
ცხორებაჲ წმ. მამისა ჩუენისა მონაზონთა მოძღურისა ეფრემისი
ისტორია, წმინდათა ცხოვრება, ხელნაწერებივიწყო შეწევნითა ღმრთისაჲთა და ძალითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და მეოხებითა წმიდრსა ღმრთისმშობელისაჲთა და შოვამდგომელობითა სულისა წმიდისაჲთა, რამეთუ იგი არს დასაბამ და სრულება სიტყჳსა ამის ჩუენისა უძლურისა. ესე არს დასაბამი: განგებაჲ წმიდისაჲ პირველითგან ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა მისისა ქალაქსა შინა კურთხეულსა ურაჰისასა, რომელ არს შოვამდინარისაჲ. ესე წმიდაჲ ეფრემ იყო ნათესავად ასური, და მამაჲ მისი იყო ქალაქისაგან ნასიბინისა, რომელ-იგი არს მოსაზღვრე ბერძენთა და სპარსთაჲ, და მას ჟამსა არღა დაეპყრა იგი სპარსთა. ხოლო დედაჲ მისი იყო […]