] ვიდრე აქამომდე, ვითარცა დასწერს იო[სიპოს]. ნებროთის-თჳს. მერმე შემდგომად ამათსა გამოჩნდა [გმირი ვინმე] სახელით ნებროთ, ძე ხუს ეთ[იოპელისა], […]

Share Button
by
წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი)

,

ჰონკონგში მორწმუნეებთან ერთად ტაძარში პარაკლისს იხდიდა წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი). შემდეგ კი ანალოგიასთან დადგა და ქადაგებდა. ამ დროს მორწმუნეებმა იგი ნათლით მოსილი იხილეს. “ერთი ფუტის სისქის სინათლე” აკრავდა გარს და ანალოგიის დაბლა ეშვებოდა. ეს ხილვა დიდხანს გაგრძელდა. მრავალი მორწმუნე შეესწრო ამას. ერთხელ, შვეიცარიაში წირვისას, როცა წმინდა იოანე პროსკომიდიას აღასრულებდა, ერთმა ერისკაცმა, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, შეიხედა საკურთხეველში და გაქვავდა: წმინდა იოანე ხელთუქმნელი ნათლით იყო მოსილი და მიწის ზევით ერთი ფუტის სიმაღლეზე ჰაერში იდგა. ერისკაცს რაღაცის შეკითხვა […]

Share Button
by
ლანჩანოს სასწაული

, ,

ქრისტეშობიდან VIII საუკუნეში იტალიის ერთ-ერთ ძველ ქალაქში სან-ლეგონციაში ევქარისტიის საიდუმლო სრულდებოდა. მაგრამ ერთ მღვდელმსახურს, რომელიც იმ დღეს ლიტურგიას აღასრულებდა, უეცრად ეჭვი გაუჩნდა, მართლა ხდებოდა თუ არა პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაქცევა. ქრონიკებმა არ შემოგვინახეს ამ მღვდელმონაზვნის სახელი, მაგრამ მის გულში ჩასახული ეჭვი გახდა საბაბი ევქარისტიული სასწაულებისა, რომელიც დღემდე გამოუცნობია. მღვდელი ეჭვების გაფანტვას ცდილობდა, მაგრამ ისინი დაჟინებით უბრუნდებოდნენ. “რატომ უნდა დავიჯერო, რომ პური პური აღარ იქნება, ღვინო კი სისხლად იქცევა? ვინ დამიმტკიცებს ამას? […]

Share Button
by