წმინდათა ცხოვრება

ცხორებაჲ და წამებაჲ წმიდისა მარინაჲსი

, ,

საკითხავი ივლისსა ათჩჳდმეტსა   4 შემდგომად აღდგომისა ო(ჳფლ)ისა ჩ(უე)ნისა ი(ესო)ჳ ქრისტეჲსა და დიდებით ამაღლებისა მისისა 5 მამისა ზეცად ნეტართა მისთა მოციქულთა აღასრულეს ყ(ოვე)ლი მცნებ(ა)ჲ მოძღურებისა 6 მათისაჲ და ასწავეს სარწმუნოვებაჲ ყ(ოვე)ლთა კიდეთა ქ(უ)ე(ყან)ისათა და ღირსად 7 შრომისა მათისა მოიღეს გუირგუინი მოღუაწებისა მათისაჲ ქ(რისტ)ესგან და ძლიერებითა 8 პ(ა)ტ(იო)სნისა ჯ(უა)რისაჲთა არწმუნებდეს უშჯულოთა ქრისტიანე ყოფად. და ვ(ითარც)ა 9 იხილა ბოროტმან ესე ყოფად, აღსძრვიდა ქრისტიანეთა ზ(ედ)ა თუისთა მათ მსახურთა, 10 და აიძულებდეს2 ქ(რისტ)ეანეთა კერპთ-მსახურებადვე მრავლითა გუემითა. და ესრეჲთ 11 […]

Share Button
by
პოვნაჲ წმიდათაჲ ანანიაჲსი,  აზარიაჲსი, მისაელისი

,

წელთა მათ ოდენ ვარამის სპარსთა მეფისათა გამოჩნდეს ძუალნი ნებით ღმრთისაჲთა ქველის-მოქმედისაჲთა. და გამოჩნეს ესრეჲთ: კაცი ერთი ჰურიაჲ ჯდა ტაზართა მათ ნაბუქოდორნოსორისთა ბაბილონს. სახლსა შინა ერთსა მარტოდ. და მივიდოდეს მისა კაცები მრავლად მრავ\ლით ადგილით და განიკურნებოდეს მრავალთაგან სალმობათა თუისთაჲსა და ძალი იგი კურნებისაჲ არა უწყოდეს, თუ ვისგან არს, რამეთუ რომელნიმე ეგრე ჰგონებდეს, თუ გრძნებით რაჲმე ესე საქმენი იქმნებიან, რამეთუ მრა\ვალნი კაცნი განიკურნებოდეს, რამეთუ წარმართ იყვნეს მკუიდრნი ქალაქი\სანი მის, და ძალი იგი კურნებისაჲ მის ვერ გულისხმა-ყვიან, თუ […]

Share Button
by
წმ.ნიკოლოზ დვალის წამება

,

ესე სანატრელი ქრისტეს მოწამე ნიკოლოზ იყო ნათესავად დვალი, სოფლისაგან, როელსა ეწოდების წაჲ, შვილი მორწმუნე\თა მშობელთაჲ და მოსავთ წმიდისა ნათლის-მცემელისათა[ჲ], რო\მელსა  საშოჲთგანვე დედისაჲთ შესწირეს. და რაჲ ათორმეტისა წლისაჲ იქმნა, მონაზონ იქმნა და იყო უდაბნოთ კლარჯეთისათა მცირედსა ხანსა. და სურვილი მოუჴდა წმიდათა ადგილთა თაყუა\ნის-ცემისაჲ. და რაჟამს მოიწია იერუსალიმად, მადლობაჲ შე\წირა ღმრთისა. და კუალად სურვილი მოუჴდა, რაჲთამცა იწამა ქრისტესთჳს. და პოვა თარგმანი სპარსი კაცი და მოტყუებით ყადისსა მიიყვანა და მანდა აღიარა ღმრთეებაჲ ქრისტესი და მრა\ვალნი საგმობნი სიტყუანი უთხრნა […]

