სასწაულები

წმინდა ნიკოლოზ სერბი - წერილები

ამბავი ანგელოზის გამოცხადებისა. ქილანდარის მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, აწ განსვენებულმა არქიმანდრიტმა რაფაელმა ეს უჩვეულო ამბავი მოგვითხრო: “მთაწმინდაზე წასვლამდე ერთი წლით ადრე ერთ ოთახში, საწოლზე, ჩემი სიძის გვერდით მეძინა. ღამე გამომეღვიძა. ამ დროს ზემოდან ჩამოეშვა ფრთოსანი კაცი, მომიახლოვდა და სახით სახეზე შემეხო, შემდეგ რაღაც მცხო შუბლზე ჯვრის სახით და გაქრა. შუბლზე თითები მოვისვი, რაღაც თაფლის მსგავსი სითხე მესვა და საოცარი სურნელი ასდიოდა. ჩემს სიძეს ამ დროს გამოეღვიძა. მეორე დღეს, როცა სახლეულნი ამ ოთახში შემოდიოდნენ, ამბობდნენ, – საკვირველ […]

Share Button
by
მერცხალი

ეს პატარა სასწაული მოხდა წმინდა დოდოს მონასტერში. გარეჯელი ღირსი მამა, მღვდელ მონაზონი იოსები უსისხლო მსხვერპლს სწირავდა და უეცრად ტაძარში შემოფრინდა მერცხალი და დაიწყო გაბმით ჭყლოპინი. ბერმა ერთხანს ადროვა და რაკიღა ფრინველი არ დაცხრა, მიმართა მას: “ჰოი, მერცხალო, ჩვენი საღვთო სიტყვები უმჯობესნი არიან შენს ღაღადებაზე”. ამ სიტყვების დამთავრებისთანავე მერცხალი უგრძნობლად დავარდა ბერის ფეხ ქვეშ. შეებრალა ბერს ჩიტი, ჯვარი გადასახა და ეკლესიის გარეთ გაატანინა. წირვის დამთავრებამდე იყო ის ამგვარ მდგომარეობაში, ხოლო წირვის დამთავრებისთანავე მას დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი – […]

Share Button
by
კუნძულ კეფალონიის სასწაული

კუნძული კეფალონია, მორწმუნეთათვის იმით არის ცნობილი, რომ ამ კუნძულზე ღვთისმშობის მიძინების ტაძარში სასწაული აღესრულება. ყოველ წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ღვთისმშობლის ხატთან თაყვანის საცემად შხამიანი გველები მოდიან.  გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება. მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. […]

Share Button
by
მიტილინელი მოწამეების სასწაულები

,

წმინდა მოწამეები. კუნძული მიტილინი (ლესბოსი) ცნობილი იყო როგორც ანტიკურ, ისე ქრისტიანულ სამყაროში. 47 წმინდანს უცხოვრია ამ მიწაზე. ამ კუნძულმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მას შემდეგ, რაც აქ მოიპოვეს ნაწილნი წმინდა მოწამეთა: რაფაელისა, ნიკოლოზისა და ირინესი. სოფელ თერმის ზემოთ, ბორცვზე, რომელსაც კარიესის ღვთისმშობელს ეძახიან, საუკუნეების მანძილზე აძოვებდნენ ფარას. ერთი პატარა ეკვდერის გარშემო მიმოფანტული იყო ნათელი ქვები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ოდესღაც აქ წმინდა სავანე იყო. აქ ხშირად საოცარ კეთილსურნელებას გრძნობდნენ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ამოდიოდნენ ქრისტიანები და […]

Share Button
by
წმ.გერასიმე და ლომი

,

მდინარე იორდანეს შორიახლოს მდებარე კალამინის ლავრის დამაარსებელი ღირსი მამა გერასიმე (ხსენება 4. III) ერთხელ მდინარის პირას სეირნობისას გადააწყდა ლომს,რომელიც ხაფი ხმით ღრიალებდა. ლომს ეკალი შერჭობოდა თათში და დასიებული და დაჩირქებული თათი საშინელ ტკივილს გვრიდა. როდესაც ბერი დაინახა, ლომი მივიდა მასთან, მტკივანი თათი გაუშვირა და შველა სთხოვა. ბერმა უწამლა გასაჭირში მყოფ ლომს – ჩაიმუხლა, მისი ფეხი კალთაში ჩაიდო, ეკალი ამოაძრო, მერე ნაიარევი სათუთად გაუწმინდა ჩირქისაგან, ტილოთი გადაუხვია და გაუშვა. მაგრამ ტკივილისგან განთავისუფლებული ლომი აღარ სცილდებოდა ბერს […]

Share Button
by
საბა გამწმენდელის სასწაული

,

ნეტარი მამა საბა განწმენდილი (ხსენება 5. XII) ოცდამეთხუთმეტე წელიწადში იყო გადამდგარი, როდესაც უდაბნოში განმარტოვდა და მარხვითა და გამუდმებული ლოცვით ღვთის სარკედ განიწურთნიდა თვის სულსა და სხეულს. ღვთისმოსავი ბერის გულმოდგინებას ეშმაკი დაემტერა გაშმაგებით. ერთხელ მან საზარელი ლომის სახე მიიღო და შესაჭმელად მოუხდა წმინდანს: დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა, დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა. მისი ამგვარი ქცევის მხილველი ღირსი მამა მხნედ შეეპასუხა: -თუ შენ ღმერთისგან გაქვს ძალმოსილება ჩემს შესაჭმელად, უკან რაღად იხევ? ხოლო თუ არა […]

Share Button
by
წმ.ნექტარიოსის სასწაული

2001 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, საბერძნეთში ეგინის მთიანი სოფელი მოძღვრის გარეშე დარჩა. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს. წყმღვდელმთავარმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც დააყენა და ყველა მღვდელს ჰკითხა, ვინ წავიდოდა სოფელში, მაგრამ ყველას მიზეზი აღმოაჩნდა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში. აღდგომა დადგა, ამ დღეს სოფელი განსაკუთრებულად ხვდებოდა, ხალხი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა აღდგომისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ჩაატარა და ბრწყინვალე აღდგომის […]

Share Button
by