Share Button
by
წმიდისა ღმრთისმშობელისაგან კაცთა ცოდვილთა სატანჯველთა ხილვაჲ

, ,

  2 ეგულებოდა რაჲ წმიდასა ღმრთისმშობელსა აღსლვაჲ მთასა წმიდასა, ღაღად ყო 3 და თქუა: “სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა, სულისა წმიდისაჲთა, გარდამოჴდეს ზეცით დიდი 4 იგი მთავარ-ანგელოზი მიქაელ, რაჲთა მითხრას ზეცისა და ქუეყანისა დიდებაჲ”. სიტყჳსა ამის 5 გამო გარდამიჴდეს ზეცით დიდი იგი მთავარ-ანგელოზი [მიქაელ] დასითა ანგელოზ[თაჲ]თა 6 აღმოსავალისა, დასავალისა, სამხრისა [და] ჩრდილოჲსა; მოიკითხეს და მიმადლებული დაჰრქუეს 7 მისა მიმართ: “გიხაროდენ მთავარო ერისაო, გიხაროდენ სამკჳდრებელო სულისა წმიდი\საო, 8 გიხაროდენ შჳდთა [ცათა] სიმტკიცეო, გიხაროდენ ანგელოზთაგან თაყვანის-საცე\მელო, 9 გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელთა სიქადულო, […]

Share Button
by
მიტილინელი მოწამეების სასწაულები

,

წმინდა მოწამეები. კუნძული მიტილინი (ლესბოსი) ცნობილი იყო როგორც ანტიკურ, ისე ქრისტიანულ სამყაროში. 47 წმინდანს უცხოვრია ამ მიწაზე. ამ კუნძულმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მას შემდეგ, რაც აქ მოიპოვეს ნაწილნი წმინდა მოწამეთა: რაფაელისა, ნიკოლოზისა და ირინესი. სოფელ თერმის ზემოთ, ბორცვზე, რომელსაც კარიესის ღვთისმშობელს ეძახიან, საუკუნეების მანძილზე აძოვებდნენ ფარას. ერთი პატარა ეკვდერის გარშემო მიმოფანტული იყო ნათელი ქვები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ ოდესღაც აქ წმინდა სავანე იყო. აქ ხშირად საოცარ კეთილსურნელებას გრძნობდნენ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ამოდიოდნენ ქრისტიანები და […]

Share Button
by
წმ.გერასიმე და ლომი

,

მდინარე იორდანეს შორიახლოს მდებარე კალამინის ლავრის დამაარსებელი ღირსი მამა გერასიმე (ხსენება 4. III) ერთხელ მდინარის პირას სეირნობისას გადააწყდა ლომს,რომელიც ხაფი ხმით ღრიალებდა. ლომს ეკალი შერჭობოდა თათში და დასიებული და დაჩირქებული თათი საშინელ ტკივილს გვრიდა. როდესაც ბერი დაინახა, ლომი მივიდა მასთან, მტკივანი თათი გაუშვირა და შველა სთხოვა. ბერმა უწამლა გასაჭირში მყოფ ლომს – ჩაიმუხლა, მისი ფეხი კალთაში ჩაიდო, ეკალი ამოაძრო, მერე ნაიარევი სათუთად გაუწმინდა ჩირქისაგან, ტილოთი გადაუხვია და გაუშვა. მაგრამ ტკივილისგან განთავისუფლებული ლომი აღარ სცილდებოდა ბერს […]

Share Button
by
სოლომონ II-ის გადმოსვენება გელათში

,

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II–ს ქადაგება, სოლომონ II-ის ნეშტის ჩამოსვენების დღეს. სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდის სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი! უფალი ბრძანებს: უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე. ამ სიტყვებში ჩანს უფლისაგან კაცთათვის მინიჭებული დიდი მადლი – თავისუფლება, თავისუფალი ნებისყოფა. ე.ი. იმას კი არ გვეუბნება, როძ აუცილებლად შემომიდექითო, არამედ უკეთუ გინდეს შემოდგომად ჩემდა, ანუ თუ გსურს, შემომიდგეო. სწორედ ეს არის ყოველი ადამიანის ხვედრი, ჯვრის ტარება. ადამიანი არა მხოლოდ ღვთის […]

Share Button
by
საბა გამწმენდელის სასწაული

,

ნეტარი მამა საბა განწმენდილი (ხსენება 5. XII) ოცდამეთხუთმეტე წელიწადში იყო გადამდგარი, როდესაც უდაბნოში განმარტოვდა და მარხვითა და გამუდმებული ლოცვით ღვთის სარკედ განიწურთნიდა თვის სულსა და სხეულს. ღვთისმოსავი ბერის გულმოდგინებას ეშმაკი დაემტერა გაშმაგებით. ერთხელ მან საზარელი ლომის სახე მიიღო და შესაჭმელად მოუხდა წმინდანს: დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა, დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა. მისი ამგვარი ქცევის მხილველი ღირსი მამა მხნედ შეეპასუხა: -თუ შენ ღმერთისგან გაქვს ძალმოსილება ჩემს შესაჭმელად, უკან რაღად იხევ? ხოლო თუ არა […]

Share Button
by